პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სოციალური ქსელი, როგორც პოლიტიკური იარაღი: კიდევ ერთი წაგებული "ფრონტი" მთავრობისთვის?
სოციალური ქსელი, როგორც პოლიტიკური იარაღი: კიდევ ერთი წაგებული "ფრონტი" მთავრობისთვის?

სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბის პო­პუ­ლა­რო­ბა და მას­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა მსოფ­ლი­ო­სა და მათ შო­რის, სა­ქარ­თვე­ლო­ში დღი­თი დღე იზ­რდე­ბა. ბევ­რის­თვის გა­სარ­თო­ბი სა­შუ­ა­ლე­ბა, ზო­გის­თვის პო­ლი­ტი­კუ­რი საქ­მი­ა­ნო­ბი­სა და სა­კუ­თა­რი ინ­ტე­რე­სე­ბის გავ­რცე­ლე­ბის სა­უ­კე­თე­სო სა­შუ­ა­ლე­ბაა.

სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით პო­ლი­ტი­კო­სე­ბი აქ­ტი­ურ კამ­პა­ნი­ას აწარ­მო­ე­ბენ, პირ­და­პი­რი კავ­ში­რი აქვთ სა­კუ­თარ ამომ­რჩევ­ლებ­თან თუ სა­ზო­გა­დო­ე­ბის სხვა წევ­რებ­თან და მათი უმე­ტე­სო­ბა სოცქსე­ლებს სა­კუ­თა­რი თა­ვის პი­ა­რის­თვის იყე­ნებს.

Ambebi.ge და­ინ­ტე­რეს­და, რო­მე­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი გუნ­დი უფრო აქ­ტი­უ­რად იყე­ნებს სო­ცი­ა­ლურ მე­დი­ას, რო­გორც ელექ­ტო­რატ­თან პირ­და­პი­რი კო­მუ­ნი­კა­ცი­ის რე­სურსს და ვისი კამ­პა­ნია უფრო ეფექ­ტუ­რია პო­ლი­ტი­კუ­რი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბის ინ­ტერ­ნე­ტა­უ­დი­ტო­რი­ა­ში პო­ზი­ცი­ო­ნი­რე­ბი­სას - ხე­ლი­სუფ­ლე­ბის, თუ ოპო­ზი­ცი­ის...

რო­გორც Ambebi.ge-ს სო­ცი­ა­ლუ­რი მე­დი­ის მე­ნე­ჯერ­მა, სო­ცი­ა­ლუ­რი მე­დი­ის ლექ­ტორ­მა ზურა ბა­ლან­ჩი­ვა­ძემ უთხრა, სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბი სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტი­ვო­ბის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­წი­ლი გახ­და და მისი სა­შუ­ა­ლე­ბით ინ­ფორ­მა­ცი­ის გაც­ვლა ორ­მხრი­ვად გახ­და შე­საძ­ლე­ბე­ლი.

ზურა ბა­ლან­ჩი­ვა­ძე: ტრა­დი­ცი­უ­ლი მე­დია სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი ინ­ფორ­მა­ცი­ის ცალ­მხრი­ვი გაც­ვლაა, ხოლო სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბის მეშ­ვე­ო­ბით, ინ­ფორ­მა­ცია გახ­და უფრო მა­მო­ტი­ვი­რე­ბე­ლი იმ მხრივ, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბამ შეძ­ლო თა­ვი­სი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბის სა­ჯა­როდ და­ფიქ­სი­რე­ბა იმ პი­როვ­ნე­ბე­ბის მი­მართ, ვის მი­მარ­თაც რა­ღაც ჰქონ­და სათ­ქმე­ლი. ამ ყვე­ლა­ფერ­მა ხელი შე­უ­წყო სათ­ქმე­ლის პირ­და­პირ ად­რე­სა­ტამ­დე მი­ტა­ნას.

რო­გორც 2012 წელს აშშ-ში ჩა­ტა­რე­ბულ­მა კვლე­ვებ­მა გვიჩ­ვე­ნა, ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებს მო­იხ­მა­რენ, პო­ლი­ტი­კურ ცხოვ­რე­ბა­ში უფრო მე­ტად არი­ან ჩარ­თულ­ნი, ვიდ­რე ის ადა­მი­ა­ნე­ბი, ვინც არ მო­იხ­მა­რენ. სოცქსე­ლე­ბი მეტ-ნაკ­ლე­ბად პო­ლი­ტი­ზე­ბუ­ლია, რად­გან მათ პო­ლი­ტი­კა თა­ვი­სი სათ­ქმე­ლის სა­ზო­გა­დო­ე­ბამ­დე მი­სა­ტა­ნად იყე­ნებს", - ამ­ბობს ზურა ბა­ლან­ჩი­ვა­ძე.

მისი თქმით, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნის შემ­თხვე­ვა­ში, სოცქსე­ლე­ბი პო­ლი­ტი­კურ ნაღ­მად იქ­ცე­ვა და ამის მა­გა­ლი­თად უკ­რა­ი­ნა­ში გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბი და აშშ-ს პრე­ზი­დენ­ტის, ბა­რაკ ობა­მას საპ­რე­ზი­დენ­ტო კამ­პა­ნი­ის წარ­მა­ტე­ბით ჩა­ტა­რე­ბა მოჰ­ყავს.

რო­გორც სო­ცი­ა­ლუ­რი მე­დი­ის მე­ნე­ჯე­რი ამ­ბობს, სა­ქარ­თვე­ლო­ში ოფი­ცი­ა­ლუ­რი უწყე­ბე­ბი სოცქსე­ლებ­ში ზუს­ტად იმ ინ­ფორ­მა­ცი­ას ავ­რცე­ლე­ბენ, რა­საც მათ ოფი­ცი­ა­ლურ ვებ გვერ­დზე, თუმ­ცა რო­გორც ბა­ლან­ჩი­ვა­ძე აღ­ნიშ­ნავს, შეც­დო­მა სწო­რედ ამა­შია. მი­სი­ვე თქმით, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია ხალ­ხის ენა­ზე უნდა იყოს და­წე­რი­ლი, რომ ად­რე­სა­ტამ­დე მარ­ტი­ვად და გა­სა­გე­ბად მი­ვი­დეს.

"რე­ა­ლუ­რად, "ფე­ის­ბუ­ქი" სო­ცი­ა­ლუ­რი მე­დია, სო­ცი­ა­ლუ­რი ჟურ­ნა­ლის­ტი­კაა. ამ შემ­თხვე­ვა­ში პო­ლი­ტი­კო­სე­ბის­თვის ტე­ლე­ვი­ზია "ფე­ის­ბუ­ქია", თუმ­ცა თუ ვებ გვერ­დზე არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია სპე­ცი­ა­ლუ­რად არ გა­და­ა­მუ­შა­ვე, რომ მომ­ხმა­რე­ბელ­მა რა­ღაც გა­ი­გოს, შენ კი უბ­რა­ლოდ, მისი გა­მოქ­ვეყ­ნე­ბით ვალი მო­ი­ხა­დე, ამის შე­დე­გად კარგ კამ­პა­ნი­ას ვერ აა­გებ. ამ მხრივ, სამ­თავ­რო­ბო სექ­ტორ­ში სე­რი­ო­ზუ­ლი ხარ­ვე­ზე­ბია.

მახ­სენ­დე­ბა ენერ­გე­ტი­კის მი­ნის­ტრის, კახა კა­ლა­ძის კამ­პა­ნია, რო­დე­საც "ფე­ის­ბუ­ქის" სა­შუ­ა­ლე­ბით სა­ზო­გა­დო­ე­ბის შე­კი­თხვებს პა­სუ­ხობ­და - ეს არის სწო­რედ ის მიდ­გო­მა, რაც ბევ­რს ეზა­რე­ბა, არ უნდა და ასე შემ­დეგ... სწო­რედ ამი­ტომ ის მა­რი­ლი, რაც აქვს სოცქსე­ლებს, არას­წო­რი სტრა­ტე­გი­ი­სა და მიდ­გო­მის გამო, იფან­ტე­ბა", - ამ­ბობს ზურა ბა­ლან­ჩი­ვა­ძე.

მისი თქმით, თი­თო­ე­ულ პო­ლი­ტი­კურ პარ­ტი­ას სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში სა­კუ­თა­რი ბლო­გე­რი უნდა ჰყავ­დეს: "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" მხრი­დან ეს არის გოგა ხა­ჩი­ძე, რო­მელ­საც მე პი­რა­დად "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ბლო­გერს ვე­ძა­ხი. ხან­და­ხან მეჩ­ვე­ნე­ბა, რომ ის ცოტა არა­სე­რი­ო­ზუ­ლია, მაგ­რამ მისი ეს არა­სე­რი­ო­ზუ­ლო­ბა ვი­ღა­ცის დამ­ცი­რე­ბა­ში არ გა­მო­ი­ხა­ტე­ბა.

გო­გას ბევ­რი მიმ­დე­ვა­რი ჰყავს, რო­მე­ლიც იზი­ა­რებს მის სტა­ტუ­სებს, შე­ხე­დუ­ლე­ბებს. ბევ­რი შე­იძ­ლე­ბა, არც იზი­ა­რებ­დეს, მაგ­რამ მის სტა­ტუ­სებ­ზე ხა­ლი­სობს, ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, "ფე­ის­ბუ­ქი" და პი­ა­რი მის ამ ქცე­ვას ცუდ ტო­ნად არ აღიქ­ვამს. დღეს თუ ვი­ზი­ტო­რი არ გყავს, ე.ი ცუდი და უინ­ტე­რე­სო ხარ – ასე­თია "ფე­ის­ბუ­ქის" მე­სი­ჯი.

მე­ო­რე მხა­რის სა­პირ­წო­ნედ, "ქარ­თულ ოც­ნე­ბას" და ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, ასე­თი ლი­დე­რი სოცქსელ­ში არ ჰყავს, რაც ძა­ლი­ან ცუ­დია. შე­იძ­ლე­ბა თავი ვერ მო­ა­ბეს, არ უნ­დათ, ან ამ ფორ­მით სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბა და­მამ­ცი­რებ­ლად მი­აჩ­ნი­ათ, მაგ­რამ რო­დე­საც ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ხე­დავს, რომ სოცქსელ­ში ვი­ღაც უგებს, სა­ჭი­როა პა­ტა­რა ინ­სტი­ტუ­ცი­ე­ბის შექ­მნა.

პო­ლი­ტი­კო­სე­ბი­დან, "ფე­ის­ბუქ­ზე" აქ­ტი­უ­რო­ბის მხრივ, გა­მო­ირ­ჩე­ვა ირმა ინაშ­ვი­ლიც. მისი და გოგა ხა­ჩი­ძის აქ­ტი­უ­რო­ბის დონე რომ შე­ვა­და­როთ, ხა­ჩი­ძის აქ­ტი­უ­რო­ბა უფრო საქ­მით გა­მო­ი­ხა­ტე­ბა და არა ერის და­მო­ძღვრით, რა­საც აკე­თებს ირმა ინაშ­ვი­ლი", - ამ­ბობს ზურა ბა­ლან­ჩი­ვა­ძე.

ზურა ბა­ლან­ჩი­ვა­ძის თქმით, სოცქსე­ლებ­ში მე­სა­მე მხა­რე ექ­სპერ­ტე­ბი არი­ან:

"ეს არის ე.წ ექ­სპერ­ტე­ბის კას­ტა, რო­მელ­თა ნა­წილს ძი­რი­თა­დად უარ­ყო­ფი­თი პო­ზი­ცია უჭი­რავს. რა თქმა უნდა, მა­თაც ჰყავს დიდი ფანკლუ­ბი. ექ­სპერტთა ნა­წი­ლი ცდი­ლობს სი­ტუ­ა­ცი­ის ანა­ლი­ზის გა­კე­თე­ბას, სა­დაც ამ­ბო­ბენ, რომ არა­ფე­რი გვეშ­ვე­ლე­ბა, ხოლო მე­ო­რე ნა­წილს ჰგო­ნია, რომ ყვე­ლაფ­რის შე­სა­ხებ ყვე­ლა­ფე­რი იცი­ან", - ამ­ბობს ზურა ბა­ლან­ჩი­ვა­ძე.

"ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" პრე­სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სის, გი­ორ­გი პა­ტა­რა­ი­ას თქმით, მათი პარ­ტი­ის საქ­მი­ა­ნო­ბის პი­ა­რი­სა და ხალ­ხთან კონ­ტაქ­ტის­თვის "ფე­ის­ბუქ­სა" და "ტვი­ტერს" აქ­ტი­უ­რად იყე­ნე­ბენ.

"სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბი ჩვე­ნი საქ­მი­ა­ნო­ბის ერთ-ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­წი­ლია. ყო­ველ­დღე უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი ნა­ხუ­ლობს ჩვენს გვერდს, მათი რა­ო­დე­ნო­ბა სულ უფრო იზ­რდე­ბა არა მარ­ტო" ფე­ის­ბუქ­ში", არა­მედ "ტვი­ტერ­ზეც". სოცქსე­ლებს ჩვენ აქ­ტი­უ­რად და ხში­რად ვი­ყე­ნებთ.

ვა­კონ­ტრო­ლებთ კო­მენ­ტა­რებს, ვცდი­ლობთ, წავ­შა­ლოთ ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­სა და ჩვე­ნი მი­მარ­თუ­ლე­ბით და­წე­რი­ლი უცენ­ზუ­რო სი­ტყვე­ბი. მომ­ხმა­რე­ბელს ასა­კის, სქე­სი­სა და რე­გი­ო­ნე­ბის მი­ხედ­ვით ვყოფთ. ბოლო პე­რი­ოდ­ში ფე­ის­ბუქს რე­გი­ო­ნე­ბის­თვი­საც აქ­ტი­უ­რად ვი­ყე­ნებთ. ვკი­თხუ­ლობთ ხალ­ხის პრობ­ლე­მას, რა აწუ­ხებთ, რა უნ­დათ. სოცქსე­ლე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით ვგეგ­მავთ ხალ­ხთან შეხ­ვედ­რა­საც და ნე­ბის­მი­ე­რი ჩვე­ნი აქ­ტი­ვო­ბა სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში მუ­დამ შუქ­დე­ბა", - ამ­ბობს გი­ორ­გი პა­ტა­რა­ია.

პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის ოფი­ცი­ა­ლუ­რი ფე­ის­ბუქ გვერ­დის ად­მი­ნის­ტრა­ტო­რის, ბექა მჭედ­ლიშ­ვი­ლის თქმით, პრე­მი­ე­რის გვერ­დზე მა­სა­ლე­ბის და­მა­ტე­ბა და გა­ნახ­ლე­ბა პრე­მი­ე­რის აქ­ტი­ვო­ბე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ხდე­ბა.

ბექა მჭედ­ლიშ­ვი­ლი: "იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის აქ­ტი­ვო­ბე­ბი ყო­ველ­დღი­უ­რია, გვერ­დზე ინ­ფორ­მა­ცი­ის გან­თავ­სე­ბა თუ გა­ნახ­ლე­ბა ყო­ველ­დღი­უ­რად ხდე­ბა. გვერ­დზე იწე­რე­ბა რო­გორც და­დე­ბი­თი, ისე უარ­ყო­ფი­თი კო­მენ­ტა­რე­ბი, თუმ­ცა უფრო ხში­რად და­დე­ბი­თი.

ხში­რია შემ­თხვე­ვე­ბიც, რო­დე­საც პრე­მი­ერს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი ამა თუ იმ თხოვ­ნით მი­მარ­თა­ვენ რო­გორც კო­მენ­ტა­რებ­ში, ასე­ვე ინ­ბოქსში და ჩვენ 24 სა­ა­თი­ან რე­ჟიმ­ში ვცდი­ლობთ მი­ვა­წო­დოთ მათ სწო­რი ინ­ფორ­მა­ცია, სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში და­ვა­კავ­ში­როთ შე­სა­ბა­მის სა­მი­ნის­ტროს­თან და ა. შ.

ინ­ბოქსში შე­მო­სუ­ლი წე­რი­ლე­ბი ძი­რი­თა­დად, სო­ცი­ა­ლურ სა­კი­თხებს ეხე­ბა. პე­რი­ო­დუ­ლად პრე­მი­ე­რი წე­რი­ლებს თა­ვა­დაც ეც­ნო­ბა", - ამ­ბობს ბექა მჭედ­ლიშ­ვი­ლი.

კი­თხვა­ზე, პრე­მი­ე­რის რე­ი­ტინ­გის და­ცე­მის პა­რა­ლე­ლუ­რად, იც­ვლე­ბა თუ არა ხალ­ხის გან­წყო­ბა, ბექა მჭედ­ლიშ­ვი­ლის თქმით, გვერდს ყო­ველ­დღი­უ­რად უფრო მეტი ვი­ზი­ტო­რი ჰყავს.

"პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის ოფი­ცი­ა­ლუ­რი გვერ­დის მო­ნი­ტო­რინ­გი­დან გა­მომ­დი­ნა­რე არ გვაქვს სა­ფუძ­ვე­ლი და­გე­თან­ხმოთ. მა­გა­ლი­თად, გა­სულ კვი­რას პრე­მი­ე­რის გვერდს 1 000-ზე მეტი მო­წო­ნე­ბა და­ე­მა­ტა და ეს სტა­ბი­ლუ­რად ასეა. თით­ქმის ყო­ველ კვი­რას და­ახ­ლო­ე­ბით 5 00-1 000 ახა­ლი მომ­წო­ნე­ბე­ლი ემა­ტე­ბა", - ამ­ბობს ბექა მჭედ­ლიშ­ვი­ლი და დას­ძენს, რომ პრე­მი­ე­რის ოფი­ცი­ა­ლუ­რი გვერ­დის­თვის ბი­უ­ჯე­ტი გა­მო­ყო­ფი­ლი არ არის და არც იმ ინ­ფორ­მა­ცი­ას ადას­ტუ­რებს, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც, ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის მე­უღ­ლის, ნუ­ნუ­კა თა­მა­ზაშ­ვი­ლის ფე­ის­ბუქ-გვერ­დი პრე­მი­ე­რის ბი­უ­ჯე­ტი­დან ფი­ნანსდე­ბა.

"ამ ეტაპ­ზე პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის ოფი­ცი­ა­ლუ­რი გვერ­დის და­სა­რეკ­ლა­მებ­ლად ბი­უ­ჯე­ტი გა­მო­ყო­ფი­ლი არ არის და რამ­დე­ნა­დაც ვიცი, არც უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში იგეგ­მე­ბა. ქალ­ბა­ტო­ნი ნუ­ნუ­კა თა­მა­ზაშ­ვი­ლის გვერ­დი თა­ვად მას ეკუთ­ვნის და შე­სა­ბა­მი­სად, ამ გვერ­დის რეკ­ლა­მი­რე­ბა­ზე სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯე­ტი­დან თან­ხა არც და ვერც იქ­ნე­ბო­და გა­მო­ყო­ფი­ლი", - ამ­ბობს ბექა მჭედ­ლიშ­ვი­ლი.

ვიდ­რე ქარ­თულ ინ­ტერ­ნეტ­სივ­რცე­ში პო­ლი­ტი­კუ­რი დის­კუ­სი­ე­ბის არე­ნად "ფე­ის­ბუ­ქი" გა­და­იქ­ცე­ო­და, პო­ლი­ტი­კუ­რი ძა­ლე­ბის ინ­ტერ­ნეტ­ში პო­ზი­ცი­ო­ნი­რე­ბა თბი­ლი­სის ფო­რუმ­ზე ხდე­ბო­და, სა­დაც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი აქ­ტი­უ­რო­ბით "რეს­პუბ­ლი­კუ­რი პარ­ტია" გა­მო­ირ­ჩე­ო­და. ცნო­ბი­ლია, რომ პარ­ტი­ის რამ­დე­ნი­მე ლი­დე­რი ფო­რუ­მის პო­ლი­ტი­კის გან­ყო­ფი­ლე­ბის აქ­ტი­უ­რი "იუ­ზე­რი" იყო.

სა­ბო­ლო­ოდ, დღე­ი­სათ­ვის სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში, გან­სა­კუთ­რე­ბით კი "ფე­ის­ბუქ­ზე", მეტ­წი­ლად, ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­სად­მი კრი­ტი­კუ­ლად გან­წყო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის აქ­ტი­ვო­ბე­ბი ჭარ­ბობს. რისი ბრა­ლია ეს, - იმის, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის­გან" გან­სხვა­ვე­ბით, არ ჰყავს ლო­ბის­ტე­ბი "ფე­ის­ბუქ­ზე", თუ იმის, რომ ზო­გა­დად მო­სახ­ლე­ო­ბა­შია ნე­გა­ტი­უ­რი, სკეპ­ტი­კუ­რი და კრი­ტი­კუ­ლი მუხ­ტი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მი­მართ. ალ­ბათ, ამა­ზე ხე­ლი­სუფ­ლე­ბას და­ფიქ­რე­ბა მო­უ­წევს...

თაკო ესე­ბუა

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

სოციალური ქსელი, როგორც პოლიტიკური იარაღი: კიდევ ერთი წაგებული "ფრონტი" მთავრობისთვის?

სოციალური ქსელი, როგორც პოლიტიკური იარაღი: კიდევ ერთი წაგებული "ფრონტი" მთავრობისთვის?

სოციალური ქსელების პოპულარობა და მასზე დამოკიდებულება მსოფლიოსა და მათ შორის, საქართველოში დღითი დღე იზრდება. ბევრისთვის გასართობი საშუალება, ზოგისთვის პოლიტიკური საქმიანობისა და საკუთარი ინტერესების გავრცელების საუკეთესო საშუალებაა.

სოციალური ქსელების საშუალებით პოლიტიკოსები აქტიურ კამპანიას აწარმოებენ, პირდაპირი კავშირი აქვთ საკუთარ ამომრჩევლებთან თუ საზოგადოების სხვა წევრებთან და მათი უმეტესობა სოცქსელებს საკუთარი თავის პიარისთვის იყენებს.

Ambebi.ge დაინტერესდა, რომელი პოლიტიკური გუნდი უფრო აქტიურად იყენებს სოციალურ მედიას, როგორც ელექტორატთან პირდაპირი კომუნიკაციის რესურსს და ვისი კამპანია უფრო ეფექტურია პოლიტიკური შეხედულებების ინტერნეტაუდიტორიაში პოზიციონირებისას -  ხელისუფლების, თუ ოპოზიციის...

როგორც Ambebi.ge-ს სოციალური მედიის მენეჯერმა, სოციალური მედიის ლექტორმა ზურა ბალანჩივაძემ უთხრა, სოციალური ქსელები სამოქალაქო აქტივობის მნიშვნელოვანი ნაწილი გახდა და მისი საშუალებით ინფორმაციის გაცვლა ორმხრივად გახდა შესაძლებელი.

ზურა ბალანჩივაძე: ტრადიციული მედია საშუალებები ინფორმაციის ცალმხრივი გაცვლაა, ხოლო სოციალური ქსელების მეშვეობით, ინფორმაცია გახდა უფრო მამოტივირებელი იმ მხრივ, რომ საზოგადოებამ შეძლო თავისი შეხედულებების საჯაროდ დაფიქსირება იმ პიროვნებების მიმართ, ვის მიმართაც რაღაც ჰქონდა სათქმელი. ამ ყველაფერმა ხელი შეუწყო სათქმელის პირდაპირ ადრესატამდე მიტანას.

როგორც 2012 წელს აშშ-ში ჩატარებულმა კვლევებმა გვიჩვენა, ადამიანები, რომლებიც სოციალურ ქსელებს მოიხმარენ, პოლიტიკურ ცხოვრებაში უფრო მეტად არიან ჩართულნი, ვიდრე ის ადამიანები, ვინც არ მოიხმარენ. სოცქსელები მეტ-ნაკლებად პოლიტიზებულია, რადგან მათ პოლიტიკა თავისი სათქმელის საზოგადოებამდე მისატანად იყენებს", - ამბობს ზურა ბალანჩივაძე.

მისი თქმით, განსაკუთრებული მოვლენის შემთხვევაში, სოცქსელები პოლიტიკურ ნაღმად იქცევა და ამის მაგალითად უკრაინაში განვითარებული მოვლენები და აშშ-ს პრეზიდენტის, ბარაკ ობამას საპრეზიდენტო კამპანიის წარმატებით ჩატარება მოჰყავს.

როგორც სოციალური მედიის მენეჯერი ამბობს, საქართველოში ოფიციალური უწყებები სოცქსელებში ზუსტად იმ ინფორმაციას ავრცელებენ, რასაც მათ ოფიციალურ ვებ გვერდზე, თუმცა როგორც ბალანჩივაძე აღნიშნავს, შეცდომა სწორედ ამაშია. მისივე თქმით, სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია ხალხის ენაზე უნდა იყოს დაწერილი, რომ ადრესატამდე მარტივად და გასაგებად მივიდეს.

"რეალურად, "ფეისბუქი" სოციალური მედია, სოციალური ჟურნალისტიკაა. ამ შემთხვევაში პოლიტიკოსებისთვის ტელევიზია "ფეისბუქია", თუმცა თუ ვებ გვერდზე არსებული ინფორმაცია სპეციალურად არ გადაამუშავე, რომ მომხმარებელმა რაღაც გაიგოს, შენ კი უბრალოდ, მისი გამოქვეყნებით ვალი მოიხადე, ამის შედეგად კარგ კამპანიას ვერ ააგებ. ამ მხრივ, სამთავრობო სექტორში სერიოზული ხარვეზებია.

მახსენდება ენერგეტიკის მინისტრის, კახა კალაძის კამპანია, როდესაც "ფეისბუქის" საშუალებით საზოგადოების შეკითხვებს პასუხობდა - ეს არის სწორედ ის მიდგომა, რაც ბევრს ეზარება, არ უნდა და ასე შემდეგ... სწორედ ამიტომ ის მარილი, რაც აქვს სოცქსელებს, არასწორი სტრატეგიისა და მიდგომის გამო, იფანტება", - ამბობს ზურა ბალანჩივაძე.

მისი თქმით, თითოეულ პოლიტიკურ პარტიას სოციალურ ქსელში საკუთარი ბლოგერი უნდა ჰყავდეს: "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან ეს არის გოგა ხაჩიძე, რომელსაც მე პირადად "ნაციონალური მოძრაობის" ბლოგერს ვეძახი. ხანდახან მეჩვენება, რომ ის ცოტა არასერიოზულია, მაგრამ მისი ეს არასერიოზულობა ვიღაცის დამცირებაში არ გამოიხატება.

გოგას ბევრი მიმდევარი ჰყავს, რომელიც იზიარებს მის სტატუსებს, შეხედულებებს. ბევრი შეიძლება, არც იზიარებდეს, მაგრამ მის სტატუსებზე ხალისობს, ყოველ შემთხვევაში, "ფეისბუქი" და პიარი მის ამ ქცევას ცუდ ტონად არ აღიქვამს. დღეს თუ ვიზიტორი არ გყავს, ე.ი ცუდი და უინტერესო ხარ – ასეთია "ფეისბუქის" მესიჯი.

მეორე მხარის საპირწონედ, "ქართულ ოცნებას" და ხელისუფლებას, ასეთი ლიდერი სოცქსელში არ ჰყავს, რაც ძალიან ცუდია. შეიძლება თავი ვერ მოაბეს, არ უნდათ, ან ამ ფორმით საზოგადოებასთან ურთიერთობა დამამცირებლად მიაჩნიათ, მაგრამ როდესაც ხელისუფლება ხედავს, რომ სოცქსელში ვიღაც უგებს, საჭიროა პატარა ინსტიტუციების შექმნა.

პოლიტიკოსებიდან, "ფეისბუქზე" აქტიურობის მხრივ, გამოირჩევა ირმა ინაშვილიც. მისი და გოგა ხაჩიძის აქტიურობის დონე რომ შევადაროთ, ხაჩიძის აქტიურობა უფრო საქმით გამოიხატება და არა ერის დამოძღვრით, რასაც აკეთებს ირმა ინაშვილი", - ამბობს ზურა ბალანჩივაძე.

ზურა ბალანჩივაძის თქმით, სოცქსელებში მესამე მხარე ექსპერტები არიან:

"ეს არის ე.წ ექსპერტების კასტა, რომელთა ნაწილს ძირითადად უარყოფითი პოზიცია უჭირავს. რა თქმა უნდა, მათაც ჰყავს დიდი ფანკლუბი. ექსპერტთა ნაწილი ცდილობს სიტუაციის ანალიზის გაკეთებას, სადაც ამბობენ, რომ არაფერი გვეშველება, ხოლო მეორე ნაწილს ჰგონია, რომ ყველაფრის შესახებ ყველაფერი იციან", - ამბობს ზურა ბალანჩივაძე.

"ნაციონალური მოძრაობის" პრესამსახურის უფროსის, გიორგი პატარაიას თქმით, მათი პარტიის საქმიანობის პიარისა და ხალხთან კონტაქტისთვის "ფეისბუქსა" და "ტვიტერს" აქტიურად იყენებენ.

"სოციალური ქსელები ჩვენი საქმიანობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია. ყოველდღე უამრავი ადამიანი ნახულობს ჩვენს გვერდს, მათი რაოდენობა სულ უფრო იზრდება არა მარტო" ფეისბუქში", არამედ "ტვიტერზეც". სოცქსელებს ჩვენ აქტიურად და ხშირად ვიყენებთ.

ვაკონტროლებთ კომენტარებს, ვცდილობთ, წავშალოთ ხელისუფლებისა და ჩვენი მიმართულებით დაწერილი უცენზურო სიტყვები. მომხმარებელს ასაკის, სქესისა და რეგიონების მიხედვით ვყოფთ. ბოლო პერიოდში ფეისბუქს რეგიონებისთვისაც აქტიურად ვიყენებთ. ვკითხულობთ ხალხის პრობლემას, რა აწუხებთ, რა უნდათ. სოცქსელების საშუალებით ვგეგმავთ ხალხთან შეხვედრასაც და ნებისმიერი ჩვენი აქტივობა სოციალურ ქსელებში მუდამ შუქდება", - ამბობს გიორგი პატარაია.

პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ფეისბუქ გვერდის ადმინისტრატორის, ბექა მჭედლიშვილის თქმით, პრემიერის გვერდზე მასალების დამატება და განახლება პრემიერის აქტივობებიდან გამომდინარე ხდება.

ბექა მჭედლიშვილი: "იმის გათვალისწინებით, რომ პრემიერ-მინისტრის აქტივობები ყოველდღიურია, გვერდზე ინფორმაციის განთავსება თუ განახლება ყოველდღიურად ხდება. გვერდზე იწერება როგორც დადებითი, ისე უარყოფითი კომენტარები, თუმცა უფრო ხშირად დადებითი.

ხშირია შემთხვევებიც, როდესაც პრემიერს მოქალაქეები ამა თუ იმ თხოვნით მიმართავენ როგორც კომენტარებში, ასევე ინბოქსში და ჩვენ 24 საათიან რეჟიმში ვცდილობთ მივაწოდოთ მათ სწორი ინფორმაცია, საჭიროების შემთხვევაში დავაკავშიროთ შესაბამის სამინისტროსთან და ა. შ.

ინბოქსში შემოსული წერილები ძირითადად, სოციალურ საკითხებს ეხება. პერიოდულად პრემიერი წერილებს თავადაც ეცნობა", - ამბობს ბექა მჭედლიშვილი.

კითხვაზე, პრემიერის რეიტინგის დაცემის პარალელურად, იცვლება თუ არა ხალხის განწყობა, ბექა მჭედლიშვილის თქმით, გვერდს ყოველდღიურად უფრო მეტი ვიზიტორი ჰყავს.

"პრემიერ-მინისტრის ოფიციალური გვერდის მონიტორინგიდან გამომდინარე არ გვაქვს საფუძველი დაგეთანხმოთ. მაგალითად, გასულ კვირას პრემიერის გვერდს 1 000-ზე მეტი მოწონება დაემატა და ეს სტაბილურად ასეა. თითქმის ყოველ კვირას დაახლოებით 5 00-1 000 ახალი მომწონებელი ემატება", - ამბობს ბექა მჭედლიშვილი და დასძენს, რომ პრემიერის ოფიციალური გვერდისთვის ბიუჯეტი გამოყოფილი არ არის და არც იმ ინფორმაციას ადასტურებს, რომლის თანახმადაც, ირაკლი ღარიბაშვილის მეუღლის, ნუნუკა თამაზაშვილის ფეისბუქ-გვერდი პრემიერის ბიუჯეტიდან ფინანსდება.

"ამ ეტაპზე პრემიერ-მინისტრის ოფიციალური გვერდის დასარეკლამებლად ბიუჯეტი გამოყოფილი არ არის და რამდენადაც ვიცი, არც უახლოეს მომავალში იგეგმება. ქალბატონი ნუნუკა თამაზაშვილის გვერდი თავად მას ეკუთვნის და შესაბამისად, ამ გვერდის რეკლამირებაზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხა არც და ვერც იქნებოდა გამოყოფილი", - ამბობს ბექა მჭედლიშვილი.

ვიდრე ქართულ ინტერნეტსივრცეში პოლიტიკური დისკუსიების არენად "ფეისბუქი" გადაიქცეოდა, პოლიტიკური ძალების ინტერნეტში პოზიციონირება თბილისის ფორუმზე ხდებოდა, სადაც განსაკუთრებული აქტიურობით "რესპუბლიკური პარტია" გამოირჩეოდა. ცნობილია, რომ პარტიის რამდენიმე ლიდერი ფორუმის პოლიტიკის განყოფილების აქტიური "იუზერი" იყო.

საბოლოოდ, დღეისათვის სოციალურ ქსელებში, განსაკუთრებით კი "ფეისბუქზე", მეტწილად, ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი ადამიანების აქტივობები ჭარბობს. რისი ბრალია ეს, - იმის, რომ ხელისუფლებას, "ნაციონალური მოძრაობისგან" განსხვავებით, არ ჰყავს ლობისტები  "ფეისბუქზე", თუ იმის, რომ ზოგადად მოსახლეობაშია ნეგატიური, სკეპტიკური და კრიტიკული მუხტი ხელისუფლების მიმართ. ალბათ, ამაზე ხელისუფლებას დაფიქრება მოუწევს...

თაკო ესებუა

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია