სუპერ დიეტები, რომლებითაც ცნობილმა ქართველმა მამაკაცებმა ათეულობით კილო დაიკლეს

სუპერ დიეტები, რომლებითაც ცნობილმა ქართველმა მამაკაცებმა ათეულობით კილო დაიკლეს

წინა წლებთან შედარებით, ქართველი მამაკაცები თავის მოვლას უფრო მეტ ყურადღებას უთმობენ. განსაკუთრებით ზედმეტი წონის მოშორებასა და საკუთარ აღნაგობაზე ზრუნვას უთმობენ დიდ დროს. ზოგი ამას ვარჯიშით, ზოგი კი ოპერაციით ახერხებს, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ზედმეტი წონის მოსაშორებლად სწორი კვებაა. ამის გამო, გემრიელ ქართულ კერძებსა და ზღვარგადასულ სმაზე მამაკაცების ნაწილი, სწორედ წონის შესანარჩუნებლად ამბობს უარს. მათ შორის ცნობილი ქართველი მამაკაცებიც არიან.

ოთარ ტატიშვილი

ექიმი და ტელეწამყვანი ოთარ ტატიშვილი ბოლო წლებში საკმაოდ გახდა. მან 17 კილო დაიკლო, უარს აღარც დალევაზე ამბობს და არც ქეიფისგან იკავებს თავს, მაგრამ წონას ინარჩუნებს. ტელეწამყვანმა ე.წ. გიგი უგულავას დიეტით დაიკლო. ამბობენ, რომ "უგულავას დიეტა" გრძელვადიანია და საკმაოდ ძვირიც ჯდება. მსახიობმა მხოლოდ 4 კვირით დაიცვა გიგი უგულავას დიეტა და შემდეგ გადავიდა ცილოვან საკვებზე, რომლის შემადგენლობაშიც ხორცი, კვერცხი და რძის პროდუქტები შედის. მას ამაში დაეხმარა მეუღლე, რომელიც სამსახურში ყოველ დღე განსაზღვრული რაოდენობის საკვებს ატანდა.

ირაკლი გაფრინდაშვილი

პოეტმა და კახი კალაძის პრეს-სამსახურის უფროსმა ირაკლი გაფრინდაშვილმა რამდენიმე წლის წინ საგრძნობლად დაიკლო წონაში, თუმცა, ვეღარ შეინარჩუნა. გაფრინდაშვილმა 14 დღეში 13 კილოგრამი დაიკლო. ის ყოველდღიურად სხვადასხვა, თუმცა, ერთი სახის პროდუქტს მიირთმევდა. ერთ დღეს ხაჭოს, მეორე დღეს ხილს და ა.შ.

ნიკა ქავთარაძე

ორიოდე წლის წინ არაჩვეულებრივი რეზულტატი ჰქონდა იუმორისტ ნიკა ქავთარაძესაც. ქავთარაძემ 8 თვეში რამდენიმე ათეული კილო დაიკლო. მისი დიეტა ასეთია:

განაგრძეთ კითხვა

"კოვაქსიდან" მოლოდინი გვაქვს, რომ ივლისიდან "ნოვოვაქსი" და "ჯონსონი და ჯონსონი" უნდა დაემატოს" - თამარ გაბუნია

"აქვს ტემპერატურა, თუმცა შინ გადის მკურნალობის კურსს" - უცნობი, ოჯახის წევრებთან ერთად, კორონავირუსით დაინფიცირდა

"ასტრაზენეკას" ვაქცინით 45 წელს ზემოთ პირებიც აიცრებიან