პოლიტიკა

15

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 23:45-ზე, მთვარე თევზებშია – კარგია: ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოუფრთხილდით ღვიძლს. კარგია სისხლის გაწმენდა. რეკომენდებულია აბაზანები, ნებისმიერი გამწმენდი პროცედურა. ივარჯიშეთ, იყავით სუფთა ჰაერზე.
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩემი ახლობლები იტანჯებიან, რომ სამშობლოში არ არიან" - ზურაბ ადეიშვილის პირველი ინტერვიუ ქვეყნიდა წასვლის შემდეგ
 "ჩემი ახლობლები იტანჯებიან, რომ სამშობლოში არ არიან" - ზურაბ ადეიშვილის პირველი ინტერვიუ ქვეყნიდა წასვლის შემდეგ

სა­ქარ­თვე­ლოს იუს­ტი­ცი­ის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი, ზუ­რაბ ადე­იშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც უკ­რა­ი­ნა­ში ან­ტი­კო­რუფ­ცი­უ­ლი ბი­უ­რო­სა და გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის მრჩე­ვე­ლია, უკ­რა­ი­ნულ გა­მო­ცე­მა "გლავ­კომ­თან" ინ­ტერ­პო­ლის მიერ ძებ­ნილ­თა სი­ი­დან თა­ვი­სი სა­ხე­ლი­სა და გვა­რის ამო­ღე­ბის შე­სა­ხებ სა­უბ­რობს.

"რო­დე­საც ჩვენ მთავ­რო­ბა­ში ვი­ყა­ვით, ახლო თა­ნამ­შრომ­ლო­ბა გვქონ­და ინ­ტერ­პოლ­თან. შემ­დეგ ინ­ტერ­პოლ­მა მი­იჩ­ნია, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ახა­ლი მთავ­რო­ბაც იმა­ვე გზას ადგა, რა­საც ჩვე­ნი. თუმ­ცა, ახალ­მა მთავ­რო­ბამ აირ­ჩია პო­ლი­ტი­კუ­რი ოპო­ნენ­ტე­ბი­სა და ყო­ფი­ლი მთავ­რო­ბის წევ­რე­ბის დევ­ნის გზა. მე ერთ-ერთი მსხვერ­პლი ვი­ყა­ვი. ჩემს წი­ნა­აღ­მდეგ აღიძ­რა სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე. სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი უკვე ორ წე­ლი­წად­ზე მე­ტია ჩემი დას­წრე­ბის გა­რე­შე მიმ­დი­ნა­რე­ობს. გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ჯერ არ მი­უ­ღი­ათ. ფორ­მა­ლუ­რად მე და­და­ნა­შა­უ­ლე­ბუ­ლი ვარ პა­ტი­მარ­თა უფ­ლე­ბე­ბის დარ­ღვე­ვა­ში, თუმ­ცა, საქ­მე იმა­შია, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის სის­ტე­მა იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტრო­ში არ შე­დის, რო­მელ­საც მე ვხელ­მძღვა­ნე­ლობ­დი", - აღ­ნიშ­ნა ზუ­რაბ ადე­იშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, მისი ოჯა­ხი ახლა ევ­რო­კავ­ში­რის ერთ-ერთ ქვე­ყა­ნა­ში ცხოვ­რობს, სა­დაც მას პო­ლი­ტი­კუ­რი თავ­შე­სა­ფა­რი მი­ა­ნი­ჭეს. "მე გავ­ყი­დე ჩემი სახ­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში. ჩემი ახ­ლობ­ლე­ბი იტან­ჯე­ბი­ან იმის გამო, რომ ისი­ნი სამ­შობ­ლო­ში არ არი­ან. ეს სტრე­სუ­ლია ჩემი შვი­ლე­ბის­თვის. თუმ­ცა, ჩვენ­ზე და ჩვენს გა­მოც­დი­ლე­ბა­ზე არა მხო­ლოდ უკ­რა­ი­ნა­ში, არა­მედ სხვა ქვეყ­ნებ­შიც მო­თხოვ­ნაა", - გა­ნა­ცხა­და იუს­ტი­ცი­ის ყო­ფილ­მა მი­ნის­ტრმა.

ადე­იშ­ვილ­მა უკ­რა­ი­ნულ გა­მო­ცე­მას­თან ინ­ტერ­ვი­უ­ში ასე­ვე აღ­ნიშ­ნა, რომ მისი გუნ­დი უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ამ გა­სუ­ლი წლის ოქ­ტომ­ბერ­ში მი­იწ­ვია სა­მუ­შა­ოდ. "ამ პე­რი­ო­დის გან­მავ­ლობ­ში მე მო­ვა­ხერ­ხე ეროვ­ნულ ან­ტი­კო­რუფ­ცი­ულ ბი­უ­როს და პრო­კუ­რა­ტუ­რას დავ­ხმა­რე­ბო­დი. ჩვენ ვი­მუ­შა­ვეთ დო­კუ­მენ­ტებ­ზე ან­ტი­კო­რუფ­ცი­უ­ლი ბი­უ­როს­თვის, რო­მე­ლიც გა­მო­ძი­ე­ბის თა­ნა­მედ­რო­ვე მე­თო­დებს ით­ვა­ლის­წი­ნებს", - გა­ნა­ცხა­და ზუ­რაბ ადე­იშ­ვილ­მა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

"ჩემი ახლობლები იტანჯებიან, რომ სამშობლოში არ არიან" - ზურაბ ადეიშვილის პირველი ინტერვიუ ქვეყნიდა წასვლის შემდეგ

 "ჩემი ახლობლები იტანჯებიან, რომ სამშობლოში არ არიან" - ზურაბ ადეიშვილის პირველი ინტერვიუ ქვეყნიდა წასვლის შემდეგ

საქართველოს იუსტიციის ყოფილი მინისტრი, ზურაბ ადეიშვილი, რომელიც უკრაინაში ანტიკორუფციული ბიუროსა და გენერალური პროკურატურის მრჩეველია, უკრაინულ გამოცემა "გლავკომთან" ინტერპოლის მიერ ძებნილთა სიიდან თავისი სახელისა და გვარის ამოღების შესახებ საუბრობს.

"როდესაც ჩვენ მთავრობაში ვიყავით, ახლო თანამშრომლობა გვქონდა ინტერპოლთან. შემდეგ ინტერპოლმა მიიჩნია, რომ საქართველოს ახალი მთავრობაც იმავე გზას ადგა, რასაც ჩვენი. თუმცა, ახალმა მთავრობამ აირჩია პოლიტიკური ოპონენტებისა და ყოფილი მთავრობის წევრების დევნის გზა. მე ერთ-ერთი მსხვერპლი ვიყავი. ჩემს წინააღმდეგ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე. სასამართლო პროცესი უკვე ორ წელიწადზე მეტია ჩემი დასწრების გარეშე მიმდინარეობს. გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღიათ. ფორმალურად მე დადანაშაულებული ვარ პატიმართა უფლებების დარღვევაში, თუმცა, საქმე იმაშია, რომ საქართველოში სასჯელაღსრულების სისტემა იუსტიციის სამინისტროში არ შედის, რომელსაც მე ვხელმძღვანელობდი", - აღნიშნა ზურაბ ადეიშვილმა.

მისივე თქმით, მისი ოჯახი ახლა ევროკავშირის ერთ-ერთ ქვეყანაში ცხოვრობს, სადაც მას პოლიტიკური თავშესაფარი მიანიჭეს. "მე გავყიდე ჩემი სახლი საქართველოში. ჩემი ახლობლები იტანჯებიან იმის გამო, რომ ისინი სამშობლოში არ არიან. ეს სტრესულია ჩემი შვილებისთვის. თუმცა, ჩვენზე და ჩვენს გამოცდილებაზე არა მხოლოდ უკრაინაში, არამედ სხვა ქვეყნებშიც მოთხოვნაა", - განაცხადა იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა.

ადეიშვილმა უკრაინულ გამოცემასთან ინტერვიუში ასევე აღნიშნა, რომ მისი გუნდი უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გასული წლის ოქტომბერში მიიწვია სამუშაოდ. "ამ პერიოდის განმავლობში მე მოვახერხე ეროვნულ ანტიკორუფციულ ბიუროს და პროკურატურას დავხმარებოდი. ჩვენ ვიმუშავეთ დოკუმენტებზე ანტიკორუფციული ბიუროსთვის, რომელიც გამოძიების თანამედროვე მეთოდებს ითვალისწინებს", - განაცხადა ზურაბ ადეიშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."