სპორტი
პოლიტიკა
სამხედრო

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სულს რომ შეგიძრავს და სიცოცხლეს შეგაყვარებს, ისეთი ამბავი შემემთხვა" - გია მაისაშვილი
"სულს რომ შეგიძრავს და სიცოცხლეს შეგაყვარებს, ისეთი ამბავი შემემთხვა" - გია მაისაშვილი

პო­ლი­ტი­კო­სი გია მა­ი­საშ­ვი­ლი "ფე­ის­ბუქ­ზე" იუ­მო­რის­ტუ­ლი ხა­სი­ა­თის სტა­ტუსს აქ­ვეყ­ნებს:

"ჩემო ძვირ­ფა­სე­ბო, რა­ღაც შე­ვეჩ­ვიე ამ ფბ-ს ამ ბოლო დროს, ყვე­ლა­ზე დიდი გან­საც­დე­ლის ჟამს მე­გობ­რო­ბა გა­მი­წია და მინ­დე­ბა მისი სა­შუ­ა­ლე­ბით თქვენ­თან შეხ­მი­ა­ნე­ბა ხოლ­მე. აი, უკვე თბი­ლისს დავ­ბრუნ­დი და ვი­წყებ ძა­ლის მოკ­რე­ბას. წუ­ხელ გვი­ან ღა­მით მე და ჩემი მე­უღ­ლე სახ­ლში ვბრუნ­დე­ბო­დით და სულს რომ შე­გიძ­რავს და სი­ცო­ცხლეს შე­გაყ­ვა­რებს ისე­თი ამ­ბა­ვი შე­მემ­თხვა.

და­ახ­ლო­ე­ბით ღა­მის ორის ნა­ხე­ვა­რია მე და თა­მუ­ნა ჩემს სახ­ლს ვუ­ახ­ლოვ­დე­ბით, პირ­ვე­ლად ვი­ყა­ვი გა­რეთ გა­სუ­ლი და­ვი­ღა­ლე და და ერთი სული მაქვს რო­დის მი­ვალ სახ­ლში. ამ დროს პატ­რუ­ლი წა­მოგ­ვე­წია უკ­ნი­დან და მიკრო­ფო­ნით მან­ქა­ნის გა­და­ყე­ნე­ბა მოგვ­თხო­ვა, მე ფიქ­რებ­ში ჩა­ძი­რუ­ლი უცებ გა­მოვ­ფხიზ­ლდი გა­ღი­ზი­ა­ნე­ბუ­ლი. თა­მუ­ნა მარ­თავს სა­ჭეს, მისი მან­ქა­ნა საკ­მა­ოდ მონ­გრე­უ­ლია გა­რე­დან და მი­ზე­ზი ჩვე­ნი გა­ჩე­რე­ბი­სა ვი­ფიქ­რეთ სწო­რედ ეს უნდა ყო­ფი­ლი­ყო. თა­მუ­ნა მაფრ­თხი­ლებს, "არ ინერ­ვი­უ­ლო გთხოვ, მე მა­ლა­პა­რა­კე", მაგ­რამ ჩუ­მად ყოფ­ნა მა­ინც ვერ შევ­ძე­ლი შუშა ჩავ­წიე და კონფრონ­ტა­ცი­ის­თვის "მო­ვემ­ზა­დე". ამ დროს სა­სი­ა­მოვ­ნო ახალ­გაზ­რდა პატ­რუ­ლი, გა­დამ­დე­ბი ღი­მი­ლით გვე­კი­თხე­ბა"რო­გორ ბრძან­დე­ბით? თქვე­ნი სა­ბუ­თე­ბი, თუ შე­იძ­ლე­ბა" შე­მომ­ხე­და კარ­გად, მაკ­ვირ­დე­ბა სა­ხე­ზე, გულ­ში ვფიქ­რობ, ნეტა არ მიც­ნოს, ალ­ბათ ვერც მი­ნობს ამ ღა­მე­ში, თა­ვად ვერ ვცნობ თავს, სულ მთლად ხო­ტო­რა ვარ, პირ­ვე­ლად ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში.

დაბ­ნე­უ­ლად ვპა­სუ­ხობ, გმად­ლობთ, კარ­გად მეთ­ქი და ამ დროს მისი მე­წყვი­ლე, გა­ბად­რუ­ლი სა­ხით თა­ვი­სი სკა­მი­დან ლა­მის გა­მოძ­ვრეს მან­ქა­ნის ფან­ჯა­რა­ში მიყ­ვი­რის-"გი­ცა­ნით, გი­ცა­ნით, ბა­ტო­ნო გია, რო­გორ გე­ლო­დე­ბით, რო­გორ გვიყ­ვარ­ხართ, მთე­ლი ჩემი ოჯა­ხი თქვე­ნი გა­დარ­ჩე­ნის­თვის ვლო­ცუ­ლობ­დით, რა­მე­ში ხომ არ ვართ სა­ჭი­რო?" შევცბი, მად­ლო­ბას ვუხ­დი, "გე­ნაც­ვა­ლე, შენი ჭი­რი­მე", სა­ჰა­ე­რო კოც­ნას ვუგ­ზავ­ნი. ისე­თი გულ­წრფე­ლია, მცხვე­ნია თო­რემ გა­და­ვეხ­ვიო მინ­და. ამ დროს ისე, მარ­ტო ალალ კაცს რომ ძა­ლუძს მხო­ლოდ, ხელს თა­მუ­ნას­კენ იშ­ვერს და მე­კი­თხე­ბა მი­ა­მი­ტად, " თა­მუ­ნაა ხომ?" მე სულ მთლად დაბ­ნე­უ­ლი ვარ, თა­მუ­ნას გა­დავ­ხე­დავ, დაბ­ნე­უ­ლი, ამ უც­ნობ­მა კაც­მა სა­ი­დან იცის ჩემი და თა­მუ­ნად ამ­ბა­ვი ნე­ტავ. მორ­ცხვად, ძლივს ამოვ­ლუღ­ლუ­ლე, კი, თა­მუ­ნაა მეთ­ქი. კი­დევ უფრო გა­ე­ბად­რა სახე, იმ ღვთის­ნი­ერ კაცს, დაგ­ვლო­ცა, ხელი გვიქ­ნია, გა­მარ­ჯვე­ბა გვი­სურ­ვა და­აბზრი­ა­ლა მან­ქა­ნა და საყ­ვი­რის მი­ცე­მით დაგ­ვემ­შვი­დო­ბა.

მე ბედ­ნი­ე­რი, შემ­ცბა­რი, ხმა ჩა­ვარ­დნი­ლი ხან სა­ბუ­თებს დავ­ხე­დავ, ხან თა­მუ­ნას გა­დავ­ხე­დავ. ვერც სა­ხე­ლი ვკი­თხე იმ კე­თილ კაცს, ვერც გვა­რი, ბედ­ნი­ე­რე­ბი­სა და სი­ხა­რუ­ლის­გან გა­ოგ­ნე­ბულს, ჩემი თა­მუ­ნა მე­უბ­ნე­ბა ღი­მი­ლით, "ხე­დავ გია, თურ­მე რო­გორ ყვა­რე­ბი­ხარ ჩვენს ხალ­ხს?!"

და­მერ­წმუ­ნეთ, ასე­თი გა­და­რე­უ­ლი, უზო­მო სით­ბო ქარ­თვე­ლე­ბის­ნა­ი­რი არა­ვის აქვს. დაღ­ლი­ლო­ბა სულ მთლად მო­მეხ­სნა, ფრთა შეს­ხმუ­ლი ვბრუნ­დე­ბით სახ­ლში. ამ ხალ­ხის­თვის მინ­და თა­ვის და­დე­ბა და სიყ­ვა­რუ­ლი. ამ დი­ლას რომ გა­მეღ­ვი­ძა, კი­დევ ვერ "მო­ვი­ნე­ლე" წუ­ხან­დე­ლი სი­ხა­რუ­ლი და გა­დავ­წყვი­ტე, რომ იმ პატ­რუ­ლის გსგავ­სი ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის, რო­მელ­თაც ასე­თი სიყ­ვა­რუ­ლი აქვთ გულ­ში და აინ­ტე­რე­სებთ, უნდა ვთქვა ორი სი­ტყვა თა­მუ­ნა­ზე და ერთი კუ­რი­ო­ზიც მოვ­ყვე. თა­მუ­ნა გახ­ლავთ კა­პა­ნა­ძის ქალი, პირ­ვე­ლი კლა­სი­კუ­რი გიმ­ნა­ზი­ის დი­რექ­ტო­რი, გა­ნათ­ლე­ბა­ზე და მო­მა­ვა­ლი თა­ო­ბის დაფრ­თი­ა­ნე­ბა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი, ძა­ლი­ან სათ­ნო და ჩემ­თვის, ულა­მა­ზე­სი ქალი.

ხოდა ასეთ ქალ­ზე შეყ­ვა­რე­ბუ­ლი 2012 წელს, უკვე ოთხი წე­ლია მე­უღ­ლეს გა­შო­რე­ბუ­ლი და დეპ­რე­სი­ა­ში მყო­ფი, სულ ახა­ლი დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი ამე­რი­კი­დან, არა­ფე­რი დი­დად არ მი­ზი­დავს, ვფიქ­რობ ლი­დერ­თა სკო­ლა­ზე მხო­ლოდ, შემ­თხვე­ვით ტე­ლე­ვი­ზი­ით ვხე­დავ დე­ბა­ტებს, სა­დაც ერთი გა­ბე­დუ­ლი და ჩემი გე­მოვ­ნე­ბის­თვის თავ­ხე­დი ქალი აცამ­ტვე­რებს ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რად "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" მთა­ვარ მძი­მე წო­ნოს­ნებს. და­მა­ინ­ტე­რე­სა, მო­ვი­კი­თხე და ეს ქალი თურ­მე, ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის ამ ყბა­და­ღე­ბუ­ლი ლი­ბერ­ტა­რი­ა­ნუ­ლი იდე­ო­ლო­გი­ის ერთ ერთი მედ­რო­შე, ბო­კე­რი­ას მე­უღ­ლე, თა­მარ ჩერ­გო­ლე­იშ­ვი­ლი აღ­მოჩ­ნდა. იგი ამე­რი­კის პო­ლი­ტი­კი­სა და და­სავ­ლეთ­ზე ჩემი გად­მო­სა­ხე­დი­დან ზე­და­პირ­ზე შთამ­ბეჭ­და­ვად, მაგ­რამ სიღ­რმე­ში მე­ტად ზე­და­პი­რუ­ლად "ოც­ნე­ბის" ფა­ლავ­ნე­ბის­გან "სველ" ად­გილს ტო­ვებს. მინ­და მისი დე­ბა­ტებ­ში გა­მოწ­ვე­ვა და იქ ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის იდე­ო­ლო­გის ზე­და­პი­რუ­ლო­ბის ჩვე­ნე­ბა და "გა­ნად­გუ­რე­ბა" სა­ა­კაშ­ვი­ლის­გან მათ აკ­რძა­ლუ­ლი აქვთ ჩემ­თან პირ­და­პირ დე­ბა­ტებ­ში შე­მოს­ვლა, რამ­დე­ნიც არ ვე­ცა­დე ვერც ბო­კე­რია და ვერც ბენ­დუ­ქი­ძე იქ ვერ "შე­ვი­ტყუე".

მათ ამე­რი­კე­ლებ­მა ას­წავ­ლეს, რო­დე­საც ოპო­ნენტს ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რად ვერ ერე­ვი, მას­თან დე­ბა­ტებ­ში არ შეხ­ვი­დეთ, შო­რი­დან მე­დი­ის სა­შუ­ა­ლე­ბით დამ­ცი­ნა­ვად რა­ი­მე სა­ხე­ლი და­არ­ქვით და ხში­რად იმე­ო­რედ და მას ეს იმი­ჯი შე­ექ­მნე­ბა. ისი­ნიც ნას­წავლს უტიფ­რად და წარ­მა­ტე­ბით იმე­ო­რებ­დნენ, - "უი, მა­ი­საშ­ვი­ლი? ეგ ხო დაფ­რი­ნავს, კაი რა?" აკი და­ამ­კვიდ­რეს კი­დე­ვაც ეგ ყალ­ბი სტე­რე­ო­ტი­პი ამ პრი­მი­ტი­უ­ლი ხრი­კის გა­მო­ყე­ნე­ბით..ახლა კი თა­მარ ჩერ­გო­ლე­იშ­ვი­ლი მინ­და ჩემს სა­ავ­ტო­რო გა­და­ცე­მა­ში პა­ლიტ­რა რა­დი­ო­ში მო­ვიწ­ვიო და იქ ყვე­ლას და­სა­ნა­ხად ვაჩ­ვე­ნო ვინ სად დაფ­რი­ნავს..

მისი ტე­ლე­ფო­ნი რა­დი­ო­ში სწრა­ფად მო­ი­ძი­ეს, და­ვუ­რე­კე, თა­ვა­ზი­ა­ნად თავი წარ­ვუდ­გი­ნე, ვუ­თხა­რი რომ მო­ვი­ხიბ­ლე მისი შე­მარ­თე­ბით და მე რო­გორც მის­გან სრუ­ლი­ად სა­წი­ნა­აღ­მდე­გო პო­ზი­ცი­ა­ზე მდგო­მი ადა­მი­ა­ნი, ყო­ველ­გვა­რი პო­ლი­ტი­კის გა­რე­შე მსურს იდე­ო­ლო­გი­უ­რი, ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი სპა­რინგ პარტნი­ო­რო­ბა. ის ცდი­ლობს მო­მი­ზე­ზე­ბას შეხ­ვედ­რე­ბი­თა და და­კა­ვე­ბუ­ლო­ბით, რო­გორც წესი ეს შეხ­ვედ­რე­ბი ეხე­ბა ამე­რი­კის ელჩთან, სხვა და­სავ­ლუ­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლებ­თან შეხ­ვედ­რებს. მეც ვე­კენ­წლა­ვე­ბი და ვცდი­ლობ და­ვა­ნა­ხო რომ ამ "მა­ღა­ლი" და­სავ­ლე­ლი პი­რე­ბის ტი­ტუ­ლე­ბი­თა და იერ­არ­ქი­ით დი­დად არ ვარ გა­ო­ცე­ბუ­ლი. ეს სა­ტე­ლე­ფო­ნო კენ­წლა­ო­ბა ძი­რი­თა­დად სა­ტე­ლე­ფო­ნო მე­სი­ჯე­ბის სა­ხით მიმ­დი­ნა­რე­ობს. თა­მარ ჩე­რო­გო­ლე­იშ­ვი­ლი ვე­რაფ­რით შე­მო­ვი­ტყუე სე­რი­ო­ზუ­ლი სა­უბ­რის­თვის.

აქვე უნდა ვა­ღი­ა­რო რომ ეს ქალ­ბა­ტო­ნი უტვი­ნო სუ­ლაც არ არის. პი­რი­ქით, დღე­ვან­დელ პო­ლი­ტი­კო­სებს ერ­თად "იყი­დის და გა­ყი­დის ყვე­ლას" მისი თა­მა­მი, ხში­რად ვულ­გა­რუ­ლი ქცე­ვა ჩემ­ში მას­თან პა­ექ­რო­ბის ჟინს ზრდი­და. ჩემი ტე­ლე­ფო­ნის კონ­ტაქ­ტე­ბის სი­ა­ში თა­მარ ჩერ­გო­ლე­იშ­ვი­ლი, ჩემი თა­მუ­ნას გვერ­დით მოხ­ვდა, რად­გან ორი­ვეს სა­ხე­ლად თა­მა­რი ჰქვია ზუს­ტად ამ დროს მე­გობ­რე­ბი მივ­დი­ვართ თე­ლავ­ში სა­ქე­ი­ფოდ.

მე და თა­მუ­ნა მა­შინ სულ ახა­ლი გა­მიჯ­ნუ­რე­ბულ­ნი ვართ და ვთხო­ვე ისიც ჩვენ­თან ერ­თად წა­მო­სუ­ლი­ყო, მაგ­რამ ჩემი მე­გობ­რე­ბის მო­ე­რი­და და თბი­ლის­ში დარ­ჩა. მე მთე­ლი გზა ვე­მე­სი­ჯე­ბი, პო­ე­ზი­ის ჩე­მე­უ­ლი პე­რეფ­რა­ზი­რე­ბი­თა და გომ­ბო­რის ულა­მა­ზე­სი ბუ­ნე­ბის მას­თან შე­და­რე­ბით, სიყ­ვა­რულს ვუხ­სნი და ვე­უბ­ნე­ბი რო­გორ დამ­რია ხელი მის­მა სიყ­ვა­რულ­მა და ვამ­თავ­რებ ფრა­ზით- "წი­ნან­და­ლე­ლი თა­მა­რა, ერთი კა­ხე­ლი ქა­ლია, მის­და­მი ჩემი ტრფი­ა­ლი ხე­ლის­გულ ნა­ტა­რე­ბია" და­ვამ­თავ­რე ეს მე­სი­ჯი, გა­და­ვე­დი კონ­ტაქ­ტებ­ში და და­ვა­ჭი­რე ok და შეც­დო­მით თა­მუ­ნა კა­პა­ნა­ძის ნაც­ვლად ეს მე­სი­ჯი გა­ვუგ­ზავ­ნე თა­მარ ჩერ­გო­ლე­იშ­ვილს ისე რომ ვერც მივ­ხვდი შეც­დო­მას. ვე­ლო­დე­ბი ახლა გუ­ლის­ფან­ცა­ქა­ლით თა­მუ­ნას­გან პა­სუხს ჩემს რო­მან­ტი­ულ მე­სიჯ­ზე. გა­ვი­და ორი წუთი და თა­მუ­ნას ნაც­ვლად მომ­დის ჩერ­გო­ლე­იშ­ვი­ლის მე­სი­ჯი, მკაც­რი ტო­ნით-"გია, თქვენ მგო­ნი შე­გე­შა­ლათ და თუ არ შე­გე­შა­ლათ, მა­შინ უფრო მაგ­რად შე­გე­შა­ლათ.

"ჩემს მე­გობ­რებს ვე­უბ­ნე­ბი, ბიჭო, თა­მუ­ნას­თვის გა­საგ­ზავ­ნი სა­სიყ­ვა­რუ­ლო მე­სი­ჯი ჩერ­გო­ლე­იშ­ვი­ლის­თვის გა­მიგ­ზავ­ნია მეთ­ქი და მთე­ლი გზა იყო ჩემი და­ცინ­ვა-ჩერ­გო­ლე­იშ­ვი­ლი თა­მა­რა ლი­ბერ­ტა­რი­ანთ ქა­ლია,-- აი ასე, კი­ნა­ღამ ჩერ­გო­ლე­იშ­ვილს (კი­ნა­ღამ კი არა პირ­და­პირ) ბო­კე­რი­ას ცოლს, ავუხ­სე­ნი სიყ­ვა­რუ­ლი, მაგ­რამ სა­ბედ­ნი­ე­როდ, ჩერ­გო­ლე­იშ­ვი­ლის კი არა კა­პა­ნა­ძის ქალი მო­ვიყ­ვა­ნე ცო­ლად" - წერს მა­ი­საშ­ვი­ლი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

"სულს რომ შეგიძრავს და სიცოცხლეს შეგაყვარებს, ისეთი ამბავი შემემთხვა" - გია მაისაშვილი

"სულს რომ შეგიძრავს და სიცოცხლეს შეგაყვარებს, ისეთი ამბავი შემემთხვა" - გია მაისაშვილი

პოლიტიკოსი გია მაისაშვილი "ფეისბუქზე" იუმორისტული ხასიათის სტატუსს აქვეყნებს:

"ჩემო ძვირფასებო, რაღაც შევეჩვიე ამ ფბ-ს ამ ბოლო დროს, ყველაზე დიდი განსაცდელის ჟამს მეგობრობა გამიწია და მინდება მისი საშუალებით თქვენთან შეხმიანება ხოლმე. აი, უკვე თბილისს დავბრუნდი და ვიწყებ ძალის მოკრებას. წუხელ გვიან ღამით მე და ჩემი მეუღლე სახლში ვბრუნდებოდით და სულს რომ შეგიძრავს და სიცოცხლეს შეგაყვარებს ისეთი ამბავი შემემთხვა.

დაახლოებით ღამის ორის ნახევარია მე და თამუნა ჩემს სახლს ვუახლოვდებით, პირველად ვიყავი გარეთ გასული დავიღალე და და ერთი სული მაქვს როდის მივალ სახლში. ამ დროს პატრული წამოგვეწია უკნიდან და მიკროფონით მანქანის გადაყენება მოგვთხოვა, მე ფიქრებში ჩაძირული უცებ გამოვფხიზლდი გაღიზიანებული. თამუნა მართავს საჭეს, მისი მანქანა საკმაოდ მონგრეულია გარედან და მიზეზი ჩვენი გაჩერებისა ვიფიქრეთ სწორედ ეს უნდა ყოფილიყო. თამუნა მაფრთხილებს, "არ ინერვიულო გთხოვ, მე მალაპარაკე", მაგრამ ჩუმად ყოფნა მაინც ვერ შევძელი შუშა ჩავწიე და კონფრონტაციისთვის "მოვემზადე". ამ დროს სასიამოვნო ახალგაზრდა პატრული, გადამდები ღიმილით გვეკითხება"როგორ ბრძანდებით? თქვენი საბუთები, თუ შეიძლება" შემომხედა კარგად, მაკვირდება სახეზე, გულში ვფიქრობ, ნეტა არ მიცნოს, ალბათ ვერც მინობს ამ ღამეში, თავად ვერ ვცნობ თავს, სულ მთლად ხოტორა ვარ, პირველად ჩემს ცხოვრებაში.

დაბნეულად ვპასუხობ, გმადლობთ, კარგად მეთქი და ამ დროს მისი მეწყვილე, გაბადრული სახით თავისი სკამიდან ლამის გამოძვრეს მანქანის ფანჯარაში მიყვირის-"გიცანით, გიცანით, ბატონო გია, როგორ გელოდებით, როგორ გვიყვარხართ, მთელი ჩემი ოჯახი თქვენი გადარჩენისთვის ვლოცულობდით, რამეში ხომ არ ვართ საჭირო?" შევცბი, მადლობას ვუხდი, "გენაცვალე, შენი ჭირიმე", საჰაერო კოცნას ვუგზავნი. ისეთი გულწრფელია, მცხვენია თორემ გადავეხვიო მინდა. ამ დროს ისე, მარტო ალალ კაცს რომ ძალუძს მხოლოდ, ხელს თამუნასკენ იშვერს და მეკითხება მიამიტად, " თამუნაა ხომ?" მე სულ მთლად დაბნეული ვარ, თამუნას გადავხედავ, დაბნეული, ამ უცნობმა კაცმა საიდან იცის ჩემი და თამუნად ამბავი ნეტავ. მორცხვად, ძლივს ამოვლუღლულე, კი, თამუნაა მეთქი. კიდევ უფრო გაებადრა სახე, იმ ღვთისნიერ კაცს, დაგვლოცა, ხელი გვიქნია, გამარჯვება გვისურვა დააბზრიალა მანქანა და საყვირის მიცემით დაგვემშვიდობა.

მე ბედნიერი, შემცბარი, ხმა ჩავარდნილი ხან საბუთებს დავხედავ, ხან თამუნას გადავხედავ. ვერც სახელი ვკითხე იმ კეთილ კაცს, ვერც გვარი, ბედნიერებისა და სიხარულისგან გაოგნებულს, ჩემი თამუნა მეუბნება ღიმილით, "ხედავ გია, თურმე როგორ ყვარებიხარ ჩვენს ხალხს?!"

დამერწმუნეთ, ასეთი გადარეული, უზომო სითბო ქართველებისნაირი არავის აქვს. დაღლილობა სულ მთლად მომეხსნა, ფრთა შესხმული ვბრუნდებით სახლში. ამ ხალხისთვის მინდა თავის დადება და სიყვარული. ამ დილას რომ გამეღვიძა, კიდევ ვერ "მოვინელე" წუხანდელი სიხარული და გადავწყვიტე, რომ იმ პატრულის გსგავსი ადამიანებისთვის, რომელთაც ასეთი სიყვარული აქვთ გულში და აინტერესებთ, უნდა ვთქვა ორი სიტყვა თამუნაზე და ერთი კურიოზიც მოვყვე. თამუნა გახლავთ კაპანაძის ქალი, პირველი კლასიკური გიმნაზიის დირექტორი, განათლებაზე და მომავალი თაობის დაფრთიანებაზე ორიენტირებული, ძალიან სათნო და ჩემთვის, ულამაზესი ქალი.

ხოდა ასეთ ქალზე შეყვარებული 2012 წელს, უკვე ოთხი წელია მეუღლეს გაშორებული და დეპრესიაში მყოფი, სულ ახალი დაბრუნებული ამერიკიდან, არაფერი დიდად არ მიზიდავს, ვფიქრობ ლიდერთა სკოლაზე მხოლოდ, შემთხვევით ტელევიზიით ვხედავ დებატებს, სადაც ერთი გაბედული და ჩემი გემოვნებისთვის თავხედი ქალი აცამტვერებს ინტელექტუალურად "ქართული ოცნების" მთავარ მძიმე წონოსნებს. დამაინტერესა, მოვიკითხე და ეს ქალი თურმე, ნაციონალების ამ ყბადაღებული ლიბერტარიანული იდეოლოგიის ერთ ერთი მედროშე, ბოკერიას მეუღლე, თამარ ჩერგოლეიშვილი აღმოჩნდა. იგი ამერიკის პოლიტიკისა და დასავლეთზე ჩემი გადმოსახედიდან ზედაპირზე შთამბეჭდავად, მაგრამ სიღრმეში მეტად ზედაპირულად "ოცნების" ფალავნებისგან "სველ" ადგილს ტოვებს. მინდა მისი დებატებში გამოწვევა და იქ ნაციონალების იდეოლოგის ზედაპირულობის ჩვენება და "განადგურება" სააკაშვილისგან მათ აკრძალული აქვთ ჩემთან პირდაპირ დებატებში შემოსვლა, რამდენიც არ ვეცადე ვერც ბოკერია და ვერც ბენდუქიძე იქ ვერ "შევიტყუე".

მათ ამერიკელებმა ასწავლეს, როდესაც ოპონენტს ინტელექტუალურად ვერ ერევი, მასთან დებატებში არ შეხვიდეთ, შორიდან მედიის საშუალებით დამცინავად რაიმე სახელი დაარქვით და ხშირად იმეორედ და მას ეს იმიჯი შეექმნება. ისინიც ნასწავლს უტიფრად და წარმატებით იმეორებდნენ, - "უი, მაისაშვილი? ეგ ხო დაფრინავს, კაი რა?" აკი დაამკვიდრეს კიდევაც ეგ ყალბი სტერეოტიპი ამ პრიმიტიული ხრიკის გამოყენებით..ახლა კი თამარ ჩერგოლეიშვილი მინდა ჩემს საავტორო გადაცემაში პალიტრა რადიოში მოვიწვიო და იქ ყველას დასანახად ვაჩვენო ვინ სად დაფრინავს..

მისი ტელეფონი რადიოში სწრაფად მოიძიეს, დავურეკე, თავაზიანად თავი წარვუდგინე, ვუთხარი რომ მოვიხიბლე მისი შემართებით და მე როგორც მისგან სრულიად საწინააღმდეგო პოზიციაზე მდგომი ადამიანი, ყოველგვარი პოლიტიკის გარეშე მსურს იდეოლოგიური, ინტელექტუალური სპარინგ პარტნიორობა. ის ცდილობს მომიზეზებას შეხვედრებითა და დაკავებულობით, როგორც წესი ეს შეხვედრები ეხება ამერიკის ელჩთან, სხვა დასავლური ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან შეხვედრებს. მეც ვეკენწლავები და ვცდილობ დავანახო რომ ამ "მაღალი" დასავლელი პირების ტიტულებითა და იერარქიით დიდად არ ვარ გაოცებული. ეს სატელეფონო კენწლაობა ძირითადად სატელეფონო მესიჯების სახით მიმდინარეობს. თამარ ჩეროგოლეიშვილი ვერაფრით შემოვიტყუე სერიოზული საუბრისთვის.

აქვე უნდა ვაღიარო რომ ეს ქალბატონი უტვინო სულაც არ არის. პირიქით, დღევანდელ პოლიტიკოსებს ერთად "იყიდის და გაყიდის ყველას" მისი თამამი, ხშირად ვულგარული ქცევა ჩემში მასთან პაექრობის ჟინს ზრდიდა. ჩემი ტელეფონის კონტაქტების სიაში თამარ ჩერგოლეიშვილი, ჩემი თამუნას გვერდით მოხვდა, რადგან ორივეს სახელად თამარი ჰქვია ზუსტად ამ დროს მეგობრები მივდივართ თელავში საქეიფოდ.

მე და თამუნა მაშინ სულ ახალი გამიჯნურებულნი ვართ და ვთხოვე ისიც ჩვენთან ერთად წამოსულიყო, მაგრამ ჩემი მეგობრების მოერიდა და თბილისში დარჩა. მე მთელი გზა ვემესიჯები, პოეზიის ჩემეული პერეფრაზირებითა და გომბორის ულამაზესი ბუნების მასთან შედარებით, სიყვარულს ვუხსნი და ვეუბნები როგორ დამრია ხელი მისმა სიყვარულმა და ვამთავრებ ფრაზით- "წინანდალელი თამარა, ერთი კახელი ქალია, მისდამი ჩემი ტრფიალი ხელისგულ ნატარებია" დავამთავრე ეს მესიჯი, გადავედი კონტაქტებში და დავაჭირე ok და შეცდომით თამუნა კაპანაძის ნაცვლად ეს მესიჯი გავუგზავნე თამარ ჩერგოლეიშვილს ისე რომ ვერც მივხვდი შეცდომას. ველოდები ახლა გულისფანცაქალით თამუნასგან პასუხს ჩემს რომანტიულ მესიჯზე. გავიდა ორი წუთი და თამუნას ნაცვლად მომდის ჩერგოლეიშვილის მესიჯი, მკაცრი ტონით-"გია, თქვენ მგონი შეგეშალათ და თუ არ შეგეშალათ, მაშინ უფრო მაგრად შეგეშალათ.

"ჩემს მეგობრებს ვეუბნები, ბიჭო, თამუნასთვის გასაგზავნი სასიყვარულო მესიჯი ჩერგოლეიშვილისთვის გამიგზავნია მეთქი და მთელი გზა იყო ჩემი დაცინვა-ჩერგოლეიშვილი თამარა ლიბერტარიანთ ქალია,-- აი ასე, კინაღამ ჩერგოლეიშვილს (კინაღამ კი არა პირდაპირ) ბოკერიას ცოლს, ავუხსენი სიყვარული, მაგრამ საბედნიეროდ, ჩერგოლეიშვილის კი არა კაპანაძის ქალი მოვიყვანე ცოლად" - წერს მაისაშვილი.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს