პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 19:40-ზე, მთვარე მორიელშია – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, სწავლის დასაწყებად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოებისთვის. კარგია პურის გამოცხობა. არ არის რეკომენდებული სერიოზული საქმეების და ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებით მარტო. ადრე დაწყებული პროექტების მიტოვება. სიზარმაცე. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, მივლინების ან მომლოცველებისთვის. აგრეთვე ოჯახის შესაქმნელად.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საერთაშორისო სავალუტო ფონდი მხარს უჭერს საქართველოს ეროვნული ბანკის მცურავი გაცვლითი კურსის პოლიტიკას
საერთაშორისო სავალუტო ფონდი მხარს უჭერს საქართველოს ეროვნული ბანკის მცურავი გაცვლითი კურსის პოლიტიკას

ექ­სკლუ­ზი­უ­რი ინ­ტერ­ვიუ სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ვა­ლუ­ტო ფონ­დის მუდ­მივ წარ­მო­მად­გე­ნელ­თან აზიმ სა­დი­კოვ­თან

გა­სუ­ლი წლი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, რაც ლარ­მა დო­ლარ­თან მი­მარ­თე­ბა­ში მკვეთ­რი ვარ­დნა და­ი­წყო, ეროვ­ნუ­ლი ვა­ლუ­ტის გა­უ­ფა­სუ­რე­ბის უამ­რა­ვი მი­ზე­ზი სა­ხელ­დე­ბა, რომ­ლე­ბიც ხში­რად ერ­თმა­ნეთ­თან წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა­ში მო­დის. ერთი მხრივ, მთავ­რო­ბა ლა­რის კურ­სის გა­უ­ფა­სუ­რე­ბა­ში პა­ნი­კის სა­ფუძ­ველს ვერ ხე­დავს და აცხა­დებს, რომ ეს გარე ფაქ­ტო­რე­ბით არის გა­მოწ­ვე­უ­ლი. თუმ­ცა, გარ­კვე­ულ­წი­ლად ამა­ში ეროვ­ნულ ბანკსაც ადა­ნა­შა­უ­ლებს. თა­ვის მხრივ კი ბევ­რი სა­უბ­რობს მთავ­რო­ბის უუ­ნა­რო­ბა­სა და არას­წორ პო­ლი­ტი­კა­ზე. რა ძი­რი­თა­დი ფაქ­ტო­რე­ბით არის გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი ლა­რის გა­უ­ფა­სუ­რე­ბა, რამ­დე­ნად სწო­რად წარ­მარ­თა ეროვ­ნულ­მა ბან­კმა ეკო­ნო­მი­კუ­რი და მო­ნე­ტა­რუ­ლი პო­ლი­ტი­კა და რა ელის ლარს გრძელ­ვა­დი­ან პე­რი­ოდ­ში, ამ და სხვა სა­კი­თხებ­ზე ბპნ.გე-ს შე­კი­თხვებს სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ვა­ლუ­ტო ფონ­დის მუდ­მი­ვი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი აზიმ სა­დი­კო­ვი პა­სუ­ხობს.

- ძი­რი­თა­დად რო­მე­ლი ფაქ­ტო­რე­ბი გა­ნა­პი­რო­ბე­ბენ ლა­რის უპ­რე­ცე­დენ­ტო გა­უ­ფა­სუ­რე­ბას?

- აშშ დო­ლარ­თან მი­მარ­თე­ბით ლარი 30 პრო­ცენტზე მე­ტად გა­უ­ფა­სურ­და ბოლო 12 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში. ძი­რი­თა­დად ეს ტენ­დენ­ცია წინა წლის ნო­ემ­ბრი­დან შე­ი­ნიშ­ნე­ბო­და. ამას ძი­რი­თა­დად ორი ფაქ­ტო­რი გა­ნა­პი­რო­ბებ­და. პირ­ვე­ლი გახ­ლავთ აშშ დო­ლა­რის გლო­ბა­ლუ­რი გამ­ყა­რე­ბა ბოლო წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, რად­გან აშშ-ის ფე­დე­რა­ლუ­რი რე­ზერ­ვე­ბის ბან­კმა თვი­სობ­რი­ვი შერ­ბი­ლე­ბის პროგ­რა­მა და­ას­რუ­ლა და სა­ერ­თა­შო­რი­სო ბაზ­რებ­ზე შე­იქ­მნა იმის მო­ლო­დი­ნი, რომ წლის ბო­ლოს და­ი­წყე­ბა საპ­რო­ცენ­ტო გა­ნაკ­ვე­თე­ბის ზრდა. არა მხო­ლოდ გრივ­ნა და რუბ­ლი - თუმ­ცა, უდა­ოდ, უკ­რა­ი­ნა და რუ­სე­თი ეკო­ნო­მი­კურ სირ­თუ­ლე­ებს გა­ნიც­დი­ან - გა­უ­ფა­სურ­დნენ აშშ დო­ლარ­თან მი­მარ­თე­ბა­ში.

სა­ქარ­თვე­ლოს ბევ­რი სხვა სა­ვაჭ­რო პარტნი­ო­რის ვა­ლუ­ტაც გა­უ­ფა­სურ­და. მა­გა­ლი­თად, ევრო 20 პრო­ცენტზე მე­ტად და­ე­ცა აშშ დო­ლარ­თან მი­მარ­თე­ბა­ში, მა­შინ რო­დე­საც თურ­ქუ­ლი ლირა - თით­ქმის 30 პრო­ცენ­ტით. ლა­რის გა­უ­ფა­სუ­რე­ბის მე­ო­რე მი­ზე­ზი გახ­ლავთ გარე შო­კე­ბი­დან მომ­დი­ნა­რე ეფექ­ტი, რა­საც გავ­ლე­ნა აქვს მთელს რე­გი­ონ­ზე და სა­ქარ­თვე­ლო­ზე. სა­ქარ­თვე­ლო­დან ექ­სპორ­ტი და ქვე­ყა­ნა­ში შე­მო­მა­ვა­ლი ფუ­ლა­დი გზავ­ნი­ლე­ბი მნიშ­ვნე­ლოვ­ნად - 25-30 პრო­ცენ­ტით შემ­ცირ­და. უცხო­ურ ვა­ლუ­ტა­ში ფი­ნან­სუ­რი ნა­კა­დე­ბის შე­მო­დი­ნე­ბის შემ­ცი­რე­ბამ გა­ა­ფარ­თო­ვა სა­ქარ­თვე­ლოს მიმ­დი­ნა­რე ან­გა­რი­შის დე­ფი­ცი­ტი და სა­გა­რეო და­ფი­ნან­სე­ბის და­ნაკ­ლი­სი, რა­მაც ზე­წო­ლა იქო­ნია ლარ­ზე.

-მთავ­რო­ბა ამ­ტკი­ცებს, რომ ლა­რის გა­უ­ფა­სუ­რე­ბის ლო­მის წილი სა­გა­რეო ფაქ­ტო­რებ­ზე მო­დის. ნუთუ მათი წი­ნას­წარ გან­ჭვრე­ტა შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო? სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბას შე­ეძ­ლო სა­ჭი­რო ნა­ბი­ჯე­ბის გა­დად­გმა ამ­გვა­რი ღრმა კრი­ზი­სის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად?

-ნამ­დვი­ლად, ლა­რის გაც­ვლი­თი კურ­სის გა­უ­ა­რე­სე­ბა აშშ დო­ლა­რის მი­მართ თით­ქმის მთლი­ა­ნად გარე ფაქ­ტო­რე­ბი­თაა გა­მოწ­ვე­უ­ლი. თქვენს პირ­ველ კი­თხვა­ზე პა­სუ­ხად მინ­და გი­თხრათ, რომ ჩემ მიერ ნახ­სე­ნე­ბი ორი­ვე ფაქ­ტო­რის პროგ­ნო­ზი­რე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო. რაც შე­ე­ხე­ბა დო­ლა­რის გლო­ბა­ლურ გამ­ყა­რე­ბას, ბევ­რი ეკო­ნო­მის­ტი წი­ნას­წარ გრძნობ­და ამის ალ­ბა­თო­ბას აშშ ეკო­ნო­მი­კის გა­ჯან­სა­ღე­ბის კვა­ლო­ბა­ზე, თუმ­ცა ვე­რა­ვინ შეძ­ლებ­და დო­ლა­რის გამ­ყა­რე­ბის დრო­ის, ან მას­შტა­ბე­ბის წი­ნას­წარ გან­ჭვრე­ტას. ყო­ვე­ლი­ვე ეს ძი­რი­თა­დად და­მო­კი­დე­ბუ­ლია იმა­ზე, თუ რო­გორ აღიქ­ვა­მენ სა­ერ­თა­შორ­სო ბაზ­რე­ბი აშშ ეკო­ნო­მი­კის ამ­სახ­ველ მო­ნა­ცე­მებს და რო­გორ ახ­დე­ნენ ფე­დე­რა­ლუ­რი რე­ზერ­ვე­ბის ბან­კის მოქ­მე­დე­ბე­ბის ინ­ტერპრე­ტა­ცი­ას.

რაც შე­ე­ხე­ბა მე­ო­რე ფაქ­ტორს, ე.ი. რე­გი­ონ­ზე გავ­ლე­ნის მქო­ნე გარე შო­კებს, სა­ეჭ­ვოა, რომ ვინ­მეს შეს­ძლე­ბო­და უკ­რა­ი­ნა­ში არ­სე­ბუ­ლი კონ­ფლიქ­ტის გა­მო­სავ­ლის და ნავ­თობ­ზე ფა­სე­ბის ასე­თი მკვეთ­რი ვარ­დნის პროგ­ნო­ზი­რე­ბა. ამ ყვე­ლაფ­რის არსი ის გახ­ლავთ, რომ რთუ­ლია იმის პროგ­ნო­ზი­რე­ბა, თუ რო­დის იქო­ნი­ე­ბენ სა­გა­რეო შო­კე­ბი დარ­ტყმის ეფექტს ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კა­ზე, დიდი იქ­ნე­ბა თუ მცი­რე მათი მას­შტა­ბი, მუდ­მი­ვი იქ­ნე­ბა თუ დრო­ე­ბი­თი მათი ზე­გავ­ლე­ნა. ეს გა­რე­მო­ე­ბე­ბი ქვეყ­ნის პო­ლი­ტი­კის გან­მსა­ზღვრელ­თა კონ­ტრო­ლის არე­ალს სცილ­დე­ბა. თუმ­ცა, მათ შე­უძ­ლი­ათ სწო­რედ იმგვა­რი პო­ლი­ტი­კის შე­მუ­შა­ვე­ბა, რო­მე­ლიც ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კას შე­ამ­ზა­დებს პო­ტენ­ცი­უ­რი შო­კე­ბის­თვის, შე­ამ­ცი­რებს სი­სუს­ტე­ებს და გა­აძ­ლი­ე­რებს ამ­ტა­ნო­ბას. ნამ­დვი­ლად, სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ვა­ლუ­ტო ფონ­დის სა­რე­ზერ­ვო და­ფი­ნან­სე­ბის მე­ქა­ნიზ­მით მხარ­და­ჭე­რი­ლი სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ეკო­ნო­მი­კუ­რი პროგ­რა­მა, მიზ­ნად ისა­ხავს მიმ­დი­ნა­რე ან­გა­რი­შის დე­ფი­ცი­ტის შემ­ცი­რე­ბას და უცხო­უ­რი რე­ზერ­ვე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბას ჯან­სა­ღი ეკო­ნო­მი­კის­თვის სა­ჭი­რო დო­ნე­ზე.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

საერთაშორისო სავალუტო ფონდი მხარს უჭერს საქართველოს ეროვნული ბანკის მცურავი გაცვლითი კურსის პოლიტიკას

საერთაშორისო სავალუტო ფონდი მხარს უჭერს საქართველოს ეროვნული ბანკის მცურავი გაცვლითი კურსის პოლიტიკას

ექსკლუზიური ინტერვიუ საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივ წარმომადგენელთან აზიმ სადიკოვთან

გასული წლიდან მოყოლებული, რაც ლარმა დოლართან მიმართებაში მკვეთრი ვარდნა დაიწყო, ეროვნული ვალუტის გაუფასურების უამრავი მიზეზი სახელდება, რომლებიც ხშირად ერთმანეთთან წინააღმდეგობაში მოდის. ერთი მხრივ, მთავრობა ლარის კურსის გაუფასურებაში პანიკის საფუძველს ვერ ხედავს და აცხადებს, რომ ეს გარე ფაქტორებით არის გამოწვეული. თუმცა, გარკვეულწილად ამაში ეროვნულ ბანკსაც ადანაშაულებს. თავის მხრივ კი ბევრი საუბრობს მთავრობის უუნარობასა და არასწორ პოლიტიკაზე. რა ძირითადი ფაქტორებით არის განპირობებული ლარის გაუფასურება, რამდენად სწორად წარმართა ეროვნულმა ბანკმა ეკონომიკური და მონეტარული პოლიტიკა და რა ელის ლარს გრძელვადიან პერიოდში, ამ და სხვა საკითხებზე ბპნ.გე-ს შეკითხვებს საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივი წარმომადგენელი აზიმ სადიკოვი პასუხობს.

- ძირითადად რომელი ფაქტორები განაპირობებენ ლარის უპრეცედენტო გაუფასურებას?

- აშშ დოლართან მიმართებით ლარი 30 პროცენტზე მეტად გაუფასურდა ბოლო 12 თვის განმავლობაში. ძირითადად ეს ტენდენცია წინა წლის ნოემბრიდან შეინიშნებოდა. ამას ძირითადად ორი ფაქტორი განაპირობებდა. პირველი გახლავთ აშშ დოლარის გლობალური გამყარება ბოლო წლის განმავლობაში, რადგან აშშ-ის ფედერალური რეზერვების ბანკმა თვისობრივი შერბილების პროგრამა დაასრულა და საერთაშორისო ბაზრებზე შეიქმნა იმის მოლოდინი, რომ წლის ბოლოს დაიწყება საპროცენტო განაკვეთების ზრდა. არა მხოლოდ გრივნა და რუბლი - თუმცა, უდაოდ, უკრაინა და რუსეთი ეკონომიკურ სირთულეებს განიცდიან - გაუფასურდნენ აშშ დოლართან მიმართებაში.

საქართველოს ბევრი სხვა სავაჭრო პარტნიორის ვალუტაც გაუფასურდა. მაგალითად, ევრო 20 პროცენტზე მეტად დაეცა აშშ დოლართან მიმართებაში, მაშინ როდესაც თურქული ლირა - თითქმის 30 პროცენტით. ლარის გაუფასურების მეორე მიზეზი გახლავთ გარე შოკებიდან მომდინარე ეფექტი, რასაც გავლენა აქვს მთელს რეგიონზე და საქართველოზე. საქართველოდან ექსპორტი და ქვეყანაში შემომავალი ფულადი გზავნილები მნიშვნელოვნად - 25-30 პროცენტით შემცირდა. უცხოურ ვალუტაში ფინანსური ნაკადების შემოდინების შემცირებამ გააფართოვა საქართველოს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი და საგარეო დაფინანსების დანაკლისი, რამაც ზეწოლა იქონია ლარზე.

-მთავრობა ამტკიცებს, რომ ლარის გაუფასურების ლომის წილი საგარეო ფაქტორებზე მოდის. ნუთუ მათი წინასწარ განჭვრეტა შეუძლებელი იყო? საქართველოს მთავრობას შეეძლო საჭირო ნაბიჯების გადადგმა ამგვარი ღრმა კრიზისის თავიდან ასაცილებლად?

-ნამდვილად, ლარის გაცვლითი კურსის გაუარესება აშშ დოლარის მიმართ თითქმის მთლიანად გარე ფაქტორებითაა გამოწვეული. თქვენს პირველ კითხვაზე პასუხად მინდა გითხრათ, რომ ჩემ მიერ ნახსენები ორივე ფაქტორის პროგნოზირება შეუძლებელი იყო. რაც შეეხება დოლარის გლობალურ გამყარებას, ბევრი ეკონომისტი წინასწარ გრძნობდა ამის ალბათობას აშშ ეკონომიკის გაჯანსაღების კვალობაზე, თუმცა ვერავინ შეძლებდა დოლარის გამყარების დროის, ან მასშტაბების წინასწარ განჭვრეტას. ყოველივე ეს ძირითადად დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ აღიქვამენ საერთაშორსო ბაზრები აშშ ეკონომიკის ამსახველ მონაცემებს და როგორ ახდენენ ფედერალური რეზერვების ბანკის მოქმედებების ინტერპრეტაციას.

რაც შეეხება მეორე ფაქტორს, ე.ი. რეგიონზე გავლენის მქონე გარე შოკებს, საეჭვოა, რომ ვინმეს შესძლებოდა უკრაინაში არსებული კონფლიქტის გამოსავლის და ნავთობზე ფასების ასეთი მკვეთრი ვარდნის პროგნოზირება. ამ ყველაფრის არსი ის გახლავთ, რომ რთულია იმის პროგნოზირება, თუ როდის იქონიებენ საგარეო შოკები დარტყმის ეფექტს ქვეყნის ეკონომიკაზე, დიდი იქნება თუ მცირე მათი მასშტაბი, მუდმივი იქნება თუ დროებითი მათი ზეგავლენა. ეს გარემოებები ქვეყნის პოლიტიკის განმსაზღვრელთა კონტროლის არეალს სცილდება. თუმცა, მათ შეუძლიათ სწორედ იმგვარი პოლიტიკის შემუშავება, რომელიც ქვეყნის ეკონომიკას შეამზადებს პოტენციური შოკებისთვის, შეამცირებს სისუსტეებს და გააძლიერებს ამტანობას. ნამდვილად, საერთაშორისო სავალუტო ფონდის სარეზერვო დაფინანსების მექანიზმით მხარდაჭერილი საქართველოს ხელისუფლების ეკონომიკური პროგრამა, მიზნად ისახავს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის შემცირებას და უცხოური რეზერვების შენარჩუნებას ჯანსაღი ეკონომიკისთვის საჭირო დონეზე.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია