მსოფლიო
საზოგადოება

30

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:53-ზე, მთვარე ქალწულშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. ნუ დალევთ ლუდს, ბევრ წყალს, რძეს. მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. არ არის რეკომენდებული ფულის გასესხება ან ვალის აღება. არ გადაიღალოთ, არ დარჩეთ სამსახურში გვიანობამდე. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პრემიერის ვიზიტის გამო დადგმული ნაგვის ურნა ისევ უკან წაიღეს
პრემიერის ვიზიტის გამო დადგმული ნაგვის ურნა ისევ უკან წაიღეს

სა­პირ­ველ­მა­ი­სოდ ლან­ჩხუთ­ში პრე­მი­ერ-მი­ნისტრს, ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილს ელოდ­ნენ - იგი ნი­გო­ი­თის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის სო­ფელ ქვი­ან­ში სა­ბავ­შვო ბა­ღის სა­ზე­ი­მოდ გახ­სნას უნდა დას­წრე­ბო­და. პრე­მი­ე­რის გუ­რი­ა­ში ვი­ზი­ტი იმ დრო­ის­თვის არ შედ­გა და ბა­ღის გახ­სნის ღო­ნის­ძი­ე­ბაც სა­მო­მავ­ლოდ გა­და­ი­დო.

ად­გი­ლობ­რი­ვი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა დიდი მონ­დო­მე­ბით იყო ჩარ­თუ­ლი სამ­ზა­დის­ში. სა­ბავ­შვო ბა­ღის ეზო გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად მო­ირ­თო - და­ირ­გო ყვა­ვი­ლე­ბი, და­იდ­გა სხვა­დას­ხვა სა­თა­მა­შო­ე­ბი, და­სუფ­თავ­და მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რია. ამ პრო­ცე­სებ­ში ყვე­ლა ის მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რი მო­ნა­წი­ლე­ობ­და, რო­მელ­საც გარ­კვე­უ­ლი შე­ხე­ბა ჰქონ­და საქ­მეს­თან. მათ შო­რის იყო ა(ა)იპ "ლან­ჩხუ­თი სერ­ვი­სი", რო­მელ­მაც უზ­რუნ­ველ­ყო ტე­რი­ტო­რი­ი­დან ნაგ­ვის გა­ტა­ნა.

სწო­რედ ამ სამ­სა­ხურს და­ე­ვა­ლა ად­გილ­ზე, რო­მე­ლიც, იმავდრო­უ­ლად, სოფ­ლის ცენ­ტრი­ცაა, ნაგ­ვის ურ­ნის დად­გმა. თუმ­ცა, რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, დრო­ე­ბით. მას შემ­დეგ, რაც გა­ირ­კვა, რომ პრე­მი­ე­რის ვი­ზი­ტი არ შედ­გე­ბო­და, ურნა, რო­გორც მო­ი­ტა­ნეს, ისე წა­ი­ღეს უკან. ად­გი­ლობ­რივ მო­სახ­ლე­ო­ბა­ში ამ ფაქ­ტმა უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა გა­მო­იწ­ვია.

"სა­ჭი­რო რომ არის აქ ნაგ­ვის ურ­ნის დად­გმა, ფაქ­ტია, თო­რემ არც მო­ი­ტან­დნენ. მაგ­რამ რა გა­მო­დის? ცნო­ბი­ლი გახ­და თუ არა, რომ პრე­მი­ე­რი არ ჩა­მო­ვი­დო­და, ურნა წა­ი­ღეს. ეს ხალ­ხის აბუ­ჩად აგ­დე­ბაა! ამას არ ჯობ­და, სა­ერ­თოდ არ მო­ე­ტა­ნათ? ყვე­ლა­ფე­რი კვლა­ვინ­დე­ბუ­რად ფა­სა­დუ­რია - ად­გი­ლობ­რი­ვი ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა ცდი­ლობს, ცენ­ტრა­ლურ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას და­ა­ნა­ხოს, რომ ად­გილ­ზე, თით­ქოს, ყვე­ლა­ფე­რი წეს­რიგ­შია და პრობ­ლე­მე­ბი ნაკ­ლე­ბა­დაა. არ ჯო­ბია, პრე­მი­ერს და სხვა ნე­ბის­მი­ერ მა­ღალ­ჩი­ნო­სანს რე­ა­ლო­ბა ვაჩ­ვე­ნოთ? რო­დის უნდა მივ­ხვდეთ, რომ პრობ­ლე­მის მიჩ­ქმალ­ვით საქ­მეს არ ეშ­ვე­ლე­ბა?!", - ამ­ბო­ბენ ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი.

იხი­ლეთ ვრცლად

"გუ­რია ნი­უ­სი"

პრემიერის ვიზიტის გამო დადგმული ნაგვის ურნა ისევ უკან წაიღეს

პრემიერის ვიზიტის გამო დადგმული ნაგვის ურნა ისევ უკან წაიღეს

საპირველმაისოდ ლანჩხუთში პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს ელოდნენ  - იგი ნიგოითის ადმინისტრაციის სოფელ ქვიანში საბავშვო ბაღის საზეიმოდ გახსნას უნდა დასწრებოდა. პრემიერის გურიაში ვიზიტი იმ დროისთვის არ შედგა და ბაღის გახსნის ღონისძიებაც სამომავლოდ გადაიდო.

ადგილობრივი ხელისუფლება დიდი მონდომებით იყო ჩართული სამზადისში. საბავშვო ბაღის ეზო განსაკუთრებულად მოირთო - დაირგო ყვავილები, დაიდგა სხვადასხვა სათამაშოები, დასუფთავდა მიმდებარე ტერიტორია. ამ პროცესებში ყველა ის მუნიციპალური სამსახური მონაწილეობდა, რომელსაც გარკვეული შეხება ჰქონდა საქმესთან. მათ შორის იყო ა(ა)იპ "ლანჩხუთი სერვისი", რომელმაც უზრუნველყო ტერიტორიიდან ნაგვის გატანა.

სწორედ ამ სამსახურს დაევალა ადგილზე, რომელიც, იმავდროულად, სოფლის ცენტრიცაა, ნაგვის ურნის დადგმა. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, დროებით. მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ პრემიერის ვიზიტი არ შედგებოდა, ურნა, როგორც მოიტანეს, ისე წაიღეს უკან. ადგილობრივ მოსახლეობაში ამ ფაქტმა უკმაყოფილება გამოიწვია.

"საჭირო რომ არის აქ ნაგვის ურნის დადგმა, ფაქტია, თორემ არც მოიტანდნენ. მაგრამ რა გამოდის? ცნობილი გახდა თუ არა, რომ პრემიერი არ ჩამოვიდოდა, ურნა წაიღეს. ეს ხალხის აბუჩად აგდებაა! ამას არ ჯობდა, საერთოდ არ მოეტანათ? ყველაფერი კვლავინდებურად ფასადურია - ადგილობრივი ხელმძღვანელობა ცდილობს, ცენტრალურ ხელისუფლებას დაანახოს, რომ ადგილზე, თითქოს, ყველაფერი წესრიგშია და პრობლემები ნაკლებადაა. არ ჯობია, პრემიერს და სხვა ნებისმიერ მაღალჩინოსანს რეალობა ვაჩვენოთ? როდის უნდა მივხვდეთ, რომ პრობლემის მიჩქმალვით საქმეს არ ეშველება?!", - ამბობენ ადგილობრივები.

იხილეთ ვრცლად

”გურია ნიუსი”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"