ფიროსმანის ნახატი კრისტის აუქციონზე შესაძლოა 1 885 200 დოლარად გაიყიდოს

ფიროსმანის ნახატი კრისტის აუქციონზე შესაძლოა 1 885 200 დოლარად გაიყიდოს

ქართველი მხატვრის, ნიკო ფიროსმანის ერთ-ერთი ნახატი "არსენალის მთა ღამით" გასაყიდად კრისტის აუქციონზე გააქვთ, ცნობილი ტილოს გაყიდვას 1 256 800-დან 1 885 200 დოლარამდე ვარაუდობენ. მას აუქციონზე პირველ ივნისს გაიტანენ. აღნიშნული ნახატი ნიკო ფიროსმანმა 1907-1908 წელს შექმნა. იგი ამ დრომდე კერძო კოლექციონერის საკუთრება იყო.

ტილო ბოლოს 2010 წელს გაიყიდა ლონდონის აუქციონზე, რომელიც მისმა დღევანდელმა მფლობელმა იყიდა. მანამდე იგი 2007 წელს ნიუ-იორკის სოტბის აუქციონზე გაყიდეს. 1957 წელს ფიროსმანის აღნიშნული ნახატი ფრანგ პოეტს ლუი არაგონს 60 წლის იუბილესთან დაკავშირებით აჩუქეს.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია