დონალდ ტუსკი - ძალიან კარგად ვიცი, რომ ცვლილებებს მოუთმენლად ველოდებით, თუმცა სტრატეგიული მოთმინება გვჭირდება

დონალდ ტუსკი - ძალიან კარგად ვიცი, რომ ცვლილებებს მოუთმენლად ველოდებით, თუმცა სტრატეგიული მოთმინება გვჭირდება

რიგის სამიტზე რაიმე უზარმაზარი ნაბიჯების გადადგმა არ იგეგმება, - ამის შესახებ რიგაში აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის დაწყებამდე ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა განაცხადა.

"მე ძალიან კარგად ვიცი, რომ ჩვენ ცვლილებებს მოუთმენლად ველოდებით, თუმცა, გვჭირდება გამოვიმუშავოთ სტრატეგიული მოთმინება. რიგის სამიტზე რაიმე უზარმაზარი ნაბიჯების წინ გადადგმის გამოცხადება არ იგეგმება. არა, ჩვენი პარტნიორობა ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა წავიდეს წინ, ისე როგორც ევროკავშირი შეიქმნა, ამ შემთხვევაში ნაბიჯ-ნაბიჯ ნიშნავს რეალურ პროგრესს ვაჭრობის, ენერგეტიკის, მობილობისა და რეფორმების კუთხით, რაც ჩვენი პარტნიორების და ასევე მთელი ევროპის ინტერესებშია",- წერია დონალდ ტუსკის განცხადებაში.

მისივე თქმით, ის რიგაში იმისათვის ჩავიდა, რომ კიდევ ერთხელ გაუსვას ხაზი, რომ ევროკავშირი თავის კურსს ინარჩუნებს, "მიუხედავად დაშინებისა, აგრესიისა და ბოლო წელს მიმდინარე ომისა, ევროკავშირი ჩვენი აღმოსავლეთ პარტნიორობის ერთგული რჩება, ისე როგორც ადრე. ამას ადასტურებს ევროკავშირის 28 წევრიდან 25 წევრი ქვეყნის ლიდერის აქ ჩამოსვლაც. დღეს მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობა ჩვენი ერთობლივი პრიორიტეტია ევროპის გასწვრივ, არამხოლოდ ჩვენი კონტინენტის აღმოსავლეთ და ცენტრალურ ნაწილში, როგორც ეს ხუთი წლის წინ იყო", - განაცხადა დონალდ ტუსკმა.

მისივე თქმით, ევროკავშირს სურს, განავითაროს კავშირები აღმოსავლეთ პარტნიორებთან. ტუსკის განცხადებით, ევროპას სურს, დაეხმაროს აღმოსავლეთ პარტნიორებს საზოგადოების ტრანსფორმირებაში, რაც თავიანთ მოქალაქეებს სარგებელს მოუტანს და ამ ქვეყნებს უფრო მოქნილს გახდის გარე ზეწოლის მიმართ.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის თქმით, აღმოსავლეთ პარტნიორობა არ არის მიმართული რუსეთის წინააღმდეგ. "აღმოსავლეთ პარტნიორობა არ არის სილამაზის კონკურსი რუსეთსა და ევროკავშირს შორის. რუსეთი რომ უფრო რბილი, მომხიბვლელი და მიმზიდველი ყოფილიყო, შესაძლოა, საჭირო აღარ გამხდარიყო მისი მეზობლების მიმართ დამანგრეველი და აგრესიული ტაქტიკის ნაკლოვანებების კომპენსირება",- წერია ტუსკის განცხადებაში.

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა