სამართალი
პოლიტიკა
მეცნიერება

17

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 23:58-ზე, მთვარე ვერძშია – რეკომენდებულია: მონანიება, მიტევება, მარხვა. სახლის განწმენდა და დალოცვა. კარგია ყველაფერი ზედმეტის მოშორება. არ არის რეკომენდებული: მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. გაუფრთხილდით ხერხემალს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს. ამ დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს.
მსოფლიო
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გუბერნია 5 თვეში იმდენ ბენზინს "ხარჯავს", თელავიდან რომამდე მანქანით 33-ჯერ ჩასვლა შეიძლება
გუბერნია 5 თვეში იმდენ ბენზინს "ხარჯავს", თელავიდან რომამდე მანქანით 33-ჯერ ჩასვლა შეიძლება

ქა­ლაქ თე­ლა­ვის საკ­რე­ბუ­ლოს წევ­რი ნიკა ვარ­დოშ­ვი­ლი კა­ხე­თის გუ­ბერ­ნა­ტო­რის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას საწ­ვა­ვის არა­მიზ­ნობ­რივ ხარ­ჯვას ედა­ვე­ბა. გუ­ბერ­ნა­ტო­რის ად­მი­ნის­ტრა­ცია ერთ თვე­ში 3 ტონა ბენ­ზინს ხარ­ჯავს. გა­მო­ყო­ფი­ლი ბენ­ზი­ნით, მა­ღა­ლი გა­მავ­ლო­ბის მან­ქა­ნე­ბით 26 ათა­სი კი­ლო­მეტ­რის გავ­ლა­აა შე­საძ­ლე­ბე­ლი. ამ მან­ძი­ლის გავ­ლას სა­შუ­ა­ლოდ 390 სა­ა­თი სჭირ­დე­ბა, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ გუ­ბერ­ნა­ტო­რი და მისი თა­ნამ­შრომ­ლე­ბი არა­სა­მუ­შაო დღე­ებ­შიც რომ მუ­შა­ობ­დნენ, ყო­ველ­დღი­უ­რად მი­ნი­მუმ 13 სა­ა­თი მან­ქა­ნე­ბით უნდა მოძ­რა­ობ­დნენ.

"კა­ხე­თის გუ­ბერ­ნა­ტო­რის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ამ 2014 წელს შე­ი­ძი­ნა 6.2 ტონა საწ­ვა­ვი, რა­შიც და­ხარ­ჯა 11 781 ლარი. 2015 წლის 1 იან­ვრი­დან დღემ­დე კი 5 თვე არ გა­სუ­ლა და უკვე და­ი­ხარ­ჯა 11. 2 ტონა საწ­ვა­ვი, რა­შიც გა­დახ­დი­ლია 17 439 ლარი. წელს უფრო ნაკ­ლე­ბი უნდა და­ე­ხარ­ჯა გუ­ბერ­ნა­ტო­რის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას, რად­გან გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში საწ­ვა­ვის ფას­მა იკლო. აღ­ნიშ­ნულ მო­ნა­ცე­მებს შო­რის გან­სხვა­ვე­ბა რა­ო­დე­ნო­ბა­სა და დრო­ში საკ­მა­ოდ დი­დია. ამი­ტომ, არ­სე­ბობს კი­თხვე­ბი, რო­მელ­საც პა­სუ­ხი უნდა გა­ე­ცეს. გან­სა­კუთ­რე­ბით იმ ფონ­ზე, როცა სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა მუდ­მი­ვად ქამ­რე­ბის შე­მო­ჭე­რა­ზე ლა­პა­რა­კობს" , - გა­ნუ­ცხა­და კა­ხე­თის სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრს "ახა­ლი მე­მარ­ჯვე­ნე­ე­ბი­დან" ქა­ლაქ თე­ლა­ვის საკ­რე­ბუ­ლოს წევ­რმა ნიკა ვარ­დოშ­ვილ­მა.

გუ­ბერ­ნა­ტორ­მა ირაკ­ლი ში­ო­ლაშ­ვილ­მა კა­ხე­თის სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრთან ამ სა­კი­თხზე კო­მენ­ტა­რი არ გა­ა­კე­თა.

გუ­ბერ­ნა­ტო­რის პრესმდი­ვან­მა მა­დო­ნა ბა­ტი­აშ­ვილ­მა კი კა­ხე­თის სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრს გა­ნუ­ცხა­და, რომ გუ­ბერ­ნა­ტო­რის ად­მი­ნის­ტრა­ცია ერთი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში და­ახ­ლო­ე­ბით 3000 ლიტრ ბენ­ზინს მო­იხ­მარს.

"ნიკა ვარ­დოშ­ვი­ლის ბრალ­დე­ბა იმის შე­სა­ხებ, რომ კა­ხე­თის გუ­ბერ­ნა­ტო­რის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ამ საწ­ვა­ვის ხარ­ჯე­ბი გა­ზარ­და, სი­მარ­თლეს არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა. სწო­რედ ქამ­რე­ბის შე­მო­ჭე­რის პო­ლი­ტი­კი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ად­მი­ნის­ტრა­ცი­ამ ყო­ველ­თვი­უ­რად გა­სა­ხარ­ჯი საწ­ვა­ვის რა­ო­დე­ნო­ბა 700 ლიტ­რით შე­ამ­ცი­რა, რაც გა­სულ წლებ­ში გა­ხარ­ჯუ­ლი საწ­ვა­ვის რა­ო­დე­ნო­ბას­თან შე­და­რე­ბით, წლის გან­მავ­ლო­ბა­ში 18-19 ტო­ნით ნაკ­ლე­ბია. იმ­დენ საწ­ვავს ვხარ­ჯავთ, რაც გა­და­სა­ად­გი­ლებ­ლად გვჭირ­დე­ბა", - აღ­ნიშ­ნა მა­დო­ნა ბა­ტი­აშ­ვილ­მა.

გუ­ბერ­ნა­ტო­რის პრესმდივ­ნის მო­ნა­ცე­მებ­ზე დაყ­რდნო­ბით, კა­ხე­თის გუ­ბერ­ნა­ტო­რის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ამ 5 თვე­ში იმ­დე­ნი საწ­ვა­ვი გა­წე­რა, რომ თე­ლა­ვი­დან იტა­ლი­ის დე­და­ქა­ლაქ რომ­ში, ავ­ტო­მან­ქა­ნით 33-ჯერ ჩას­ვლაა შე­საძ­ლე­ბე­ლი.

იხი­ლეთ ვრცლად

კა­ხე­თის სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება სპეცოპერაციის კადრები და ფარული ჩანაწერები, რომლებშიც "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი ფიგურირებენ

გუბერნია 5 თვეში იმდენ ბენზინს "ხარჯავს", თელავიდან რომამდე მანქანით 33-ჯერ ჩასვლა შეიძლება

გუბერნია 5 თვეში იმდენ ბენზინს "ხარჯავს", თელავიდან რომამდე მანქანით 33-ჯერ ჩასვლა შეიძლება

ქალაქ თელავის საკრებულოს წევრი ნიკა ვარდოშვილი კახეთის გუბერნატორის ადმინისტრაციას საწვავის არამიზნობრივ ხარჯვას ედავება. გუბერნატორის ადმინისტრაცია ერთ თვეში 3 ტონა ბენზინს ხარჯავს. გამოყოფილი ბენზინით, მაღალი გამავლობის მანქანებით 26 ათასი კილომეტრის გავლააა შესაძლებელი. ამ მანძილის გავლას საშუალოდ 390 საათი სჭირდება, რაც იმას ნიშნავს, რომ გუბერნატორი და მისი თანამშრომლები არასამუშაო დღეებშიც რომ მუშაობდნენ, ყოველდღიურად მინიმუმ 13 საათი მანქანებით უნდა მოძრაობდნენ.

"კახეთის გუბერნატორის ადმინისტრაციამ 2014 წელს შეიძინა 6.2 ტონა საწვავი, რაშიც დახარჯა 11 781 ლარი. 2015 წლის 1 იანვრიდან დღემდე კი 5 თვე არ გასულა და უკვე დაიხარჯა 11. 2 ტონა საწვავი, რაშიც გადახდილია 17 439 ლარი. წელს უფრო ნაკლები უნდა დაეხარჯა გუბერნატორის ადმინისტრაციას, რადგან გარკვეული პერიოდის განმავლობაში საწვავის ფასმა იკლო. აღნიშნულ მონაცემებს შორის განსხვავება რაოდენობასა და დროში საკმაოდ დიდია. ამიტომ, არსებობს კითხვები, რომელსაც პასუხი უნდა გაეცეს. განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა საქართველოს მთავრობა მუდმივად ქამრების შემოჭერაზე ლაპარაკობს" , - განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს "ახალი მემარჯვენეებიდან" ქალაქ თელავის საკრებულოს წევრმა ნიკა ვარდოშვილმა.

გუბერნატორმა ირაკლი შიოლაშვილმა კახეთის საინფორმაციო ცენტრთან ამ საკითხზე კომენტარი არ გააკეთა.

გუბერნატორის პრესმდივანმა მადონა ბატიაშვილმა კი კახეთის საინფორმაციო ცენტრს განუცხადა, რომ გუბერნატორის ადმინისტრაცია ერთი თვის განმავლობაში დაახლოებით 3000 ლიტრ ბენზინს მოიხმარს.

"ნიკა ვარდოშვილის ბრალდება იმის შესახებ, რომ კახეთის გუბერნატორის ადმინისტრაციამ საწვავის ხარჯები გაზარდა, სიმართლეს არ შეესაბამება. სწორედ ქამრების შემოჭერის პოლიტიკიდან გამომდინარე, ადმინისტრაციამ ყოველთვიურად გასახარჯი საწვავის რაოდენობა 700 ლიტრით შეამცირა, რაც გასულ წლებში გახარჯული საწვავის რაოდენობასთან შედარებით, წლის განმავლობაში 18-19 ტონით ნაკლებია. იმდენ საწვავს ვხარჯავთ, რაც გადასაადგილებლად გვჭირდება", - აღნიშნა მადონა ბატიაშვილმა.

გუბერნატორის პრესმდივნის მონაცემებზე დაყრდნობით, კახეთის გუბერნატორის ადმინისტრაციამ 5 თვეში იმდენი საწვავი გაწერა, რომ თელავიდან იტალიის დედაქალაქ რომში, ავტომანქანით 33-ჯერ ჩასვლაა შესაძლებელი.

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა