ვლადიმერ მილძიხოვმა Youtube-ზე ვიდეო გაავრცელა, რომელიც საქართველოს საზღვარზე გადაიღო. ვიდეოს ავტორმა შემდეგი აღწერა დაურთო: "საქართველოში შესვლა გეორგიევსკის ლენტით მეორეჯერ ვცადე. ამჯერად, იმ მხარეს არავინ მელოდა, ბევრი დრო მქონდა და თან ფარული კამერა მქონდა. ქართველმა "ეცილოპმა" (პერსონაჟი გიორგი დანელიას ფილმიდან "ქინ-ძა-ძა". ნაწარმოებია ინგლისური სიტყვა police-ის შებრუნებით) მთხოვა, რომ გეორგიევსკის ლენტი მომეხსნა, ვინაიდან "ასეთი კანონი" აქვთ ქვეყანაში.
თუმცა კანონში, საბჭოთა სიმბოლიკის აკრძალვის შესახებ, გეორგიევსკის ლენტი არ არის მოხსენიებული. 112-ში დარეკვისას მირჩიეს, რომ მესაზღვრეებთან გამერკვია ყველაფერი. მივხვდი რა, რომ კამათი უსაფუძვლო იყო, უარი ვთქვი ლენტის მოხსნაზე, გაკვირვებული "კეთილი მეზობლების" წინ უკან მოვბრუნდი და სამშობლოში წამოვედი".