პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

3

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მერვე დღე დაიწყება 13:13-ზე, მთვარე ქალწულშია – დღეს დაწყებული და დაგეგმილი ყველაფერი გაცილებით ნელა მიმდინარეობს, ვიდრე ჩვენ გვსურს. შესაძლებელია მოვლენების მოულოდნელი შემობრუნება, კონფლიქტები და საგანგებო სიტუაციები. რეკომენდებულია კრეატიული მიდგომები ძველი პროექტების განსახორციელებლად. მოაგვარეთ მხოლოდ მცირე ფინანსური საკითხები. მოძებნეთ ახალი პარტნიორები. ინდივიდუალურად იმუშავეთ. შეზღუდეთ კოლექტიური მუშაობა. შეგიძლიათ დაიცვათ მარხვა, შესაფერისია მსუბუქი საკვები, მარცვლეული და თევზი. ალკოჰოლი და ნიკოტინი უკუნაჩვენებია.
სამხედრო
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გიორგი მარგველაშვილი - იმედი მაქვს, მთავრობა უფრო სწრაფ და დინამიურ გადაწყვეტილებებს მიიღებს ხოლმე
გიორგი მარგველაშვილი - იმედი მაქვს, მთავრობა უფრო სწრაფ და დინამიურ გადაწყვეტილებებს მიიღებს ხოლმე

იმე­დი მაქვს, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა უფრო სწრაფ და დი­ნა­მი­ურ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს მი­ი­ღებს ხოლ­მე, რო­დე­საც საქ­მე ეხე­ბა ბიზ­ნესს და ბიზ­ნე­სის გან­ვი­თა­რე­ბას, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა ავ­სტრი­ელ კო­ლე­გას­თან შეხ­ვედ­რის შემ­დეგ გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და, რი­თაც ავ­სტრი­ე­ლი ჟურ­ნა­ლის­ტის შე­კი­თხვას უპა­სუ­ხა იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, კონ­კრე­ტუ­ლად რო­მელ სტრუქ­ტუ­რებს გუ­ლის­ხმობ­და, როცა პარ­ლა­მენ­ტში გა­მოს­ვლი­სას მათ პა­რა­ლე­ლიზ­მზე ისა­უბ­რა.

მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის გან­მარ­ტე­ბით, გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის დრო­უ­ლად მი­ღე­ბა აუ­ცი­ლე­ბე­ლია, რათა უფრო სწრა­ფად იქ­ნას ათ­ვი­სე­ბუ­ლი ის უზარ­მა­ზა­რი პო­ტენ­ცი­ა­ლი, რო­მე­ლიც ქვე­ყა­ნას გა­აჩ­ნია.

"მარ­თა­ლი ბრძან­დე­ბით, ჩემს სა­პარ­ლა­მენ­ტო გა­მოს­ვლა­ში მე ვი­სა­უბ­რე ე.წ. საბ­ჭო­ებ­ზე და კო­მი­სი­ებ­ზე, რომ­ლე­ბიც გარ­კვე­უ­ლად გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბის დი­ნა­მი­კას აფერ­ხე­ბენ. ჩემი პო­ზი­ცია მდგო­მა­რე­ობ­და და მდგო­მა­რე­ობს შემ­დგომ­ში - ჩვენ ჩვენს პარნ­ტი­ო­რებ­თან ბევ­რად უფრო აქ­ტი­უ­რი და დი­ნა­მი­უ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა უნდა გვქონ­დეს. გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი სწრა­ფად უნდა იყოს მი­ღე­ბუ­ლი და გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის სწრა­ფად მი­ღე­ბის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბე­ბით აღ­ჭურ­ვი­ლი მი­ნის­ტრე­ბი და მი­ნის­ტრთა კა­ბი­ნე­ტი გვყავ­დეს. ჩემი სა­უ­ბა­რი ძი­რი­თა­დად მი­მარ­თუ­ლი იყო იქით­კენ, რომ უფრო აქ­ტი­უ­რად და დი­ნა­მი­უ­რად ჩა­ვერ­თოთ ეკო­ნო­მი­კუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის პრო­ცეს­ში, მით უმე­ტეს, რომ სა­ქარ­თვე­ლოს გა­აჩ­ნია ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი ეკო­ნო­მი­კუ­რი პო­ტენ­ცი­ა­ლი. ჩვენ ვართ ქვე­ყა­ნა, რო­მელ­მაც ხელი მო­ა­წე­რა ღრმა და ყოვ­ლის­მომ­ცვე­ლი თა­ვი­სუ­ფა­ლი ვაჭ­რო­ბის შე­სა­ხებ შე­თან­ხმე­ბას. ჩვენ ნე­ბის­მი­ერ ინ­ვეს­ტორს ვაძ­ლევთ შე­საძ­ლებ­ლო­ბას გა­ვი­დეს უზარ­მა­ზარ ბა­ზარ­ზე. გვაქვს ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი ბიზ­ნე­სის და­წყე­ბის თვალ­საზ­რი­სით, გვაქვს ძა­ლი­ან და­ბა­ლი სა­გა­და­სა­ხა­დო სის­ტე­მა. შე­სა­ბა­მი­სად, მთე­ლი ეს პო­ტენ­ცი­ა­ლი უნდა იქ­ნას მაქ­სი­მა­ლუ­რად და დრო­ში სწრა­ფად გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი. იმე­დი მაქვს, ჩემი გა­მოს­ვლის შე­დე­გად და კვალ­დაკ­ვალ სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა უფრო სწრაფ და დი­ნა­მი­ურ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს მი­ი­ღებს ხოლ­მე, რო­დე­საც ეს ეხე­ბა ბიზ­ნესს და რო­დე­საც ეს ეხე­ბა ბიზ­ნე­სის გან­ვი­თა­რე­ბას, იმი­ტომ, რომ უზარ­მა­ზა­რი პო­ტენ­ცი­ა­ლი, რო­მე­ლიც გა­აჩ­ნია ქვე­ყა­ნას, უფრო სწრა­ფად უნდა იქ­ნას ათ­ვი­სე­ბუ­ლი, გან­სა­კუთ­რე­ბით იმ ვი­თა­რე­ბა­ში, როცა ქვეყ­ნის ირ­გვლივ ეკო­ნო­მი­კუ­რი სირ­თუ­ლე­ე­ბია", - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

გიორგი მარგველაშვილი - იმედი მაქვს, მთავრობა უფრო სწრაფ და დინამიურ გადაწყვეტილებებს მიიღებს ხოლმე

გიორგი მარგველაშვილი - იმედი მაქვს, მთავრობა უფრო სწრაფ და დინამიურ გადაწყვეტილებებს მიიღებს ხოლმე

იმედი მაქვს, რომ საქართველოს მთავრობა უფრო სწრაფ და დინამიურ გადაწყვეტილებებს მიიღებს ხოლმე, როდესაც საქმე ეხება ბიზნესს და ბიზნესის განვითარებას, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ავსტრიელ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რითაც ავსტრიელი ჟურნალისტის შეკითხვას უპასუხა იმასთან დაკავშირებით, კონკრეტულად რომელ სტრუქტურებს გულისხმობდა, როცა პარლამენტში გამოსვლისას მათ პარალელიზმზე ისაუბრა.

მარგველაშვილის განმარტებით, გადაწყვეტილებების დროულად მიღება აუცილებელია, რათა უფრო სწრაფად იქნას ათვისებული ის უზარმაზარი პოტენციალი, რომელიც ქვეყანას გააჩნია.

"მართალი ბრძანდებით, ჩემს საპარლამენტო გამოსვლაში მე ვისაუბრე ე.წ. საბჭოებზე და კომისიებზე, რომლებიც გარკვეულად გადაწყვეტილების მიღების დინამიკას აფერხებენ. ჩემი პოზიცია მდგომარეობდა და მდგომარეობს შემდგომში - ჩვენ ჩვენს პარნტიორებთან ბევრად უფრო აქტიური და დინამიური ურთიერთობა უნდა გვქონდეს. გადაწყვეტილებები სწრაფად უნდა იყოს მიღებული და გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უფლებამოსილებებით აღჭურვილი მინისტრები და მინისტრთა კაბინეტი გვყავდეს. ჩემი საუბარი ძირითადად მიმართული იყო იქითკენ, რომ უფრო აქტიურად და დინამიურად ჩავერთოთ ეკონომიკური განვითარების პროცესში, მით უმეტეს, რომ საქართველოს გააჩნია ძალიან სერიოზული ეკონომიკური პოტენციალი. ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელმაც ხელი მოაწერა ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას. ჩვენ ნებისმიერ ინვესტორს ვაძლევთ შესაძლებლობას გავიდეს უზარმაზარ ბაზარზე. გვაქვს ძალიან საინტერესო შესაძლებლობები ბიზნესის დაწყების თვალსაზრისით, გვაქვს ძალიან დაბალი საგადასახადო სისტემა. შესაბამისად, მთელი ეს პოტენციალი უნდა იქნას მაქსიმალურად და დროში სწრაფად გამოყენებული. იმედი მაქვს, ჩემი გამოსვლის შედეგად და კვალდაკვალ საქართველოს მთავრობა უფრო სწრაფ და დინამიურ გადაწყვეტილებებს მიიღებს ხოლმე, როდესაც ეს ეხება ბიზნესს და როდესაც ეს ეხება ბიზნესის განვითარებას, იმიტომ, რომ უზარმაზარი პოტენციალი, რომელიც გააჩნია ქვეყანას, უფრო სწრაფად უნდა იქნას ათვისებული, განსაკუთრებით იმ ვითარებაში, როცა ქვეყნის ირგვლივ ეკონომიკური სირთულეებია", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."