სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რუთავის 2"-ის ინფორმაციით, ფოტო თავდაცვის სამინისტროსთან არის გადაღებული - ახალი ვერსიები ხარძიანის სავარაუდო მკვლელის შესახებ
"რუთავის 2"-ის ინფორმაციით, ფოტო თავდაცვის სამინისტროსთან არის გადაღებული - ახალი ვერსიები ხარძიანის სავარაუდო მკვლელის შესახებ

ხარ­ძი­ა­ნის სა­ვა­რა­უ­დო მკვლე­ლის ფოტო თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს­თან არის გა­და­ღე­ბუ­ლი. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას "კუ­რი­ე­რი" ავ­რცე­ლებს.

ბე­სიკ ხარ­ძი­ა­ნის სა­ვა­რა­უ­დო მკვლე­ლის ფოტო უკვე მე­ო­რე დღეა, მე­დი­ა­ში აქ­ტი­უ­რად ვრცელ­დე­ბა. სკან­და­ლურ ფო­ტოს ზაზა გა­ბე­და­ვამ ექ­სკლუ­ზი­უ­რად Ambebi.ge-ს მი­ა­წო­და. გა­ვე­და­ვა ამ­ბობს, რომ ეს არის კად­რი ქუ­ჩა­ში და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი კა­მე­რი­დან და ის მის ხელ­ში ქარ­თუ­ლი სპეც-სამ­სა­ხუ­რე­ბის­გან მოხ­ვდა.

სხვა­დას­ხვა წყა­როს მიერ მო­პო­ვე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ფოტო, რო­მელ­ზეც, სა­ვა­რა­უ­დოდ, მკვლე­ლი არის ასა­ხუ­ლი, კე­კე­ლი­ძის ქუ­ჩა­ზეა გა­და­ღე­ბუ­ლი. ფო­ტო­ზე აღ­ბეჭ­დი­ლი მა­მა­კა­ცის აღ­წე­რი­ლო­ბა და ჩაც­მუ­ლო­ბა კი იმ ვერ­სი­ებს ემ­თხვე­ვა, რომ­ლე­ბიც ეჭ­ვმი­ტა­ნილ­ზე ვრცელ­დე­ბო­და.

გავ­რცე­ლე­ბულ ცნო­ბებ­ში "კუ­რი­ერ­მა" ერთი შე­უ­სა­ბა­მო­ბა აღ­მო­ა­ჩი­ნა, - სად არის გა­და­ღე­ბუ­ლი ეს ფოტო.

დღეს კუ­რი­ერ­მა კე­კე­ლი­ძის მიმ­დე­ბა­რე ის ტე­რი­ტო­რია შე­ის­წავ­ლა, სა­დაც მკვლე­ლი და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის შემ­დეგ გა­ა­და­ად­გილ­დე­ბო­და. თუმ­ცა, ამ ფო­ტო­ზე აღ­ბეჭ­დი­ლი კიბე ქუ­ჩა­ზე არ არის. რო­გორც "რუს­თა­ვი 2"-ის ჟურ­ნა­ლის­ტმა და­ად­გი­ნა, ეს სუ­რა­თი და­ნა­შა­უ­ლის ად­გი­ლი­დან რამ­დე­ნი­მე კი­ლო­მეტ­რის და­შო­რე­ბით, თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს­თან არის გა­და­ღე­ბუ­ლი.

ნანა ქუ­თა­თე­ლა­ძე, ერთ-ერთი თვითმხილ­ვე­ლი:

"შავ ფე­რებ­ში იყო და­ვი­ნა­ხე. მერე გა­ვე­დი და რომ დავ­ბრუნ­დი იქ აღარ­ვინ იყო. სახე არ და­მი­ნა­ხავს, ჩა­ფხუ­ტი ჰქონ­და. ნა­ხე­ვა­რი პრო­ფი­ლით და­ვი­ნა­ხე აქ რომ გა­ჩერ­და, შავი რა­ღა­ცა ეცვა".

სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­შუ­ა­ლე­ბებ­ში წყა­რო­ზე დაყ­რდნო­ბით წე­რენ, რომ სა­ვა­რა­უ­დო ბრალ­დე­ბუ­ლის ფოტო ე.წ. ბარ­ნო­ვის ხი­დის კი­ბე­ზე სათ­ვალ­თვა­ლო კა­მე­რით არის გა­და­ღე­ბუ­ლი, თუმ­ცა "კუ­რი­ე­რის" ინ­ფორ­მა­ცი­ით მა­მა­კა­ცი შავი ქურ­თუ­კით სულ სხვა ად­გი­ლას არის და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი. კა­მე­რა, რო­მელ­მაც ეს ფოტო გა­და­ი­ღო, მტკვრის მარ­ცხე­ნა სა­ნა­პი­რო­ზე თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს­თან დგას.

ფოტო რო­მელ­ზეც ბე­სიკ ხარ­ძი­ან­სი მკვლე­ლო­ბის სა­ვა­რუ­დო ჩამ­დე­ნია და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი, კი­ბე­ზეა გა­და­ღე­ბუ­ლი, რო­მე­ლიც თა­მარ მე­ფის ხი­დი­დან ჩა­მო­დის და გრძელ­დე­ბა მტკვრის მარ­ცხე­ნა სა­ნა­პი­რო­ზე თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს მი­მარ­თუ­ლე­ბით. რაც შე­ე­ხე­ბა მა­მა­კაცს შავი ქურ­თუ­კით, და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი ჰყავს სათ­ვალ­თვა­ლო კა­მე­რას, რომ­ლიც კი­ბის და­სას­რულს არის და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი.

ხარ­ძი­ა­ნის მკვლელ­მა ჩა­ფხუ­ტი, ნი­ღა­ბი და მო­პე­დი კე­კე­ლი­ძის ქუ­ჩა­ზე და­ტო­ვა და სვლა, სა­ვა­რა­უ­დოდ, ფე­ხით გა­ნაგ­რძო. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ფო­ტო­მა­სა­ლა მკვლე­ლო­ბის ად­გი­ლი­დან და­ახ­ლო­ე­ბით 2 კი­ლო­მეტრშია გა­და­ღე­ბუ­ლი. გა­მო­ძი­ე­ბას სა­ვა­რა­უ­დოდ სხვა სათ­ვალ­თვა­ლო კა­მე­რე­ბის მა­სა­ლე­ბიც აქვს, რი­თიც ბრალ­დე­ბუ­ლის გა­და­ად­გი­ლე­ბის ტრა­ექ­ტო­რია და­ად­გი­ნეს. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­მო­ძი­ე­ბა ხარ­ძი­ა­ნის მკვლე­ლო­ბის შემ­სრუ­ლე­ბელ­თან ერ­თად ორ­გა­ნი­ზა­ტო­რის ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლის დად­გე­ნა­საც ცდი­ლობს.

"კუ­რი­ე­რის" ინ­ფორმ­ცა­ი­ით, პრო­კუ­რა­ტუ­რა ჩეჩ­ნუ­რი წარ­მო­შო­ბის მა­მა­კაცს ეძებს. მა­მა­კაც­მა, სა­ვა­რა­უ­დოდ, ქვე­ყა­ნა მომ­ხდა­რის დღეს­ვე თბი­ლი­სი-კი­ე­ვის რე­ი­სით და­ტო­ვა. ეს ვერ­სი­ე­ბი უც­ნო­ბია მოკ­ლუ­ლის ოჯა­ხი­სა და მათი ად­ვო­კა­ტის­თვის.

მალ­ხაზ სა­ლა­ყა­ია, ად­ვო­კა­ტი:

"იქ ორნი მოქ­მე­დებ­დნენ და შემ­სრუ­ლე­ბე­ლიც და დამ­კვე­თიც ერ­თად ბრძან­დე­ბოდ­ნენ თუ არა, ამის დად­გე­ნა უკვე გა­მო­ძი­ე­ბის პრე­რო­გა­ტი­ვა გახ­ლავთ".

იმას, რომ მა­მა­კა­ცი შავი ქურ­თუ­კით შე­საძ­ლოა ნამ­დვი­ლად მკვლე­ლო­ბის შემ­სრუ­ლე­ბე­ლი იყოს, არ გა­მო­რი­ცხავს ნანა კა­კა­ბა­ძე. თუმ­ცა მისი გან­ცხა­დე­ბით, გა­მო­ძი­ე­ბა დამ­კვე­თის ვი­ნა­ო­ბის დად­გე­ნას ვერ შეძ­ლებს.

"შე­იძ­ლე­ბა გა­მო­ძი­ე­ბა ვერ გა­ვი­დეს ან არ გა­ვი­დეს რე­ა­ლურ კვალ­ზე, მაგ­რამ მას შემ­დეგ, რაც ეს წი­ლე­ბი რო­მე­ლიც ხარ­ძი­ანს ეკუთ­ვნო­და, გა­და­ფორმ­დე­ბა სხვა პირ­ზე, სწო­რედ მა­შინ იქ­ნე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ნი­შან­დობ­ლი­ვი, თუ სად შე­იძ­ლე­ბა იყოს მო­ძი­ე­ბუ­ლი ამ მკვლე­ლო­ბის რე­ა­ლუ­რი დამ­კვე­თი", - აცხა­დებს ნანა კა­კა­ბა­ძე.

დღეს­ვე ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ ბე­სიკ ხარ­ძი­ა­ნის მე­გო­ბარ­მა და სას­ჯე­ლარსრუ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტროს სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სამ­სა­ხუ­რის ყო­ფილ­მა ხელ­მძღვა­ნელ­მა, ირაკ­ლი კორ­ძა­ი­ამ სა­ქარ­თვე­ლო და­ტო­ვა, იმ მო­ტი­ვით, რომ მის მიერ სა­ჯა­როდ გა­კე­თე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბის შემ­დეგ, მის სი­ცო­ცხლეს საფრ­თხე ემუქ­რე­ბო­და. მან ხარ­ძი­ა­ნის მკვლე­ლო­ბის შემ­დეგ გია უდე­სი­ა­ნის გარ­და, ლაშა ნაც­ვლიშ­ვი­ლი და ზვი­ად ჯან­ყა­რაშ­ვი­ლიც და­ა­სა­ხე­ლა, რომ­ლე­ბიც, მისი თქმით, ხარ­ძი­ა­ნის­თვის ქო­ნე­ბის დაბ­რუ­ნე­ბის პრო­ცესს აყოვ­ნებ­დნენ. ჯან­ყა­რაშ­ვილ­მა მისი ბრალ­დე­ბე­ბის შემ­დეგ სა­მო­ქა­ლაო დავა და­ი­წყო.

პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში არც ამ სა­კი­თხზე და არც ბოლო თვის გან­მავ­ლო­ბა­ში გავ­რცე­ლე­ბულ ვერ­სი­ებ­ზე კო­მენ­ტარს არ აკე­თე­ბენ.

იხი­ლეთ ასე­ვე: ფოტო, რო­მელ­ზეც სა­ვა­რა­უ­დოდ, ხარ­ძი­ა­ნის მკვლე­ლია აღ­ბეჭ­დი­ლი - "არ ვი­ტყვი ვინ გა­მო­მიგ­ზავ­ნა, სულ რომ ღა­რი­ბაშ­ვილ­მა და ივა­ნიშ­ვილ­მა და­მირ­ე­კონ"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"

"რუთავის 2"-ის ინფორმაციით, ფოტო თავდაცვის სამინისტროსთან არის გადაღებული - ახალი ვერსიები ხარძიანის სავარაუდო მკვლელის შესახებ

"რუთავის 2"-ის ინფორმაციით, ფოტო თავდაცვის სამინისტროსთან არის გადაღებული - ახალი ვერსიები ხარძიანის სავარაუდო მკვლელის შესახებ

ხარძიანის სავარაუდო მკვლელის ფოტო თავდაცვის სამინისტროსთან არის გადაღებული. ამის შესახებ ინფორმაციას "კურიერი" ავრცელებს.

ბესიკ ხარძიანის სავარაუდო მკვლელის ფოტო უკვე მეორე დღეა, მედიაში აქტიურად ვრცელდება. სკანდალურ ფოტოს ზაზა გაბედავამ ექსკლუზიურად Ambebi.ge-ს მიაწოდა. გავედავა ამბობს, რომ ეს არის კადრი ქუჩაში დამონტაჟებული კამერიდან და ის მის ხელში ქართული სპეც-სამსახურებისგან მოხვდა.

სხვადასხვა წყაროს მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ფოტო, რომელზეც, სავარაუდოდ, მკვლელი არის ასახული, კეკელიძის ქუჩაზეა გადაღებული. ფოტოზე აღბეჭდილი მამაკაცის აღწერილობა და ჩაცმულობა კი იმ ვერსიებს ემთხვევა, რომლებიც ეჭვმიტანილზე ვრცელდებოდა.

გავრცელებულ ცნობებში "კურიერმა" ერთი შეუსაბამობა აღმოაჩინა, - სად არის გადაღებული ეს ფოტო.

დღეს კურიერმა კეკელიძის მიმდებარე ის ტერიტორია შეისწავლა, სადაც მკვლელი დანაშაულის ჩადენის შემდეგ გაადაადგილდებოდა. თუმცა, ამ ფოტოზე აღბეჭდილი კიბე ქუჩაზე არ არის. როგორც "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტმა დაადგინა, ეს სურათი დანაშაულის ადგილიდან რამდენიმე კილომეტრის დაშორებით, თავდაცვის სამინისტროსთან არის გადაღებული.

ნანა ქუთათელაძე, ერთ-ერთი თვითმხილველი:

"შავ ფერებში იყო დავინახე. მერე გავედი და რომ დავბრუნდი იქ აღარვინ იყო. სახე არ დამინახავს, ჩაფხუტი ჰქონდა. ნახევარი პროფილით დავინახე აქ რომ გაჩერდა, შავი რაღაცა ეცვა".

საინფორმაციო საშუალებებში წყაროზე დაყრდნობით წერენ, რომ სავარაუდო ბრალდებულის ფოტო ე.წ. ბარნოვის ხიდის კიბეზე სათვალთვალო კამერით არის გადაღებული, თუმცა "კურიერის" ინფორმაციით მამაკაცი შავი ქურთუკით სულ სხვა ადგილას არის დაფიქსირებული. კამერა, რომელმაც ეს ფოტო გადაიღო, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე თავდაცვის სამინისტროსთან დგას.

ფოტო რომელზეც ბესიკ ხარძიანსი მკვლელობის სავარუდო ჩამდენია დაფიქსირებული, კიბეზეა გადაღებული, რომელიც თამარ მეფის ხიდიდან ჩამოდის და გრძელდება მტკვრის მარცხენა სანაპიროზე თავდაცვის სამინისტროს მიმართულებით. რაც შეეხება მამაკაცს შავი ქურთუკით, დაფიქსირებული ჰყავს სათვალთვალო კამერას, რომლიც კიბის დასასრულს არის დამონტაჟებული.

ხარძიანის მკვლელმა ჩაფხუტი, ნიღაბი და მოპედი კეკელიძის ქუჩაზე დატოვა და სვლა, სავარაუდოდ, ფეხით განაგრძო. გავრცელებული ფოტომასალა მკვლელობის ადგილიდან დაახლოებით 2 კილომეტრშია გადაღებული. გამოძიებას სავარაუდოდ სხვა სათვალთვალო კამერების მასალებიც აქვს, რითიც ბრალდებულის გადაადგილების ტრაექტორია დაადგინეს. გავრცელებული ინფორმაციით, გამოძიება ხარძიანის მკვლელობის შემსრულებელთან ერთად ორგანიზატორის ადგილსამყოფელის დადგენასაც ცდილობს.

"კურიერის" ინფორმცაიით, პროკურატურა ჩეჩნური წარმოშობის მამაკაცს ეძებს. მამაკაცმა, სავარაუდოდ, ქვეყანა მომხდარის დღესვე თბილისი-კიევის რეისით დატოვა. ეს ვერსიები უცნობია მოკლულის ოჯახისა და მათი ადვოკატისთვის.

მალხაზ სალაყაია, ადვოკატი:

"იქ ორნი მოქმედებდნენ და შემსრულებელიც და დამკვეთიც ერთად ბრძანდებოდნენ თუ არა, ამის დადგენა უკვე გამოძიების პრეროგატივა გახლავთ".

იმას, რომ მამაკაცი შავი ქურთუკით შესაძლოა ნამდვილად მკვლელობის შემსრულებელი იყოს, არ გამორიცხავს ნანა კაკაბაძე. თუმცა მისი განცხადებით, გამოძიება დამკვეთის ვინაობის დადგენას ვერ შეძლებს.

"შეიძლება გამოძიება ვერ გავიდეს ან არ გავიდეს რეალურ კვალზე, მაგრამ მას შემდეგ, რაც ეს წილები რომელიც ხარძიანს ეკუთვნოდა, გადაფორმდება სხვა პირზე, სწორედ მაშინ იქნება საზოგადოებისთვის ნიშანდობლივი, თუ სად შეიძლება იყოს მოძიებული ამ მკვლელობის რეალური დამკვეთი", - აცხადებს ნანა კაკაბაძე.

დღესვე ცნობილი გახდა, რომ ბესიკ ხარძიანის მეგობარმა და სასჯელარსრულების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ყოფილმა ხელმძღვანელმა, ირაკლი კორძაიამ საქართველო დატოვა, იმ მოტივით, რომ მის მიერ საჯაროდ გაკეთებული განცხადებების შემდეგ, მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა. მან ხარძიანის მკვლელობის შემდეგ გია უდესიანის გარდა, ლაშა ნაცვლიშვილი და ზვიად ჯანყარაშვილიც დაასახელა, რომლებიც, მისი თქმით, ხარძიანისთვის ქონების დაბრუნების პროცესს აყოვნებდნენ. ჯანყარაშვილმა მისი ბრალდებების შემდეგ სამოქალაო დავა დაიწყო.

პროკურატურაში არც ამ საკითხზე და არც ბოლო თვის განმავლობაში გავრცელებულ ვერსიებზე კომენტარს არ აკეთებენ.

იხილეთ ასევე: ფოტო, რომელზეც სავარაუდოდ, ხარძიანის მკვლელია აღბეჭდილი - "არ ვიტყვი ვინ გამომიგზავნა, სულ რომ ღარიბაშვილმა და ივანიშვილმა დამირეკონ"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ