პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

30

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

30 მაისი, პარასკევი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:23-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 23:58-ზე – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების გაზრდა. არ არის შესაფერისი დღე მოგზაურობის დასაწყებად ან მივლინებაში წასასვლელად. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა. საუკეთესოა თმის შეჭრა და შეღებვა. გაიკეთეთ თმისა და სახის ნიღაბი. მოუფრთხილდით გულს, სისხლის მიმოქცევის სისტემას, არტერიებს, ზურგს, დიაფრაგმას.
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
საზოგადოება
Faceამბები
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ დავიცვათ თავი "შოკირებული" თუ ბალზამირებული ფრინველის ხორცისაგან?
როგორ დავიცვათ თავი "შოკირებული" თუ ბალზამირებული ფრინველის ხორცისაგან?

"წელს სა­ქარ­თვე­ლო­ში უცხო­ე­თი­დან ერთი ცალი კვერ­ცხიც არ შე­მო­სუ­ლა"

ერთ ძველ, სი­კე­თით სავ­სე კო­მე­დი­ას თუ ვენ­დო­ბით, ყვე­ლა ფრინ­ვე­ლი სა­სარ­გებ­ლო არ­სე­ბაა, რად­გან ადა­მი­ანს "ხორცს, კვერ­ცხს და ბუნ­დღას" აძ­ლევს, მაგ­რამ ეს უწყი­ნა­რი ხუმ­რო­ბა ყო­ველ­თვის როდი მარ­თლდე­ბა - თურ­მე შე­იძ­ლე­ბა ფრინ­ვე­ლის ხორ­ციც მავ­ნე­ბე­ლი იყოს, კვერ­ცხიც და თქვენ წარ­მო­იდ­გი­ნეთ, "ბუნ­დღაც"... მა­გა­ლი­თად: ბოლო დღე­ებ­ში რუ­სე­თის სა­ნი­ტა­რი­უ­ლი სამ­სა­ხუ­რი აქ­ტი­უ­რად გა­ნი­ხი­ლავს აშშ-იდან ქათ­მის კვერ­ცხის ექ­სპორ­ტის აკ­რძალ­ვის სა­კითხს. ამის მი­ზე­ზად ფრინ­ვე­ლის გრი­პი სა­ხელ­დე­ბა, რო­მე­ლიც თურ­მე ფარ­თოდ არის გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ამე­რი­კის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე. უფრო ადრე რუ­სეთ­ში არ შე­უშ­ვეს ამე­რი­კუ­ლი ქათ­მის ხორ­ცი, რად­გან მისი სერ­თი­ფი­კა­ტი გა­მოშ­ვე­ბის ვა­და­ზე ადრე იყო გა­ცე­მუ­ლი. ერთი სი­ტყვით, ამ უწყე­ბის ში­შით რუ­სე­თის ცაზე სა­ეჭ­ვო ფრინ­ვე­ლიც კი ვერ გა­და­იფ­რენს, რა­საც სა­ქარ­თვე­ლო­ზე ნამ­დვი­ლად ვერ ვი­ტყვით.

ბპნ.გე და­ინ­ტე­რეს­და, რა მდგო­მა­რე­ო­ბაა ამ მხრივ ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში. გთა­ვა­ზობთ ინ­ტერ­ვი­უს მეფ­რინ­ვე­ლე­ო­ბის გან­ვი­თა­რე­ბის ასო­ცი­ა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნელ ზუ­რაბ უჩუმ­ბე­გაშ­ვილ­თან:

- რამ­დე­ნად სა­სარ­გებ­ლოა კვერ­ცხი, რო­მე­ლიც ჩვენს მა­ღა­ზი­ებ­ში იყი­დე­ბა და რა წილი უჭი­რავს ქარ­თულ ბა­ზარ­ზე ად­გი­ლობ­რი­ვი წარ­მო­ე­ბის პრო­დუქ­ცი­ას?

- თა­მა­მად შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ ქარ­თულ ბა­ზარს კვერ­ცხით ჩვე­ნი, ად­გი­ლობ­რი­ვი წარ­მო­ე­ბა ამა­რა­გებს. ამ პრო­დუქ­ტის წარ­მო­ე­ბის მო­ცუ­ლო­ბა უფრო მე­ტია, ვიდ­რე მას­ზე მო­თხოვ­ნი­ლე­ბა, ამის გამო 2015 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩვენ­თან ერთი ცალი კვერ­ცხი არ შე­მო­სუ­ლა უცხო ქვეყ­ნე­ბი­დან. კვერ­ცხის წარ­მო­ე­ბა იმ დო­ნე­ზე გან­ვა­ვი­თა­რეთ, რომ შევ­ძე­ლით და ფა­სიც დავ­წი­ეთ. კვერ­ცხის ბა­ზა­რი არ სა­ჭი­რო­ებს ვი­ღა­ცის დახ­მა­რე­ბას, უბ­რა­ლოდ, ჩვენ გვინ­და სხვა მწარ­მო­ებ­ლებ­თან თა­ნა­ბარ პი­რო­ბებ­ში ვი­ყოთ. ფრინ­ვე­ლის ფაბ­რი­კე­ბი მთელ სა­ქარ­თვე­ლო­შია მო­ფე­ნი­ლი - სარ­ფით და­წყე­ბუ­ლი, ახ­მე­ტი­თა და ლა­გო­დე­ხით დამ­თავ­რე­ბუ­ლი. ძი­რი­თა­დი მწარ­მო­ე­ბე­ლი კა­ხე­თი და შიდა ქარ­თლია, მაგ­რამ და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­შიც არის ფაბ­რი­კე­ბი, რომ­ლე­ბიც შე­და­რე­ბით მცი­რე ზო­მი­საა.

- ესე იგი, სხვა ქვეყ­ნე­ბი­დან შე­მო­ტა­ნი­ლი კვერ­ცხი ჩვენს მა­ღა­ზი­ებ­ში არ არის?

- დიახ, ასეა, და თუ მო­ინ­დო­მებთ, შე­გიძ­ლი­ათ გა­და­ა­მო­წო­მოთ. ყვე­ლა მო­ნა­ცე­მი შე­მო­სავ­ლე­ბის სამ­სა­ხუ­რის ვებგ­ვერ­დზე დევს: რა შე­მო­დის ქვე­ყა­ნა­ში, ან რა გა­დის, შე­გიძ­ლი­ათ ნა­ხოთ. მთე­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით ვამ­ბობ, რომ 2015 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში ერთი ცალი იმ­პორ­ტი­რე­ბუ­ლი სა­სურ­სა­თო კვერ­ცხიც არ შე­მო­უ­სუ­ლა. სა­ბედ­ნი­ე­როდ, ჩვენ­ზე ლა­რის "გაქ­ცე­ვამ" და ამით გა­მოწ­ვე­ულ­მა ფი­ნან­სურ­მა ზა­რალ­მაც ვერ იმოქ­მე­და. აღ­დგო­მი­სა და ახა­ლი წლის დღე­ებ­ში, რო­დე­საც ჩვენს პრო­დუქ­ცი­ა­ზე მო­თხოვ­ნა ძა­ლი­ან იზ­რდე­ბა, იმ­დე­ნად დავ­წი­ეთ ფა­სე­ბი, რომ ყვე­ლა იმ­პორ­ტი­ორს კვერ­ცხის შე­მო­ტა­ნის სურ­ვი­ლი მო­ვუ­კა­ლით. უფრო მე­ტიც, თა­ვი­სუფ­ლად შეგ­ვიძ­ლია პრო­დუქ­ცია სხვა ქვეყ­ნებ­შიც გა­ვი­ტა­ნოთ, თუ ვინ­მე მი­ი­ღებს.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

როგორ დავიცვათ თავი "შოკირებული" თუ ბალზამირებული ფრინველის ხორცისაგან?

როგორ დავიცვათ თავი "შოკირებული" თუ ბალზამირებული ფრინველის ხორცისაგან?

"წელს საქართველოში უცხოეთიდან ერთი ცალი კვერცხიც არ შემოსულა"

ერთ ძველ, სიკეთით სავსე კომედიას თუ ვენდობით, ყველა ფრინველი სასარგებლო არსებაა, რადგან ადამიანს "ხორცს, კვერცხს და ბუნდღას" აძლევს, მაგრამ ეს უწყინარი ხუმრობა ყოველთვის როდი მართლდება - თურმე შეიძლება ფრინველის ხორციც მავნებელი იყოს, კვერცხიც და თქვენ წარმოიდგინეთ, "ბუნდღაც"... მაგალითად: ბოლო დღეებში რუსეთის სანიტარიული სამსახური აქტიურად განიხილავს აშშ-იდან ქათმის კვერცხის ექსპორტის აკრძალვის საკითხს. ამის მიზეზად ფრინველის გრიპი სახელდება, რომელიც თურმე ფართოდ არის გავრცელებული ამერიკის ტერიტორიაზე. უფრო ადრე რუსეთში არ შეუშვეს ამერიკული ქათმის ხორცი, რადგან მისი სერთიფიკატი გამოშვების ვადაზე ადრე იყო გაცემული. ერთი სიტყვით, ამ უწყების შიშით რუსეთის ცაზე საეჭვო ფრინველიც კი ვერ გადაიფრენს, რასაც საქართველოზე ნამდვილად ვერ ვიტყვით.

ბპნ.გე დაინტერესდა, რა მდგომარეობაა ამ მხრივ ჩვენს ქვეყანაში. გთავაზობთ ინტერვიუს მეფრინველეობის განვითარების ასოციაციის ხელმძღვანელ ზურაბ უჩუმბეგაშვილთან:

- რამდენად სასარგებლოა კვერცხი, რომელიც ჩვენს მაღაზიებში იყიდება და რა წილი უჭირავს ქართულ ბაზარზე ადგილობრივი წარმოების პროდუქციას?

- თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ქართულ ბაზარს კვერცხით ჩვენი, ადგილობრივი წარმოება ამარაგებს. ამ პროდუქტის წარმოების მოცულობა უფრო მეტია, ვიდრე მასზე მოთხოვნილება, ამის გამო 2015 წლის განმავლობაში ჩვენთან ერთი ცალი კვერცხი არ შემოსულა უცხო ქვეყნებიდან. კვერცხის წარმოება იმ დონეზე განვავითარეთ, რომ შევძელით და ფასიც დავწიეთ. კვერცხის ბაზარი არ საჭიროებს ვიღაცის დახმარებას, უბრალოდ, ჩვენ გვინდა სხვა მწარმოებლებთან თანაბარ პირობებში ვიყოთ. ფრინველის ფაბრიკები მთელ საქართველოშია მოფენილი - სარფით დაწყებული, ახმეტითა და ლაგოდეხით დამთავრებული. ძირითადი მწარმოებელი კახეთი და შიდა ქართლია, მაგრამ დასავლეთ საქართველოშიც არის ფაბრიკები, რომლებიც შედარებით მცირე ზომისაა.

- ესე იგი, სხვა ქვეყნებიდან შემოტანილი კვერცხი ჩვენს მაღაზიებში არ არის?

- დიახ, ასეა, და თუ მოინდომებთ, შეგიძლიათ გადაამოწომოთ. ყველა მონაცემი შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე დევს: რა შემოდის ქვეყანაში, ან რა გადის, შეგიძლიათ ნახოთ. მთელი პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ 2015 წლის განმავლობაში საქართველოში ერთი ცალი იმპორტირებული სასურსათო კვერცხიც არ შემოუსულა. საბედნიეროდ, ჩვენზე ლარის "გაქცევამ" და ამით გამოწვეულმა ფინანსურმა ზარალმაც ვერ იმოქმედა. აღდგომისა და ახალი წლის დღეებში, როდესაც ჩვენს პროდუქციაზე მოთხოვნა ძალიან იზრდება, იმდენად დავწიეთ ფასები, რომ ყველა იმპორტიორს კვერცხის შემოტანის სურვილი მოვუკალით. უფრო მეტიც, თავისუფლად შეგვიძლია პროდუქცია სხვა ქვეყნებშიც გავიტანოთ, თუ ვინმე მიიღებს.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია