მსოფლიო
სამართალი

11

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 23:24-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – შეინარჩუნეთ ბალანსი. კარგია ვარჯიში. სასარგებლოა ყველაფრის გაწმენდა, მოწესრიგება. დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. კარგია მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების, სოკოსა და პარკოსნების მიღება.
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დედაჩემის გარდერობს ვიყენებ, მისი შარვალიც კი ჩამიცვამს და კაბაც მომირგია" - ინტერნეტ-ვარსკვლავად ქცეული გიორგი ქისტაურის კადრსმიღმა ცხოვრება
"დედაჩემის გარდერობს ვიყენებ, მისი შარვალიც კი ჩამიცვამს და კაბაც მომირგია" - ინტერნეტ-ვარსკვლავად ქცეული გიორგი ქისტაურის კადრსმიღმა ცხოვრება

გი­ორ­გი ქის­ტა­უ­რი, რო­მე­ლიც მა­სობ­რი­ვად მე­გა­შოუ "ნი­ჭი­ე­რით" გა­იც­ვნეს, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რია, იქამ­დე, რომ "ფე­ის­ბუქ­ზე" ლა­მის თა­ვის სტუ­დია აქვს შექ­მნი­ლი და ამ ფორ­მით ურ­თი­ერ­თობს თა­ვის მა­ყუ­რე­ბელ­თან და გულ­შე­მატ­კივ­რებ­თან.

გი­ორ­გის ამ ეტაპ­ზე, ოჯახ­თან ერ­თად, ბელ­გი­ა­ში უწევს ცხოვ­რე­ბა და რო­გორც ამ­ბობს, პა­რა­ლე­ლურ რე­ჟიმ­ში იქ უცხო ენის შეს­წავ­ლა უწევს, სექ­ტემ­ბრის­თვის ნორ­მა­ლურ, სტან­დარ­ტულ სკო­ლა­ში რომ გა­და­ვი­დეს.

თუმ­ცა ისე­თი აქ­ტი­უ­რია, რომ სა­ერ­თოდ არც იგ­რძნო­ბა, რომ ამ­ჟა­მად სა­ქარ­თვე­ლო­ში არ უწევს ცხოვ­რე­ბა. ფეხ­და­ფეხ მიჰ­ყვე­ბა ჩვენს ტე­ლე­შო­უ­ებს, სა­ი­და­ნაც სა­ხა­სი­ა­თო პერ­სო­ნა­ჟებს არ­ჩევს და მათ პა­რო­დი­ებს, ანუ სპე­ცი­ა­ლურ ნომ­რებს მა­ლე­ვე ამ­ზა­დებს.

ისიც უნდა ით­ქვას, რომ საკ­მა­ოდ ბევ­რი მა­ყუ­რე­ბე­ლი ჰყავს... ჩვენ მას ბელ­გი­ა­ში და­ვუ­კავ­შირ­დით.

- მგო­ნი, უკვე სე­რი­ო­ზულ საქ­მი­ა­ნო­ბად გექ­ცა ამა თუ იმ ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნის პა­რო­დი­ის გა­კე­თე­ბა.

- ხო და ეს ყვე­ლა­ფე­რი თა­ვი­დან ძა­ლი­ან სპონ­ტა­ნუ­რად მოხ­და. პირ­ვე­ლად თავ­ზე უბ­რა­ლოდ ქერა პა­რი­კი და­ვიმ­ხე. მე­გო­ბარ­მა მი­თხრა, - ნუკი კოშ­კე­ლიშ­ვილს გავ­ხარ და მას­ზე გა­და­ი­ღე რა­მეო. ასეც მო­ვი­ქე­ცი. ჩემი ნა­მუ­შე­ვა­რი ხალ­ხს მო­ე­წო­ნა და ამი­ტო­მაც გან­ვაგ­რძე პა­რო­დი­ე­ბი.

- დღეს კი უკვე ერთი პა­რო­დის­ტის "ინ­ტერ­ნეტსტუ­დია" გაქვს, რო­მე­ლიც მუდ­მი­ვად რა­ღაც ახ­ლის ძი­ე­ბა­შია. ხომ არ გი­ფიქ­რია, ამ სტუ­დი­ას სა­ხე­ლიც და­არ­ქვა?

- არა, სა­ხე­ლის დარ­ქმე­ვა მხო­ლოდ იმ შემ­თხვე­ვა­ში მოხ­დე­ბა თუ სა­კუ­თა­რი გა­და­ცე­მა მექ­ნე­ბა.

- რამ­დენ ხან­ში აკე­თებ თუ ამ­ზა­დებ ამა თუ იმ პი­როვ­ნე­ბის ნო­მერს, ანუ იმი­ტა­ცი­ას. სა­ერ­თოდ, რა გაძ­ლევს ამის­თვის სტი­მულს?

- ბა­ნა­ლუ­რი ნათ­ქვა­მი გა­მო­მი­ვა, მაგ­რამ მარ­თლა ასეა, ჯერ პერ­სო­ნა­ჟის ფო­ტოს ვნა­ხუ­ლობ, შე­მეგ ვუ­ყუ­რებ ერთხელ ამა თუ იმ გა­მოს­ვლას და მერე ვა­კე­თებ პა­რო­დი­ას. მა­კი­ა­ჟი­ან, მი­მი­კი­ან, ხმის ტემ­ბრი­ა­ნად, მო­სამ­ზა­დებ­ლად ნა­ხე­ვა­რი სა­ა­თიც არ მინა.

- ყო­ველ­თვის კოს­ტი­უ­მი­რე­ბუ­ლია ეს ყვე­ლა­ფე­რი, სად და რო­გორ შო­უ­ლობ ისე მალე იმ ნომ­რის­თვის შე­სა­ფე­რის სა­მოსს?

- რო­გო­რი გა­საკ­ვი­რი უნდა იყოს, დე­და­ჩე­მის გარ­დე­რობს ვი­ყე­ნებ, მისი შარ­ვა­ლიც კი ჩა­მიც­ვამს და კა­ბაც მო­მირ­გია, ასე­ვე მე­გობ­რის ტან­საც­მე­ლიც... 

- მგო­ნი, ყო­ველ­დღი­უ­რად ახალ სა­ხეს ქმნი. არ გღ­ლის ეს პრო­ცე­სი?

- არა, თქვენ ხომ ჟურ­ნა­ლის­ტი ხართ და ყო­ველ­თვის სი­ახ­ლეს სთა­ვა­ზობთ მკი­თხველს, აი, მე მსა­ხი­ო­ბი ვარ და მუდ­მი­ვად ახალ თე­მე­ბი მინ­და, რომ მა­ყუ­რე­ბელს შევ­თა­ვა­ზო.

- შენი გა­სა­ხი­ე­რე­ბუ­ლი პერ­სო­ნა­ჟე­ბი­დან უმე­ტე­სო­ბა ქა­ლია. რა­ტომ?

- ქა­ლე­ბი იმი­ტომ ჭარ­ბობს, რომ უფრო სა­ინ­ტე­რე­სო სა­ხე­ე­ბი გა­მო­დის და ამას­თან, რე­ი­ტინ­გუ­ლიც. თან, სა­ზო­გა­დო­ე­ბა მათ უფრო გა­ნი­ხი­ლავს ხოლ­მე.

- მგო­ნი, თამ­თა გო­დუ­ა­ძის პა­რო­დი­ა­ზე თქვი, რომ ის ყვე­ლა­ზე საყ­ვა­რე­ლი გა­მო­გი­ვი­და.

- არ მახ­სოვს, თამ­თა­ზე ეგ რო­დის ვთქვი, პი­რი­ქით, თამ­თას პა­რო­დია ყვე­ლა­ზე სუს­ტი იყო, გა­რეგ­ნუ­ლად კი ყვე­ლა­ზე ძლი­ე­რი...

- მაია ასა­თი­ა­ნის სა­ხის შექ­მნა რა­ტომ ვერ შე­ძე­ლი?

- სი­ცხე მქონ­და (39 გრა­დუ­სი), თავი და ყელი მტკი­ო­და, ალ­ბათ ამი­ტო­მაც არ გა­მო­ვი­და, მაგ­რამ მა­გა­საც გა­და­ვი­ღებ.

- თი­თო­ე­უ­ლი ნა­მუ­შე­ვა­რი რას ნიშ­ნავს შენ­თვის?

- თი­თო­ე­უ­ლი ნო­მე­რი ჩემ­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. ამით არც არა­ფერს ვამ­ბობ და ვამ­ტკი­ცებ. უბ­რა­ლოდ, მინ­და, ვიყო შემ­დგა­რი ტე­ლე­წამ­ყვა­ნი, მსა­ხი­ო­ბი, რაც ჯერ ვერ თუ არ გა­მომ­დის.

ლალი ფა­ცია

Ambebi.ge

იხი­ლეთ გი­ორ­გის პა­რო­დია თბი­ლი­სურ "ფე­შენ ვიკ­ზე"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

"დედაჩემის გარდერობს ვიყენებ, მისი შარვალიც კი ჩამიცვამს და კაბაც მომირგია" - ინტერნეტ-ვარსკვლავად ქცეული გიორგი ქისტაურის კადრსმიღმა ცხოვრება

"დედაჩემის გარდერობს ვიყენებ, მისი შარვალიც კი ჩამიცვამს და კაბაც მომირგია" - ინტერნეტ-ვარსკვლავად ქცეული გიორგი ქისტაურის კადრსმიღმა ცხოვრება

გიორგი ქისტაური, რომელიც მასობრივად მეგაშოუ "ნიჭიერით" გაიცვნეს, სოციალურ ქსელში ძალიან აქტიურია, იქამდე, რომ "ფეისბუქზე" ლამის თავის სტუდია აქვს შექმნილი და ამ ფორმით ურთიერთობს თავის მაყურებელთან და გულშემატკივრებთან.

გიორგის ამ ეტაპზე, ოჯახთან ერთად, ბელგიაში უწევს ცხოვრება და როგორც ამბობს, პარალელურ რეჟიმში იქ უცხო ენის შესწავლა უწევს, სექტემბრისთვის ნორმალურ, სტანდარტულ სკოლაში რომ გადავიდეს.

თუმცა ისეთი აქტიურია, რომ საერთოდ არც იგრძნობა, რომ ამჟამად საქართველოში არ უწევს ცხოვრება. ფეხდაფეხ მიჰყვება ჩვენს ტელეშოუებს, საიდანაც სახასიათო პერსონაჟებს არჩევს და მათ პაროდიებს, ანუ სპეციალურ ნომრებს მალევე ამზადებს.

ისიც უნდა ითქვას, რომ საკმაოდ ბევრი მაყურებელი ჰყავს... ჩვენ მას ბელგიაში დავუკავშირდით.

- მგონი, უკვე სერიოზულ საქმიანობად გექცა ამა თუ იმ ცნობილი ადამიანის პაროდიის გაკეთება.

- ხო და ეს ყველაფერი თავიდან ძალიან სპონტანურად მოხდა. პირველად თავზე უბრალოდ ქერა პარიკი დავიმხე. მეგობარმა მითხრა, - ნუკი კოშკელიშვილს გავხარ და მასზე გადაიღე რამეო. ასეც მოვიქეცი. ჩემი ნამუშევარი ხალხს მოეწონა და ამიტომაც განვაგრძე პაროდიები.

- დღეს კი უკვე ერთი პაროდისტის "ინტერნეტსტუდია" გაქვს, რომელიც მუდმივად რაღაც ახლის ძიებაშია. ხომ არ გიფიქრია, ამ სტუდიას სახელიც დაარქვა?

- არა, სახელის დარქმევა მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება თუ საკუთარი გადაცემა მექნება.

- რამდენ ხანში აკეთებ თუ ამზადებ ამა თუ იმ პიროვნების ნომერს, ანუ იმიტაციას. საერთოდ, რა გაძლევს ამისთვის სტიმულს?

- ბანალური ნათქვამი გამომივა, მაგრამ მართლა ასეა, ჯერ პერსონაჟის ფოტოს ვნახულობ, შემეგ ვუყურებ ერთხელ ამა თუ იმ გამოსვლას და მერე ვაკეთებ პაროდიას. მაკიაჟიან, მიმიკიან, ხმის ტემბრიანად, მოსამზადებლად ნახევარი საათიც არ მინა.

- ყოველთვის კოსტიუმირებულია ეს ყველაფერი, სად და როგორ შოულობ ისე მალე იმ ნომრისთვის შესაფერის სამოსს?

- როგორი გასაკვირი უნდა იყოს, დედაჩემის გარდერობს ვიყენებ, მისი შარვალიც კი ჩამიცვამს და კაბაც მომირგია, ასევე მეგობრის ტანსაცმელიც... 

- მგონი, ყოველდღიურად ახალ სახეს ქმნი. არ გღლის ეს პროცესი?

- არა, თქვენ ხომ ჟურნალისტი ხართ და ყოველთვის სიახლეს სთავაზობთ მკითხველს, აი, მე მსახიობი ვარ და მუდმივად ახალ თემები მინდა, რომ მაყურებელს შევთავაზო.

- შენი გასახიერებული პერსონაჟებიდან უმეტესობა ქალია. რატომ?

- ქალები იმიტომ ჭარბობს, რომ უფრო საინტერესო სახეები გამოდის და ამასთან, რეიტინგულიც. თან, საზოგადოება მათ უფრო განიხილავს ხოლმე.

- მგონი, თამთა გოდუაძის პაროდიაზე თქვი, რომ ის ყველაზე საყვარელი გამოგივიდა.

- არ მახსოვს, თამთაზე ეგ როდის ვთქვი, პირიქით, თამთას პაროდია ყველაზე სუსტი იყო, გარეგნულად კი ყველაზე ძლიერი...

- მაია ასათიანის სახის შექმნა რატომ ვერ შეძელი?

- სიცხე მქონდა (39 გრადუსი), თავი და ყელი მტკიოდა, ალბათ ამიტომაც არ გამოვიდა, მაგრამ მაგასაც გადავიღებ.

- თითოეული ნამუშევარი რას ნიშნავს შენთვის?

- თითოეული ნომერი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ამით არც არაფერს ვამბობ და ვამტკიცებ. უბრალოდ, მინდა, ვიყო შემდგარი ტელეწამყვანი, მსახიობი, რაც ჯერ ვერ თუ არ გამომდის.

ლალი ფაცია

Ambebi.ge

იხილეთ გიორგის პაროდია თბილისურ "ფეშენ ვიკზე"

დღეიდან რესტორნები იხსნება, მაგრამ 1-ელ აპრილამდე "ცოცხალი მუსიკის" შესრულება იკრძალება

დაპირისპირება სამართალდამცველებსა და აქტივისტებს შორის - რა ხდება ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან?

საქართველოში ტემპერატურის მნიშვნელოვანი კლებაა მოსალოდნელი - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი