მაკა ჩიჩუას ელეგანტურმა წითელმა კაბამ ავსტრიის პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი "დაჩრდილა"

მაკა ჩიჩუას ელეგანტურმა წითელმა კაბამ ავსტრიის პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი "დაჩრდილა"

დღეს საქართველოს პრეზიდენტს ავსტრიელ კოლეგა ეწვია. გიორგი მარგველაშვილი ჰაინც ფიშერის პირისპირ და შემდეგ გაფართოებული ფორმატით შეხვდა. პრეზიდენტმა და პირველმა ლედიმ, მაკა ჩიჩუამ ავლაბრის რეზიდენციაში ავსტრიის პრეზიდენტისა და პირველი ლედის მარგიტ ფიშერის პატივსაცემად დახვედრის ოფიციალური ცერემონია გამართეს. მოგვიანებით სტუმრების პატივსაცემად სახელმწიფო სადილიც მოეწყო. პრეზიდენტებმა მეუღლეებთან ერთად სასახლის ეზოდან ქალაქის ხედები დაათვალიერეს.

აღსანიშნავია, რომ დღეს პირველი ლედი გამორჩეულად მომხიბლავად გამოიყურებოდა. თვალშისაცემი იყო მისი ელეგანტური წითელი კაბა, რომელიც შეუმჩნეველს არსად ტოვებდა. სოციალურ ქსელში ინტერნეტ-მომხმარებლები მაკა ჩიჩუას კომპლიმენტებით ავსებენ. ცნობისთვის, პირველმა ლედიმ სულ ცოტა ხნის წინ იმშობიარა. გიორგი მარგველაშვილსა და მას პირველი ვაჟი შეეძინათ.

იხილეთ ვიდეო

პირველმა ლედიმ მარგიტ ფიშერს ფინჯან ჩაიზე უმასპინძლა. საუბრისას მათ ორ ქვეყანას შორის არსებული კულტურული ურთიერთობები განიხილეს. ავსტრიის რესპუბლიკის პირველმა ლედიმ მადლობა გადაუხადა მაკა ჩიჩუას საქართველოში მოწვევისთვის და გულითადი მასპინძლობისთვის.

ლედი მაკა ჩიჩუა და მარგიტ ფიშერი დღეს შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმსაც ესტუმრნენ. პირველმა ქალბატონებმა მუზეუმში დაცული საგანძური დაათვალიერეს. ექსკურსია გიდმა ჩაატარა, რომელმაც სტუმრებს ქართული საგანძურის ისტორიის შესახებ უამბო. ავსტრიის პირველმა ლედიმ განსაკუთრებული ინტერესი გამოიჩინა ქართული მინანქრით შესრულებული უძველესი სამკაულის მიმართ.

ავსტრიის პირველი ლედის დელეგაციაში იყვნენ ავსტრიის პრეზიდენტის მრჩეველი კულტურის დარგში და ავსტირიის ხელოვნების ისტორიის მუზეუმის წარმომადგენლები. მასპინძლობა ქალბატონებს, შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის ხელმძღვანელობამ, არქეოლოგიის დოქტორებმა და მუზეუმის თანამშრომლებმა გაუწიეს. ექსკურსიის დასასრულს პირველ ქალბატონებს საჩუქრად ეროვნული საგანძურის შესახებ მუზეუმის მიერ გამოცემული წიგნები გადასცეს.

გარდა ამისა, საქართველოსა და ავსტრიის პრეზიდენტების ერთობლივი პრესკონფერენციის დასრულების შემდეგ პრეზიდენტებმა, მეუღლეებთან ერთად, სასახლის ეზოში გაისეირნეს, სადაც გიორგი მარგველაშვილმა ჰაინც და მარგიტ ფიშერებს ავსტრიის უკანასკნელი იმპერატორის, კარლ I-ის შვილიშვილის გაბრიელა ფონ ჰაბსბურგის ნამუშევარი აჩვენა. 11-მეტრიანი და 25-ტონიანი მოძრავი მონუმენტი პრეზიდენტის სასახლის წინ 2009 წელს დაიდგა. მონუმენტი ხელისუფლების სამ შტოს ასახავს, კერძოდ კი საკანონმდებლო, აღმასრულებელ და სასამართლო შტოებს. აღსანიშნავია, რომ მონუმენტში არსებული ფიგურებისათვის ხელისუფლების სამი შტოს რომელიმე სახელის მინიჭება ავტორმა თვითონ დამთვალიერებელს მიანდო. გაბრიელა ფონ ჰაბსბურგის ქანდაკებები განთავსებულია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში.

იხილეთ ფოტოგალერეა

იხილეთ ასევე:

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს