"რთულად გვაქვს საქმე ყველას" - როგორ აფასებენ "X ფაქტორი"-ს პირველ ლაივ-შოუს ნიკა გვარამია, თამთა გოდუაძე და კონკურსის რჩეულები

"რთულად გვაქვს საქმე ყველას" - როგორ აფასებენ "X ფაქტორი"-ს პირველ ლაივ-შოუს ნიკა გვარამია, თამთა გოდუაძე და კონკურსის რჩეულები

"იქს ფაქტორის" პირველ ლაივ-კონცერტს დადებითი შეფასებები მოჰყვა. მაყურებელმა საკუთარი არჩევანი გააკეთა, პროექტი გურამ საყვარელიძემ და მარიამ ივარდავამ დატოვეს, ხოლო რჩეულებში ნინი ბრეგვაძე და გიორგი ნაკაშიძე მოხვდნენ.

ნინი ბრეგვაძე: რატომღაც მეგონა, აუტსაიდერებში მოვხვდებოდი. თავიდან როცა გამოაცხადეს, რომ ხმათა უმრავლესობა გოგონების კატეგორიიდან მე მოვაგროვე, ვერ დავიჯერე. მადლობა უნდა გადავუხადო ყველას, ვინც მხარი დამიჭირა, შემდეგ ტურში უფრო მეტს გავაკეთებ.

ბიჭების კატეგორიიდან ხალხის რჩეული აჭარელი გიორგი ნაკაშიძე გახდა. "არ ვიცი, რა ვთქვა, გაოგნებული ვარ. ყველას დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის", - ამბობს Ambebi.ge-სთან ნაკაშიძე.

ჟიურის რჩეულები ლინდა ადამია და დიმა კობეშავიძე გახდნენ. დიმა კობეშავიძის შესრულებულმა სიმღერამ დარბაზიც აღაფრთოვანა.

დიმა კობეშავიძე: ძალიან დიდი მადლობა გიორგი გაბუნიას ამ გადაწყვეტილებისთვის. პროექტში ყველა კონკურსანტი დაუმეგობრდა ერთმანეთს, გული დამწყდა გურამი რომ გაუშვეს პროექტიდან, მაგრამ კონკურსის წესები ასეთია.

ნიკა გვარამია: ხარისხობრივად განსხვავებული შოუ მივიღეთ. მე, როგორც "ნიჭიერის" ჟიურის წევრი, ცოტა ვეჭვიანობ კიდეც. ისეთი შოუ მივიღეთ, როგორიც აქამდე საქართველოში არ ყოფილა, მათ შორის არც "რუსთავი 2"-ზე. მაყურებლის გადაწყვეტილებაც სწორი იყო. რაც შეეხება ჩემს რჩეულს, ამ ეტაპზე არ დავასახელებ, მაგრამ ვიტყვი, რომ აჭარა წელსაც ძლიერად არის წარმოდგენილი კონკურსზე.

თამთა გოდუაძე: რთულად გვაქვს საქმე ყველას, რადგან ყველა ჯგუფში ძლიერი კონკურსანტები არიან. როგორც ყველა, მეც ვნერვიულობ, მაგრამ ჩემს ჯგუფშიც ძლიერი მუსიკოსები არიან. ვეცდები, ჩემი ჯგუფი წინ, ფინალისკენ წავიყვანო. საერთო ჯამში მიმაჩნია, რომ ღირსეულმა ადამიანმა უნდა გაიმარჯვოს.

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია