სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ახმეტის გამგებლის მოადგილის მეუღლეს მიწის 20 ნაკვეთი უკანონოდ აქვს რეგისტრირებული"
"ახმეტის გამგებლის მოადგილის მეუღლეს მიწის 20 ნაკვეთი უკანონოდ აქვს რეგისტრირებული"

"სა­ერ­თა­შო­რი­სო გამჭვირ­ვა­ლო­ბა-სა­ქარ­თვე­ლოს" ინ­ფორ­მა­ცი­ით, ახ­მე­ტის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის გამ­გებ­ლის მო­ად­გი­ლის ვანო ნას­ყი­დაშ­ვი­ლის მე­უღ­ლეს, ხა­თუ­ნა თურ­მა­ნა­ულს სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო და­ნიშ­ნუ­ლე­ბის მი­წის 20 ნაკ­ვე­თი სა­კუთ­რე­ბის უფ­ლე­ბის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი დო­კუ­მენ­ტე­ბის გა­რე­შე აქვს რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი. ორ­გა­ნი­ზა­ცია მო­უ­წო­დებს შე­სა­ბა­მის უწყე­ბებს, აღ­ნიშ­ნუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის სა­ფუძ­ველ­ზე და­ი­წყონ მოკ­ვლე­ვა შე­საძ­ლო კა­ნონ­დარ­ღვე­ვის ფაქ­ტის და­სად­გე­ნად.

"სა­ჯა­რო რე­ესტრის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს ვებგ­ვერ­დზე არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ნახ­მად, ხა­თუ­ნა თურ­მა­ნა­ულ­მა 2012 წლის 18 ოქ­ტომ­ბერს, სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი­დან რამ­დე­ნი­მე დღე­ში, სა­ჯა­რო რე­ესტრის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს ახ­მე­ტის სა­რე­გის­ტრა­ციო სამ­სა­ხურს გან­ცხა­დე­ბით მი­მარ­თა და მო­ი­თხო­ვა სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო და­ნიშ­ნუ­ლე­ბის მი­წის 20 ნაკ­ვეთ­ზე (სა­ერ­თო ფარ­თო­ბით 6.5 ჰა) ცალ-ცალ­კე სა­კუთ­რე­ბის უფ­ლე­ბის რე­გის­ტრა­ცია. სა­ჯა­რო რე­ესტრში ოცი­ვე გან­ცხა­დე­ბა და­აკ­მა­ყო­ფი­ლეს. ჩვენ მივ­მარ­თეთ სა­ჯა­რო რე­ესტრს და ხა­თუ­ნა თურ­მა­ნა­უ­ლის სა­ხელ­ზე რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი 20-ვე მი­წის ნაკ­ვეთ­ზე მო­ვი­თხო­ვეთ იმ დო­კუ­მენ­ტე­ბის წარ­მოდ­გე­ნა, რო­მე­ლიც სა­ფუძ­ვლად და­ე­დო სა­კუთ­რე­ბის უფ­ლე­ბის რე­გის­ტრა­ცი­ას.

სა­ჯა­რო რე­ესტრი­დან მი­ღე­ბუ­ლი პა­სუ­ხე­ბის თა­ნახ­მად გა­ირ­კვა, რომ ხა­თუ­ნა თურ­მა­ნა­ულს მი­წის ნაკ­ვე­თე­ბი სა­კუთ­რე­ბა­ში "სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე არ­სე­ბულ სა­სოფ­ლო სა­მე­ურ­ნეო და­ნიშ­ნუ­ლე­ბის მი­წის ნაკ­ვე­თებ­ზე სა­კუთ­რე­ბის უფ­ლე­ბის რე­გის­ტრა­ცი­ი­სა და სა­კა­დას­ტრო მო­ნა­ცე­მე­ბის სრულ­ყო­ფას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­კი­თხის მო­წეს­რი­გე­ბის შე­სა­ხებ" სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის 2012 წლის 28 ივ­ნი­სის N231 დად­გე­ნი­ლე­ბის ფარ­გლებ­ში და­უ­რე­გის­ტრირ­და, ხოლო უფ­ლე­ბის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი დო­კუ­მენ­ტე­ბი მას წარ­დგე­ნი­ლი არ აქვს.

მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია იმის აღ­ნიშ­ვნა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის 2012 წლის 28 ივ­ნი­სის N231 დად­გე­ნი­ლე­ბა არ ათა­ვი­სუფ­ლებ­და განმცხა­დე­ბელს მი­წის ნაკ­ვე­თის რე­გის­ტრა­ცი­ის დროს უფ­ლე­ბის დამ­დგე­ნი დო­კუ­მენ­ტის წარ­დგე­ნის ვალ­დე­ბუ­ლე­ბის­გან. იგი მხო­ლოდ სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო და­ნიშ­ნუ­ლე­ბის მი­წის ნაკ­ვე­თე­ბის რე­გის­ტრა­ცი­ის­თვის სა­ჯა­რო რე­ესტრის მიერ გა­წე­უ­ლი მომ­სა­ხუ­რე­ბი­სა და აზომ­ვი­თი ნა­ხა­ზე­ბის სა­ფა­სუ­რის გა­დახ­დის გა­რე­შე შეს­რუ­ლე­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებ­და.

ახ­მე­ტის სა­რე­გის­ტრა­ციო სამ­სა­ხუ­რი ვალ­დე­ბუ­ლი იყო "სა­ჯა­რო რე­ესტრის შე­სა­ხებ" კა­ნო­ნის 21 მუხ­ლის "ა" ქვე­პუნ­ქტის თა­ნახ­მად, შე­ე­ჩე­რე­ბი­ნა სა­რე­გის­ტრა­ციო წარ­მო­ე­ბა და მო­ე­თხო­ვა ხა­თუ­ნა თურ­მა­ნა­უ­ლის­თვის უფ­ლე­ბის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი დო­კუ­მენ­ტის წარ­დგე­ნა. მხო­ლოდ ამ მო­თხოვ­ნის დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბის შემ­დეგ შე­ეძ­ლო რე­გის­ტრა­ცი­ის დას­რუ­ლე­ბა. სა­ინ­ტე­რე­სოა ასე­ვე, რა­ტომ ჩა­ი­წე­რა სა­ჯა­რო რე­ესტრის ამო­ნა­წე­რის უფ­ლე­ბის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი დო­კუ­მენ­ტის გრა­ფა­ში: "სა­კომ­ლო წიგ­ნის ჩა­ნა­წე­რე­ბი", მა­შინ რო­დე­საც აღ­ნიშ­ნუ­ლი დო­კუ­მენ­ტი არ არ­სე­ბობ­და.

ყო­ვე­ლი­ვე ზე­მოთ­ქმუ­ლი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ჩნდე­ბა სა­ფუძ­ვლი­ა­ნი ეჭვი, რომ ახ­მე­ტის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის გამ­გებ­ლის მო­ად­გი­ლის მე­უღ­ლეს უძ­რა­ვი ქო­ნე­ბა სა­კუთ­რე­ბა­ში კა­ნო­ნის დარ­ღვე­ვით აქვს რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი", - აღ­ნიშ­ნუ­ლია ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის კვე­ლე­ვა­ში.

იხ­ლეთ ვრცლად

კა­ხე­თის სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრი

"ახ­მე­ტის გამ­გებ­ლის მო­ად­გი­ლის მე­უღ­ლეს მი­წის 20 ნაკ­ვე­თი უკა­ნო­ნოდ აქვს რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი"
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"

"ახმეტის გამგებლის მოადგილის მეუღლეს მიწის 20 ნაკვეთი უკანონოდ აქვს რეგისტრირებული"

"ახმეტის გამგებლის მოადგილის მეუღლეს მიწის 20 ნაკვეთი უკანონოდ აქვს რეგისტრირებული"

"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" ინფორმაციით, ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის ვანო ნასყიდაშვილის მეუღლეს, ხათუნა თურმანაულს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის 20 ნაკვეთი საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტების გარეშე აქვს რეგისტრირებული. ორგანიზაცია მოუწოდებს შესაბამის უწყებებს, აღნიშნული ინფორმაციის საფუძველზე დაიწყონ მოკვლევა შესაძლო კანონდარღვევის ფაქტის დასადგენად.

"საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე არსებული ინფორმაციის თანახმად, ხათუნა თურმანაულმა 2012 წლის 18 ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევნებიდან რამდენიმე დღეში, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ახმეტის სარეგისტრაციო სამსახურს განცხადებით მიმართა და მოითხოვა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის 20 ნაკვეთზე (საერთო ფართობით 6.5 ჰა) ცალ-ცალკე საკუთრების უფლების რეგისტრაცია. საჯარო რეესტრში ოცივე განცხადება დააკმაყოფილეს. ჩვენ მივმართეთ საჯარო რეესტრს და ხათუნა თურმანაულის სახელზე რეგისტრირებული 20-ვე მიწის ნაკვეთზე მოვითხოვეთ იმ დოკუმენტების წარმოდგენა, რომელიც საფუძვლად დაედო საკუთრების უფლების რეგისტრაციას.

საჯარო რეესტრიდან მიღებული პასუხების თანახმად გაირკვა, რომ ხათუნა თურმანაულს მიწის ნაკვეთები საკუთრებაში "საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფასთან დაკავშირებული საკითხის მოწესრიგების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2012 წლის 28 ივნისის N231 დადგენილების ფარგლებში დაურეგისტრირდა, ხოლო უფლების დამადასტურებელი დოკუმენტები მას წარდგენილი არ აქვს.

მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნა, რომ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 28 ივნისის N231 დადგენილება არ ათავისუფლებდა განმცხადებელს მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის დროს უფლების დამდგენი დოკუმენტის წარდგენის ვალდებულებისგან. იგი მხოლოდ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების რეგისტრაციისთვის საჯარო რეესტრის მიერ გაწეული მომსახურებისა და აზომვითი ნახაზების საფასურის გადახდის გარეშე შესრულებას ითვალისწინებდა.

ახმეტის სარეგისტრაციო სამსახური ვალდებული იყო "საჯარო რეესტრის შესახებ" კანონის 21 მუხლის "ა" ქვეპუნქტის თანახმად, შეეჩერებინა სარეგისტრაციო წარმოება და მოეთხოვა ხათუნა თურმანაულისთვის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა. მხოლოდ ამ მოთხოვნის დაკმაყოფილების შემდეგ შეეძლო რეგისტრაციის დასრულება. საინტერესოა ასევე, რატომ ჩაიწერა საჯარო რეესტრის ამონაწერის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გრაფაში: "საკომლო წიგნის ჩანაწერები", მაშინ როდესაც აღნიშნული დოკუმენტი არ არსებობდა.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის მეუღლეს უძრავი ქონება საკუთრებაში კანონის დარღვევით აქვს რეგისტრირებული", - აღნიშნულია ორგანიზაციის კველევაში.

იხლეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

"ახმეტის გამგებლის მოადგილის მეუღლეს მიწის 20 ნაკვეთი უკანონოდ აქვს რეგისტრირებული"

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა