რუსთავში, მესხიშვილის ქუჩაზე ახალგარზდა ქალი გარდაცვლილი იპოვეს. როგროც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება, წინასწარი ინფორმაციით, მესხიშვილის ქუჩის N14-ში, საცხოვრებელ კორპუსის ერთ-ერთ ბინაში 35 წლამდე ასაკის ნ.გ.- მ თავი ჩამოიხრჩო. ახალგაზრდა ქალი ოჯახის წევრებმა აბაზანაში ნახეს. უბედური შემთხვევის დროს შინ გარდაცვლილის დედა, ძმა და ძმის შვილი იმყოფებოდნენ. მომხდარის მიზეზები ჯერ უცნობია.