საფრენი აპარატით კაპიტოლიუმის შენობაზე დაფრენის გამო, პირს 9-წლიანი პატიმრობა ემუქრება

საფრენი აპარატით კაპიტოლიუმის შენობაზე დაფრენის გამო, პირს 9-წლიანი პატიმრობა ემუქრება

აშშ-ში ფლორიდელ მამაკაცს ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება იმის გამო, რომ იგი მცირე ზომის საფრენი აპარატით ვაშინგტონში კაპიტოლიუმის შენობის თავზე დაფრინდა, რაც აკრძალული ზონაა.

"ბიბისის" ცნობით, 61 წლის დუგლას ჰაგისს უკვე ექვსი პუნქტით წაუყენეს ბრალი, მათ შორის არის ეროვნული თავდაცვითი საჰაერო სივრცის დარღვევის მუხლიც. როგორც მფრინავმა განაცხადა, მისი ქმედების მიზანს პოლიტიკაზე დიდი რაოდენობის ფულის გავლენის გაპროტესტება და ამ პრობლემაზე ყურადღების გამახვილება იყო. ჰაგისი პენსილვანიის შტატიდან 15 აპრილს აფრინდა და ვაშინგტონში კაპიტოლიუმის შენობაზე დაფრინდა. ის მაშინვე დააკავეს.

"ინტერპრესნიუსი"

"ბაიდენი ემიგრანტებს აშშ-ის მოქალაქეობის მისაღებად 8-წლიან პერიოდს შესთავაზებს" - რას გულისხმობს აშშ-ის ახალი პრეზიდენტის საიმიგრაციო კანონპროექტი

"ქარწაღებული პრეზიდენტი", ქაოსი, კრიტიკა და უჩვეულო ჩვევები - ტრამპის ოთხწლიანი მმართველობის ყველაზე ხმაურიანი ეპიზოდები

ნორვეგიაში ხანდაზმულთა გარდაცვალებასა და COVID-19-ის ვაქცინას შორის კავშირი არ იკვეთება - "შეშფოთებულები ნამდვილად არ ვართ"