მსოფლიო
საზოგადოება
სპორტი

2

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე – კარგია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა. უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.
პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პაატა იმნაძე ამ სეზონისთვის ყველაზე საშიში დაავადების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
პაატა იმნაძე ამ სეზონისთვის ყველაზე საშიში დაავადების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ცენ­ტრის სა­მეც­ნი­ე­რო საბ­ჭოს ხელ­მძღვა­ნე­ლი პა­ა­ტა იმ­ნა­ძე ამ სე­ზო­ნის­თვის ყვე­ლა­ზე სა­შიშ და­ა­ვა­დე­ბად ყი­რიმ-კონ­გოს ცხე­ლე­ბას მი­იჩ­ნევს. რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" პა­ა­ტა იმ­ნა­ძემ გა­ნუ­ცხა­და, და­ა­ვა­დე­ბა ადა­მი­ანს ტკი­პე­ბის კბე­ნით და მათ­თან კონ­ტაქ­ტის შე­დე­გად გა­და­ე­ცე­მა. ამი­ტომ იმ­ნა­ძე აფრ­თხი­ლებს სოფ­ლის მო­სახ­ლე­ო­ბას, ტკი­პებ­ზე და­ა­მუ­შა­ონ ცხო­ვე­ლე­ბი, რათა მათ ტკი­პე­ბი არ ჰქონ­დეთ და ასე­ვე, ცხო­ველს ტკი­პას შიშ­ვე­ლი ხე­ლით ნუ მო­აც­ლი­ან.

"ხში­რად ინ­ფი­ცი­რე­ბა ამ გზით ხდე­ბა. სა­მუ­შა­ო­ე­ბის დროს ტან­ზე ტკი­პას თუ შე­ნიშ­ნა­ვენ, ფრთხი­ლად მო­ი­შო­რონ. თუ ტკი­პის კბე­ნი­დან ერთი თვის მან­ძილ­ზე მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რა ექ­ნე­ბათ, ექიმს მი­მარ­თონ და უთხრან, რომ ტკი­პამ უკბი­ნა", - დას­ძი­ნა იმ­ნა­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, წელს ყი­რიმ-კონ­გოს ცხე­ლე­ბის ორი შემ­თხვე­ვა უკვე და­ფიქ­სირ­და. იმ­ნა­ძემ გან­მარ­ტა, რომ და­ა­ვა­დე­ბა სა­ში­შია, იგი მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რით იწყე­ბა და მძი­მედ მიმ­დი­ნა­რე­ობს. შე­საძ­ლოა, ადა­მი­ა­ნის სიკ­ვდი­ლიც გა­მო­იწ­ვი­ოს.

იმ­ნა­ძის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ეს და­ა­ვა­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში 2009 წლი­დან ფიქ­სირ­დე­ბა და უკვე და­ა­ვა­დე­ბის 40 შემ­თხვე­ვაა გა­მოვ­ლე­ნი­ლი, მათ­გან 4 პა­ცი­ენ­ტი გარ­და­იც­ვა­ლა.

პა­ა­ტა იმ­ნა­ძის თქმით, ყი­რიმ-კონ­გოს ცხე­ლე­ბის ათა­სო­ბით შემ­თხვე­ვა და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლია თურ­ქეთ­ში, ირან­სა და რუ­სე­თის სტავ­რო­პო­ლის მხა­რე­ში.

პა­ა­ტა იმ­ნა­ძემ კო­მენ­ტა­რი გა­ა­კე­თა ბოლო დღე­ებ­ში "მო­მაკ­ვდი­ნე­ბე­ლი ვირუ­სე­ბის" შე­სა­ხებ სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში აქ­ტი­უ­რო­ბა­ზე.

"ეს არის ჩვე­უ­ლებ­რი­ვი გრი­პის და გრი­პის­მაგ­ვა­რი ვირუ­სე­ბი. გა­სულ წლებ­თან შე­და­რე­ბით არა­ვი­თა­რი გან­სხვა­ვე­ბა არ არის. სე­ზო­ნი უკვე მთავ­რდე­ბა, მაგ­რამ ეს ვირუ­სე­ბი ჯერ კი­დევ ცირ­კუ­ლი­რე­ბენ. ეს არის რინო ვირუ­სე­ბი, რეს­პი­რა­ტო­რულ-სი­ცი­ტი­უ­რი ვირუ­სე­ბი და H1N1 ვირუ­სიც იყო და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი. ეს ვირუ­სე­ბი გრი­პის­მაგ­ვარ ვირუ­სებს იწ­ვე­ვენ, მაგ­რამ არც ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცია და არც მი­მარ­თვი­ა­ნო­ბა წინა წლებ­თან შე­და­რე­ბით არ გაზ­რდი­ლა. მზი­ა­ნი ამინ­დე­ბის დად­გო­მას­თან ერ­თად ზამ­თრის ვირუ­სე­ბის სე­ზო­ნიც დას­რულ­დე­ბა", - დას­ძი­ნა იმ­ნა­ძემ.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

პაატა იმნაძე ამ სეზონისთვის ყველაზე საშიში დაავადების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

პაატა იმნაძე ამ სეზონისთვის ყველაზე საშიში დაავადების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

დაავადებათა კონტროლის ცენტრის სამეცნიერო საბჭოს ხელმძღვანელი პაატა იმნაძე ამ სეზონისთვის ყველაზე საშიშ დაავადებად ყირიმ-კონგოს ცხელებას მიიჩნევს. როგორც "ინტერპრესნიუსს" პაატა იმნაძემ განუცხადა, დაავადება ადამიანს ტკიპების კბენით და მათთან კონტაქტის შედეგად გადაეცემა. ამიტომ იმნაძე აფრთხილებს სოფლის მოსახლეობას, ტკიპებზე დაამუშაონ ცხოველები, რათა მათ ტკიპები არ ჰქონდეთ და ასევე, ცხოველს ტკიპას შიშველი ხელით ნუ მოაცლიან.

"ხშირად ინფიცირება ამ გზით ხდება. სამუშაოების დროს ტანზე ტკიპას თუ შენიშნავენ, ფრთხილად მოიშორონ. თუ ტკიპის კბენიდან ერთი თვის მანძილზე მაღალი ტემპერატურა ექნებათ, ექიმს მიმართონ და უთხრან, რომ ტკიპამ უკბინა", - დასძინა იმნაძემ.

მისივე თქმით, წელს ყირიმ-კონგოს ცხელების ორი შემთხვევა უკვე დაფიქსირდა. იმნაძემ განმარტა, რომ დაავადება საშიშია, იგი მაღალი ტემპერატურით იწყება და მძიმედ მიმდინარეობს. შესაძლოა, ადამიანის სიკვდილიც გამოიწვიოს.

იმნაძის ინფორმაციით, ეს დაავადება საქართველოში 2009 წლიდან ფიქსირდება და უკვე დაავადების 40 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 4 პაციენტი გარდაიცვალა.

პაატა იმნაძის თქმით, ყირიმ-კონგოს ცხელების ათასობით შემთხვევა დაფიქსირებულია თურქეთში, ირანსა და რუსეთის სტავროპოლის მხარეში.

პაატა იმნაძემ კომენტარი გააკეთა ბოლო დღეებში "მომაკვდინებელი ვირუსების" შესახებ სოციალურ ქსელებში აქტიურობაზე.

"ეს არის ჩვეულებრივი გრიპის და გრიპისმაგვარი ვირუსები. გასულ წლებთან შედარებით არავითარი განსხვავება არ არის. სეზონი უკვე მთავრდება, მაგრამ ეს ვირუსები ჯერ კიდევ ცირკულირებენ. ეს არის რინო ვირუსები, რესპირატორულ-სიციტიური ვირუსები და H1N1 ვირუსიც იყო დაფიქსირებული. ეს ვირუსები გრიპისმაგვარ ვირუსებს იწვევენ, მაგრამ არც ჰოსპიტალიზაცია და არც მიმართვიანობა წინა წლებთან შედარებით არ გაზრდილა. მზიანი ამინდების დადგომასთან ერთად ზამთრის ვირუსების სეზონიც დასრულდება", - დასძინა იმნაძემ.

"ინტერპრესნიუსი"

იმერეთში ყირიმ-კონგოს ცხელებით საშუალო ასაკის მამაკაცი გარდაიცვალა

ვინ იყო ქუთაისში სასტიკად მოკლული 30 წლის ქალი

როგორი ამინდი იქნება მომდევნო დღეები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში