სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები

27

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:56-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 21:36-ზე – კარგია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. მოგზაურობა, მივლინებები. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. ამ დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია მტვერსასრუტით სახლის დალაგება, სანტექნიკის გამოცვლა. აუცილებელია ნათურების, ჭაღების გაწმენდა, აგრეთვე ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. კარგი დღეებია მცენარეების მორწყვისთვის.
პოლიტიკა
მსოფლიო
წიგნები
სამართალი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გიორგი კვირიკაშვილი - ძალიან კარგია, რომ ლარის გამყარება მიმდინარეობს
გიორგი კვირიკაშვილი - ძალიან კარგია, რომ ლარის გამყარება მიმდინარეობს

ძა­ლი­ან კარ­გია, რომ ლა­რის გამ­ყა­რე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს. ამის შე­სა­ხებ ვიცე-პრე­მი­ერ­მა, ეკო­ნო­მი­კი­სა და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის მი­ნის­ტრმა, გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვილ­მა დღეს გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, ძნე­ლია ყო­ველ­დღი­ურ რე­ჟიმ­ში ანა­ლი­ზის გა­კე­თე­ბა, თუ რამ გა­მო­იწ­ვია ეს ფაქ­ტი, თუმ­ცა აღ­ნიშ­ნა, რომ ძა­ლი­ან კარ­გი და და­დე­ბი­თი პრო­ცე­სია.

"ძა­ლი­ან კარ­გია, რომ ლა­რის გამ­ყა­რე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს, ეს უკვე ძა­ლი­ან და­დე­ბი­თია. სა­ვა­რა­უ­დოდ, ტუ­რიზ­მის ზრდამ გა­მო­იწ­ვია. ტუ­რის­ტე­ბის ნა­კა­დი ალ­ბათ თქვენც შე­ამ­ჩნევ­დით, მნიშ­ვნე­ლოვ­ნად არის მო­მა­ტე­ბუ­ლი. უცხო­უ­რი ვა­ლუ­ტის შე­მო­დი­ნე­ბა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ასე­ვე EBRD-ის შეხ­ვედ­რის დროს ძა­ლი­ან ბევ­რი სტუ­მა­რი იყო ჩა­მო­სუ­ლი. ზო­გა­დად, მე მე­გო­ნია, რომ ეს ძა­ლი­ან კარ­გი და მი­სა­სალ­მე­ბე­ლია", - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვილ­მა.

ამას­თან ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ ქუ­თა­ის­ში ჰუ­ა­ლინ­გის თა­ვი­სუ­ფა­ლი ინ­დუსტრი­უ­ლი ზონა შე­იქ­მნე­ბა. შე­სა­ბა­მის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბას დღეს ხელი გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვილ­მა და ჰუ­ა­ლინგ ჯგუ­ფის კომ­პა­ნია შპს GEORGIAN HUASHUN INTERNATION INDUSTIAL INVESTMENT GROUP LTD დი­რექ­ტორ­მა სი­ა­ო­წინ შაომ მო­ა­წე­რეს. რო­გორც ხელ­მო­წე­რის შემ­დეგ ჟურ­ნა­ლის­ტებს ეკო­ნო­მი­კი­სა და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის მი­ნის­ტრმა, ვიცე პრე­მი­ერ­მა გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვილ­მა გა­ნუ­ცხა­და, კომ­პა­ნია ჰუ­ა­ლინგ ჯგუ­ფის შვი­ლო­ბილ კომ­პა­ნია "ჰუ­ა­შუნ­თან" სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბამ გა­ა­ფორ­მა ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა ქუ­თა­ის­ში 36 ჰექ­ტარ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე თა­ვი­სუ­ფა­ლი ინ­დუსტრი­უ­ლი ზო­ნის შექ­მნის შე­სა­ხებ. კვი­რი­კაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, ამ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია ის, რომ ინ­ვეს­ტო­რი კომ­პა­ნია გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებს 40 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რის ინ­ვეს­ტი­რე­ბას ამ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე.

"შე­იქ­მნე­ბა არა­ერ­თი სა­წარ­მო, ისე­თე­ბი რო­გირ­ცაა ხე-ტყის გა­და­მა­მუ­შა­ვე­ბე­ლი, ავე­ჯის სა­წარ­მო­ე­ბი, სა­ფე­იქ­რო, ქვის გა­და­მუ­შა­ვე­ბა და ა.შ. და­საქმდე­ბა ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბა. ხელ­შეკ­რუ­ლე­ბით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია, რომ მი­ნი­მუმ 75% უნდა იყოს და­საქ­მე­ბუ­ლი ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბა", - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, ეს ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა პირ­და­პირ პა­სუ­ხობს იმ სუ­ლის­კვე­თე­ბას სა­ქარ­თვე­ლო­სა და ჩი­ნეთს შო­რის ეკო­ნო­მი­კუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­ფარ­თო­ე­ბის და გან­ვი­თა­რე­ბის, რო­მე­ლიც არა­ერ­თხელ გა­მო­ი­ხა­ტა სა­ქარ­თვე­ლოს ეკო­ნო­მი­კის სა­მი­ნის­ტრო­სა და ჩი­ნე­თის კო­მერ­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს შო­რის გა­ფორ­მე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თთა­ნამ­შრომ­ლო­ბის მე­მო­რან­დუ­მე­ბით.

"მო­ხა­რუ­ლი ვარ, რომ ეს ინ­ვეს­ტო­რი რო­მე­ლიც შარ­შან III კვარტლის მო­ნა­ცე­მე­ბით და­ფიქ­სირ­და რო­გორც ყვე­ლა­ზე მსხვი­ლი ინ­ვეს­ტო­რი სა­ქარ­თვე­ლო­ში, კვლა­ვაც აგ­რძე­ლებს ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას. სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა მზად არის ყვე­ლა­ნა­ი­რად შე­უ­წყოს ხელი ამ სუ­ლის­კვე­თე­ბას", - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვილ­მა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვინ ხარჯავს ყველაზე მეტს თავდაცვაზე და როგორ გამოიყურება საქართველოს შეირაღებული ძალების შესაძლობები

გიორგი კვირიკაშვილი - ძალიან კარგია, რომ ლარის გამყარება მიმდინარეობს

გიორგი კვირიკაშვილი - ძალიან კარგია, რომ ლარის გამყარება მიმდინარეობს

ძალიან კარგია, რომ ლარის გამყარება მიმდინარეობს. ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა დღეს განაცხადა.

მისივე თქმით, ძნელია ყოველდღიურ რეჟიმში ანალიზის გაკეთება, თუ რამ გამოიწვია ეს ფაქტი, თუმცა აღნიშნა, რომ ძალიან კარგი და დადებითი პროცესია.

"ძალიან კარგია, რომ ლარის გამყარება მიმდინარეობს, ეს უკვე ძალიან დადებითია. სავარაუდოდ, ტურიზმის ზრდამ გამოიწვია. ტურისტების ნაკადი ალბათ თქვენც შეამჩნევდით, მნიშვნელოვნად არის მომატებული. უცხოური ვალუტის შემოდინება მნიშვნელოვანია, ასევე EBRD-ის შეხვედრის დროს ძალიან ბევრი სტუმარი იყო ჩამოსული. ზოგადად, მე მეგონია, რომ ეს ძალიან კარგი და მისასალმებელია", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

ამასთან ცნობილი გახდა, რომ ქუთაისში ჰუალინგის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა შეიქმნება. შესაბამის ხელშეკრულებას დღეს ხელი გიორგი კვირიკაშვილმა და ჰუალინგ ჯგუფის კომპანია შპს GEORGIAN HUASHUN INTERNATION INDUSTIAL INVESTMENT GROUP LTD დირექტორმა სიაოწინ შაომ მოაწერეს. როგორც ხელმოწერის შემდეგ ჟურნალისტებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ვიცე პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა განუცხადა, კომპანია ჰუალინგ ჯგუფის შვილობილ კომპანია "ჰუაშუნთან" საქართველოს მთავრობამ გააფორმა ხელშეკრულება ქუთაისში 36 ჰექტარ ტერიტორიაზე თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნის შესახებ. კვირიკაშვილის განცხადებით, ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებულია ის, რომ ინვესტორი კომპანია განახორციელებს 40 მილიონი დოლარის ინვესტირებას ამ ტერიტორიაზე.

"შეიქმნება არაერთი საწარმო, ისეთები როგირცაა ხე-ტყის გადამამუშავებელი, ავეჯის საწარმოები, საფეიქრო, ქვის გადამუშავება და ა.შ. დასაქმდება ადგილობრივი მოსახლეობა. ხელშეკრულებით გათვალისწინებულია, რომ მინიმუმ 75% უნდა იყოს დასაქმებული ადგილობრივი მოსახლეობა", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

მისივე თქმით, ეს ხელშეკრულება პირდაპირ პასუხობს იმ სულისკვეთებას საქართველოსა და ჩინეთს შორის ეკონომიკური ურთიერთობის მნიშვნელოვანი გაფართოების და განვითარების, რომელიც არაერთხელ გამოიხატა საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსა და ჩინეთის კომერციის სამინისტროს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმებით.

"მოხარული ვარ, რომ ეს ინვესტორი რომელიც შარშან III კვარტლის მონაცემებით დაფიქსირდა როგორც ყველაზე მსხვილი ინვესტორი საქართველოში, კვლავაც აგრძელებს ძალიან მნიშვნელოვანი ინვესტიციების განხორციელებას. საქართველოს მთავრობა მზად არის ყველანაირად შეუწყოს ხელი ამ სულისკვეთებას", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."