პოლიტიკა
მეცნიერება

17

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 23:58-ზე, მთვარე ვერძშია – რეკომენდებულია: მონანიება, მიტევება, მარხვა. სახლის განწმენდა და დალოცვა. კარგია ყველაფერი ზედმეტის მოშორება. არ არის რეკომენდებული: მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. გაუფრთხილდით ხერხემალს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს. ამ დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს.
მსოფლიო
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ეს იქნება პირველი მომღერალი, რომელიც საზღვრებს გაანგრევს" - მარინა ბერიძის პროფესიონალური შეფასება ნინა სუბლატის შესახებ
"ეს იქნება პირველი მომღერალი, რომელიც საზღვრებს გაანგრევს" - მარინა ბერიძის პროფესიონალური შეფასება ნინა სუბლატის შესახებ

"ევ­რო­ვი­ზია" წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ქარ­თვე­ლე­ბის "აქი­ლევ­სის ქუს­ლი" იყო, ახლა კი ჩვე­ნი იქ წარ­დგე­ნი­ლი კონ­კურ­სან­ტის მო­ნა­ცე­მე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რე­ა­ლუ­რი პერ­სპექ­ტი­ვე­ბი არ­სე­ბობს... ნინა სუბ­ლა­ტის "ევ­რო­ვი­ზი­ის" კონ­კურ­სში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას, მუ­სი­კის­მცოდ­ნე მა­რი­ნა ბე­რი­ძე "ამ­ბე­ბი.გე"-სთან ასე ფა­სებს.

- მთე­ლი ცხოვ­რე­ბის მან­ძილ­ზე პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვაა, როცა მომ­ღე­რალ­ში ერთ მი­ნუსს ვერ ვხე­დავ, - ყვე­ლა­ფე­რი და­დე­ბი­თია. ძა­ლი­ან მი­ხა­რია, რომ პირ­ვე­ლი წა­მი­დან, რო­გორც კი ტე­ლე­ეკ­რან­ზე, "სა­ქარ­თვე­ლოს ვარ­სკვლავ­ში" გა­მოჩ­ნდა, ვთქვი, - ეს გოგო ბევ­რს მი­აღ­წევს-მეთ­ქი. გარ­და იმი­სა, რომ ძა­ლი­ან ნი­ჭი­ე­რია, რაც უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სია, არის გო­ნი­ე­რი. ინ­ტერ­ვი­უ­საც კი რომ არ­თმე­ვენ, მის­გან მო­დის აზრი, რო­მე­ლიც ასე­ვე არის ნა­ფიქ­რი და ყო­ველ ჯერ­ზე, მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად რა­ღაც მნიშ­ვნე­ლო­ვანს ამ­ბობს.

ის ინ­დი­ვი­დუ­ა­ლის­ტია. არ ვამ­ბობ მისი ხმის ტემ­ბრზე, აღე­ბულ ნო­ტებ­ზე, ეს ყვე­ლა­ფე­რი ასე თუ ისე, მოგ­ვა­რე­ბუ­ლია. არის ძა­ლი­ან თა­ნა­მედ­რო­ვე მუ­სი­კო­სი. პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვაა, როცა სა­ქარ­თვე­ლო­ში XXI სა­უ­კუ­ნის ევ­რო­პუ­ლი ტი­პის მომ­ღე­რა­ლი გაჩ­ნდა, რო­მე­ლიც არ გა­ღი­ზი­ა­ნებს და მო­აქვს სა­ო­ცა­რი პო­ზი­ტი­ვი.

- მის მიერ წარ­მოდ­გე­ნილ სიმ­ღე­რა­ზე რას იტყვით?

- ის, რომ ეგ სიმ­ღე­რა თვი­თონ შექ­მნა და ამით თა­ვის სათ­ქმელს ამ­ბობს...

კი­თხუ­ლო­ბენ, ვინ არის მისი კოს­ტი­უ­მის დი­ზა­ი­ნე­რი? კოს­ტი­უ­მის დი­ზა­ი­ნე­რი, რა თქმა უნდა, არ­სე­ბობს, მაგ­რამ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ესეც ნი­ნას კონ­ცეფ­ცი­ით იქ­ნე­ბა შექ­მნი­ლი...

- ე.ი. მთელ ამ პრო­ცესს თა­ვად მარ­თავს?

- თვი­თონ და მისი მე­უღ­ლე - გი­ორ­გი შა­მა­ნა­უ­რი. ალ­ბათ, ძა­ლი­ან გო­ნი­ე­რი ადა­მი­ა­ნი უნდა იყო, რომ ქმა­რიც ასე­თი გყავ­დეს და ასე­თი ბიჭი იყოს შენ გვერ­დით. გი­ორ­გი სე­რი­ო­ზუ­ლი მუ­სი­კო­სია, მე­საყ­ვი­რე, ნი­კო­ლოზ რაჭ­ველ­თან არის. თა­ვად ნი­კო­ლოზ რაჭ­ვე­ლი კი გი­ორ­გის მეჯ­ვა­რეა. მოკ­ლედ, ამ გო­გოს ცხოვ­რე­ბა­ში რა­ღაც ისე მოხ­და, გარ­შე­მო ისე­თი წრე შე­იკ­რა, რომ­ლე­ბიც რა­ღაც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნის მა­ტა­რებ­ლე­ბი არი­ან... მერე ნინა ის ადა­მი­ა­ნია, რომ ყვე­ლა გო­ნი­ე­რის აზრს ით­ვა­ლის­წი­ნებს.

- მგო­ნი, ამ­ჯე­რად არც ისე­თი დიდი ბი­უ­ჯე­ტი იყო იმის­თვის, რომ ნინა "ევ­რო­ვი­ზი­ა­ზე" წა­სუ­ლი­ყო...

- კი, ამ­ჯე­რად, არ ჰქონ­დათ დიდი ბი­უ­ჯე­ტი და ამ ყვე­ლაფ­რის ფონ­ზე ხდე­ბო­და მზა­დე­ბა. რა­საც ვუ­ყუ­რებთ, ყვე­ლა­ფე­რი მი­ნი­მა­ლუ­რი თან­ხე­ბით მომ­ზად­და. კლი­პიც მომ­წონს, რო­მე­ლიც ასე­ვე მცი­რე ბი­უ­ჯე­ტით დამ­ზად­და და სა­ო­ცარ ეფექტს ახ­დენს იმი­ტომ, რომ მას­შიც გო­ნე­ბაა ჩა­დე­ბუ­ლი. სა­ერ­თოდ, თუ გო­ნე­ბა არ და­ა­ყო­ლე ნე­ბის­მი­ერ საქ­მეს, არა­ფე­რი გა­მო­დის. ალ­ბათ ყვე­ლა ქარ­თე­ლის სურ­ვი­ლია, რომ ნინა ხუ­თე­ულ­ში გა­ვი­დეს.

მის­მა გა­მოს­ვლამ და სა­ერ­თოდ, მან სა­უბ­რით, აზ­როვ­ნე­ბით, პი­როვ­ნუ­ლად ისე­თი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა მო­ახ­დი­ნა, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ ეს იქ­ნე­ბა პირ­ვე­ლი მომ­ღე­რა­ლი, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­ზღვრებს გა­ან­გრევს. სცე­ნა­ზე დგას და ერთ მოძ­რა­ო­ბა­საც არ აკე­თებს, მხო­ლოდ ხე­ლებს ამოძ­რა­ვებს და სა­ოც­რე­ბას ახ­დენს.

- ვი­ღა­ცებს აღი­ზი­ა­ნებთ, რომ ის ამ­ბი­ცი­უ­რი ადა­მი­ა­ნია...

- ეს ამ­ბი­ცი­აც, მისი მხრი­დან სწო­რად არის გათ­ვლი­ლი, აქაც გო­ნე­ბაა ჩარ­თუ­ლი. ასეთ მომ­ღე­რალს რომ ვხე­დავ, ეს მხო­ლოდ უდი­დეს სტი­მულს მაძ­ლევს და მოდი, ვუ­სურ­ვოთ ყვე­ლა­ფე­რი კარ­გი, ხუ­თე­ულ­ში მოხ­ვედ­რა მა­ინც. იქ­ნებ დი­ას­პო­რა­მაც გა­იღ­ვი­ძოს.

დიდი ძალა აქვს "ფე­ის­ბუქს" და ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ჯგუ­ფი სწო­რად მუ­შა­ობს. მად­ლო­ბა ნა­თია უზ­ნა­ძეს (პრო­დი­უ­სე­რი - სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლი­დან. - ავტ.), ფარ-ხმალს არ ყრი­ან. კარ­გზე კარ­გი უნდა ვუ­თხრათ და თუ იმა­საც ვის­წავ­ლით, რომ წყნა­რად და მშვი­დად კრი­ტი­კაც ავი­ტა­ნოთ, იქ­ნებ გვეშ­ვე­ლოს კი­დეც...

ლალი ფა­ცია

Ambebi.ge

იხი­ლეთ ასე­ვე: ბევ­რი ცდი­ლობს ჩვენ გა­ნად­გუ­რე­ბას - ნინა სუბ­ლა­ტის პო­ლი­ტი­კუ­რი გა­ნა­ცხა­დი "ევ­რო­ვი­ზი­ის" პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება სპეცოპერაციის კადრები და ფარული ჩანაწერები, რომლებშიც "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი ფიგურირებენ

"ეს იქნება პირველი მომღერალი, რომელიც საზღვრებს გაანგრევს" - მარინა ბერიძის პროფესიონალური შეფასება ნინა სუბლატის შესახებ

"ეს იქნება პირველი მომღერალი, რომელიც საზღვრებს გაანგრევს" - მარინა ბერიძის პროფესიონალური შეფასება ნინა სუბლატის შესახებ

"ევროვიზია" წლების განმავლობაში ქართველების "აქილევსის ქუსლი" იყო, ახლა კი ჩვენი იქ წარდგენილი კონკურსანტის მონაცემებიდან გამომდინარე, რეალური პერსპექტივები არსებობს... ნინა სუბლატის "ევროვიზიის" კონკურსში მონაწილეობას, მუსიკისმცოდნე მარინა ბერიძე "ამბები.გე"-სთან ასე ფასებს.

- მთელი ცხოვრების მანძილზე პირველი შემთხვევაა, როცა მომღერალში ერთ მინუსს ვერ ვხედავ, - ყველაფერი დადებითია. ძალიან მიხარია, რომ პირველი წამიდან, როგორც კი ტელეეკრანზე, "საქართველოს ვარსკვლავში" გამოჩნდა, ვთქვი, - ეს გოგო ბევრს მიაღწევს-მეთქი. გარდა იმისა, რომ ძალიან ნიჭიერია, რაც უმნიშვნელოვანესია, არის გონიერი. ინტერვიუსაც კი რომ ართმევენ, მისგან მოდის აზრი, რომელიც ასევე არის ნაფიქრი და ყოველ ჯერზე, მიზანმიმართულად რაღაც მნიშვნელოვანს ამბობს.

ის ინდივიდუალისტია. არ ვამბობ მისი ხმის ტემბრზე, აღებულ ნოტებზე, ეს ყველაფერი ასე თუ ისე, მოგვარებულია. არის ძალიან თანამედროვე მუსიკოსი. პირველი შემთხვევაა, როცა საქართველოში XXI საუკუნის ევროპული ტიპის მომღერალი გაჩნდა, რომელიც არ გაღიზიანებს და მოაქვს საოცარი პოზიტივი.

- მის მიერ წარმოდგენილ სიმღერაზე რას იტყვით?

- ის, რომ ეგ სიმღერა თვითონ შექმნა და ამით თავის სათქმელს ამბობს...

კითხულობენ, ვინ არის მისი კოსტიუმის დიზაინერი? კოსტიუმის დიზაინერი, რა თქმა უნდა, არსებობს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ესეც ნინას კონცეფციით იქნება შექმნილი...

- ე.ი. მთელ ამ პროცესს თავად მართავს?

- თვითონ და მისი მეუღლე - გიორგი შამანაური. ალბათ, ძალიან გონიერი ადამიანი უნდა იყო, რომ ქმარიც ასეთი გყავდეს და ასეთი ბიჭი იყოს შენ გვერდით. გიორგი სერიოზული მუსიკოსია, მესაყვირე, ნიკოლოზ რაჭველთან არის. თავად ნიკოლოზ რაჭველი კი გიორგის მეჯვარეა. მოკლედ, ამ გოგოს ცხოვრებაში რაღაც ისე მოხდა, გარშემო ისეთი წრე შეიკრა, რომლებიც რაღაც მნიშვნელოვანის მატარებლები არიან... მერე ნინა ის ადამიანია, რომ ყველა გონიერის აზრს ითვალისწინებს.

- მგონი, ამჯერად არც ისეთი დიდი ბიუჯეტი იყო იმისთვის, რომ ნინა "ევროვიზიაზე" წასულიყო...

- კი, ამჯერად, არ ჰქონდათ დიდი ბიუჯეტი და ამ ყველაფრის ფონზე ხდებოდა მზადება. რასაც ვუყურებთ, ყველაფერი მინიმალური თანხებით მომზადდა. კლიპიც მომწონს, რომელიც ასევე მცირე ბიუჯეტით დამზადდა და საოცარ ეფექტს ახდენს იმიტომ, რომ მასშიც გონებაა ჩადებული. საერთოდ, თუ გონება არ დააყოლე ნებისმიერ საქმეს, არაფერი გამოდის. ალბათ ყველა ქართელის სურვილია, რომ ნინა ხუთეულში გავიდეს.

მისმა გამოსვლამ და საერთოდ, მან საუბრით, აზროვნებით, პიროვნულად ისეთი შთაბეჭდილება მოახდინა, დარწმუნებული ვარ, რომ ეს იქნება პირველი მომღერალი, რომელიც საქართველოში საზღვრებს გაანგრევს. სცენაზე დგას და ერთ მოძრაობასაც არ აკეთებს, მხოლოდ ხელებს ამოძრავებს და საოცრებას ახდენს.

- ვიღაცებს აღიზიანებთ, რომ ის ამბიციური ადამიანია...

- ეს ამბიციაც, მისი მხრიდან სწორად არის გათვლილი, აქაც გონებაა ჩართული. ასეთ მომღერალს რომ ვხედავ, ეს მხოლოდ უდიდეს სტიმულს მაძლევს და მოდი, ვუსურვოთ ყველაფერი კარგი, ხუთეულში მოხვედრა მაინც. იქნებ დიასპორამაც გაიღვიძოს.

დიდი ძალა აქვს "ფეისბუქს" და ამ მიმართულებით შემოქმედებითი ჯგუფი სწორად მუშაობს. მადლობა ნათია უზნაძეს (პროდიუსერი - საზოგადოებრივი მაუწყებლიდან. - ავტ.), ფარ-ხმალს არ ყრიან. კარგზე კარგი უნდა ვუთხრათ და თუ იმასაც ვისწავლით, რომ წყნარად და მშვიდად კრიტიკაც ავიტანოთ, იქნებ გვეშველოს კიდეც...

ლალი ფაცია

Ambebi.ge

იხილეთ ასევე: ბევრი ცდილობს ჩვენ განადგურებას - ნინა სუბლატის პოლიტიკური განაცხადი "ევროვიზიის" პრესკონფერენციაზე

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება

×
Live: ეთერშია "თავისუფალი სტუდია"