ქვემო ქართლის ყოფილი გუბერნატორი დავით კირკიტაძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე მის წინააღმდეგ აღძრულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით პოსტს აქვყნებს.
"მაშინ, როდესაც საქართველოს უუნარო და კორუმპირებული ხელისუფლება მისი რეალური მმართველის დეიდაშვილს 2 500 000 ლარის სახელმწიფო ქონებას 1 ლარად ჩუქნის, მე მედავება თითქოს ტრაქტორის თხოვებით დავეხმარე კომპანიას, რომელმაც რამოდენიმე მილიონიანი ინვესტიცია განახორციელა ქვ.ქართლში. ამ საქმეს სამართალთან არანაირი შეხება არ აქვს და მე მზად ვარ მიუხედავად არათანაბარი პირობებისა, სიმართლე სასამართლოთი დავამტკიცო, მაგრამ საქართველოს პროკურატურამ მათთვის ნაცად სამარცხვინო პრაქტიკას მიმართა და პროცესი რომელის 20 მაისს იყო ჩანიშნული გაურკვეველი ვადით გადაიდო. მე მზად ვარ ამ ნერვების ომისთვისაც და არ ვაპირებ არცერთი ნაბიჯით უკან დახევას, უბრალოდ არ ვარ დარწმუნებული, სანამ ამ საქმეზე განაჩენი დადგება, რომ თქვენ არ გამოგიტანთ ხალხი განაჩენს", - წერს კირკიტაძე.
შეგახსენებთ, საგამოძიებო სამსახურმა დავით კირკიტაძე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა. გამოძიების ინფორმაციით, 2011-2012 წლებში, დავით კირკიტაძის მითითებით, ქვემო ქართლის გუბერნიის კუთვნილმა სპეცტექნიკამ, საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით, უსასყიდლოდ შეასრულა სამუშაოები დავით კირკიტაძის ძმის, ირაკლი კირკიტაძისა და ყოფილი საჯარო მოხელის, გიორგი უდესიანის ერთობლივი კომპანიების შპს "ავტოჰაუს-რუსთავი2011"-ისა და შპს "ტიტანი 2011"-ის სასარგებლოდ, თბილისი-რუსთავის გზატკეცილზე ავტობაზრობის მშენებლობის დროს, რითაც სახელწიფოს მიადგა 248 400 ლარის მატერიალური ზიანი.
პორკურატურა კირკიტაძის დაპატიმრებას ითხოვს.
იხილეთ ასევე: სად გაუჩინარდა დავით კირკიტაძე - პროკურატურა ყოფილი გუბერნატორის პატიმრობას ითხოვს