სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები

27

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:56-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 21:36-ზე – კარგია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. მოგზაურობა, მივლინებები. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. ამ დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია მტვერსასრუტით სახლის დალაგება, სანტექნიკის გამოცვლა. აუცილებელია ნათურების, ჭაღების გაწმენდა, აგრეთვე ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. კარგი დღეებია მცენარეების მორწყვისთვის.
პოლიტიკა
მსოფლიო
წიგნები
სამართალი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პორტუგალიის ნაკრები სომხეთთან მატჩისთვის თბილისში მოემზადება
პორტუგალიის ნაკრები სომხეთთან მატჩისთვის თბილისში მოემზადება

8 ივ­ნისს თბი­ლისს პორ­ტუ­გა­ლი­ის ნაკ­რე­ბი ეს­ტუმ­რე­ბა. სა­ქარ­თვე­ლოს ფეხ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, გუნ­დი სა­ქარ­თვე­ლო­ში 12 ივ­ნი­სამ­დე დარ­ჩე­ბა და სომ­ხე­თის ნაკ­რებ­თან 13 ივ­ნი­სის მატ­ჩის­თვის "მი­ხე­ილ მეს­ხზე" მო­ემ­ზა­დე­ბა.

მსოფ­ლიო ფეხ­ბურ­თის ვარ­სკვლა­ვი კრიშ­ტი­ა­ნუ რო­ნალ­დუ და მისი ნაკ­რე­ბი ოთხი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში თბი­ლის­ში ივარ­ჯი­შე­ბენ, 12-ში კი პორ­ტუ­გა­ლი­ის ეროვ­ნუ­ლი გუნ­დი ერე­ვან­ში გა­დაფ­რინ­დე­ბა, სა­დაც მე­ო­რე დღეს ევ­რო­პის 2016 წლის ჩემ­პი­ო­ნა­ტის შე­სარ­ჩევ მატჩს სომ­ხებ­თან ითა­მა­შებს. პორ­ტუ­გა­ლი­ის ფეხ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცი­ის ტექ­ნი­კუ­რი პერ­სო­ნა­ლი ერე­ვანს რამ­დე­ნი­მე თვის წინ რამ­დენ­ჯერ­მე სტუმ­რობ­და. ისი­ნი, თა­ვი­ან­თი ეროვ­ნუ­ლი გუნ­დის­თვის შე­სა­ფე­რის სას­ტუმ­რო­სა და სა­ვარ­ჯი­შო მო­ედ­ნებს არ­ჩევ­დნენ.

"იქა­უ­რი პი­რო­ბე­ბით იმედ­გაც­რუ­ე­ბულ­ნი რომ დარ­ჩნენ, მარ­ტში უკვე თბი­ლის­ში გა­მო­ემ­გზავრნენ. სტუმ­რე­ბი თბი­ლი­სის სას­ტუმ­რო­ებს, მო­ედ­ნებ­სა და სხვა სა­ფეხ­ბურ­თო ინფრას­ტრუქ­ტუ­რას ორი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ათ­ვა­ლი­ე­რებ­დნენ. შემ­დეგ შინ გა­ემ­გზავრნენ და მა­ლე­ვე სა­ქარ­თვე­ლოს ფეხ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცი­ას ოფი­ცი­ა­ლუ­რად და­უ­დას­ტუ­რეს სურ­ვი­ლი, რომ 8-დან 12 ივ­ნი­სამ­დე თბი­ლის­ში ყოფ­ნა და "მი­ხე­ილ მეს­ხზე" ვარ­ჯი­ში სურთ.

პორ­ტუ­გა­ლი­ის ფეხ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცი­ის საკ­მა­ოდ მრა­ვალ­რი­ცხო­ვა­ნი დე­ლე­გა­ცია მარ­ტში გვსტუმ­რობ­და და, ფაქ­ტობ­რი­ვად, მა­შინ­ვე გა­და­წყდა, რომ მათი ეროვ­ნუ­ლი გუნ­დი სომ­ხეთ­თან შე­სარ­ჩე­ვი მატ­ჩის­თვის 8-დან 12 ივ­ნი­სამ­დე თბი­ლის­ში მო­ემ­ზა­დე­ბა. სტუმ­რებ­მა თბი­ლის­ში სას­ტუმ­რო­ე­ბი და სა­ვარ­ჯი­შო მო­ედ­ნე­ბი და­ათ­ვა­ლი­ე­რეს, სხვა სა­ფეხ­ბურ­თო ინფრას­ტრუქ­ტუ­რი­თაც კმა­ყო­ფი­ლე­ბი დარ­ჩნენ და სა­ბო­ლოო შე­თან­ხმე­ბაც შედ­გა", - გა­ნა­ცხა­და სა­ქარ­თვე­ლოს ფეხ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტმა ზვი­ად სი­ჭი­ნა­ვამ.

პორ­ტუ­გა­ლი­ის ნაკ­რე­ბი ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტის შე­სარ­ჩევ ჯგუფ­ში და­ნი­ას­თან, ალ­ბა­ნეთ­თან, სერ­ბეთ­თან და სომ­ხეთ­თან ერ­თა­დაა. პორ­ტუ­გა­ლი­ის ეროვ­ნულ გუნ­დამ­დე კი თბი­ლისს ორ კვი­რა­ში ამა­ვე ქვეყ­ნის 19-წლამ­დელ­თა ნაკ­რე­ბი ეწ­ვე­ვა, რო­მე­ლიც ეს­პა­ნეთ­თან, თურ­ქეთ­თან და სა­ქარ­თვე­ლოს­თან ერ­თად იმა­ვე "მი­ხე­ილ მეს­ხის" ორ მო­ე­დან­ზე ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტის ელიტ­რა­უნდში მი­ი­ღებს მო­ნა­წი­ლე­ო­ბას.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვინ ხარჯავს ყველაზე მეტს თავდაცვაზე და როგორ გამოიყურება საქართველოს შეირაღებული ძალების შესაძლობები

პორტუგალიის ნაკრები სომხეთთან მატჩისთვის თბილისში მოემზადება

პორტუგალიის ნაკრები სომხეთთან მატჩისთვის თბილისში მოემზადება

8 ივნისს თბილისს პორტუგალიის ნაკრები ესტუმრება. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ინფორმაციით, გუნდი საქართველოში 12 ივნისამდე დარჩება და სომხეთის ნაკრებთან 13 ივნისის მატჩისთვის "მიხეილ მესხზე" მოემზადება.

მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავი კრიშტიანუ რონალდუ და მისი ნაკრები ოთხი დღის განმავლობაში თბილისში ივარჯიშებენ, 12-ში კი პორტუგალიის ეროვნული გუნდი ერევანში გადაფრინდება, სადაც მეორე დღეს ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩს სომხებთან ითამაშებს. პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური პერსონალი ერევანს რამდენიმე თვის წინ რამდენჯერმე სტუმრობდა. ისინი, თავიანთი ეროვნული გუნდისთვის შესაფერის სასტუმროსა და სავარჯიშო მოედნებს არჩევდნენ.

"იქაური პირობებით იმედგაცრუებულნი რომ დარჩნენ, მარტში უკვე თბილისში გამოემგზავრნენ. სტუმრები თბილისის სასტუმროებს, მოედნებსა და სხვა საფეხბურთო ინფრასტრუქტურას ორი დღის განმავლობაში ათვალიერებდნენ. შემდეგ შინ გაემგზავრნენ და მალევე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას ოფიციალურად დაუდასტურეს სურვილი, რომ 8-დან 12 ივნისამდე თბილისში ყოფნა და "მიხეილ მესხზე" ვარჯიში სურთ.

პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაციის საკმაოდ მრავალრიცხოვანი დელეგაცია მარტში გვსტუმრობდა და, ფაქტობრივად, მაშინვე გადაწყდა, რომ მათი ეროვნული გუნდი სომხეთთან შესარჩევი მატჩისთვის 8-დან 12 ივნისამდე თბილისში მოემზადება. სტუმრებმა თბილისში სასტუმროები და სავარჯიშო მოედნები დაათვალიერეს, სხვა საფეხბურთო ინფრასტრუქტურითაც კმაყოფილები დარჩნენ და საბოლოო შეთანხმებაც შედგა", - განაცხადა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ.

პორტუგალიის ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ჯგუფში დანიასთან, ალბანეთთან, სერბეთთან და სომხეთთან ერთადაა. პორტუგალიის ეროვნულ გუნდამდე კი თბილისს ორ კვირაში ამავე ქვეყნის 19-წლამდელთა ნაკრები ეწვევა, რომელიც ესპანეთთან, თურქეთთან და საქართველოსთან ერთად იმავე "მიხეილ მესხის" ორ მოედანზე ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდში მიიღებს მონაწილეობას.

"ინტერპრესნიუსი"

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს