პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
სამხედრო
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჯოხის აღება დავაპირე და ტრაქტორის ნაწილმა ჩამითრია..." - 9 წლის ასაკში დაკარგული ხელები და თავიდან დაწყებული ცხოვრება
"ჯოხის აღება დავაპირე და ტრაქტორის ნაწილმა ჩამითრია..." - 9 წლის ასაკში დაკარგული ხელები და თავიდან დაწყებული ცხოვრება

20 წლის გი­ორ­გი ხი­ზა­ნიშ­ვილს ხე­ლე­ბის გა­რე­შე უწევს ცხოვ­რე­ბა. ის ფი­ზი­კუ­რი ნაკ­ლით არ და­ბა­დე­ბუ­ლა. ხე­ლე­ბი 9 წლის ასაკ­ში, ბავ­შვუ­რი თა­მა­შის დროს უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვის შე­დე­გად და­კარ­გა. ამის შემ­დეგ გი­ორ­გი კომ­პი­უ­ტერ­თან ჯდო­მას, ინ­ტერ­ნეტ­ში შეს­ვლას და წე­რი­ლის გაგ­ზავ­ნა­საც კი ფე­ხის თი­თით ახერ­ხებს.

რეს­პო­დენ­ტი ძა­ლი­ან გულ­წრფე­ლი და კო­მუ­ნი­კა­ბე­ლუ­რი აღ­მოჩ­ნდა. მომ­ხდარ­ზე კომ­პლექ­სე­ბის გა­რე­შე გვე­სა­უბ­რა.

- გი­ორ­გი, იქ­ნებ შე­ე­ცა­დო მომ­ხად­რი კი­დევ ერთხელ გა­იხ­სე­ნო...

- 2003 წლის 30 დე­კემ­ბე­რი იყო. სა­ა­ხალ­წლო სამ­ზა­დი­სი გვქონ­და ოჯახ­ში. მე და ჩემი და ბი­ძას­თან წა­ვე­დით. იქვე იყო ტრაქ­ტო­რი, სა­ი­და­ნაც წყალს ტუმ­ბავ­დნენ. უცებ ჯოხი ძირს და­ე­ცა, აღე­ბა და­ვა­პი­რე და ტრაქ­ტო­რის ნა­წილ­მა ჩა­მით­რია. მე­ო­რე ხელი მი­ვახ­მა­რე და ისიც დავ­კარ­გე. სამ­წუ­ხა­როდ, ორი­ვე ხე­ლის ამ­პუ­ტა­ცია გახ­და სა­ჭი­რო.

- რო­გორ შე­ძე­ლი ახალ რე­ა­ლო­ბას­თან შე­გუ­ე­ბა?

- რე­ა­ლო­ბა ძა­ლი­ან რთუ­ლი აღ­მოჩ­ნდა. არ იყო მარ­ტი­ვი ცხოვ­რე­ბის გაგ­რძე­ლე­ბა ხე­ლე­ბის გა­რე­შე. ძა­ლი­ან გა­მი­ჭირ­და. ჩა­ვი­კე­ტე, ჩემს თა­ნა­ტო­ლებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბას გა­ვურ­ბო­დი, ყვე­ლა­ფე­რი მა­ღი­ზი­ა­ნებ­და. რო­დე­საც ყვე­ლა მე მი­ყუ­რებ­და და ჩურ­ჩუ­ლებ­დნენ, ვღი­ზი­ან­დე­ბო­დი. სი­მარ­თლე რომ გი­თხრათ, სა­კუ­თა­რი თა­ვის ხელ­ში აყ­ვა­ნა ძა­ლი­ან გა­მი­ჭირ­და.

- ვინ და­გეხ­მა­რა კომ­პლექ­სე­ბის დაძ­ლე­ვა­ში ყვე­ლა­ზე მე­ტად?

- ყვე­ლა­ზე მე­ტად ახ­ლობ­ლე­ბი, მშობ­ლე­ბი და მე­გობ­რე­ბი მეხ­მა­რე­ბოდ­ნენ. სახ­ლში არ მტო­ვებ­დნენ და ყველ­გან თან მივ­ყავ­დი. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი როლი ითა­მა­შა ეკ­ლე­სი­ამ. ჩემ­მა სუ­ლი­ერ­მა მო­ძღვარ­მა, სტი­ქა­როს­ნო­ბა შე­მომ­თა­ვა­ზა და მეც დავ­თან­ხმდი. ეს ფაქ­ტი ძა­ლი­ან და­მეხ­მა­რა მდგო­მა­რე­ო­ბი­დან გა­მოვ­სუ­ლი­ყა­ვი. რა­ღაც პე­რი­ო­დის შემ­დეგ მივ­ხვდი, რომ ასე გაგ­რძე­ლე­ბა არ შე­იძ­ლე­ბო­და და ვი­თა­რე­ბის დაძ­ლე­ვა შე­საძ­ლე­ბე­ლი იყო. მერე ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ურ­თი­ერ­თო­ბა და­ვი­წყე ყვე­ლას­თან და კომ­პლექ­სე­ბიც მო­მეხ­სნა. ამ ფაქტს ყვე­ლა შე­ე­გუა და მეც სრულ­ყო­ფი­ლი ადა­მი­ა­ნი გავ­ხდი.

- რისი კე­თე­ბა გინ­და და რას ვერ ახერ­ხებ ხე­ლე­ბის გამო?

- ბავ­შვო­ბის ოც­ნე­ბა ვერ ავიხ­დი­ნე. ფორ­ტე­პი­ა­ნო­ზე დაკ­ვრა და ქარ­თუ­ლი ცეკ­ვე­ბი დღემ­დე ჩემი ოც­ნე­ბაა, თუმ­ცა უკვე შე­ვე­გუე იმ აზრს, რომ ამას ვე­რა­სო­დეს შევ­ძლებ! ძა­ლი­ან მიყ­ვარს წერა. ამის კე­თე­ბას ვა­ხერ­ხებ, კომ­პი­უ­ტერ­ში ფე­ხის თი­თით ვწერ. ალ­ბათ ყვე­ლა­ფე­რი მიჩ­ვე­ვაა. ფე­ხით წერა აღარ მი­ჭირს და თა­ვი­სუფ­ლად ვა­ხერ­ხებ.

- სკო­ლა­ში სი­ა­რულ­სა და გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბას რო­გორ ახერ­ხებ­დი?

- სკო­ლა­ში სი­ა­რუ­ლი არ მი­მი­ტო­ვე­ბია. ცხა­დია, დახ­მა­რე­ბა მჭირ­დე­ბო­და. სკო­ლა­ში მე­გობ­რე­ბი და მას­წავ­ლებ­ლე­ბი მეხ­მა­რე­ბოდ­ნენ, სახ­ლში - მშობ­ლე­ბი. და­ვა­ლე­ბის და­წე­რა­საც ვა­ხერ­ხებ­დი. სხვა ადა­მი­ა­ნე­ბის მსგავ­სად ყვე­ლაფ­რის კე­თე­ბა და­მო­უ­კი­დებ­ლად არ შე­მიძ­ლია და დახ­მა­რე­ბა მჭირ­დე­ბა.

- უკვე მე­ო­რე კურ­სის სტუ­დენ­ტი ხარ, პრო­ფე­სია რა ნიშ­ნით აირ­ჩიე?

- "თბი­ლი­სის სა­სუ­ლი­ე­რო სე­მი­ნა­რი­ა­ში" ხე­ლოვ­ნე­ბათმცოდ­ნე­ო­ბის ფა­კულ­ტეტ­ზე ჩა­ვა­ბა­რე. ხე­ლოვ­ნე­ბა ბავ­შვო­ბი­დან მა­ინ­ტე­რე­სებ­და და პრო­ფე­სი­ის არ­ჩე­ვაც ამ ნიშ­ნით გა­დავ­წყვი­ტე. გა­მოც­დებს წარ­მა­ტე­ბით ვა­ბა­რებ და ნორ­მა­ლუ­რი შე­დე­გი მაქვს. სე­მი­ნა­რი­ა­ში სწავ­ლა სა­ინ­ტე­რე­სოა და მეც დიდი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით ვე­კი­დე­ბი. სე­მი­ნა­რი­ის სტუ­დენ­ტე­ბი პატ­რი­არ­ქს შევ­ხვდით, ამ ფაქ­ტმა ძა­ლი­ან გა­მა­ხა­რა.

- პრო­თე­ზის გა­კე­თე­ბა არ გიც­დია?

- პრო­თე­ზი თავ­და­პირ­ვე­ლად ბავ­შვთა ფონდმა და­მი­ფი­ნან­სა. ძა­ლი­ან პრი­მი­ტი­უ­ლი იყო, თით­ქმის ვე­რაფ­რის გა­კე­თე­ბას ვერ ვა­ხერ­ხებ­დი. 2008 წელს ორი­ვე ხელი და­მი­მონ­ტა­ჟეს, მა­შინ კი მხო­ლოდ ჭა­მას ვა­ხერ­ხებ­დი. ის პრო­ტე­ზე­ბი ახლა აღარ მერ­გე­ბა. ახ­ლაც მჭირ­დე­ბა პრო­თე­ზე­ბი, თუმ­ცა ძა­ლი­ან ძვი­რი, 113 000 ევრო ღირს.

- როცა მომ­ხდარს აა­ნა­ლი­ზებ, რა გან­ცდა გაქვს?

- ვფიქ­რობ, შემ­თხვე­ვით არა­ფე­რი ხდე­ბა და ალ­ბათ ჩემს ცხოვ­რე­ბა­შიც ასე უნდა მომ­ხდა­რი­ყო.

თიკო გუ­რაშ­ვი­ლი

იხი­ლეთ სი­უ­ჟე­ტი palitratv.ge-ზე

"ჯოხის აღება დავაპირე და ტრაქტორის ნაწილმა ჩამითრია..." - 9 წლის ასაკში დაკარგული ხელები და თავიდან დაწყებული ცხოვრება

"ჯოხის აღება დავაპირე და ტრაქტორის ნაწილმა ჩამითრია..." - 9 წლის ასაკში დაკარგული ხელები და თავიდან დაწყებული ცხოვრება

20 წლის გიორგი ხიზანიშვილს ხელების გარეშე უწევს ცხოვრება. ის ფიზიკური ნაკლით არ დაბადებულა. ხელები 9 წლის ასაკში, ბავშვური თამაშის დროს უბედური შემთხვევის შედეგად დაკარგა. ამის შემდეგ გიორგი კომპიუტერთან ჯდომას, ინტერნეტში შესვლას და წერილის გაგზავნასაც კი ფეხის თითით ახერხებს.

რესპოდენტი ძალიან გულწრფელი და კომუნიკაბელური აღმოჩნდა. მომხდარზე კომპლექსების გარეშე გვესაუბრა.

- გიორგი, იქნებ შეეცადო მომხადრი კიდევ ერთხელ გაიხსენო...

- 2003 წლის 30 დეკემბერი იყო. საახალწლო სამზადისი გვქონდა ოჯახში. მე და ჩემი და ბიძასთან წავედით. იქვე იყო ტრაქტორი, საიდანაც წყალს ტუმბავდნენ. უცებ ჯოხი ძირს დაეცა, აღება დავაპირე და ტრაქტორის ნაწილმა ჩამითრია. მეორე ხელი მივახმარე და ისიც დავკარგე. სამწუხაროდ, ორივე ხელის ამპუტაცია გახდა საჭირო.

- როგორ შეძელი ახალ რეალობასთან შეგუება?

- რეალობა ძალიან რთული აღმოჩნდა. არ იყო მარტივი ცხოვრების გაგრძელება ხელების გარეშე. ძალიან გამიჭირდა. ჩავიკეტე, ჩემს თანატოლებთან ურთიერთობას გავურბოდი, ყველაფერი მაღიზიანებდა. როდესაც ყველა მე მიყურებდა და ჩურჩულებდნენ, ვღიზიანდებოდი. სიმართლე რომ გითხრათ, საკუთარი თავის ხელში აყვანა ძალიან გამიჭირდა.

- ვინ დაგეხმარა კომპლექსების დაძლევაში ყველაზე მეტად?

- ყველაზე მეტად ახლობლები, მშობლები და მეგობრები მეხმარებოდნენ. სახლში არ მტოვებდნენ და ყველგან თან მივყავდი. განსაკუთრებული როლი ითამაშა ეკლესიამ. ჩემმა სულიერმა მოძღვარმა, სტიქაროსნობა შემომთავაზა და მეც დავთანხმდი. ეს ფაქტი ძალიან დამეხმარა მდგომარეობიდან გამოვსულიყავი. რაღაც პერიოდის შემდეგ მივხვდი, რომ ასე გაგრძელება არ შეიძლებოდა და ვითარების დაძლევა შესაძლებელი იყო. მერე ჩვეულებრივი ურთიერთობა დავიწყე ყველასთან და კომპლექსებიც მომეხსნა. ამ ფაქტს ყველა შეეგუა და მეც სრულყოფილი ადამიანი გავხდი.

- რისი კეთება გინდა და რას ვერ ახერხებ ხელების გამო?

- ბავშვობის ოცნება ვერ ავიხდინე. ფორტეპიანოზე დაკვრა და ქართული ცეკვები დღემდე ჩემი ოცნებაა, თუმცა უკვე შევეგუე იმ აზრს, რომ ამას ვერასოდეს შევძლებ! ძალიან მიყვარს წერა. ამის კეთებას ვახერხებ, კომპიუტერში ფეხის თითით ვწერ. ალბათ ყველაფერი მიჩვევაა. ფეხით წერა აღარ მიჭირს და თავისუფლად ვახერხებ.

- სკოლაში სიარულსა და განათლების მიღებას როგორ ახერხებდი?

- სკოლაში სიარული არ მიმიტოვებია. ცხადია, დახმარება მჭირდებოდა. სკოლაში მეგობრები და მასწავლებლები მეხმარებოდნენ, სახლში - მშობლები. დავალების დაწერასაც ვახერხებდი. სხვა ადამიანების მსგავსად ყველაფრის კეთება დამოუკიდებლად არ შემიძლია და დახმარება მჭირდება.

- უკვე მეორე კურსის სტუდენტი ხარ, პროფესია რა ნიშნით აირჩიე?

- "თბილისის სასულიერო სემინარიაში" ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტზე ჩავაბარე. ხელოვნება ბავშვობიდან მაინტერესებდა და პროფესიის არჩევაც ამ ნიშნით გადავწყვიტე. გამოცდებს წარმატებით ვაბარებ და ნორმალური შედეგი მაქვს. სემინარიაში სწავლა საინტერესოა და მეც დიდი პასუხისმგებლობით ვეკიდები. სემინარიის სტუდენტები პატრიარქს შევხვდით, ამ ფაქტმა ძალიან გამახარა.

- პროთეზის გაკეთება არ გიცდია?

- პროთეზი თავდაპირველად ბავშვთა ფონდმა დამიფინანსა. ძალიან პრიმიტიული იყო, თითქმის ვერაფრის გაკეთებას ვერ ვახერხებდი. 2008 წელს ორივე ხელი დამიმონტაჟეს, მაშინ კი მხოლოდ ჭამას ვახერხებდი. ის პროტეზები ახლა აღარ მერგება. ახლაც მჭირდება პროთეზები, თუმცა ძალიან ძვირი, 113 000 ევრო ღირს.

- როცა მომხდარს აანალიზებ, რა განცდა გაქვს?

- ვფიქრობ, შემთხვევით არაფერი ხდება და ალბათ ჩემს ცხოვრებაშიც ასე უნდა მომხდარიყო.

თიკო გურაშვილი

იხილეთ სიუჟეტი palitratv.ge-ზე

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია