სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბოლო დროის 10 ყველაზე მასშტაბური და ტრაგიკულად დასრულებული ხანძარი საქართველოში
ბოლო დროის 10 ყველაზე მასშტაბური და ტრაგიკულად დასრულებული ხანძარი საქართველოში

რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის წინ თბი­ლის­ში, ვაგ­ზალ­ზე მდე­ბა­რე სა­ვაჭ­რო ცენ­ტრ "ბავ­შვთა სამ­ყა­რო­ში" ცე­ცხლი გაჩ­ნდა. სა­ვაჭ­რო ცენ­ტრის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გა­ჩე­ნი­ლი ძლი­ე­რი ხან­ძრის ლო­კა­ლი­ზე­ბა ჯერ კი­დევ ვერ ხერ­ხდე­ბა. ად­გილ­ზე სა­მაშ­ვე­ლო სამ­სა­ხუ­რის 26 მან­ქა­ნა მუ­შა­ობს. უც­ნო­ბია რა ტე­რი­ტო­რი­აა დამ­წვა­რი, თუმ­ცა ხან­ძარ­მა გა­ა­ნად­გუ­რა ბავ­შვთა სამ­ყა­რო, ოქ­როს ბირ­ჟა და მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მდე­ბა­რე სა­წყო­ბე­ბი. ხან­ძრის გა­მომ­წვე­ვი მი­ზე­ზე­ბი ჯერ­ჯე­რო­ბით უც­ნო­ბია.

და­ზა­რა­ლე­ბუ­ლია ასო­ბით მო­ვაჭ­რე, რომ­ლე­ბიც ამ­ბო­ბენ, რომ მათი ზა­რა­ლი ათი ათა­სო­ბით ლა­რია. მო­ვაჭ­რე­ე­ბი კა­ტე­გო­რი­უ­ლად გა­მო­რი­ცხა­ვენ, რომ ხან­ძა­რი ელექტრო­ე­ნერ­გი­ის მი­ზე­ზით გაჩ­ნდა. მათი თქმით, შე­საძ­ლოა ხან­ძა­რი გან­ზრახ იყოს გა­ჩე­ნი­ლი. სა­ბედ­ნი­ე­როდ, გარ­დაც­ვლი­ლე­ბი­სა და და­შა­ვე­ბუ­ლე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია არ გავ­რცე­ლე­ბუ­ლა. თუმ­ცა, ბოლო წლებ­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში არა­ერ­თი ხან­ძა­რი მოხ­და, რო­მე­ლიც ტრა­გი­კუ­ლად დას­რულ­და.

2015 წელს ქო­ბუ­ლეთ­ში მომ­ხდარ­მა ტრა­გე­დი­ამ მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო შეძ­რა. სას­ტუმ­რო­ში გა­ჩე­ნილ ხან­ძარს 3 ბავ­შვის სი­ცო­ცხლე ემსხვერ­პლა. ტრა­გე­დია ე.წ. ჰა­სა­ნას სას­ტუმ­რო­ში მოხ­და. პა­ტა­რე­ბი ან­სამ­ბლის წევ­რებ­თან ერ­თად აჭა­რა­ში ფეს­ტი­ვალ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­სა­ღე­ბად იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ. 3 მო­ზარ­დი სას­ტუმ­როს ნო­მერ­ში მარ­ტო იყო, რა დრო­საც სას­ტუმ­როს ცე­ცხლი გა­უჩ­ნდა. პა­ტა­რებ­მა გაქ­ცე­ვა ვერ შეძ­ლეს და ისი­ნი სას­ტუმ­როს ნო­მერ­ში და­იწ­ვნენ. ამ­ბო­ბენ, რომ ხან­ძა­რი მათ ოთახ­ში კონ­დი­ცი­ო­ნერს გა­უჩ­ნდა, ბავ­შვე­ბი ნო­მერ­ში ჩა­კე­ტი­ლე­ბი იყ­ვნენ და გა­მოს­ვლა ვე­ღარ მო­ა­ხერ­ხეს.

ქო­ბუ­ლე­თის ტრა­გე­დი­ი­დან რამ­დე­ნი­მე დღე­ში, ხან­ძარს ქუ­თა­ი­სე­ლი ახალ­გაზ­რდის სი­ცო­ცხლე ემსხვერ­პლა. ის სახ­ლში ბა­ბუ­ას­თან ერ­თად იმ­ყო­ფე­ბო­და. რო­გორც ამ­ბო­ბენ, სა­ცხოვ­რე­ბელ კორ­პუს­ში ელექტრო­ე­ნერ­გია არ იყო და ხან­ძა­რი სან­თელ­მა გა­მო­იწ­ვია. ამ დროს სახ­ლში ორი ადა­მი­ა­ნი იმ­ყო­ფე­ბო­და, ბა­ბუა და 20 წლის შვი­ლიშ­ვი­ლი. მაშ­ვე­ლებ­მა ისი­ნი სახ­ლი­დან ცო­ცხა­ლი გა­მო­იყ­ვა­ნეს, თუმ­ცა შვი­ლიშ­ვი­ლი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მიყ­ვა­ნამ­დე გარ­და­იც­ვა­ლა.

2015 წლის 13 მა­ისს აფეთ­ქე­ბა მოხ­და ბა­თუმ­ში, რა­საც ხან­ძა­რი მოჰ­ყვა. ხან­ძა­რი კაფე-ბარ "მა­ლი­ბუ­ში" გაჩ­ნდა. თვითმხილ­ვე­ლე­ბის გან­ცხა­დე­ბით, ჯერ აფეთ­ქე­ბა მოხ­და, რის შე­დე­გად ჩა­იმ­სხვრა ბა­რის მი­ნე­ბი და ად­გილ­ზე ცე­ცხლი გაჩ­ნდა. შემ­თხვე­ვის შე­დე­გად ტაქ­სის მძღო­ლი და­შავ­და, რო­მელ­საც ავ­ტო­მო­ბი­ლი კაფე-ბა­რის წინ ჰყავ­და გა­ჩე­რე­ბუ­ლი.

2013 წლის 26 თე­ბერ­ვალსცე­ცხლი გა­უჩ­ნდა თბი­ლის­ში მდე­ბა­რე სა­ვაჭ­რო ცენ­ტრ "სა­ბას". ხან­ძარ­მა 6000 კვად­რა­ტულ მეტრზე გან­თავ­სე­ბუ­ლი 100-ზე მეტი ავე­ჯის მა­ღა­ზია გა­ა­ნად­გუ­რა. სა­ვაჭ­რო ცენ­ტრის მე­პატ­რო­ნე ხან­ძრის გა­მომ­წვევ მი­ზე­ზად ტექ­ნი­კურ გა­უ­მარ­თა­ო­ბას გა­მო­რი­ცხავ­და. ის ვა­რა­უ­დობ­და, რომ ხან­ძა­რი ხე­ლოვ­ნუ­რად გა­ა­ჩი­ნეს.

"სა­ბა­ში" გა­ჩე­ნი­ლი ხან­ძრის შემ­დეგ, რამ­დე­ნი­მე თვე­ში თბი­ლი­სის აკვა-პარ­კი და­იწ­ვა. შემ­თხვე­ვა 2013 წლის 17 ივ­ლისს მოხ­და. ძლი­ე­რი ხან­ძრის შე­დე­გად მთლი­ა­ნად და­იწ­ვა ბუნ­გა­ლო­ე­ბი, კონ­სტრუქ­ცი­ე­ბი. და­ზი­ან­და აკვა-პარ­კის გვერ­დით მდე­ბა­რე დევ­ნილ­თა სა­ცხოვ­რე­ბე­ლიც. ად­გილ­ზე 20 სა­ხან­ძრო ბრი­გა­და მუ­შა­ობ­და.

2014 წლის 30 ივ­ლისს ხან­ძა­რი გაჩ­ნდა ნავ­თო­ბ­ბა­ზა­ზე. ცე­ცხლი წყალ­სა­დე­ნის ქუ­ჩა­ზე მდე­ბა­რე "გალ­ფის" ნავ­თო­ბ­ბა­ზას გა­უჩ­ნდა. ად­გილ­ზე აფეთ­ქე­ბე­ბის ის­მო­და. შემ­თხვე­ვის შე­დე­გად კომ­პა­ნი­ის ერთ-ერთი თა­ნამ­შრო­მე­ლი და­შავ­და.

ბოლო რამ­დე­ნი­მე წლის მან­ძილ­ზე ხან­ძა­რი არა­ერთ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გაჩ­ნდა. და­იწ­ვა ე.წ. დე­ზერ­ტი­რე­ბის ბა­ზა­რი, ხან­ძარს შე­ე­წი­რა ის­ნის ბაზ­რო­ბის ტე­რი­ტო­რი­ის ნა­წი­ლი, ელი­ა­ვას ბაზ­რო­ბა და ბა­თუ­მის ხო­ფის ბაზ­რო­ბე­ბი.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

ასე­ვე იხი­ლეთ: ხან­ძრის­გან გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლი სა­ქო­ნე­ლი და და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი მო­ვაჭ­რე­ე­ბი - უახ­ლე­სი ფო­ტო­ე­ბი "ბავ­შვთა სამ­ყა­როს" ტე­რი­ტო­რი­ი­დან

რო­მე­ლია თბი­ლი­სის ყვე­ლა­ზე ხან­ძარ­სა­ში­ში უბ­ნე­ბი

რო­გორ მო­ვიქ­ცეთ ხან­ძრის დროს: ის, რაც ყვე­ლა ჩვენ­გან­მა უნდა იცო­დეს სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის დრო

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

ბოლო დროის 10 ყველაზე მასშტაბური და ტრაგიკულად დასრულებული ხანძარი საქართველოში

ბოლო დროის 10 ყველაზე მასშტაბური და ტრაგიკულად დასრულებული ხანძარი საქართველოში

რამდენიმე საათის წინ თბილისში, ვაგზალზე მდებარე სავაჭრო ცენტრ "ბავშვთა სამყაროში" ცეცხლი გაჩნდა. სავაჭრო ცენტრის ტერიტორიაზე გაჩენილი ძლიერი ხანძრის ლოკალიზება ჯერ კიდევ ვერ ხერხდება. ადგილზე სამაშველო სამსახურის 26 მანქანა მუშაობს. უცნობია რა ტერიტორიაა დამწვარი, თუმცა ხანძარმა გაანადგურა ბავშვთა სამყარო, ოქროს ბირჟა და მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე საწყობები. ხანძრის გამომწვევი მიზეზები ჯერჯერობით უცნობია.

დაზარალებულია ასობით მოვაჭრე, რომლებიც ამბობენ, რომ მათი ზარალი ათი ათასობით ლარია. მოვაჭრეები კატეგორიულად გამორიცხავენ, რომ ხანძარი ელექტროენერგიის მიზეზით გაჩნდა. მათი თქმით, შესაძლოა ხანძარი განზრახ იყოს გაჩენილი. საბედნიეროდ, გარდაცვლილებისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. თუმცა, ბოლო წლებში საქართველოში არაერთი ხანძარი მოხდა, რომელიც ტრაგიკულად დასრულდა.

2015 წელს ქობულეთში მომხდარმა ტრაგედიამ მთელი საქართველო შეძრა. სასტუმროში გაჩენილ ხანძარს 3 ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა. ტრაგედია ე.წ. ჰასანას სასტუმროში მოხდა. პატარები ანსამბლის წევრებთან ერთად აჭარაში ფესტივალში მონაწილეობის მისაღებად იმყოფებოდნენ. 3 მოზარდი სასტუმროს ნომერში მარტო იყო, რა დროსაც სასტუმროს ცეცხლი გაუჩნდა. პატარებმა გაქცევა ვერ შეძლეს და ისინი სასტუმროს ნომერში დაიწვნენ. ამბობენ, რომ ხანძარი მათ ოთახში კონდიციონერს გაუჩნდა, ბავშვები ნომერში ჩაკეტილები იყვნენ და გამოსვლა ვეღარ მოახერხეს.

ქობულეთის ტრაგედიიდან რამდენიმე დღეში, ხანძარს ქუთაისელი ახალგაზრდის სიცოცხლე ემსხვერპლა. ის სახლში ბაბუასთან ერთად იმყოფებოდა. როგორც ამბობენ, საცხოვრებელ კორპუსში ელექტროენერგია არ იყო და ხანძარი სანთელმა გამოიწვია. ამ დროს სახლში ორი ადამიანი იმყოფებოდა, ბაბუა და 20 წლის შვილიშვილი. მაშველებმა ისინი სახლიდან ცოცხალი გამოიყვანეს, თუმცა შვილიშვილი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

2015 წლის 13 მაისს აფეთქება მოხდა ბათუმში, რასაც ხანძარი მოჰყვა. ხანძარი კაფე-ბარ "მალიბუში" გაჩნდა. თვითმხილველების განცხადებით, ჯერ აფეთქება მოხდა, რის შედეგად ჩაიმსხვრა ბარის მინები და ადგილზე ცეცხლი გაჩნდა. შემთხვევის შედეგად ტაქსის მძღოლი დაშავდა, რომელსაც ავტომობილი კაფე-ბარის წინ ჰყავდა გაჩერებული.

2013 წლის 26 თებერვალს ცეცხლი გაუჩნდა თბილისში მდებარე სავაჭრო ცენტრ "საბას". ხანძარმა 6000 კვადრატულ მეტრზე განთავსებული 100-ზე მეტი ავეჯის მაღაზია გაანადგურა. სავაჭრო ცენტრის მეპატრონე ხანძრის გამომწვევ მიზეზად ტექნიკურ გაუმართაობას გამორიცხავდა. ის ვარაუდობდა, რომ ხანძარი ხელოვნურად გააჩინეს.

"საბაში" გაჩენილი ხანძრის შემდეგ, რამდენიმე თვეში თბილისის აკვა-პარკი დაიწვა. შემთხვევა 2013 წლის 17 ივლისს მოხდა. ძლიერი ხანძრის შედეგად მთლიანად დაიწვა ბუნგალოები, კონსტრუქციები. დაზიანდა აკვა-პარკის გვერდით მდებარე დევნილთა საცხოვრებელიც. ადგილზე 20 სახანძრო ბრიგადა მუშაობდა.

2014 წლის 30 ივლისს ხანძარი გაჩნდა ნავთობბაზაზე. ცეცხლი წყალსადენის ქუჩაზე მდებარე "გალფის" ნავთობბაზას გაუჩნდა. ადგილზე აფეთქებების ისმოდა. შემთხვევის შედეგად კომპანიის ერთ-ერთი თანამშრომელი დაშავდა.

ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე ხანძარი არაერთ ტერიტორიაზე გაჩნდა. დაიწვა ე.წ. დეზერტირების ბაზარი, ხანძარს შეეწირა ისნის ბაზრობის ტერიტორიის ნაწილი, ელიავას ბაზრობა და ბათუმის ხოფის ბაზრობები.

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

ასევე იხილეთ: ხანძრისგან განადგურებული საქონელი და დაზარალებული მოვაჭრეები - უახლესი ფოტოები "ბავშვთა სამყაროს" ტერიტორიიდან

რომელია თბილისის ყველაზე ხანძარსაშიში უბნები

როგორ მოვიქცეთ ხანძრის დროს: ის, რაც ყველა ჩვენგანმა უნდა იცოდეს საგანგებო სიტუაციების დრო

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია