პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩემსა და ნინიზე გავრცელებულმა ჭორმა კიდევ უფრო "გამაპიარა," მგონი, უკვე სასურველი სასიძო ვარ"
"ჩემსა და ნინიზე გავრცელებულმა ჭორმა კიდევ უფრო "გამაპიარა," მგონი, უკვე სასურველი სასიძო ვარ"

აქ­ტი­უ­რი, მა­რა­ვალ­მხრი­ვი, მოძ­რა­ვი, კრე­ა­ტი­უ­ლი, საქ­მი­ა­ნი, - ბახ­ვა ბრეგ­ვა­ძის და­ხა­სი­ა­თე­ბა შე­იძ­ლე­ბა უსას­რუ­ლოდ გარ­ძელ­დეს, თუმ­ცა ის ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბამ სე­რი­ალ "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბი­დან" გა­იც­ნო, სა­დაც ახალ­გაზ­რდა პო­ლი­ტი­კო­სის ცოტ­ნე ცო­ტაშ­ვი­ლის გა­რე­მოც­ვის წევ­რი და მისი მარ­ჯვე­ნა ხე­ლია.

- ბახ­ვა, შენს პერ­სო­ნაჟ­საც სე­რი­ალ­ში ბახ­ვა ჰქვია...

- ბახ­ვა ვარ, ბახ­ვა! სხვა სა­ხე­ლი რომ მერ­ქვას და ის და­მი­ძა­ხონ, ალ­ბათ ვერ აღ­ვიქ­ვამ­დი... სე­რი­ალ­ში ჩემ­მა სა­ხელ­მა მარ­კე­ტინ­გუ­ლა­დაც გა­ა­მარ­თლა. ეს სა­ხე­ლიც ცხოვ­რე­ბა­შიც მშვე­ნივ­რად გა­მო­მად­გა, ისე, თა­ვი­დან კი ვაპ­რო­ტეს­ტებ­დი...

- ბა­ბუ­ის სა­ხე­ლია?

- ბა­ბუ­ას ბახ­ვას უფრო მეტ­სა­ხე­ლად ეძახ­დნენ, მე კი რე­ა­ლუ­რად და­მარ­ქვეს. ბახ­ვა ფუ­ლა­ვა - ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი პერ­სო­ნა­ჟი ხომ გა­გი­გო­ნი­ათ?

- რო­გორ არა, გი­ორ­გი წე­რეთ­ლის "პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯის" მთავ­რი გმი­რია... თუ სე­რი­ალს და­ვუბ­რუნ­დე­ბით, - რა ტი­პია სე­რი­ალ­ში ბახ­ვა, რა უნდა, რა მო­თხოვ­ნე­ბი აქვს?

- ვფიქ­რობ, და­დე­ბი­თი პერ­სო­ნა­ჟია, რად­გა­ნაც ბო­ლომ­დე უარ­ყო­ფი­თი გმი­რე­ბი სე­რი­ალ­ში არ არი­ან. ბახ­ვა ერ­თგუ­ლი, ალა­ლი, მო­წა­დი­ნე­ბუ­ლი ტი­პია, ცოტა ფო­რი­ა­ქა. მთლი­ა­ნო­ბა­ში ალ­ბათ უფრო და­დე­ბი­თი გმი­რია და ამი­ტო­მაც არის, რომ ქუ­ჩა­ში ხალ­ხის­გან და მა­ყუ­რებ­ლის­გან უამ­რავ სით­ბოს ვგრძნობ. ყუ­რა­დღე­ბას მაქ­ცე­ვენ რო­გორც უც­ნო­ბი, ისე, ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი. ამას ის გა­ნა­პი­რო­ბებს, რომ ასე­თი პო­პუ­ლა­რუ­ლია თა­ვად სე­რი­ა­ლი. ისე, რო­გორც არაპრო­ფე­სი­ო­ნალს, მაგ­რად გა­მი­მარ­თლა, რომ სა­ო­ცარ თა­ნა­ვარ­სკვლა­ვედ­ში მოვ­ხვდი, ძა­ლი­ან კარ­გი მსა­ხი­ო­ბე­ბი მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ, - ასე ზუს­ტად შერ­ჩე­უ­ლი მსა­ხი­ო­ბე­ბი იშ­ვი­ა­თია, რომ­ლე­ბიც ასე კარ­გად ას­რუ­ლე­ბენ მათ­თვის მი­ცე­მულ ამო­ცა­ნას. გარ­და იმი­სა, რომ სცე­ნა­რის­ტი სას­წა­უ­ლებს ახ­დენს.

სა­ერ­თოდ, მი­მაჩ­ნია, რომ ქეთი დევ­და­რი­ან­მა სცე­ნა­რის­ტის საქ­მე წინ წა­მოს­წია და მისი მნიშ­ვნე­ლო­ბა ყვე­ლას და­ა­ნახ­ვა. ყვე­ლა დარ­წმუნ­და, თუ რამ­ხე­ლა მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს კარგ სცენრს.

- მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ შენი პერ­სო­ნა­ჟი უხვსი­ტყვა­ო­ბით არ გა­მო­ირ­ჩე­ვა, ყვე­ლამ იცის, ვინ არის ბახ­ვა...

- თა­ვი­დან ეს მეც მიკ­ვირ­და, მაგ­რამ იყო პე­რი­ო­დი, როცა დიდი ტექ­სტე­ბიც მქონ­და. ასეა, რო­მე­ლი­ღაც პერ­სო­ნა­ჟი წა­მო­ი­წევს, მერე და­ი­კარ­გე­ბა და ისევ გა­მოჩ­ნდე­ბა.…თა­ვი­დან იმ დიდ ტექ­სტებ­ზე ვღე­ლავ­დი.

იხი­ლეთ სრუ­ლად kvirispalitra.ge-ზე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთ-უკრაინის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, კვლავ სტამბოლში შედგება

"ჩემსა და ნინიზე გავრცელებულმა ჭორმა კიდევ უფრო "გამაპიარა," მგონი, უკვე სასურველი სასიძო ვარ"

"ჩემსა და ნინიზე გავრცელებულმა ჭორმა კიდევ უფრო "გამაპიარა," მგონი, უკვე სასურველი სასიძო ვარ"

აქტიური, მარავალმხრივი, მოძრავი, კრეატიული, საქმიანი, - ბახვა ბრეგვაძის დახასიათება შეიძლება უსასრულოდ გარძელდეს, თუმცა ის ფართო საზოგადოებამ სერიალ "ჩემი ცოლის დაქალებიდან" გაიცნო, სადაც ახალგაზრდა პოლიტიკოსის ცოტნე ცოტაშვილის გარემოცვის წევრი და მისი მარჯვენა ხელია.

- ბახვა, შენს პერსონაჟსაც სერიალში ბახვა ჰქვია...

- ბახვა ვარ, ბახვა! სხვა სახელი რომ მერქვას და ის დამიძახონ, ალბათ ვერ აღვიქვამდი... სერიალში ჩემმა სახელმა მარკეტინგულადაც გაამართლა. ეს სახელიც ცხოვრებაშიც მშვენივრად გამომადგა, ისე, თავიდან კი ვაპროტესტებდი...

- ბაბუის სახელია?

- ბაბუას ბახვას უფრო მეტსახელად ეძახდნენ, მე კი რეალურად დამარქვეს. ბახვა ფულავა - ლიტერატურული პერსონაჟი ხომ გაგიგონიათ?

- როგორ არა, გიორგი წერეთლის "პირველი ნაბიჯის" მთავრი გმირია... თუ სერიალს დავუბრუნდებით, - რა ტიპია სერიალში ბახვა, რა უნდა, რა მოთხოვნები აქვს?

- ვფიქრობ, დადებითი პერსონაჟია, რადგანაც ბოლომდე უარყოფითი გმირები სერიალში არ არიან. ბახვა ერთგული, ალალი, მოწადინებული ტიპია, ცოტა ფორიაქა. მთლიანობაში ალბათ უფრო დადებითი გმირია და ამიტომაც არის, რომ ქუჩაში ხალხისგან და მაყურებლისგან უამრავ სითბოს ვგრძნობ. ყურადღებას მაქცევენ როგორც უცნობი, ისე, ცნობილი ადამიანები. ამას ის განაპირობებს, რომ ასეთი პოპულარულია თავად სერიალი. ისე, როგორც არაპროფესიონალს, მაგრად გამიმართლა, რომ საოცარ თანავარსკვლავედში მოვხვდი, ძალიან კარგი მსახიობები მონაწილეობენ, - ასე ზუსტად შერჩეული მსახიობები იშვიათია, რომლებიც ასე კარგად ასრულებენ მათთვის მიცემულ ამოცანას. გარდა იმისა, რომ სცენარისტი სასწაულებს ახდენს.

საერთოდ, მიმაჩნია, რომ ქეთი დევდარიანმა სცენარისტის საქმე წინ წამოსწია და მისი მნიშვნელობა ყველას დაანახვა. ყველა დარწმუნდა, თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს კარგ სცენრს.

- მიუხედავად იმისა, რომ შენი პერსონაჟი უხვსიტყვაობით არ გამოირჩევა, ყველამ იცის, ვინ არის ბახვა...

- თავიდან ეს მეც მიკვირდა, მაგრამ იყო პერიოდი, როცა დიდი ტექსტებიც მქონდა. ასეა, რომელიღაც პერსონაჟი წამოიწევს, მერე დაიკარგება და ისევ გამოჩნდება.…თავიდან იმ დიდ ტექსტებზე ვღელავდი.

იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება