მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

23

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 02:18-ზე, მთვარე ტყუპში გადავა 06:57-ზე – რეკომენდებულია საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. არ დალიოთ ალკოჰოლი. მოერიდეთ ხორცის კერძებს. კარგი დღეა რომანტიკული პაემნისთვის. ასევე ხელსაყრელი პერიოდია ჩხუბისა და კონფლიქტის შემდეგ შერიგებისთვის.
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვიზის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით, პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებულია
ვიზის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით, პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებულია

ვი­ზის ლი­ბე­რა­ლი­ზა­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით, პო­ლი­ტი­კუ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ღე­ბუ­ლია, ახლა სა­ჭი­როა ტექ­ნი­კუ­რი პრო­ცე­დუ­რე­ბის დას­რუ­ლე­ბა, - პრე­მი­ე­რის პრეს­სამ­სა­ხუ­რის ცნო­ბით, ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნისტრს ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რი ქვეყ­ნე­ბის ლი­დე­რებ­მა კი­დევ ერთხელ და­უ­დას­ტუ­რეს.

ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა "ევ­რო­პის სო­ცი­ა­ლის­ტუ­რი პარ­ტი­ის ფო­რუმ­ში მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, რო­მელ­საც ევ­რო­კავ­ში­რის უმაღ­ლე­სი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კი­სა და უსაფრ­თხო­ე­ბის სა­კი­თხებ­ში, ფე­დე­რი­კა მო­გე­რი­ნი და შვე­დე­თი­სა და და­ნი­ის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრე­ბი და­ეს­წრნენ.

ფო­რუმ­ზე მთავ­რო­ბის მე­თა­ურ­მა სა­ქარ­თვე­ლოს მიღ­წე­ვებ­ზე და პარ­ტია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს" მიერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ რე­ფორ­მებ­ზე ისა­უბ­რა.

"ყვე­ლა ერ­თხმად აღ­ნიშ­ნავს, რომ სა­ქარ­თვე­ლომ ბოლო ორ წე­ლი­წად­ში მნიშ­ვნე­ლო­ვან პროგ­რესს მი­აღ­წია, მათ შო­რის ვიზა ლი­ბე­რა­ლი­ზა­ცი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბით. ჩვენ ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნახ­ტო­მი გა­ვა­კე­თეთ სულ რა­ღაც 6 თვე­ში. სამ­წუ­ხა­როდ, ეს პრო­ცე­სი უნდა და­წყე­ბუ­ლი­ყო 2010 წელს, მა­შინ, რო­დე­საც მოლ­დო­ვამ და­ი­წყო. მოლ­დო­ვამ ვი­ზის ლი­ბე­რა­ლი­ზა­ცი­ას უკვე მი­აღ­წია, რად­გან მათ პრო­ცე­სი ჩვენ­ზე ადრე და­ი­წყეს. ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოა, რა­ტომ არ და­ი­წყო ეს წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ. ჩვენ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ და­ი­წყო ეს პრო­ცე­სი. ყვე­ლა­ნი ერ­თხმად აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ პო­ლი­ტი­კუ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ღე­ბუ­ლია, ახლა სა­ჭი­როა ტექ­ნი­კუ­რი პრო­ცე­დუ­რე­ბის დას­რუ­ლე­ბა. იმე­დი გვაქვს, წლის ბო­ლომ­დე ამ პრო­ცე­დუ­რებს და­ვას­რუ­ლებთ და სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებს ექ­ნე­ბათ სა­შუ­ა­ლე­ბა, უვი­ზოდ იმოგ­ზა­უ­რონ ევ­რო­პა­ში", - გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა.

"აღ­მო­სავ­ლეთ პარტნი­ო­რო­ბის" სა­მიტ­ზე სა­ქარ­თვე­ლოს პროგ­რე­სის და­ფიქ­სი­რე­ბას ელო­დე­ბა "ევ­რო­პის სო­ცი­ა­ლის­ტუ­რი პარ­ტი­ის" ვიცე-პრე­ზი­დენ­ტი სერ­გეი სტა­ნი­სე­ვი­ჩი. "ვფიქ­რობ, სა­ქარ­თვე­ლოს­თვის იქ­ნე­ბა ძა­ლი­ან კარ­გი ახა­ლი ამ­ბა­ვი. ეს პო­ლი­ტი­კუ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბაა, ჩვენ ვი­ცით, რომ ვი­ზის სა­კი­თხე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვართ, სა­მიტ­ზე იქ­ნე­ბა პროგ­რე­სი", - აღ­ნიშ­ნა სტა­ნი­სე­ვიჩ­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ზურაბ ჯაფარიძეს საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის საქმეზე, 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება

ვიზის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით, პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებულია

ვიზის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით, პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებულია

ვიზის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით, პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებულია, ახლა საჭიროა ტექნიკური პროცედურების დასრულება, - პრემიერის პრესსამსახურის ცნობით, ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრს ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებმა კიდევ ერთხელ დაუდასტურეს.

ირაკლი ღარიბაშვილმა "ევროპის სოციალისტური პარტიის ფორუმში მიიღო მონაწილეობა, რომელსაც ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ფედერიკა მოგერინი და შვედეთისა და დანიის პრემიერ-მინისტრები დაესწრნენ.

ფორუმზე მთავრობის მეთაურმა საქართველოს მიღწევებზე და პარტია "ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს" მიერ განხორციელებულ რეფორმებზე ისაუბრა.

"ყველა ერთხმად აღნიშნავს, რომ საქართველომ ბოლო ორ წელიწადში მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია, მათ შორის ვიზა ლიბერალიზაციის მიმართულებით. ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი ნახტომი გავაკეთეთ სულ რაღაც 6 თვეში. სამწუხაროდ, ეს პროცესი უნდა დაწყებულიყო 2010 წელს, მაშინ, როდესაც მოლდოვამ დაიწყო. მოლდოვამ ვიზის ლიბერალიზაციას უკვე მიაღწია, რადგან მათ პროცესი ჩვენზე ადრე დაიწყეს. ძალიან საინტერესოა, რატომ არ დაიწყო ეს წინა ხელისუფლებამ. ჩვენმა ხელისუფლებამ დაიწყო ეს პროცესი. ყველანი ერთხმად აღნიშნავენ, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებულია, ახლა საჭიროა ტექნიკური პროცედურების დასრულება. იმედი გვაქვს, წლის ბოლომდე ამ პროცედურებს დავასრულებთ და საქართველოს მოქალაქეებს ექნებათ საშუალება, უვიზოდ იმოგზაურონ ევროპაში", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

"აღმოსავლეთ პარტნიორობის" სამიტზე საქართველოს პროგრესის დაფიქსირებას ელოდება "ევროპის სოციალისტური პარტიის" ვიცე-პრეზიდენტი სერგეი სტანისევიჩი. "ვფიქრობ, საქართველოსთვის იქნება ძალიან კარგი ახალი ამბავი. ეს პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, ჩვენ ვიცით, რომ ვიზის საკითხები საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია და დარწმუნებული ვართ, სამიტზე იქნება პროგრესი", - აღნიშნა სტანისევიჩმა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."