პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

24

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 03:34-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 21:35-ზე – კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ამ დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
სამართალი
სპორტი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თბილისის აეროპორტის მაღალი ტარიფი პრობლემას ყველას უქმნის
თბილისის აეროპორტის მაღალი ტარიფი პრობლემას ყველას უქმნის

"იქ­ცე­ვი­ან ისე, რო­გორც თა­ვად სურთ. ფულს სძა­ლა­ვენ მო­ქა­ლა­ქე­ებს. სა­ში­ნე­ლი ფა­სე­ბია, უკონ­ტრო­ლო სფე­როა"

ქუ­თა­ის­თან შე­და­რე­ბით, თბი­ლი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო აე­რო­პორ­ტში ბი­ლე­თის ფასი მა­ღა­ლია. ამას ტუ­რის­ტუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბი­სა და ექ­სპერ­ტე­ბის ნა­წი­ლი იმით ხსნის, რომ ავი­ა­კომ­პა­ნი­ე­ბის­თვის "ტავ ჯორ­ჯი­ას" მიერ და­წე­სე­ბუ­ლი მო­საკ­რე­ბე­ლი მა­ღა­ლია. თურ­ქულ კომ­პა­ნი­ა­ში "რე­ზო­ნანს" გა­ნუ­ცხა­დეს, რომ მო­საკ­რებ­ლის ცვლი­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, ინ­ფორ­მა­ცია ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის და­დე­ბის შემ­დეგ გახ­დე­ბა ცნო­ბი­ლი.

თბი­ლი­სის აე­რო­პორ­ტში და­წე­სე­ბულ მა­ღალ ტა­რიფ­ზე წლე­ბია მი­დის სა­უ­ბა­რი. ჯერ მარ­ტო 2012 წელს მე­დი­ის სა­შუ­ა­ლე­ბით ვრცელ­დე­ბო­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­ა­ვი­ა­ციო ბაზ­რის სწრაფ გან­ვი­თა­რე­ბას ხელს თურ­ქუ­ლი კომ­პა­ნია "ტავ ჯორ­ჯი­ას" მო­ნო­პო­ლის­ტუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა უშ­ლი­და. 2005-07 წლებ­ში "ტავ­მა" თბი­ლი­სი­სა და ბა­თუ­მის აე­რო­პორ­ტე­ბის აშე­ნე­ბა-რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის სა­ნაც­ვლოდ, შე­ღა­ვა­თი მი­ი­ღო. ავი­ა­კომ­პა­ნი­ე­ბი კი იმ­თა­ვით­ვე თბი­ლი­სი­სა და ბა­თუ­მის აე­რო­პორ­ტე­ბის სა­ტა­რი­ფო პო­ლი­ტი­კას აკ­რი­ტი­კებ­დნენ. თურ­ქუ­ლი კომ­პა­ნი­ის მიერ და­წე­სე­ბუ­ლი მო­საკ­რე­ბე­ლი არც ექ­სპრე­ზი­დენ­ტის­თვის ყო­ფი­ლა შე­უმ­ჩნე­ვე­ლი. ექ­სპრე­ზი­დენ­ტმა სა­ა­კაშ­ვილ­მა ჯერ კი­დევ წლე­ბის წინ, ქუ­თა­ი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო აე­რო­პორ­ტის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის და­წყე­ბი­სას გა­ნა­ცხა­და, რომ "ტავ ჯორ­ჯი­ას" ტა­რი­ფის და­წე­ვა მო­უ­წევ­და.

მას შემ­დეგ დიდი დრო გა­ვი­და, თუმ­ცა "ტავ ჯორ­ჯი­ას" მო­საკ­რებ­ლის გა­ი­ა­ფე­ბის­თვის არა­ფე­რი მო­უ­მოქ­მე­დე­ბია. ჩა­ცხრა ავი­ა­კომ­პა­ნი­ე­ბის მხრი­დან კრი­ტი­კუ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბაც. ახლა ნა­წი­ლი კო­მენ­ტა­რის გა­კე­თე­ბის­გან თავს იკა­ვებს. ზო­გი­ერთს კი ტა­რი­ფებ­თან და­კავ­ში­რე­ბით ინ­ფორ­მა­ცია არ აქვს. ასეთ ავი­ა­კომ­პა­ნი­ებს მი­ე­კუთ­ვნე­ბა "თურ­ქე­თის ავი­ა­ხა­ზე­ბი". "უკ­რა­ი­ნის ავი­ა­ხა­ზე­ბის" წარ­მო­მად­გენ­ლო­ბის უფ­როს­მა ლალი ბეშ­კე­ნა­ძემ კი გან­გვი­ცხა­და, რომ ტა­რი­ფე­ბის სა­კი­თხში კი­ე­ვის ოფი­სია ჩა­ხე­დუ­ლი, სწო­რედ ამი­ტო­მაც ად­გი­ლობ­რი­ვი ოფი­სი მო­საკ­რებ­ლის ოდე­ნო­ბა­ზე კო­მენ­ტარს ვერ გა­ა­კე­თებს.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

თბილისის აეროპორტის მაღალი ტარიფი პრობლემას ყველას უქმნის

თბილისის აეროპორტის მაღალი ტარიფი პრობლემას ყველას უქმნის

"იქცევიან ისე, როგორც თავად სურთ. ფულს სძალავენ მოქალაქეებს. საშინელი ფასებია, უკონტროლო სფეროა"

ქუთაისთან შედარებით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ბილეთის ფასი მაღალია. ამას ტურისტული კომპანიებისა და ექსპერტების ნაწილი იმით ხსნის, რომ ავიაკომპანიებისთვის "ტავ ჯორჯიას" მიერ დაწესებული მოსაკრებელი მაღალია. თურქულ კომპანიაში "რეზონანს" განუცხადეს, რომ მოსაკრებლის ცვლილებასთან დაკავშირებით, ინფორმაცია ხელშეკრულების დადების შემდეგ გახდება ცნობილი.

თბილისის აეროპორტში დაწესებულ მაღალ ტარიფზე წლებია მიდის საუბარი. ჯერ მარტო 2012 წელს მედიის საშუალებით ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ საქართველოში საავიაციო ბაზრის სწრაფ განვითარებას ხელს თურქული კომპანია "ტავ ჯორჯიას" მონოპოლისტური მდგომარეობა უშლიდა. 2005-07 წლებში "ტავმა" თბილისისა და ბათუმის აეროპორტების აშენება-რეაბილიტაციის სანაცვლოდ, შეღავათი მიიღო. ავიაკომპანიები კი იმთავითვე თბილისისა და ბათუმის აეროპორტების სატარიფო პოლიტიკას აკრიტიკებდნენ. თურქული კომპანიის მიერ დაწესებული მოსაკრებელი არც ექსპრეზიდენტისთვის ყოფილა შეუმჩნეველი. ექსპრეზიდენტმა სააკაშვილმა ჯერ კიდევ წლების წინ, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის რეაბილიტაციის დაწყებისას განაცხადა, რომ "ტავ ჯორჯიას" ტარიფის დაწევა მოუწევდა.

მას შემდეგ დიდი დრო გავიდა, თუმცა "ტავ ჯორჯიას" მოსაკრებლის გაიაფებისთვის არაფერი მოუმოქმედებია. ჩაცხრა ავიაკომპანიების მხრიდან კრიტიკული დამოკიდებულებაც. ახლა ნაწილი კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებს. ზოგიერთს კი ტარიფებთან დაკავშირებით ინფორმაცია არ აქვს. ასეთ ავიაკომპანიებს მიეკუთვნება "თურქეთის ავიახაზები". "უკრაინის ავიახაზების" წარმომადგენლობის უფროსმა ლალი ბეშკენაძემ კი განგვიცხადა, რომ ტარიფების საკითხში კიევის ოფისია ჩახედული, სწორედ ამიტომაც ადგილობრივი ოფისი მოსაკრებლის ოდენობაზე კომენტარს ვერ გააკეთებს.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია