პოლიტიკა
Faceამბები

14

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 23:39-ზე, მთვარე თევზებში იქნება 03-44-დან –რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. მოერიდეთ ეგოიზმს და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებულ შეფასებას. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. აქტიურია ზურგის ზედა ნაწილი. გაუფრთხილდით ხერხემალს. მთვარის ამ დღეს შექმნილი ოჯახები იშვიათად იშლება ეჭვიანობის, ღალატის ან ფინანსური პრობლემების გამო.
მსოფლიო
საზოგადოება
სამართალი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვერ მუშაობდა გარეკა ალბათ" - რას ყვებიან ბავშვებზე მოძალადე მამაზე მშობლები და მეზობლები
"ვერ მუშაობდა გარეკა ალბათ" - რას ყვებიან ბავშვებზე მოძალადე მამაზე მშობლები და მეზობლები

"ბევ­რჯერ გა­მი­გია, რომ ბავ­შვებს სცემ­და. ვინც მათ­თან შე­დი­ო­და, ამ­ბობ­და, რომ სულ ჩა­ლურ­ჯე­ბუ­ლე­ბი არი­ან ბავ­შვე­ბიო", - ყვე­ბა "ქრო­ნი­კას­თან" სა­უ­ბარ­ში გურ­ჯა­ა­ნის მკვიდ­რი, რო­მე­ლიც სამ ბავ­შვზე მო­ძა­ლა­დე მა­მის მე­ზო­ბე­ლია.

გურ­ჯა­ა­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის ერთ-ერთ სო­ფელ­ში მა­მამ სამი მცი­რე­წლო­ვა­ნი შვი­ლი ისე გა­ი­მე­ტა, რომ ტრავ­მი­რე­ბუ­ლი ბავ­შვე­ბი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში აღ­მოჩ­დნენ. ორის მდგო­მა­რე­ო­ბა იმ­დე­ნად დამ­ძიმ­და, მათი თბი­ლის­ში გად­მოყ­ვა­ნა გახ­და სა­ჭი­რო. ბავ­შვე­ბი 4, 2 და 1 წლი­სა­ნი არი­ან. მო­ძა­ლა­დე მამა პო­ლი­ცი­ამ და­ა­კა­ვა, აღ­ძრუ­ლია სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მეც.

სხვა მე­ზობ­ლე­ბი მომ­ხდარ­ზე ღიად სა­უ­ბარს ერი­დე­ბი­ან და ამ­ბო­ბენ, რომ მო­ძა­ლა­დის ოჯახ­თან ახლო ურ­თი­ერ­თო­ბა არ ჰქონ­დათ, თუმ­ცა მომ­ხდა­რით აღ­შფო­თე­ბუ­ლე­ბი არი­ან.

"უპა­ტი­ე­ბე­ლი ამ­ბა­ვია, ოჯახ­ში რაც არ უნდა სიმ­წა­რე გქონ­დეს, ბავ­შვე­ბი რა შუ­ა­ში არი­ან", - აცხა­დებს ერთ-ერთი მე­ზო­ბე­ლი.

მე­ზობ­ლე­ბის თქმით, 25 წლის მა­მა­კა­ცი გე­რებს სის­ტე­მა­ტუ­რად უს­წორ­დე­ბო­და.

"ეს ყვე­ლა­ზე სა­ში­ნე­ლი ამ­ბა­ვი მოხ­და. იმ პა­ტა­რა თოთო ბავ­შვმა რა და­უ­შა­ვა. ისი­ნი ხომ ცო­დო­ე­ბი არი­ან", - აღ­ნიშ­ნავს მე­ო­რე მე­ზო­ბე­ლი.

მო­ძა­ლა­დის დედა მომ­ხდარს სო­ცი­ა­ლურ პი­რო­ბებს უკავ­ში­რებს. ამ­ბობს, რომ ორშვი­ლი­ა­ნი რძლის მოყ­ვა­ნის წი­ნა­აღ­მდე­გი იყო და ამი­ტომ შვი­ლის ოჯახ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა არ ჰქო­ნა­და. იგი მე­ურ­ვე­ო­ბის აღე­ბას სა­კუ­თარ შვი­ლიშ­ვილ­ზე აპი­რებს, რო­მელ­საც დედა გარ­დაც­ვლი­ლი ჰყავს.

"ვერ მუ­შა­ობ­და ჩემი შვი­ლი, ვერ ინა­ხავ­და ოჯახს. ეს რომ მო­იყ­ვა­ნა, ეს გოგო, ვი­ყა­ვი წი­ნა­აღ­მდე­გი. არ მოვ­სულ­ვარ, არ ვიც­ნობ რძალს - ორი შვი­ლი ჰყავ­და და იმი­ტომ. ჩემი შვი­ლი გა­ჭირ­ვე­ბუ­ლი იყო, გა­ჭირ­ვე­ბულ ოჯახ­ში იზ­რდე­ბო­და. რომ ვერ მუ­შა­ობ­და გა­რე­კა ალ­ბათ, აბა რა ვიცი, რა გა­ა­კე­თა", - აცხა­დებს მო­ძა­ლა­დის დედა.

სო­ცი­ა­ლუ­რი პი­რო­ბე­ბით ხსნის შვი­ლის მიერ ბავ­შვებ­ზე ჩა­დე­ნილ ძა­ლა­დო­ბას მისი მა­მაც.

"გა­ჭირ­ვე­ბა რომ არის, უფუ­ლო­ბა, უქონ­ლო­ბა, სი­ღა­ტა­კე, შიმ­ში­ლი. მეტი კი არ უნდა", - აცხა­დებს მო­ძა­ლა­დის მამა.

ამ დრომ­დე გურ­ჯა­ა­ნის სა­მე­დი­ცი­ნო ცენ­ტრში სო­ცი­ა­ლუ­რი მუ­შა­კე­ბის მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის ქვეშ რჩე­ბა ძა­ლა­დო­ბის 4 წლის მსხვერ­პლი. სო­ცი­ა­ლურ სამ­სა­ხურ­ში ადას­ტუ­რე­ბენ, რომ ბავ­შვზე ბე­ბი­ის მე­ურ­ვე­ო­ბას და­ე­თან­ხმე­ბი­ან, თუმ­ცა მა­ნამ­დე მის მდგო­მა­რე­ო­ბას დე­ტა­ლუ­რად შე­ის­წავ­ლი­ან.

ნუნუ ქო­რ­ოღ­ლიშ­ვი­ლი, სო­ცი­ა­ლუ­რი მუ­შა­კი:

"ამ ბავ­შვს გა­მო­უჩ­ნდა ბე­ბია, რო­მელ­თა­ნაც აქვს გარ­კვე­უ­ლი მი­ჯაჭ­ვუ­ლო­ბა. უყ­ვარს და სულ უნდა რომ ბე­ბი­ის გვერ­დით იყოს".

თა­ვი­სა და სა­ხის არე­ში მი­ყე­ნე­ბუ­ლი ტრავ­მე­ბი­თა და სის­ხლჩაქ­ცე­ვე­ბით 1 და 2 წლის ბავ­შვე­ბი წუ­ხელ სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის ბრი­გა­დამ თბი­ლი­სის იაშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის კლი­ნი­კა­ში გა­და­იყ­ვა­ნა. მათ სა­მე­დი­ცი­ნო მკურ­ნა­ლო­ბა ამ ეტაპ­ზეც უტარ­დე­ბათ.

"ნევ­რო­ზუ­ლი სის­ხლჩაქ­ცე­ვა შუბ­ლის თხე­მის და ნა­თხე­მის მი­და­მო­ში, არის და­ჟე­ჟი­ლი კრე­ბი თა­ვის ტვი­ნის, იყო გა­მო­ხა­ტუ­ლი მკვეთ­რად ანე­მია", - აცხა­დებს ექი­მი.

მო­ძა­ლა­დე მა­მა­კა­ცი, რო­მე­ლიც წარ­სულ­ში ნა­სა­მარ­თლე­ვია, პო­ლი­ცი­ამ უკვე და­ა­კა­ვა. მომ­ხადრზე გა­მო­ძი­ე­ბა ოჯახ­ში ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტზე მიმ­დი­ნა­რე­ობს.

იხი­ლეთ ვი­დეო

იხი­ლეთ ასე­ვე: გურ­ჯა­ან­ში მა­მა­კაც­მა 4 წლის შვი­ლი და 1 და 3 წლის გე­რე­ბი სას­ტი­კად სცე­მა - პა­ტა­რე­ბი კა­ტას­ტრო­ფის ბრი­გა­დამ თბი­ლის­ში გად­მო­იყ­ვა­ნა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
აშშ უკრაინისთვის გაგზავნის Patriot -ის სარაკეტო კომპლექსებს, რომელთა ღირებულებსაც ევროკავშირი აანაზღაურებს - რა გეგმა აქვს აშშ-ის პრეზიდენტს?

"ვერ მუშაობდა გარეკა ალბათ" - რას ყვებიან ბავშვებზე მოძალადე მამაზე მშობლები და მეზობლები

"ვერ მუშაობდა გარეკა ალბათ" - რას ყვებიან ბავშვებზე მოძალადე მამაზე მშობლები და მეზობლები

"ბევრჯერ გამიგია, რომ ბავშვებს სცემდა. ვინც მათთან შედიოდა, ამბობდა, რომ სულ ჩალურჯებულები არიან ბავშვებიო", - ყვება "ქრონიკასთან" საუბარში გურჯაანის მკვიდრი, რომელიც სამ ბავშვზე მოძალადე მამის მეზობელია.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მამამ სამი მცირეწლოვანი შვილი ისე გაიმეტა, რომ ტრავმირებული ბავშვები საავადმყოფოში აღმოჩდნენ. ორის მდგომარეობა იმდენად დამძიმდა, მათი თბილისში გადმოყვანა გახდა საჭირო. ბავშვები 4, 2 და 1 წლისანი არიან. მოძალადე მამა პოლიციამ დააკავა, აღძრულია სისხლის სამართლის საქმეც.

სხვა მეზობლები მომხდარზე ღიად საუბარს ერიდებიან და ამბობენ, რომ მოძალადის ოჯახთან ახლო ურთიერთობა არ ჰქონდათ, თუმცა მომხდარით აღშფოთებულები არიან.

"უპატიებელი ამბავია, ოჯახში რაც არ უნდა სიმწარე გქონდეს, ბავშვები რა შუაში არიან", - აცხადებს ერთ-ერთი მეზობელი.

მეზობლების თქმით, 25 წლის მამაკაცი გერებს სისტემატურად უსწორდებოდა.

"ეს ყველაზე საშინელი ამბავი მოხდა. იმ პატარა თოთო ბავშვმა რა დაუშავა. ისინი ხომ ცოდოები არიან", - აღნიშნავს მეორე მეზობელი.

მოძალადის დედა მომხდარს სოციალურ პირობებს უკავშირებს. ამბობს, რომ ორშვილიანი რძლის მოყვანის წინააღმდეგი იყო და ამიტომ შვილის ოჯახთან ურთიერთობა არ ჰქონადა. იგი მეურვეობის აღებას საკუთარ შვილიშვილზე აპირებს, რომელსაც დედა გარდაცვლილი ჰყავს.

"ვერ მუშაობდა ჩემი შვილი, ვერ ინახავდა ოჯახს. ეს რომ მოიყვანა, ეს გოგო, ვიყავი წინააღმდეგი. არ მოვსულვარ, არ ვიცნობ რძალს - ორი შვილი ჰყავდა და იმიტომ. ჩემი შვილი გაჭირვებული იყო, გაჭირვებულ ოჯახში იზრდებოდა. რომ ვერ მუშაობდა გარეკა ალბათ, აბა რა ვიცი, რა გააკეთა", - აცხადებს მოძალადის დედა.

სოციალური პირობებით ხსნის შვილის მიერ ბავშვებზე ჩადენილ ძალადობას მისი მამაც.

"გაჭირვება რომ არის, უფულობა, უქონლობა, სიღატაკე, შიმშილი. მეტი კი არ უნდა", - აცხადებს მოძალადის მამა.

ამ დრომდე გურჯაანის სამედიცინო ცენტრში სოციალური მუშაკების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება ძალადობის 4 წლის მსხვერპლი. სოციალურ სამსახურში ადასტურებენ, რომ ბავშვზე ბებიის მეურვეობას დაეთანხმებიან, თუმცა მანამდე მის მდგომარეობას დეტალურად შეისწავლიან.

ნუნუ ქოროღლიშვილი, სოციალური მუშაკი:

"ამ ბავშვს გამოუჩნდა ბებია, რომელთანაც აქვს გარკვეული მიჯაჭვულობა. უყვარს და სულ უნდა რომ ბებიის გვერდით იყოს".

თავისა და სახის არეში მიყენებული ტრავმებითა და სისხლჩაქცევებით 1 და 2 წლის ბავშვები წუხელ სასწრაფო დახმარების ბრიგადამ თბილისის იაშვილის სახელობის კლინიკაში გადაიყვანა. მათ სამედიცინო მკურნალობა ამ ეტაპზეც უტარდებათ.

"ნევროზული სისხლჩაქცევა შუბლის თხემის და ნათხემის მიდამოში, არის დაჟეჟილი კრები თავის ტვინის, იყო გამოხატული მკვეთრად ანემია", - აცხადებს ექიმი.

მოძალადე მამაკაცი, რომელიც წარსულში ნასამართლევია, პოლიციამ უკვე დააკავა. მომხადრზე გამოძიება ოჯახში ძალადობის ფაქტზე მიმდინარეობს.

იხილეთ ვიდეო

იხილეთ ასევე: გურჯაანში მამაკაცმა 4 წლის შვილი და 1 და 3 წლის გერები სასტიკად სცემა - პატარები კატასტროფის ბრიგადამ თბილისში გადმოიყვანა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია