თბილისში, სავალუტო ჯიხურებში დოლარის ყიდვა 2.26 ლარიდან 2.27 ლარის, დოლარის გაყიდვა კი - 2.24-დან 2.26 ლარის ფარგლებშია შესაძლებელი.
რაც შეეხება ევროს, სავალუტო ჯიხურების ნაწილი ევროს 2.50 ლარად, ნაწილი 2.55 ლარად ყიდის, ხოლო ევროს ყიდულობს 2.30-2.40 ლარის ფარგლებში.
ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.3234 გახდა. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვით, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში გამყარდა. კერძოდ, დღეიდან ერთი დოლარის შეძენა 2.3234 ლარად იქნება შესაძლებელი. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსი, რომელიც გუშინ მოქმედებდა, 2.3378 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ 0.0144 ლარი შეადგინა.
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის თანახმად, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებაშიც გამყარდა. კერძოდ, დღეიდან ერთი ევროს შეძენა 2.5794 ლარად იქნება შესაძლებელი, მაშინ როცა გუშინ მოქმედი კურსი 2.6204 ლარს შეადგენდა. ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0410 ლარი შეადგინა.