პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბანკებმა დოლარის გამალებული შესყიდვა შეაჩერეს - ქადაგიძე და კომერციული ბანკები მთავრობის მოსალოდნელმა შტურმმა დააფრთხო?
ბანკებმა დოლარის გამალებული შესყიდვა შეაჩერეს - ქადაგიძე და კომერციული ბანკები მთავრობის მოსალოდნელმა შტურმმა დააფრთხო?

"ბოლო 2 დღეა, ლარი ერ­თბა­შად მყარ­დე­ბა. ეროვ­ნუ­ლი ბან­კის ოფი­ცი­ა­ლუ­რი კურ­სით ერთი დო­ლა­რი 2,32 ლა­რია, ვა­ლუ­ტის გა­დამ­ცვლელ პუნ­ქტებ­ში კი დო­ლა­რი 2,27 ლარ­ზე ნაკ­ლე­ბად იყი­დე­ბა. სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის გან­ცხა­დე­ბით, აღ­ნიშ­ნულ­მა პრო­ცეს­მა კი­დევ ერთხელ და­ა­დას­ტუ­რა, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­ვა­ლუ­ტო სპე­კუ­ლა­ცია მიმ­დი­ნა­რე­ობს და ეროვ­ნუ­ლი ვა­ლუ­ტის კა­ტას­ტრო­ფულ გა­უ­ფა­სუ­რე­ბას ეკო­ნო­მი­კურ ფაქ­ტო­რებ­თან კავ­ში­რი არ აქვს", წერს გა­ზე­თი "რე­ზო­ნან­სი" სტა­ტი­ა­ში სა­თა­უ­რით ბან­კებ­მა "ბლუმ­ბერ­გზე" დო­ლა­რის გა­მა­ლე­ბუ­ლი შეს­ყიდ­ვა შე­ა­ჩე­რეს / ქა­და­გი­ძე და კო­მერ­ცი­უ­ლი ბან­კე­ბი მთავ­რო­ბის მო­სა­ლოდ­ნელ­მა შტურმ­მა და­აფრ­თხო.

"რე­ზო­ნან­სის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, "ბლუმ­ბერ­გის" სა­ვაჭ­რო სის­ტე­მა­ში კო­მერ­ცი­ულ­მა ბან­კებ­მა დო­ლა­რის გა­მა­ლე­ბუ­ლი შეს­ყიდ­ვა შე­ა­ჩე­რეს, შე­სა­ბა­მი­სად, ლა­რის კურ­სმა გამ­ყა­რე­ბა და­ი­წყო. სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი არ გა­მო­რი­ცხა­ვენ, რომ ამ პრო­ცე­სებ­ზე გავ­ლე­ნა მთავ­რო­ბის წევრთა ბო­ლოდ­რო­ინ­დელ­მა მწვა­ვე გან­ცხა­დე­ბებ­მა მო­ახ­დი­ნა. შე­გახ­სე­ნებთ, რომ ვიცე-პრე­მი­ერ­მა კახა კა­ლა­ძემ კო­მერ­ცი­უ­ლი ბან­კე­ბი გაზ­რდილ ტრან­ზაქ­ცი­ებ­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლა, რაც ქვე­ყა­ნა­ში, ობი­ექ­ტურ მი­ზე­ზებ­თან ერ­თად, დო­ლა­რის ხე­ლოვ­ნურ დე­ფი­ციტს ქმნი­და. ეკო­ნო­მი­კის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტო­რი ლია ელი­ა­ვა აღ­ნიშ­ნავს, რომ ლა­რის გა­უ­ფა­სუ­რე­ბა, ისე­ვე რო­გორც გამ­ყა­რე­ბა, არის წმინ­და წყლის სპე­კუ­ლა­ცია. მისი გან­ცხა­დე­ბით, სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­ვა­ლუ­ტო კურ­სი მარ­თვა­დია და აქ თა­ვი­სუ­ფალ მცუ­რავ კურ­სზე სა­უ­ბა­რიც კი არ შე­იძ­ლე­ბა", - აღ­ნიშ­ნავს გა­მო­ცე­მა.

"ეს იყო სპე­კუ­ლა­ცია, წნე­ხი, რო­მელ­საც გა­ნიც­დი­და ეროვ­ნუ­ლი ვა­ლუ­ტა ამ 6-7 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში. აღ­ნიშ­ნუ­ლი პრო­ცე­სე­ბის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად ვე­რა­ვინ ვე­რა­ფე­რი გა­ა­კე­თა, მათ შო­რის, ეროვ­ნულ­მა ბან­კმა და ამას, ალ­ბათ, გარ­კვე­უ­ლი მი­ზე­ზე­ბი ჰქონ­და", - აღ­ნიშ­ნავს ელი­ა­ვა და არ გა­მო­რი­ცხავს, რომ კურ­სის გამ­ყა­რე­ბა პარ­ლა­მენ­ტში სებ-ის წლი­უ­რი ან­გა­რი­შის დამ­ტკი­ცე­ბის­თვის სა­სი­კე­თო ფო­ნის შექ­მნას ემ­სა­ხუ­რე­ბა. "მთავ­რო­ბას აქამ­დე რომ გა­ეშ­ვი­რა თითი ეროვ­ნუ­ლი ბან­კი­სა და კო­მერ­ცი­უ­ლი ბან­კე­ბის­კენ, ქვე­ყა­ნა ასეთ მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში არ ჩა­ვარ­დე­ბო­და. რო­დე­საც უკვე შე­ეხ­ნენ კო­მერ­ცი­ულ ბან­კე­ბის გა­და­რი­ცხვე­ბის სა­კითხს, და­ინ­ტე­რეს­დნენ მათ მიერ ქვეყ­ნი­დან ფუ­ლის გა­ტა­ნის პრო­ცე­სე­ბით, ამან ბან­კებ­ში გარ­კვე­უ­ლი შეშ­ფო­თე­ბა გა­მო­იწ­ვია. მათ გა­და­წყვი­ტეს ლარ­ზე სპე­კუ­ლა­ცი­უ­რი ზე­წო­ლა შე­ა­ჩე­რონ. ეს ვერ­სია არ უნდა გა­მოვ­რი­ცხოთ და მას აქვს არ­სე­ბო­ბის უფ­ლე­ბა", - ამ­ბობს ლია ელი­ა­ვა - რო­გორც ცნო­ბი­ლია, კო­მერ­ცი­ულ ბან­კებს აქვთ შე­საძ­ლებ­ლო­ბა სა­კუ­თა­რი სახ­სრე­ბი გა­და­ი­ტა­ნონ სხვა ქვეყ­ნე­ბის კო­მერ­ცი­ულ ბან­კებ­ში და დე­პო­ზი­ტებ­ზე გა­ნა­თავ­სონ. ამას ჰქვია ქვეყ­ნი­დან კა­პი­ტა­ლის გა­დი­ნე­ბა", - დას­ძენს გა­მო­ცე­მა.

"სხვა ცენ­ტრა­ლუ­რი ბან­კე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით, რომ­ლე­ბიც სა­გა­და­სახ­დე­ლო ბა­ლან­სის მეშ­ვე­ო­ბით ით­ვლი­ან კა­პი­ტა­ლის გა­დი­ნე­ბის მო­ცუ­ლო­ბას, სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ბან­კი ამ მაჩ­ვე­ნე­ბელს რა­ტომ­ღაც არ ით­ვლის. ეროვ­ნუ­ლი ბან­კი სა­უბ­რობ­და სა­ვა­ლუ­ტო შე­მო­დი­ნე­ბე­ბის ნაკ­ლე­ბო­ბა­ზე და არა­ფერს ამ­ბობ­და ქვეყ­ნი­დან კა­პი­ტა­ლის გა­დი­ნე­ბა­ზე", - ამ­ბობს ლია ელი­ა­ვა და დას­ძენს, რომ თუკი პარ­ლა­მენ­ტში, წინა წლე­ბის მსგავ­სად სებ-ის წარ­მოდ­გე­ნი­ლი დო­კუ­მენ­ტი დამ­ტკიც­დე­ბა რო­გორც წარ­მა­ტე­ბუ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის შე­დე­გი, არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, რომ ლა­რის კურ­სის ვარ­დნა გაგ­რძელ­დეს. "დე­პუ­ტა­ტებ­მა ეროვ­ნუ­ლი ბაკ­ნის პრე­ზი­დენტს მწვა­ვე, ობი­ექ­ტუ­რი და ადეკ­ვა­ტუ­რი შე­კი­თხვე­ბი უნდა და­უს­ვან. სა­მო­მავ­ლოდ რა ბედი ელის ლარს, ამის პროგ­ნო­ზი­რე­ბა რთუ­ლია. თა­ვად ეროვ­ნუ­ლი ბან­კის საქ­ცი­ე­ლი არის არაპ­როგ­ნო­ზი­რე­ბა­დი. ამ უწყე­ბი­დან ურ­თი­ერ­თგა­მომ­რი­ცხა­ვი გან­ცხა­დე­ბე­ბი კეთ­დე­ბა. ამი­ტომ, ელი­ა­ვას აზ­რით, ლა­რის კურ­სის პროგ­ნო­ზი, პრაქ­ტი­კუ­ლად, შე­უძ­ლე­ბე­ლია. ეკო­ნო­მის­ტი ვაჟა კა­პა­ნა­ძე ასე­ვე აღ­ნიშ­ნავს, რომ დღეს სა­ქარ­თვე­ლო­ში ლა­რის კურ­სი არის გა­უ­გე­ბა­რი. მისი აზ­რით, ეროვ­ნულ ბანკს უნდა გა­ნე­სა­ზღვრა ახა­ლი წო­ნა­წო­რო­ბის ზღვა­რი, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც იმოქ­მე­დებ­და", - წერს სტა­ტი­ის ავ­ტო­რი.

"ეროვ­ნუ­ლი ვა­ლუ­ტის ნახ­ტო­მი­სე­ბუ­რი გა­უ­ფა­სუ­რე­ბა, შემ­დეგ ასე­თი­ვე ტემ­პით გამ­ყა­რე­ბა ნიშ­ნავს იმას, რომ ეროვ­ნულ ბანკს ახა­ლი წო­ნას­წო­რო­ბის კურ­სი ჯერ კი­დევ არ და­უდ­გე­ნია. ამა­შია მთე­ლი უბე­დუ­რე­ბა. ეროვ­ნუ­ლი ბან­კის­თვის არა­ვის უთ­ქვამს, რომ ლარი დო­ლარ­თან მი­მარ­თე­ბა­ში 1,75-იან ნიშ­ნულ­ზე უნდა შე­ნარ­ჩუ­ნე­ბუ­ლი­ყო. მას, არ­სე­ბუ­ლი რთუ­ლი ვი­თა­რე­ბის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად ახა­ლი წო­ნას­წო­რო­ბის ზღვა­რი უნდა და­ედ­გი­ნა და იმის მი­ხედ­ვით ემოქ­მე­და. ალ­ბათ, სებ-ში იმ­დე­ნი ჭკუა მა­ინც ეყო­ფათ, რომ არ და­უშ­ვან ლა­რის უს­წრა­ფე­სად გამ­ყა­რე­ბა. მა­ინ­ტე­რე­სებს სად გა­დის თა­ვი­სუ­ფა­ლი მცუ­რა­ვი კურ­სის პო­ლი­ტი­კა", - ამ­ბობს კა­პა­ნა­ძე. მისი თქმით, ყვე­ლა­ზე ჭკვი­ა­ნუ­რი იქ­ნე­ბა ის, თუკი ლარ­ში და დო­ლარ­ში არ­სე­ბუ­ლი აქ­ტი­ვე­ბის "თა­ნაბ­რად და­ჭე­რა" მოხ­დე­ბა. არ გა­მო­რი­ცხავს, რომ კო­მერ­ცი­ულ­მა ბან­კებ­მა ეროვ­ნუ­ლი ბან­კის პრე­ზი­დენ­ტის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის წი­ნა­პი­რო­ბა ან მისი უფ­ლე­ბე­ბის რა­ი­მე სა­ხით შე­ზღუდ­ვის სა­შიშ­რო­ე­ბა და­ი­ნა­ხეს და დო­ლარ­ზე აჟი­ო­ტა­ჟუ­რი მო­თხოვ­ნა შე­ამ­ცი­რეს", - გა­ნაგ­რძობს სტა­ტი­ის ავ­ტო­რი.

"ქა­და­გი­ძე ამე­რი­კის ფე­დე­რა­ლუ­რი რე­ზერ­ვე­ბის მმარ­თვე­ლია თუ სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ბან­კის პრე­ზი­დენ­ტი? სა­ერ­თოდ რა პრო­ცე­სებს მარ­თავს იგი? ან რა­ტომ ჩა­მო­ვი­და სა­ვა­ლუ­ტო ფონ­დის მი­სია ამ დროს, რო­დე­საც იგი ყო­ველ­თვის კვარტლის ბო­ლოს, წლის პირ­ველ ნა­ხე­ვარ­ში ან წლის ბო­ლოს ჩა­მო­დი­ო­და? სა­ვა­ლუ­ტო ფონდმა ახლა აღ­მო­ა­ჩი­ნა, რომ თურ­მე იზა­რა­ლეს ეკო­ნო­მი­კურ­მა აგენ­ტებ­მა - მცი­რე და სა­შუ­ა­ლო ბიზ­ნეს­მა და ეკო­ნო­მი­კურ­მა აგენ­ტებ­მა. ეროვ­ნუ­ლი ბან­კი თა­ვის ან­გა­რიშ­ში ამა­ყობს, რომ კო­მერ­ცი­უ­ლი ბან­კე­ბი სა­ვა­ლუ­ტო რყე­ვე­ბის­გან და­იც­ვა, თუმ­ცა ჩნდე­ბა კი­თხვა, რის ხარ­ჯზე და­იც­ვა. "სა­ბან­კო სის­ტე­მა დარ­ჩა მო­გე­ბუ­ლი ფი­ზი­კუ­რი პი­რე­ბი­სა და ბიზ­ნე­სის და­ზა­რა­ლე­ბის ხარ­ჯზე. რის­კი თა­ნაბ­რად უნდა ყო­ფი­ლი­ყო გა­და­ნა­წი­ლე­ბუ­ლი. გარ­და ამი­სა, არა­ვინ იცის რა დევს ეროვ­ნუ­ლი ბან­კის პრე­ზი­დენ­ტის თავ­ში და ამის შემ­დეგ რა მოხ­დე­ბა", - მი­იჩ­ნევს გა­მო­ცე­მის კო­რეს­პონ­დენ­ტთან სა­უბ­რი­სას ვაჟა კა­პა­ნა­ძე.

"სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ვა­ლუ­ტო ფონ­დის მუდ­მი­ვი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი აზიმ სა­დი­კო­ვი კი ლა­რის კურსს ნა­თელ მო­მა­ვალს უწი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლებს. იგი აღ­ნიშ­ნავს, რომ ეკო­ნო­მი­კუ­რი პო­ლი­ტი­კის კონ­ტექ­სტში გარე შო­კე­ბი­სად­მი სა­უ­კე­თე­სო რე­ა­გი­რე­ბა ლა­რის მცუ­რა­ვი კურ­სია - ამით იქ­მნე­ბა შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რომ გაც­ვლით­მა კურ­სმა შე­ის­რუ­ტოს შო­კის უმე­ტე­სი წილი და რე­ა­ლუ­რი ეკო­ნო­მი­კა ზე­წო­ლის­გან და­იც­ვას, - თვლის სა­დი­კო­ვი და აღი­ა­რებს, რომ ძალ­ზედ დო­ლა­რი­ზე­ბულ ეკო­ნო­მი­კა­ში ეროვ­ნუ­ლი ვა­ლუ­ტის გა­უ­ფა­სუ­რე­ბა დო­ლარ­ში კრე­დი­ტე­ბის მქო­ნე ფი­ზი­კურ და იუ­რი­დი­ულ პი­რებს მდგო­მა­რე­ო­ბას უმ­ძი­მებს. მი­სი­ვე აზ­რით, სა­შუ­ა­ლო­ვა­დი­ან პე­რი­ოდ­ში ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ უნდა გა­აგ­რძე­ლოს ეკო­ნო­მი­კის დე­დო­ლა­რი­ზა­ცი­ის­კენ მი­მარ­თუ­ლი ძა­ლის­ხმე­ვა, რათა სა­ვა­ლუ­ტო რყე­ვას ნაკ­ლე­ბი ეფექ­ტი ჰქონ­დეს ეკო­ნო­მი­კა­ზე. ეკო­ნო­მი­კის მი­ნის­ტრის გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით კი, ყო­ველ­დღი­ურ რე­ჟიმ­ში ლა­რის კურსთან და­კავ­ში­რე­ბით რთუ­ლია ანა­ლი­ზის გა­კე­თე­ბა, თუმ­ცა ის, რომ ეროვ­ნუ­ლი ვა­ლუ­ტა მყარ­დე­ბა, ეს კარ­გია. სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის გან­ცხა­დე­ბით, უმ­ჯო­ბე­სია, მთავ­რო­ბამ და პარ­ლა­მენ­ტმა და­ად­გი­ნოს ლა­რის გა­უ­ფა­სუ­რე­ბი­სა და გამ­ყა­რე­ბის რე­ა­ლუ­რი მი­ზე­ზე­ბი და პრობ­ლე­მე­ბის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად ადეკ­ვა­ტუ­რად იმოქ­მე­დოს", - დას­ძენს სტა­ტი­ის ავ­ტო­რი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

ბანკებმა დოლარის გამალებული შესყიდვა შეაჩერეს - ქადაგიძე და კომერციული ბანკები მთავრობის მოსალოდნელმა შტურმმა დააფრთხო?

ბანკებმა დოლარის გამალებული შესყიდვა შეაჩერეს - ქადაგიძე და კომერციული ბანკები მთავრობის მოსალოდნელმა შტურმმა დააფრთხო?

"ბოლო 2 დღეა, ლარი ერთბაშად მყარდება. ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსით ერთი დოლარი 2,32 ლარია, ვალუტის გადამცვლელ პუნქტებში კი დოლარი 2,27 ლარზე ნაკლებად იყიდება. სპეციალისტების განცხადებით, აღნიშნულმა პროცესმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველოში სავალუტო სპეკულაცია მიმდინარეობს და ეროვნული ვალუტის კატასტროფულ გაუფასურებას ეკონომიკურ ფაქტორებთან კავშირი არ აქვს", წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით ბანკებმა "ბლუმბერგზე" დოლარის გამალებული შესყიდვა შეაჩერეს / ქადაგიძე და კომერციული ბანკები მთავრობის მოსალოდნელმა შტურმმა დააფრთხო.

"რეზონანსის" ინფორმაციით, "ბლუმბერგის" სავაჭრო სისტემაში კომერციულმა ბანკებმა დოლარის გამალებული შესყიდვა შეაჩერეს, შესაბამისად, ლარის კურსმა გამყარება დაიწყო. სპეციალისტები არ გამორიცხავენ, რომ ამ პროცესებზე გავლენა მთავრობის წევრთა ბოლოდროინდელმა მწვავე განცხადებებმა მოახდინა. შეგახსენებთ, რომ ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ კომერციული ბანკები გაზრდილ ტრანზაქციებში დაადანაშაულა, რაც ქვეყანაში, ობიექტურ მიზეზებთან ერთად, დოლარის ხელოვნურ დეფიციტს ქმნიდა. ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი ლია ელიავა აღნიშნავს, რომ ლარის გაუფასურება, ისევე როგორც გამყარება, არის წმინდა წყლის სპეკულაცია. მისი განცხადებით, საქართველოში სავალუტო კურსი მართვადია და აქ თავისუფალ მცურავ კურსზე საუბარიც კი არ შეიძლება", - აღნიშნავს გამოცემა.

"ეს იყო სპეკულაცია, წნეხი, რომელსაც განიცდიდა ეროვნული ვალუტა ამ 6-7 თვის განმავლობაში. აღნიშნული პროცესების თავიდან ასაცილებლად ვერავინ ვერაფერი გააკეთა, მათ შორის, ეროვნულმა ბანკმა და ამას, ალბათ, გარკვეული მიზეზები ჰქონდა", - აღნიშნავს ელიავა და არ გამორიცხავს, რომ კურსის გამყარება პარლამენტში სებ-ის წლიური ანგარიშის დამტკიცებისთვის სასიკეთო ფონის შექმნას ემსახურება. "მთავრობას აქამდე რომ გაეშვირა თითი ეროვნული ბანკისა და კომერციული ბანკებისკენ, ქვეყანა ასეთ მძიმე მდგომარეობაში არ ჩავარდებოდა. როდესაც უკვე შეეხნენ კომერციულ ბანკების გადარიცხვების საკითხს, დაინტერესდნენ მათ მიერ ქვეყნიდან ფულის გატანის პროცესებით, ამან ბანკებში გარკვეული შეშფოთება გამოიწვია. მათ გადაწყვიტეს ლარზე სპეკულაციური ზეწოლა შეაჩერონ. ეს ვერსია არ უნდა გამოვრიცხოთ და მას აქვს არსებობის უფლება", - ამბობს ლია ელიავა - როგორც ცნობილია, კომერციულ ბანკებს აქვთ შესაძლებლობა საკუთარი სახსრები გადაიტანონ სხვა ქვეყნების კომერციულ ბანკებში და დეპოზიტებზე განათავსონ. ამას ჰქვია ქვეყნიდან კაპიტალის გადინება", - დასძენს გამოცემა.

"სხვა ცენტრალური ბანკებისგან განსხვავებით, რომლებიც საგადასახდელო ბალანსის მეშვეობით ითვლიან კაპიტალის გადინების მოცულობას, საქართველოს ეროვნული ბანკი ამ მაჩვენებელს რატომღაც არ ითვლის. ეროვნული ბანკი საუბრობდა სავალუტო შემოდინებების ნაკლებობაზე და არაფერს ამბობდა ქვეყნიდან კაპიტალის გადინებაზე", - ამბობს ლია ელიავა და დასძენს, რომ თუკი პარლამენტში, წინა წლების მსგავსად სებ-ის წარმოდგენილი დოკუმენტი დამტკიცდება როგორც წარმატებული საქმიანობის შედეგი, არ არის გამორიცხული, რომ ლარის კურსის ვარდნა გაგრძელდეს. "დეპუტატებმა ეროვნული ბაკნის პრეზიდენტს მწვავე, ობიექტური და ადეკვატური შეკითხვები უნდა დაუსვან. სამომავლოდ რა ბედი ელის ლარს, ამის პროგნოზირება რთულია. თავად ეროვნული ბანკის საქციელი არის არაპროგნოზირებადი. ამ უწყებიდან ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები კეთდება. ამიტომ, ელიავას აზრით, ლარის კურსის პროგნოზი, პრაქტიკულად, შეუძლებელია. ეკონომისტი ვაჟა კაპანაძე ასევე აღნიშნავს, რომ დღეს საქართველოში ლარის კურსი არის გაუგებარი. მისი აზრით, ეროვნულ ბანკს უნდა განესაზღვრა ახალი წონაწორობის ზღვარი, რომლის მიხედვითაც იმოქმედებდა", - წერს სტატიის ავტორი.

"ეროვნული ვალუტის ნახტომისებური გაუფასურება, შემდეგ ასეთივე ტემპით გამყარება ნიშნავს იმას, რომ ეროვნულ ბანკს ახალი წონასწორობის კურსი ჯერ კიდევ არ დაუდგენია. ამაშია მთელი უბედურება. ეროვნული ბანკისთვის არავის უთქვამს, რომ ლარი დოლართან მიმართებაში 1,75-იან ნიშნულზე უნდა შენარჩუნებულიყო. მას, არსებული რთული ვითარების თავიდან ასაცილებლად ახალი წონასწორობის ზღვარი უნდა დაედგინა და იმის მიხედვით ემოქმედა. ალბათ, სებ-ში იმდენი ჭკუა მაინც ეყოფათ, რომ არ დაუშვან ლარის უსწრაფესად გამყარება. მაინტერესებს სად გადის თავისუფალი მცურავი კურსის პოლიტიკა", - ამბობს კაპანაძე. მისი თქმით, ყველაზე ჭკვიანური იქნება ის, თუკი ლარში და დოლარში არსებული აქტივების "თანაბრად დაჭერა" მოხდება. არ გამორიცხავს, რომ კომერციულმა ბანკებმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გათავისუფლების წინაპირობა ან მისი უფლებების რაიმე სახით შეზღუდვის საშიშროება დაინახეს და დოლარზე აჟიოტაჟური მოთხოვნა შეამცირეს", - განაგრძობს სტატიის ავტორი.

"ქადაგიძე ამერიკის ფედერალური რეზერვების მმართველია თუ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი? საერთოდ რა პროცესებს მართავს იგი? ან რატომ ჩამოვიდა სავალუტო ფონდის მისია ამ დროს, როდესაც იგი ყოველთვის კვარტლის ბოლოს, წლის პირველ ნახევარში ან წლის ბოლოს ჩამოდიოდა? სავალუტო ფონდმა ახლა აღმოაჩინა, რომ თურმე იზარალეს ეკონომიკურმა აგენტებმა - მცირე და საშუალო ბიზნესმა და ეკონომიკურმა აგენტებმა. ეროვნული ბანკი თავის ანგარიშში ამაყობს, რომ კომერციული ბანკები სავალუტო რყევებისგან დაიცვა, თუმცა ჩნდება კითხვა, რის ხარჯზე დაიცვა. "საბანკო სისტემა დარჩა მოგებული ფიზიკური პირებისა და ბიზნესის დაზარალების ხარჯზე. რისკი თანაბრად უნდა ყოფილიყო გადანაწილებული. გარდა ამისა, არავინ იცის რა დევს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თავში და ამის შემდეგ რა მოხდება", - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვაჟა კაპანაძე.

"საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივი წარმომადგენელი აზიმ სადიკოვი კი ლარის კურსს ნათელ მომავალს უწინასწარმეტყველებს. იგი აღნიშნავს, რომ ეკონომიკური პოლიტიკის კონტექსტში გარე შოკებისადმი საუკეთესო რეაგირება ლარის მცურავი კურსია - ამით იქმნება შესაძლებლობა, რომ გაცვლითმა კურსმა შეისრუტოს შოკის უმეტესი წილი და რეალური ეკონომიკა ზეწოლისგან დაიცვას, - თვლის სადიკოვი და აღიარებს, რომ ძალზედ დოლარიზებულ ეკონომიკაში ეროვნული ვალუტის გაუფასურება დოლარში კრედიტების მქონე ფიზიკურ და იურიდიულ პირებს მდგომარეობას უმძიმებს. მისივე აზრით, საშუალოვადიან პერიოდში ხელისუფლებამ უნდა გააგრძელოს ეკონომიკის დედოლარიზაციისკენ მიმართული ძალისხმევა, რათა სავალუტო რყევას ნაკლები ეფექტი ჰქონდეს ეკონომიკაზე. ეკონომიკის მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით კი, ყოველდღიურ რეჟიმში ლარის კურსთან დაკავშირებით რთულია ანალიზის გაკეთება, თუმცა ის, რომ ეროვნული ვალუტა მყარდება, ეს კარგია. სპეციალისტების განცხადებით, უმჯობესია, მთავრობამ და პარლამენტმა დაადგინოს ლარის გაუფასურებისა და გამყარების რეალური მიზეზები და პრობლემების თავიდან ასაცილებლად ადეკვატურად იმოქმედოს", - დასძენს სტატიის ავტორი.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."