პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი
მეცნიერება
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ უნდა მოვიქცეთ პოლიციასთან კონტაქტის დროს - ის, რაც ყველა მოქალაქემ უნდა იცოდეს
როგორ უნდა მოვიქცეთ პოლიციასთან კონტაქტის დროს - ის, რაც ყველა მოქალაქემ უნდა იცოდეს

ხში­რად მო­ქა­ლა­ქე­ებ­მა კონ­კრე­ტუ­ლი შემ­თხვე­ვის დროს არ იცი­ან, რო­გორ უნდა მო­იქ­ცნენ, მი­მარ­თონ თუ არა პო­ლი­ცი­ას ან რისი უფ­ლე­ბა აქვთ პო­ლი­ცი­ას­თან კონ­ტაქ­ტის დროს. გთა­ვა­ზობთ, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ვებ-გვერ­დზე ყვე­ლა­ზე ხში­რად დას­მულ შე­კი­თხვებ­სა და პა­სუ­ხებს, რაც თი­თო­ე­ულ­მა მო­ქა­ლა­ქემ უნდა იცო­დეს.

თუ პო­ლი­ცი­ე­ლი თა­ვად არ­ღვევს მო­ქა­ლა­ქის კონ­სტი­ტუ­ცი­ურ უფ­ლე­ბებს, სად შე­მიძ­ლია ვი­ჩივ­ლო მის წი­ნა­აღ­მდეგ?

პა­სუ­ხი: ამ შემ­თხვე­ვა­ში, შე­გიძ­ლი­ათ, მი­მარ­თოთ ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს გე­ნე­რა­ლურ ინ­სპექ­ცი­ას, ხოლო მისი მხრი­დან და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის შემ­თხვე­ვა­ში, აგ­რეთ­ვე - პრო­კუ­რა­ტუ­რას.

რა შემ­თხვე­ვა­ში აქვს უფ­ლე­ბა პო­ლი­ცი­ელს, მო­ი­თხო­ვოს ჩემი პი­რა­დო­ბის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი დო­კუ­მენ­ტა­ცია?

პა­სუ­ხი: სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­მდებ­ლო­ბის თა­ნახ­მად, პატ­რულ-ინ­სპექ­ტორს უფ­ლე­ბა აქვს შე­ა­მოწ­მოს მო­ქა­ლა­ქის პი­რა­დო­ბის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი სა­ბუ­თე­ბი, თუ არ­სე­ბობს სა­ფუძ­ვლი­ა­ნი ეჭვი, მის მიერ და­ნა­შა­უ­ლის ან ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი გა­დაც­დო­მის ჩა­დე­ნის შე­სა­ხებ. აგ­რეთ­ვე, კა­ნონ­მდებ­ლო­ბით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბულ სხვა შემ­თხვე­ვებ­ში.

რა სას­ჯე­ლია გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი პატ­რუ­ლის შე­უ­რა­ცხყო­ფის­თვის?

პა­სუ­ხი: პატ­რუ­ლის სი­ტყვი­ე­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა წარ­მო­ად­გენს წვრილ­მან ხუ­ლიგ­ნო­ბას, რო­მე­ლიც გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია სა­ქარ­თვე­ლოს ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა­თა კო­დექ­სის 166 მუხ­ლით და ით­ვა­ლის­წი­ნებს და­ჯა­რი­მე­ბას 100 ლა­რის ოდე­ნო­ბით, ან თუ გა­რე­მო­ე­ბა­თა გათ­ვა­ლი­წი­ნე­ბით არა­საკ­მა­რი­სად იქ­ნე­ბა მიჩ­ნე­უ­ლი, ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ პა­ტიმ­რო­ბას 90 დღემ­დე ვა­დით.

ავ­ტო­საგ­ზაო წე­სე­ბის დარ­ღვე­ვის­თვის გა­მო­წე­რილ ჯა­რი­მას უსა­ფუძ­ვლოდ მი­ვიჩ­ნევ. რო­გორ შე­მიძ­ლია გა­ვა­სა­ჩივ­რო პო­ლი­ცი­ის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა და და­ვამ­ტკი­ცო სა­კუ­თა­რი უდა­ნა­შა­უ­ლო­ბა?

პა­სუ­ხი: შე­გიძ­ლი­ათ, გა­ა­სა­ჩივ­როთ ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტში. სა­ქარ­თვე­ლოს ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა­თა კო­დექ­სის 272-ე მუხ­ლის თა­ნახ­მად, ორ­გა­ნოს (თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რის) დად­გე­ნი­ლე­ბა, აგ­რეთ­ვე, ამ კო­დექ­სის 2341 მუხ­ლით გან­სა­ზღვრუ­ლი წე­სით, ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვის საქ­მის ად­გილ­ზე გან­ხილ­ვი­სას მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, ჯა­რი­მის სა­ხით ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი სახ­დე­ლის და­დე­ბის შე­სა­ხებ, შე­იძ­ლე­ბა გა­სა­ჩივ­რდეს - ზემ­დგომ ორ­გა­ნო­ში (ზემ­დგომ თა­ნამ­დე­ბო­ბის პირ­თან) ან რა­ი­ო­ნის (ქა­ლა­ქის) სა­სა­მარ­თლო­ში, რომ­ლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა სა­ბო­ლო­ოა.

რა ოდე­ნო­ბის ჯა­რი­მის გა­დახ­და მო­მი­წევს სიჩ­ქა­რის გა­და­ჭარ­ბე­ბის შემ­თხვე­ვა­ში?

პა­სუ­ხი: სა­ქარ­თვე­ლოს ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა­თა კო­დექ­სის 125-ე მუხ­ლის თა­ნახ­მად, სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბის მძღო­ლის მიერ, მოძ­რა­ო­ბის დად­გე­ნი­ლი სიჩ­ქა­რის გა­და­ჭარ­ბე­ბა 15 კმ/სთ-ზე მეტი სიჩ­ქა­რით, გა­მო­იწ­ვევს და­ჯა­რი­მე­ბას - 50 ლა­რის ოდე­ნო­ბით.

ავ­ტო­საგ­ზაო მოძ­რა­ო­ბის წე­სე­ბის დარ­ღვე­ვის დროს, შე­უძ­ლია თუ არა პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრო­მელს, შე­მო­ი­ფარ­გლოს მხო­ლოდ გაფრ­თხი­ლე­ბით?

პა­სუ­ხი: დიახ. სა­ქარ­თვე­ლოს ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა­თა კო­დექ­სის 22-ე მუხ­ლის თა­ნახ­მად, თუ ჩა­დე­ნი­ლია მცი­რემ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა, მა­შინ საქ­მის გა­და­სა­წყვე­ტად, უფ­ლე­ბა­მო­სილ ორ­გა­ნოს (თა­ნამ­დე­ბო­ბის პირს) შე­უძ­ლია, გა­ა­თა­ვი­სუფ­ლოს დამ­რღვე­ვი ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბი­სა­გან და დას­ჯერ­დეს სი­ტყვი­ერ შე­ნიშ­ვნას.

შე­მიძ­ლია თუ არა, მი­ვი­ღო უფა­სო იუ­რი­დი­უ­ლი დახ­მა­რე­ბა პო­ლი­ცი­ა­ში?

პა­სუ­ხი: უფა­სო იუ­რი­დი­ულ დახ­მა­რე­ბას ახორ­ცი­ე­ლე­ბენ სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის, პრო­ბა­ცი­ი­სა და მე­რი­ის უფა­სო იუ­რი­დი­უ­ლი დახ­მა­რე­ბის სამ­სა­ხუ­რე­ბი, აგ­რეთ­ვე, სხვა­დას­ხვა მი­მარ­თუ­ლე­ბი­სა და პრო­ფი­ლის არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი.

მე­ში­ნია ან­გა­რიშს­წო­რე­ბის. შე­მიძ­ლია თუ არა, ჩვე­ნე­ბა მივ­ცე ანო­ნი­მუ­რად?

პა­სუ­ხი: სის­ხლის სა­მარ­თლის საპ­რო­ცე­სო კა­ნონ­მდებ­ლო­ბა, ანო­ნი­მუ­რი ფორ­მით ჩვე­ნე­ბის მი­ცე­მას არ ით­ვა­ლის­წი­ნებს, თუმ­ცა, ჩვე­ნე­ბის აქ­ტუ­ა­ლუ­რო­ბი­დან და მნიშ­ვნე­ლო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მოწ­მის მი­მართ, შე­იძ­ლე­ბა, გა­მო­ყე­ნე­ბულ იქ­ნას სპე­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი, რაც გუ­ლის­ხმობს მისი ვი­ნა­ო­ბი­სა და სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ად­გი­ლის შეც­ვლას, ფი­ზი­კურ დაც­ვას და ა.შ.

შე­მიძ­ლია თუ არა, გა­ვი­გო, რა ოდე­ნო­ბის ალ­კოჰო­ლის მი­ღე­ბაა და­საშ­ვე­ბი მძღო­ლის­თვის?

პა­სუ­ხი: სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­მდებ­ლო­ბის შე­სა­ბა­მი­სად, ალ­კო­ტეს­ტის აპა­რატ­ზე ყვი­თე­ლი ან წი­თე­ლი ინ­დი­კა­ტო­რის ან­თე­ბა ადას­ტუ­რებს მძღო­ლის ორ­გა­ნიზ­მში 0.2% პრო­მი­ლე­ზე მეტი ალ­კოჰო­ლის შემ­ცვე­ლო­ბას, და შე­სა­ბა­მი­სად ალ­კოჰო­ლუ­რი სიმ­თვრა­ლის ფაქტს, რაც წარ­მო­ად­გენს ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის და­კის­რე­ბის სა­ფუძ­ველს.

შე­ვი­ტა­ნე სა­ჩი­ვა­რი პო­ლი­ცი­ა­ში, თუმ­ცა, რე­ა­გი­რე­ბა დღემ­დე არ მო­უხ­დე­ნი­ათ. რა უნდა გა­ვა­კე­თო?

პა­სუ­ხი: მი­მარ­თეთ სა­მი­ნის­ტროს გე­ნე­რა­ლურ ინ­სპექ­ცი­ას. მო­ქა­ლა­ქეს უფ­ლე­ბა აქვს, გა­ა­სა­ჩივ­როს პო­ლი­ცი­ე­ლის ქმე­დე­ბა პო­ლი­ცი­ის ზემ­დგომ თა­ნამ­დე­ბო­ბის პირ­თან, პრო­კუ­რორ­თან ან სა­სა­მარ­თლო­ში.

პო­ლი­ცი­ამ და­მა­კა­ვა ნარ­კო­ტი­კე­ბის მოხ­მა­რე­ბის ეჭ­ვის სა­ფუძ­ველ­ზე. შე­მიძ­ლია თუ არა, გან­ვა­ცხა­დო უარი ნარ­კო­ლო­გი­ურ­ში გა­დაყ­ვა­ნა­ზე?

პა­სუ­ხი: არა, რად­გან სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­მდებ­ლო­ბის თა­ნახ­მად, სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის მო­თხოვ­ნა სა­ვალ­დე­ბუ­ლოა და უნდა გა­და­მოწ­მდეს თქვენს მიერ ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის მოხ­მა­რე­ბის ფაქ­ტი. ამას­თან, სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბის მარ­თვის შემ­თხვე­ვა­ში, ნარ­კო­ლო­გი­უ­რი შე­მოწ­მე­ბის­გან თა­ვის არი­დე­ბა, იწ­ვევს 3 წლის ვა­დით სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბის მარ­თვის უფ­ლე­ბის ჩა­მორ­თმე­ვას.

მაქვს თუ არა უფ­ლე­ბა, არ მივ­ცე ჩვე­ნე­ბა ოჯა­ხის წევ­რის წი­ნა­აღ­მდეგ?

პა­სუ­ხი: დიახ, თქვენ გაქვთ უფ­ლე­ბა არ მის­ცეთ ჩვე­ნე­ბა ოჯა­ხის წევ­რის წი­ნა­აღ­მდეგ.

შე­მიძ­ლია თუ არა, გა­მო­ვი­ძა­ხო პო­ლი­ცია, რო­დე­საც სახ­ლის წინ ხმა­უ­რო­ბენ და არ­ღვე­ვენ სა­ზო­გა­დო­ებ­რივ წეს­რიგს? ამ შემ­თხვე­ვა­ში, რა უნდა მო­ი­მოქ­მე­დოს პო­ლი­ცი­ამ?

პა­სუ­ხი: შე­გიძ­ლი­ათ, გა­მო­ი­ძა­ხოთ პო­ლი­ცია, სა­ქარ­თვე­ლოს ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვის კო­დექ­სის 166-ე მუხ­ლის თა­ნახ­მად, როცა სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი წეს­რი­გის დარ­ღვე­ვა წარ­მო­ად­გენს წვრილ­მან ხუ­ლიგ­ნო­ბას. სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის მიერ ჩა­ტარ­დე­ბა კა­ნონ­მდებ­ლო­ბით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი, შე­სა­ბა­მი­სი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი. თქვენ უფ­ლე­ბა გაქვთ, მი­მარ­თოთ პო­ლი­ცი­ას იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ რე­ა­ლუ­რად ირ­ღვე­ვა სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი წეს­რი­გი. პო­ლი­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა ვალ­დე­ბუ­ლია, და­ა­ფიქ­სი­როს თქვე­ნი გან­ცხა­დე­ბა და ნე­ბის­მი­ე­რი სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვის და­ფიქ­სი­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, მო­ახ­დი­ნოს მას­ზე სა­თა­ნა­დო ფორ­მით რე­ა­გი­რე­ბა. თა­ვის­თა­ვად, მხო­ლოდ ხმა­მა­ღა­ლი სა­უ­ბა­რი, თუ იმავდრო­უ­ლად, მას თან არ ახ­ლავს სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი წეს­რი­გის დარ­ღვე­ვა, არ შე­იძ­ლე­ბა ჩა­ით­ვა­ლოს და­ნა­შა­უ­ლად ან ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ გა­დაც­დო­მად.

შე­უძ­ლია თუ არა პო­ლი­ცი­ას, ჩა­ა­ტა­როს ჩხრე­კა ჩემს სახ­ლში, როცა მე შინ არ ვიმ­ყო­ფე­ბი?

პა­სუ­ხი: შე­საძ­ლე­ბე­ლია, კა­ნონ­მდებ­ლო­ბით დად­გე­ნი­ლი წე­სით.

ვინ უნდა ეს­წრე­ბო­დეს პო­ლი­ცი­ის მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ჩხრე­კის აქტს მოწ­მის სა­ხით?

პა­სუ­ხი: იმ უძ­რავ-მოძ­რა­ვი ქო­ნე­ბის მფლო­ბე­ლი, ან მისი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, სა­დაც ნე­ბა­დარ­თუ­ლია სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბის ჩა­ტა­რე­ბა, ასე­ვე ფი­ზი­კუ­რი პირი, რომ­ლის პი­რა­დი ჩხრე­კაც უნდა ჩა­ტარ­დეს.

რა შემ­თხვე­ვა­ში შე­უძ­ლია პო­ლი­ცი­ას, გა­მო­ა­ცხა­დოს სა­გან­გე­ბო ვი­თა­რე­ბა?

პა­სუ­ხი: პო­ლი­ცია არ არის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლი გა­მო­ა­ცხა­დოს სა­გან­გე­ბო ვი­თა­რე­ბა. სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბას აცხა­დებს მხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი და აღ­ნიშ­ნულ აქტს ამ­ტკი­ცებს სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტი.

ვალ­დე­ბუ­ლია თუ არა პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრო­მე­ლი, გად­მომ­ცეს ჩხრე­კის ოქმი?

პა­სუ­ხი: ვალ­დე­ბუ­ლია. ჩხრე­კის ოქ­მის გა­და­ცე­მა ხდე­ბა კა­ნონ­მდებ­ლო­ბით დად­გე­ნი­ლი წე­სით.

შე­ვი­ტა­ნე სა­ჩი­ვა­რი პო­ლი­ცი­ე­ლის წი­ნა­აღ­მდეგ. აქვს თუ არა უფ­ლე­ბა პო­ლი­ცი­ელს, იმ­სა­ხუ­როს გა­მო­ძი­ე­ბის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის დროს პო­ლი­ცი­ა­ში?

პა­სუ­ხი: დიახ, აქვს უფ­ლე­ბა, გარ­და იმ შემ­თხვე­ვი­სა, თუ მის მი­მართ ხორ­ცი­ელ­დე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლებ­რი­ვი დევ­ნა. ასეთ შემ­თხვე­ვა­ში, ხდე­ბა პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლის თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­და­ყე­ნე­ბა.

რა ასა­კი­დან შე­უძ­ლია მო­ქა­ლა­ქეს მის­ცეს გა­მო­ძი­ე­ბას ჩვე­ნე­ბა?

პა­სუ­ხი: ამ შემ­თხვე­ვა­ში, ჩვე­ნე­ბის მი­ცე­მის ასა­კი კა­ნო­ნით არ არის გან­სა­ზღვრუ­ლი. სის­ხლის სა­მარ­თლის საპ­რო­ცე­სო კა­ნონ­მდებ­ლო­ბა ით­ვა­ლის­წი­ნებს სხვა­დას­ხვა ასა­კობ­რი­ვი კა­ტე­გო­რი­ის მქო­ნე პი­რე­ბის მიერ ჩვე­ნე­ბის მი­ცე­მის წეს­სა და პრო­ცე­დუ­რებს.

შე­მიძ­ლია თუ არა, ინ­ტერ­ნე­ტით გან­ვა­ცხა­დო და­ნა­შა­უ­ლის შე­სა­ხებ, რომ­ლის მოწ­მეც გავ­ხდი?

პა­სუ­ხი: დიახ, შე­გიძ­ლი­ათ.

ტე­ლე­ფო­ნით მე­მუქ­რე­ბი­ან, თუმ­ცა, ამის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი ჩა­ნა­წე­რი არ გა­მაჩ­ნია. რა შე­მიძ­ლია მო­ვი­მოქ­მე­დო?

პა­სუ­ხი: მუ­ქა­რის რე­ა­ლუ­რო­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, უნდა მი­მარ­თოთ პო­ლი­ცი­ას და გა­ი­ა­როთ და­მა­ტე­ბი­თი კონ­სულ­ტა­ცია.

რო­გორ შე­მიძ­ლია დავ­რწმუნ­დე, რომ პირი, რომ­ლის წი­ნა­აღ­მდე­გაც მი­ვე­ცი პო­ლი­ცი­ა­ში ჩვე­ნე­ბა, კა­ნო­ნის შე­სა­ბა­მი­სად და­ი­სა­ჯა?

პა­სუ­ხი: შე­სა­ბა­მი­სი ინ­ფორ­მა­ცი­ის და­სად­გე­ნად, უნდა მი­მარ­თოთ პო­ლი­ცი­ის შე­სა­ბა­მის გან­ყო­ფი­ლე­ბას, ან სა­სა­მარ­თლოს, რად­გა­ნაც სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე გა­მამ­ტყუ­ნე­ბელ გა­ნა­ჩენს, სა­ბო­ლო­ოდ, სწო­რედ სა­სა­მარ­თლო ად­გენს.

რო­გორც დამ­საქ­მე­ბელ­მა, შე­მიძ­ლია თუ არა, წი­ნას­წარ გა­და­ვა­მოწ­მო და­საქ­მე­ბუ­ლი ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მო­ნა­ცემ­თა ბა­ზა­ში?

პა­სუ­ხი: თუ თქვენ გუ­ლის­ხმობთ პი­რის ნა­სა­მარ­თლო­ბას, მა­შინ გაც­ნო­ბებთ, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია წარ­მო­ად­გენს პი­რის პერ­სო­ნა­ლურ მო­ნა­ცემს, რომ­ლის გა­ცე­მა ამ პი­რის თან­ხმო­ბის გა­რე­შე და­უშ­ვე­ბე­ლია.

ტრო­ტუ­არ­ზე და­ყე­ნე­ბუ­ლი ავ­ტო­მან­ქა­ნე­ბი აფერ­ხებს მო­ქა­ლა­ქე­თა გა­და­ად­გი­ლე­ბას. ვის უნდა მივ­მარ­თო ამ შემ­თხვე­ვა­ში?

პა­სუ­ხი: შე­გიძ­ლი­ათ, მი­მარ­თოთ შსს-ს სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ას, ან კომ­პა­ნია "სითი პარკს".

ჩემს სახ­ლთან, რამ­დე­ნი­მე დღეა, დგას უცხო ავ­ტო­მან­ქა­ნა. შე­მიძ­ლია თუ არა, ინ­ტერ­ნე­ტის მეშ­ვე­ო­ბით და­ვად­გი­ნო, ხომ არ არის ის გა­ტა­ცე­ბუ­ლი?

პა­სუ­ხი: ინ­ტერ­ნე­ტის მეშ­ვე­ო­ბით ვერ და­ად­გენთ, გა­ტა­ცე­ბუ­ლია თუ არა ავ­ტო­მან­ქა­ნა. ასეთ შემ­თხვე­ვა­ში, თქვენ უნდა და­უ­კავ­შირ­დეთ 112-ს და მი­ა­წო­დოთ ინ­ფორ­მა­ცია ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით.

შე­მიძ­ლია თუ არა, გა­ვი­გო, სად დგას სათ­ვალ­თვა­ლო ვი­დეო კა­მე­რე­ბი?

პა­სუ­ხი: დიახ, ვი­დეო კა­მე­რე­ბის და­მონ­ტა­ჟე­ბის ად­გილ­ზე გან­თავ­სე­ბუ­ლია ვი­დეო გა­და­ღე­ბის წარ­მო­ე­ბის აღმნიშ­ვნე­ლი ნიშ­ნე­ბი.

ვარ 22 წლის. არ ვარ ნა­სა­მარ­თლე­ვი. თან ვა­ტა­რებ 8 სმ. სიგ­რძის და­ნას. თუ პო­ლი­ცი­ამ ჩხრე­კი­სას ამო­მი­ღო აღ­ნიშ­ნუ­ლი ნივ­თი, რა პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა და­მე­კის­რე­ბა?

პა­სუ­ხი: სა­ქარ­თვე­ლოს მოქ­მე­დი კა­ნონ­მდებ­ლო­ბით პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა არ და­გე­კის­რე­ბათ.

თაკო ესე­ბუა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

როგორ უნდა მოვიქცეთ პოლიციასთან კონტაქტის დროს - ის, რაც ყველა მოქალაქემ უნდა იცოდეს

როგორ უნდა მოვიქცეთ პოლიციასთან კონტაქტის დროს - ის, რაც ყველა მოქალაქემ უნდა იცოდეს

ხშირად მოქალაქეებმა კონკრეტული შემთხვევის დროს არ იციან, როგორ უნდა მოიქცნენ, მიმართონ თუ არა პოლიციას ან რისი უფლება აქვთ პოლიციასთან კონტაქტის დროს. გთავაზობთ, შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე ყველაზე ხშირად დასმულ შეკითხვებსა და პასუხებს, რაც თითოეულმა მოქალაქემ უნდა იცოდეს.

თუ პოლიციელი თავად არღვევს მოქალაქის კონსტიტუციურ უფლებებს, სად შემიძლია ვიჩივლო მის წინააღმდეგ?

პასუხი: ამ შემთხვევაში, შეგიძლიათ, მიმართოთ შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციას, ხოლო მისი მხრიდან დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში, აგრეთვე - პროკურატურას.

რა შემთხვევაში აქვს უფლება პოლიციელს, მოითხოვოს ჩემი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია?

პასუხი: საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პატრულ-ინსპექტორს უფლება აქვს შეამოწმოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი საბუთები, თუ არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, მის მიერ დანაშაულის ან ადმინისტრაციული გადაცდომის ჩადენის შესახებ. აგრეთვე, კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

რა სასჯელია გათვალისწინებული პატრულის შეურაცხყოფისთვის?

პასუხი: პატრულის სიტყვიერი შეურაცხყოფა წარმოადგენს წვრილმან ხულიგნობას, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166 მუხლით და ითვალისწინებს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით, ან თუ გარემოებათა გათვალიწინებით არასაკმარისად იქნება მიჩნეული, ადმინისტრაციულ პატიმრობას 90 დღემდე ვადით.

ავტოსაგზაო წესების დარღვევისთვის გამოწერილ ჯარიმას უსაფუძვლოდ მივიჩნევ. როგორ შემიძლია გავასაჩივრო პოლიციის გადაწყვეტილება და დავამტკიცო საკუთარი უდანაშაულობა?

პასუხი: შეგიძლიათ, გაასაჩივროთ შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 272-ე მუხლის თანახმად, ორგანოს (თანამდებობის პირის) დადგენილება, აგრეთვე, ამ კოდექსის 2341 მუხლით განსაზღვრული წესით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის ადგილზე განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება, ჯარიმის სახით ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ, შეიძლება გასაჩივრდეს - ზემდგომ ორგანოში (ზემდგომ თანამდებობის პირთან) ან რაიონის (ქალაქის) სასამართლოში, რომლის გადაწყვეტილება საბოლოოა.

რა ოდენობის ჯარიმის გადახდა მომიწევს სიჩქარის გადაჭარბების შემთხვევაში?

პასუხი: საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის თანახმად, სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ, მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბება 15 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით, გამოიწვევს დაჯარიმებას - 50 ლარის ოდენობით.

ავტოსაგზაო მოძრაობის წესების დარღვევის დროს, შეუძლია თუ არა პოლიციის თანამშრომელს, შემოიფარგლოს მხოლოდ გაფრთხილებით?

პასუხი: დიახ. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 22-ე მუხლის თანახმად, თუ ჩადენილია მცირემნიშვნელოვანი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, მაშინ საქმის გადასაწყვეტად, უფლებამოსილ ორგანოს (თანამდებობის პირს) შეუძლია, გაათავისუფლოს დამრღვევი ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან და დასჯერდეს სიტყვიერ შენიშვნას.

შემიძლია თუ არა, მივიღო უფასო იურიდიული დახმარება პოლიციაში?

პასუხი: უფასო იურიდიულ დახმარებას ახორციელებენ სასჯელაღსრულების, პრობაციისა და მერიის უფასო იურიდიული დახმარების სამსახურები, აგრეთვე, სხვადასხვა მიმართულებისა და პროფილის არასამთავრობო ორგანიზაციები.

მეშინია ანგარიშსწორების. შემიძლია თუ არა, ჩვენება მივცე ანონიმურად?

პასუხი: სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა, ანონიმური ფორმით ჩვენების მიცემას არ ითვალისწინებს, თუმცა, ჩვენების აქტუალურობიდან და მნიშვნელობიდან გამომდინარე, მოწმის მიმართ, შეიძლება, გამოყენებულ იქნას სპეციალური დაცვის ღონისძიებები, რაც გულისხმობს მისი ვინაობისა და საცხოვრებელი ადგილის შეცვლას, ფიზიკურ დაცვას და ა.შ.

შემიძლია თუ არა, გავიგო, რა ოდენობის ალკოჰოლის მიღებაა დასაშვები მძღოლისთვის?

პასუხი: საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ალკოტესტის აპარატზე ყვითელი ან წითელი ინდიკატორის ანთება ადასტურებს მძღოლის ორგანიზმში 0.2% პრომილეზე მეტი ალკოჰოლის შემცველობას, და შესაბამისად ალკოჰოლური სიმთვრალის ფაქტს, რაც წარმოადგენს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველს.

შევიტანე საჩივარი პოლიციაში, თუმცა, რეაგირება დღემდე არ მოუხდენიათ. რა უნდა გავაკეთო?

პასუხი: მიმართეთ სამინისტროს გენერალურ ინსპექციას. მოქალაქეს უფლება აქვს, გაასაჩივროს პოლიციელის ქმედება პოლიციის ზემდგომ თანამდებობის პირთან, პროკურორთან ან სასამართლოში.

პოლიციამ დამაკავა ნარკოტიკების მოხმარების ეჭვის საფუძველზე. შემიძლია თუ არა, განვაცხადო უარი ნარკოლოგიურში გადაყვანაზე?

პასუხი: არა, რადგან საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, საპატრულო პოლიციის მოთხოვნა სავალდებულოა და უნდა გადამოწმდეს თქვენს მიერ ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების ფაქტი. ამასთან, სატრანსპორტო საშუალების მართვის შემთხვევაში, ნარკოლოგიური შემოწმებისგან თავის არიდება, იწვევს 3 წლის ვადით სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევას.

მაქვს თუ არა უფლება, არ მივცე ჩვენება ოჯახის წევრის წინააღმდეგ?

პასუხი: დიახ, თქვენ გაქვთ უფლება არ მისცეთ ჩვენება ოჯახის წევრის წინააღმდეგ.

შემიძლია თუ არა, გამოვიძახო პოლიცია, როდესაც სახლის წინ ხმაურობენ და არღვევენ საზოგადოებრივ წესრიგს? ამ შემთხვევაში, რა უნდა მოიმოქმედოს პოლიციამ?

პასუხი: შეგიძლიათ, გამოიძახოთ პოლიცია, საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსის 166-ე მუხლის თანახმად, როცა საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა წარმოადგენს წვრილმან ხულიგნობას. საპატრულო პოლიციის მიერ ჩატარდება კანონმდებლობით გათვალისწინებული, შესაბამისი ღონისძიებები. თქვენ უფლება გაქვთ, მიმართოთ პოლიციას იმ შემთხვევაში, თუ რეალურად ირღვევა საზოგადოებრივი წესრიგი. პოლიციის განყოფილება ვალდებულია, დააფიქსიროს თქვენი განცხადება და ნებისმიერი სამართალდარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში, მოახდინოს მასზე სათანადო ფორმით რეაგირება. თავისთავად, მხოლოდ ხმამაღალი საუბარი, თუ იმავდროულად, მას თან არ ახლავს საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა, არ შეიძლება ჩაითვალოს დანაშაულად ან ადმინისტრაციულ გადაცდომად.

შეუძლია თუ არა პოლიციას, ჩაატაროს ჩხრეკა ჩემს სახლში, როცა მე შინ არ ვიმყოფები?

პასუხი: შესაძლებელია, კანონმდებლობით დადგენილი წესით.

ვინ უნდა ესწრებოდეს პოლიციის მიერ ჩატარებული ჩხრეკის აქტს მოწმის სახით?

პასუხი: იმ უძრავ-მოძრავი ქონების მფლობელი, ან მისი წარმომადგენელი, სადაც ნებადართულია საგამოძიებო მოქმედების ჩატარება, ასევე ფიზიკური პირი, რომლის პირადი ჩხრეკაც უნდა ჩატარდეს.

რა შემთხვევაში შეუძლია პოლიციას, გამოაცხადოს საგანგებო ვითარება?

პასუხი: პოლიცია არ არის უფლებამოსილი გამოაცხადოს საგანგებო ვითარება. საგანგებო მდგომარეობას აცხადებს მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტი და აღნიშნულ აქტს ამტკიცებს საქართველოს პარლამენტი.

ვალდებულია თუ არა პოლიციის თანამშრომელი, გადმომცეს ჩხრეკის ოქმი?

პასუხი: ვალდებულია. ჩხრეკის ოქმის გადაცემა ხდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.

შევიტანე საჩივარი პოლიციელის წინააღმდეგ. აქვს თუ არა უფლება პოლიციელს, იმსახუროს გამოძიების მიმდინარეობის დროს პოლიციაში?

პასუხი: დიახ, აქვს უფლება, გარდა იმ შემთხვევისა, თუ მის მიმართ ხორციელდება სისხლის სამართლებრივი დევნა. ასეთ შემთხვევაში, ხდება პოლიციის თანამშრომლის თანამდებობიდან გადაყენება.

რა ასაკიდან შეუძლია მოქალაქეს მისცეს გამოძიებას ჩვენება?

პასუხი: ამ შემთხვევაში, ჩვენების მიცემის ასაკი კანონით არ არის განსაზღვრული. სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიის მქონე პირების მიერ ჩვენების მიცემის წესსა და პროცედურებს.

შემიძლია თუ არა, ინტერნეტით განვაცხადო დანაშაულის შესახებ, რომლის მოწმეც გავხდი?

პასუხი: დიახ, შეგიძლიათ.

ტელეფონით მემუქრებიან, თუმცა, ამის დამადასტურებელი ჩანაწერი არ გამაჩნია. რა შემიძლია მოვიმოქმედო?

პასუხი: მუქარის რეალურობის გათვალისწინებით, უნდა მიმართოთ პოლიციას და გაიაროთ დამატებითი კონსულტაცია.

როგორ შემიძლია დავრწმუნდე, რომ პირი, რომლის წინააღმდეგაც მივეცი პოლიციაში ჩვენება, კანონის შესაბამისად დაისაჯა?

პასუხი: შესაბამისი ინფორმაციის დასადგენად, უნდა მიმართოთ პოლიციის შესაბამის განყოფილებას, ან სასამართლოს, რადგანაც სისხლის სამართლის საქმეზე გამამტყუნებელ განაჩენს, საბოლოოდ, სწორედ სასამართლო ადგენს.

როგორც დამსაქმებელმა, შემიძლია თუ არა, წინასწარ გადავამოწმო დასაქმებული შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ბაზაში?

პასუხი: თუ თქვენ გულისხმობთ პირის ნასამართლობას, მაშინ გაცნობებთ, რომ აღნიშნული ინფორმაცია წარმოადგენს პირის პერსონალურ მონაცემს, რომლის გაცემა ამ პირის თანხმობის გარეშე დაუშვებელია.

ტროტუარზე დაყენებული ავტომანქანები აფერხებს მოქალაქეთა გადაადგილებას. ვის უნდა მივმართო ამ შემთხვევაში?

პასუხი: შეგიძლიათ, მიმართოთ შსს-ს საპატრულო პოლიციას, ან კომპანია "სითი პარკს".

ჩემს სახლთან, რამდენიმე დღეა, დგას უცხო ავტომანქანა. შემიძლია თუ არა, ინტერნეტის მეშვეობით დავადგინო, ხომ არ არის ის გატაცებული?

პასუხი: ინტერნეტის მეშვეობით ვერ დაადგენთ, გატაცებულია თუ არა ავტომანქანა. ასეთ შემთხვევაში, თქვენ უნდა დაუკავშირდეთ 112-ს და მიაწოდოთ ინფორმაცია ფაქტთან დაკავშირებით.

შემიძლია თუ არა, გავიგო, სად დგას სათვალთვალო ვიდეო კამერები?

პასუხი: დიახ, ვიდეო კამერების დამონტაჟების ადგილზე განთავსებულია ვიდეო გადაღების წარმოების აღმნიშვნელი ნიშნები.

ვარ 22 წლის. არ ვარ ნასამართლევი. თან ვატარებ 8 სმ. სიგრძის დანას. თუ პოლიციამ ჩხრეკისას ამომიღო აღნიშნული ნივთი, რა პასუხისმგებლობა დამეკისრება?

პასუხი: საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით პასუხისმგებლობა არ დაგეკისრებათ.

თაკო ესებუა

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ