სპორტი
Faceამბები
სამხედრო

6

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:45-ზე, მთვარე მორიელშია – რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. თავი უნდა შეიკავოთ უხეში საკვებისგან, კვერცხისგან, თევზისა და ხორცისგან. მთლიანად გამორიცხეთ ალკოჰოლი და ნიკოტინი. ზედა სასუნთქი გზების, გულის, ფილტვების და ღვიძლის გაწმენდის დღეა. მოუსმინეთ გულს.
მსოფლიო
სამართალი
მოზაიკა
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დღეს ნიკოლოზობაა - რა ვიცით წმინდანის სასწაულების შესახებ
დღეს ნიკოლოზობაა -  რა ვიცით წმინდანის სასწაულების შესახებ

მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სია დღეს წმინ­და ნი­კო­ლო­ზის წმინ­და ნა­წი­ლე­ბის ამოყ­ვა­ნე­ბის დღეს აღ­ნიშ­ნავს. ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით ტაძ­რებ­ში სა­დღე­სას­წა­უ­ლო ლი­ტურ­გია ტარ­დე­ბა.

22 მა­ისს ნი­კო­ლოზ სას­წა­ულ­მოქ­მე­დის წმინ­და ნა­წი­ლე­ბის მი­რო­ნი­დან ბარ­ში გა­დას­ვე­ნე­ბის დღეა, ხოლო 19 დე­კემ­ბე­რი კი – წმინ­და­ნის ხსე­ნე­ბის დღე.

წმინ­და ნი­კო­ლოზ სას­წა­ულ­მოქ­მე­დი მცი­რე აზი­ა­ში, ლუ­კი­ის მხა­რის ქა­ლაქ პა­თა­რა­ში, 257 წელს მდი­დარ და ღვთის­მო­შიშ ოჯახ­ში და­ი­ბა­და. სას­წა­ულ­მოქ­მე­დე­ბის უნა­რი წმინ­და ნი­კო­ლოზ­მა შო­ბი­დან­ვე გა­მო­ამ­ჟღავ­ნა. ნათ­ლო­ბი­სას ჩვი­ლი ნი­კო­ლო­ზი ემ­ბაზ­ში და­მო­უ­კი­დებ­ლად რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში იდგა. დე­დის რძე­საც ოთხშა­ბა­თო­ბი­თა და პა­რას­კე­ვო­ბით მხო­ლოდ სა­ღა­მო ხანს იღებ­და.

წმინ­და ნი­კო­ლოზ­მა სი­ცო­ცხლე­ში უამ­რა­ვი სას­წა­უ­ლი აღავ­ლი­ნა და დღე­საც აღევ­ლი­ნე­ბა ქა­ლაქ ბარ­ში, წმინ­და ნი­კო­ლო­ზის სა­ხე­ლო­ბის ეკ­ლე­სი­ა­ში დას­ვე­ნე­ბუ­ლი მისი წმინ­და ნა­წი­ლე­ბი­დან, რო­მელ­საც მი­რო­ნი სდის. მი­რონ­ლუ­კი­ი­დან იტა­ლი­ის ქა­ლაქ ბარ­ში წმინ­და ღვდელმთავ­რის წმინ­და ნა­წი­ლე­ბის გა­დას­ვე­ნე­ბა 1087 წელს მოხ­და.

წმინ­და ნი­კო­ლოზ სას­წა­ულ­მოქ­მე­დი სა­ქარ­თვე­ლოს მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სი­ის მფარ­ვე­ლად მას შემ­დეგ ით­ვლე­ბა, რაც სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს- პატ­რი­არ­ქმა მას ქარ­თუ­ლი ეკ­ლე­სია შე­ა­ვედ­რა. მარ­თლმა­დი­დებ­ლე­ბი წმინ­და მღვდელთმთა­ვარს შე­წევ­ნი­სათ­ვის ყო­ველ­გვა­რი გა­სა­ჭი­რის ჟამს მი­მარ­თა­ვენ.

წმინ­და ნი­კო­ლო­ზის აღ­სრუ­ლე­ბუ­ლი სას­წა­უ­ლე­ბი

წმი­და ნი­კო­ლო­ზის მიერ მო­მა­ვა­ლი ბე­რის (გაბ­რი­ე­ლის) გა­დარ­ჩე­ნა დახ­რჩო­ბი­სა­გან

*******

ახალ­გაზ­რდო­ბა­ში, ბერი გაბ­რი­ე­ლი მგზავ­რობ­და გე­მით, რო­მე­ლიც შავი ზღვის ნა­პი­რის გას­წვრივ მო­ცუ­რავ­და. მო­უ­ლოდ­ნე­ლად ბორ­ტს მიღ­მა აღ­მო­ჩე­ნი­ლი, იგი უფ­ლის ნე­ბას მი­ენ­დო. ტალ­ღებ­მა ჩა­ით­რი­ეს ჭა­ბუ­კის სხე­უ­ლი და ზღვა­ში დან­თქმას იქად­დნენ.

ამ დროს ზღვის ტალ­ღებ­ზე წა­მო­ი­მარ­თა მღვდელმთავ­რის ძვირ­ფა­სი სა­მო­სით შე­მო­სი­ლი სპე­ტა­კი წვე­რით შემ­კუ­ლი ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­მაც მკაც­რად მი­მარ­თა გე­მის კა­პი­ტან­სა და მის თა­ნა­შემ­წე­ებს:

- სად არის თქვე­ნი სი­ფხიზ­ლე და პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა, რო­დე­საც თქვე­ნი და­უ­დევ­რო­ბით ზღვა­ში იხ­რჩო­ბა ადა­მი­ა­ნი?

მისი მი­თი­თე­ბით კა­პი­ტან­მა სას­წრა­ფოდ უხმო მე­ზღვა­უ­რებს, რომ­ლე­ბიც ნავ­ში ჩას­ხდნენ და აჩ­ქა­რე­ბით მო­ის­ვეს ნიჩ­ბებს.

მე­ზღვა­უ­რებ­მა ცო­ცხალ-მკვდა­რი ახალ­გაზ­რდა ნავ­ში აიყ­ვა­ნეს და ნა­პირ­ზე გა­ვიდ­ნენ. რო­დე­საც ხე­ლოვ­ნუ­რი სუნ­თქვით მო­ა­სუ­ლი­ე­რეს, მე­რე­ღა მო­ი­კი­თხეს მისი მე­ოხმყო­ფე­ლი. მხო­ლოდ მას შემ­დეგ, რაც გა­დარ­ჩე­ნილს უპო­ვეს მკერ­დზე ჩა­მო­კი­დე­ბუ­ლი წმი­და ნი­კო­ლო­ზის ხატი, შე­იც­ნეს მას­ში მშვე­ლე­ლის ჭეშ­მა­რი­ტი ვი­ნა­ო­ბა.

********

ერთი ყმაწ­ვი­ლი, ნი­კო­ლო­ზი იმ­დე­ნად დას­ნე­ულ­და, რომ არც დგო­მა და არც სი­ა­რუ­ლი არ შე­ეძ­ლო. ფე­ხე­ბი სულ დაკ­რუნ­ჩხო­და და მხო­ლოდ ცოც­ვას­ღა თუ ახერ­ხებ­და. ასეთ დღე­ში იყო იგი 6 თვე. მრა­ვალ ექიმ­თან იმ­კურ­ნა­ლა, მთე­ლი თა­ვი­სი ქო­ნე­ბა ამა­ში და­ე­ხარ­ჯა, შვე­ლას კი ვე­რა­ვის­გან იღებ­და. ერთხე­ლაც წმი­და ნი­კო­ლო­ზო­ბას და­ი­ნა­ხა ტაძ­რი­სა­კენ მი­მა­ვა­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი და თვი­თო­ნაც გა­ცოც­და მათ კვალ­დაკ­ვალ. გზად შე­მოხ­ვდა ტან­ჯულ­თა შემ­წე წმინ­და ნი­კო­ლო­ზი და ჰკი­თხა:

- საით მი­ღო­ღავ ასე გა­ჭირ­ვე­ბით?

- ეკ­ლე­სი­ის­კენ. - მი­უ­გო ყმაწ­ვილ­მა და შეს­ჩივ­ლა თა­ვის მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე.

- მომ­ყე­ვი, მარ­თლა თუ გინ­და გა­ნი­კურ­ნო. - უთხრა წმინ­დან­მა. მერე მი­იყ­ვა­ნა ეკ­ლე­სი­ის კა­რამ­დე, თვი­თონ კი გა­უ­ჩი­ნარ­და. ყმაწ­ვი­ლი შე­ღოღ­და ტა­ძარ­ში, და­ან­თო სან­თე­ლი და თვა­ლი მოჰ­კრა კე­დელ­ზე წმინ­და­ნის ხატს, იცნო იგი და შეს­ძა­ხა:

- წმინ­დაო ნი­კო­ლოზ, აას­რუ­ლე შენი ნათ­ქვა­მი. განა შენ არ შემ­პირ­დი: თუ გსურს გან­კურ­ნე­ბა, მე მომ­ყე­ვიო. განა აქ არა ვარ?! გთხოვ, გე­ვედ­რე­ბი, განმკურ­ნე!

დიდ­ხანს ლო­ცუ­ლობ­და ასე თვალ­ცრემ­ლი­ა­ნი და ბო­ლოს სთხო­ვა გარ­შე­მომ­ყოფთ, წა­მო­ე­ყე­ნე­ბი­ნათ და მი­ეყ­ვა­ნათ წმინ­და ნი­კო­ლო­ზის ხატ­თან. მა­თაც წა­მო­ა­ყე­ნეს იგი. მა­შინ ყმაწ­ვილ­მა შეს­ძლო მაგ­რად მოხ­ვე­ო­და ხატს, რა­საც იგი მა­ნამ­დე ვარ ახერ­ხებ­და, ემ­თხვია და უცებ მყა­რად დად­გა მი­წა­ზე, რად­გან ფე­ხე­ბი გას­წო­რე­ბო­და. გა­ხა­რე­ბულ­მა სამ­ჯერ გა­და­ი­წე­რა პირ­ჯვა­რი, წმინ­და ნი­კო­ლო­ზის ხა­ტის წინ ან­თე­ბუ­ლი კან­დე­ლი­დან ზეთი იცხო და ყვე­ლას თვალ­წინ სას­წა­უ­ლებ­რი­ვად მთლი­ა­ნად გა­ნი­კურ­ნა.

****

ერთი მდი­და­რი კაცი თა­ვის მხლებ­ლებ­თან ერ­თად წმინ­და ნი­კო­ლო­ზის ეკ­ლე­სი­ა­ში მი­ვი­და შე­სა­წი­რის გა­სა­ცე­მად. ეკ­ლე­სი­ის მახ­ლობ­ლად გზა­ზე დაგ­დე­ბუ­ლი მიც­ვა­ლე­ბუ­ლი და­ი­ნა­ხა და იგი მო­ნას­ტერ­ში ქრის­ტი­ა­ნუ­ლად დაკ­რძა­ლა და ბე­რებს მისი სუ­ლის მო­სახ­სე­ნი­ებ­ლად გარ­კვე­უ­ლი თან­ხაც და­უ­ტო­ვა. მერე კი გზა გა­ნაგ­რძო.

იმ ად­გილს რომ მი­უ­ახ­ლოვ­და, სა­დაც გვა­მი იპო­ვა, მტი­რა­ლი ბიჭი შე­ამ­ჩნია.

- რა გა­ტი­რებს? - ჰკი­თხა მან.

- მა­მა­ჩე­მი ყა­ჩა­ღებ­მა მოკ­ლეს და გა­ძარ­ცვეს. მის გვამს ვე­ძებ და ვერ მი­პოვ­ნი­აო. - უპა­სუ­ხა ბიჭ­მა.

მა­შინ უთხრა ყმაწ­ვილს, რო­გორ და სად დაკ­რძა­ლა მა­მა­მი­სი და მო­ნას­ტრამ­დეც გა­ა­ცი­ლა. სთხო­ვა ბიჭ­მა ბე­რებს, გა­ე­თხა­რათ საფ­ლა­ვი, რათა წა­ე­ღო მიც­ვა­ლე­ბუ­ლი მგლო­ვი­ა­რე დე­დას­თან. ბე­რებ­მაც გა­თხა­რეს და მას­ში მიც­ვა­ლე­ბუ­ლის ნაც­ვლად უამ­რა­ვი ოქრო-ვერ­ცხლი აღ­მო­ა­ჩი­ნეს. გა­ო­ცე­ბუ­ლებ­მა ბი­ჭის­კენ გა­ი­ხე­დეს, მაგ­რამ იგი გამ­ქრა­ლი­ყო. მა­შინ ადი­დეს უფა­ლი, თუმ­ცა ვერ აეხ­ნათ რა მოხ­და. იმა­ვე ღა­მით სა­ვა­ნის იღუ­მენ­მა წმინ­და ნი­კო­ლო­ზი იხი­ლა, რო­მელ­მაც უთხრა:

- უფალ­მა ინე­ბა რომ ამი­ე­რი­დან არ გე­ცხოვ­რათ სი­ღა­ტა­კე­ში და ამის­თვის გა­მო­ი­გიგ­ზავ­ნათ ის კე­თილ­მო­სა­ვი ადა­მი­ა­ნი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?

დღეს ნიკოლოზობაა - რა ვიცით წმინდანის სასწაულების შესახებ

დღეს ნიკოლოზობაა -  რა ვიცით წმინდანის სასწაულების შესახებ

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს წმინდა ნიკოლოზის წმინდა ნაწილების ამოყვანების დღეს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში სადღესასწაულო ლიტურგია ტარდება.

22 მაისს ნიკოლოზ სასწაულმოქმედის წმინდა ნაწილების მირონიდან ბარში გადასვენების დღეა, ხოლო 19 დეკემბერი კი – წმინდანის ხსენების დღე.

წმინდა ნიკოლოზ სასწაულმოქმედი მცირე აზიაში, ლუკიის მხარის ქალაქ პათარაში, 257 წელს მდიდარ და ღვთისმოშიშ ოჯახში დაიბადა. სასწაულმოქმედების უნარი წმინდა ნიკოლოზმა შობიდანვე გამოამჟღავნა. ნათლობისას ჩვილი ნიკოლოზი ემბაზში დამოუკიდებლად რამდენიმე საათის განმავლობაში იდგა. დედის რძესაც ოთხშაბათობითა და პარასკევობით მხოლოდ საღამო ხანს იღებდა.

წმინდა ნიკოლოზმა სიცოცხლეში უამრავი სასწაული აღავლინა და დღესაც აღევლინება ქალაქ ბარში, წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიაში დასვენებული მისი წმინდა ნაწილებიდან, რომელსაც მირონი სდის. მირონლუკიიდან იტალიის ქალაქ ბარში წმინდა ღვდელმთავრის წმინდა ნაწილების გადასვენება 1087 წელს მოხდა.

წმინდა ნიკოლოზ სასწაულმოქმედი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მფარველად მას შემდეგ ითვლება, რაც საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქმა მას ქართული ეკლესია შეავედრა. მართლმადიდებლები წმინდა მღვდელთმთავარს შეწევნისათვის ყოველგვარი გასაჭირის ჟამს მიმართავენ.

წმინდა ნიკოლოზის აღსრულებული სასწაულები

წმიდა ნიკოლოზის მიერ მომავალი ბერის (გაბრიელის) გადარჩენა დახრჩობისაგან

*******

ახალგაზრდობაში, ბერი გაბრიელი მგზავრობდა გემით, რომელიც შავი ზღვის ნაპირის გასწვრივ მოცურავდა. მოულოდნელად ბორტს მიღმა აღმოჩენილი, იგი უფლის ნებას მიენდო. ტალღებმა ჩაითრიეს ჭაბუკის სხეული და ზღვაში დანთქმას იქადდნენ.

ამ დროს ზღვის ტალღებზე წამოიმართა მღვდელმთავრის ძვირფასი სამოსით შემოსილი სპეტაკი წვერით შემკული ადამიანი, რომელმაც მკაცრად მიმართა გემის კაპიტანსა და მის თანაშემწეებს:

- სად არის თქვენი სიფხიზლე და პასუხისმგებლობა, როდესაც თქვენი დაუდევრობით ზღვაში იხრჩობა ადამიანი?

მისი მითითებით კაპიტანმა სასწრაფოდ უხმო მეზღვაურებს, რომლებიც ნავში ჩასხდნენ და აჩქარებით მოისვეს ნიჩბებს.

მეზღვაურებმა ცოცხალ-მკვდარი ახალგაზრდა ნავში აიყვანეს და ნაპირზე გავიდნენ. როდესაც ხელოვნური სუნთქვით მოასულიერეს, მერეღა მოიკითხეს მისი მეოხმყოფელი. მხოლოდ მას შემდეგ, რაც გადარჩენილს უპოვეს მკერდზე ჩამოკიდებული წმიდა ნიკოლოზის ხატი, შეიცნეს მასში მშველელის ჭეშმარიტი ვინაობა.

********

ერთი ყმაწვილი, ნიკოლოზი იმდენად დასნეულდა, რომ არც დგომა და არც სიარული არ შეეძლო. ფეხები სულ დაკრუნჩხოდა და მხოლოდ ცოცვასღა თუ ახერხებდა. ასეთ დღეში იყო იგი 6 თვე. მრავალ ექიმთან იმკურნალა, მთელი თავისი ქონება ამაში დაეხარჯა, შველას კი ვერავისგან იღებდა. ერთხელაც წმიდა ნიკოლოზობას დაინახა ტაძრისაკენ მიმავალი ადამიანები და თვითონაც გაცოცდა მათ კვალდაკვალ. გზად შემოხვდა ტანჯულთა შემწე წმინდა ნიკოლოზი და ჰკითხა:

- საით მიღოღავ ასე გაჭირვებით?

- ეკლესიისკენ. - მიუგო ყმაწვილმა და შესჩივლა თავის მდგომარეობაზე.

- მომყევი, მართლა თუ გინდა განიკურნო. - უთხრა წმინდანმა. მერე მიიყვანა ეკლესიის კარამდე, თვითონ კი გაუჩინარდა. ყმაწვილი შეღოღდა ტაძარში, დაანთო სანთელი და თვალი მოჰკრა კედელზე წმინდანის ხატს, იცნო იგი და შესძახა:

- წმინდაო ნიკოლოზ, აასრულე შენი ნათქვამი. განა შენ არ შემპირდი: თუ გსურს განკურნება, მე მომყევიო. განა აქ არა ვარ?! გთხოვ, გევედრები, განმკურნე!

დიდხანს ლოცულობდა ასე თვალცრემლიანი და ბოლოს სთხოვა გარშემომყოფთ, წამოეყენებინათ და მიეყვანათ წმინდა ნიკოლოზის ხატთან. მათაც წამოაყენეს იგი. მაშინ ყმაწვილმა შესძლო მაგრად მოხვეოდა ხატს, რასაც იგი მანამდე ვარ ახერხებდა, ემთხვია და უცებ მყარად დადგა მიწაზე, რადგან ფეხები გასწორებოდა. გახარებულმა სამჯერ გადაიწერა პირჯვარი, წმინდა ნიკოლოზის ხატის წინ ანთებული კანდელიდან ზეთი იცხო და ყველას თვალწინ სასწაულებრივად მთლიანად განიკურნა.

****

ერთი მდიდარი კაცი თავის მხლებლებთან ერთად წმინდა ნიკოლოზის ეკლესიაში მივიდა შესაწირის გასაცემად. ეკლესიის მახლობლად გზაზე დაგდებული მიცვალებული დაინახა და იგი მონასტერში ქრისტიანულად დაკრძალა და ბერებს მისი სულის მოსახსენიებლად გარკვეული თანხაც დაუტოვა. მერე კი გზა განაგრძო.

იმ ადგილს რომ მიუახლოვდა, სადაც გვამი იპოვა, მტირალი ბიჭი შეამჩნია.

- რა გატირებს? - ჰკითხა მან.

- მამაჩემი ყაჩაღებმა მოკლეს და გაძარცვეს. მის გვამს ვეძებ და ვერ მიპოვნიაო. - უპასუხა ბიჭმა.

მაშინ უთხრა ყმაწვილს, როგორ და სად დაკრძალა მამამისი და მონასტრამდეც გააცილა. სთხოვა ბიჭმა ბერებს, გაეთხარათ საფლავი, რათა წაეღო მიცვალებული მგლოვიარე დედასთან. ბერებმაც გათხარეს და მასში მიცვალებულის ნაცვლად უამრავი ოქრო-ვერცხლი აღმოაჩინეს. გაოცებულებმა ბიჭისკენ გაიხედეს, მაგრამ იგი გამქრალიყო. მაშინ ადიდეს უფალი, თუმცა ვერ აეხნათ რა მოხდა. იმავე ღამით სავანის იღუმენმა წმინდა ნიკოლოზი იხილა, რომელმაც უთხრა:

- უფალმა ინება რომ ამიერიდან არ გეცხოვრათ სიღატაკეში და ამისთვის გამოიგიგზავნათ ის კეთილმოსავი ადამიანი.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია