სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ფოტო, რომელზეც სავარაუდოდ, ხარძიანის მკვლელია აღბეჭდილი - "არ ვიტყვი ვინ გამომიგზავნა, სულ რომ ღარიბაშვილმა და ივანიშვილმა დამირეკონ"
ფოტო, რომელზეც სავარაუდოდ, ხარძიანის მკვლელია აღბეჭდილი - "არ ვიტყვი ვინ გამომიგზავნა, სულ რომ ღარიბაშვილმა და ივანიშვილმა დამირეკონ"

ზაზა გა­ბე­და­ვა Ambebi.ge-ს სკან­და­ლურ ფო­ტოს აწ­ვდის, სა­დაც მისი გან­ცხა­დე­ბით, ბიზ­ნეს­მენ ბესო ხარ­ძი­ა­ნის მკვლე­ლია აღ­ბეჭ­დი­ლი. გა­ვე­და­ვა ამ­ბობს, რომ ეს არის კად­რი ქუ­ჩა­ში და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი კა­მე­რი­დან და ის მის ხელ­ში ქარ­თუ­ლი სპეც-სამ­სა­ხუ­რე­ბის­გან მოხ­ვდა.

- ვინ მო­გა­წო­დათ ეს ფოტო და ვინ არის მას­ზე ასა­ხუ­ლი მა­მა­კა­ცი?

- როცა ბესო ხარ­ძი­ა­ნი და­ი­ღუ­პა, მე­ო­რე თუ მე­სა­მე დღეს მო­მა­წო­დეს ეს ფოტო ქარ­თულ­მა სპეც-სამ­სა­ხუ­რებ­მა. ფოტო ქუ­ჩის კა­მე­რე­ბით არის გა­და­ღე­ბუ­ლი, სა­დაც ჩანს, რო­გორ გარ­ბის ბესო ხარ­ძი­ა­ნის მკვლე­ლი. კონ­კრე­ტულ ადა­მი­ანს, ვინც ეს ფოტო მო­მა­წო­და, არ და­ვა­სა­ხე­ლებ, თვით ღა­რი­ბაშ­ვილ­მა და ივა­ნიშ­ვილ­მაც რომ და­მირ­ე­კონ.

- რა ინ­ფორ­მა­ცია გაქვთ და­მა­ტე­ბით ამ პი­რის შე­სა­ხებ და აქამ­დე რა­ტომ არ გა­ა­სა­ჯა­რო­ვეთ ფოტო?

- სხვა ინ­ფორ­მა­ცი­ას არ ვფლობ. ფაქ­ტი ის არის, რომ მოს­კოვ­ში მყოფ კაცს გა­მო­მიგ­ზავ­ნეს მკვლე­ლის ფოტო. რომ ვერ იძი­ე­ბენ საქ­მეს, იმი­ტომ გა­მო­ვაქ­ვეყ­ნე სუ­რა­თი ახლა. ძა­ლი­ან მარ­ტი­ვად შე­იძ­ლე­ბა ამ ფო­ტო­სუ­რა­თით ნა­ხონ აე­რო­პორ­ტის ჩა­ნა­წე­რე­ბი და და­ად­გი­ნონ ამ კა­ცის გვა­რი და სა­ხე­ლი.

- იც­ნობ­დით ბესო ხარ­ძი­ანს?

- არ ვიც­ნობ­დი, მაგ­რამ ვიცი, კარ­გი პი­როვ­ნე­ბა იყო.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ ამ დრო­ი­სათ­ვის არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ხედ­ვით, ხარ­ძი­ა­ნის მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ზე ერთი პი­რია და­კა­ვე­ბუ­ლი, რო­მე­ლიც სა­ვა­რა­უ­დოდ, მკვლე­ლო­ბა­ში ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლის თა­ნამ­ზრახ­ვე­ლია.

ბე­სიკ ხარ­ძი­ა­ნის ოჯა­ხის ად­ვო­კა­ტის, მალ­ხაზ სა­ლა­ყა­ი­ას გან­ცხა­დე­ბით კი მკვლე­ლო­ბა­ში ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი პირი იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლია. "რაც შე­ე­ხე­ბა დამ­კვეთს, იმ პირ­თა წრე გვე­ტყვის, ვის გარ­შე­მოც ეს პირი ტრი­ა­ლებ­და", - აცხა­დებს სა­ლა­ყა­ია.

ად­ვო­კა­ტის ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­მო­ძი­ე­ბას უკვე აქვს და­სა­ბუ­თე­ბუ­ლი ვა­რა­უ­დი მკვლე­ლის ვი­ნა­ო­ბა­ზე.

რაც შე­ე­ხე­ბა კი­თხვას, და­ტო­ვა თუ არა ეჭ­ვმი­ტა­ნილ­მა სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რია, ად­ვო­კა­ტის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ის გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ამ ინ­ფორ­მა­ცი­ას ვერ და­ა­დას­ტუ­რებს.

ად­ვო­კატ­მა მალ­ხაზ სა­ლა­ყა­ი­ამ ბე­სიკ ხარ­ძი­ა­ნის პირ­ვე­ლი ოჯა­ხის წევ­რე­ბის გან­ცხა­დე­ბებ­ზეც ისა­უბ­რა და აღ­ნიშ­ნა, რომ მათ "სი­ტყვა გა­ექ­ცათ".

"ბე­სიკ ხარ­ძი­ა­ნის პირ­ველ ვაჟს სი­ტყვა გა­ექ­ცა, რად­გან ნაკ­ლე­ბად იყო ის არ­გუ­მენ­ტი­რე­ბუ­ლი. ის სა­ფუძ­ვლე­ბი, რაც მას მოჰ­ყავს, თით­ქოს რა­ღაც აქვს ნა­ნა­ხი, საკ­მა­რი­სი არ არის, რომ ბე­სიკ ხარ­ძი­ა­ნის მე­უღ­ლე ეკა ნო­ნი­კაშ­ვი­ლი და­ა­და­ნა­შა­უ­ლოს. ამას გა­მო­ძი­ე­ბა გა­არ­კვევს, რას ეფუძ­ნე­ბო­და ბა­ტო­ნი მიშა ხარ­ძი­ა­ნის გა­მო­ნათ­ქვა­მე­ბი", - გა­ნა­ცხა­და მალ­ხაზ სა­ლა­ყა­ი­ამ.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"

ფოტო, რომელზეც სავარაუდოდ, ხარძიანის მკვლელია აღბეჭდილი - "არ ვიტყვი ვინ გამომიგზავნა, სულ რომ ღარიბაშვილმა და ივანიშვილმა დამირეკონ"

ფოტო, რომელზეც სავარაუდოდ, ხარძიანის მკვლელია აღბეჭდილი - "არ ვიტყვი ვინ გამომიგზავნა, სულ რომ ღარიბაშვილმა და ივანიშვილმა დამირეკონ"

ზაზა გაბედავა Ambebi.ge-ს სკანდალურ ფოტოს აწვდის, სადაც მისი განცხადებით, ბიზნესმენ ბესო ხარძიანის მკვლელია აღბეჭდილი. გავედავა ამბობს, რომ ეს არის კადრი ქუჩაში დამონტაჟებული კამერიდან და ის მის ხელში ქართული სპეც-სამსახურებისგან მოხვდა. 

- ვინ მოგაწოდათ ეს ფოტო და ვინ არის მასზე ასახული მამაკაცი?

- როცა ბესო ხარძიანი დაიღუპა, მეორე თუ მესამე დღეს მომაწოდეს ეს ფოტო ქართულმა სპეც-სამსახურებმა. ფოტო ქუჩის კამერებით არის გადაღებული, სადაც ჩანს, როგორ გარბის ბესო ხარძიანის მკვლელი. კონკრეტულ ადამიანს, ვინც ეს ფოტო მომაწოდა, არ დავასახელებ, თვით ღარიბაშვილმა და ივანიშვილმაც რომ დამირეკონ.

- რა ინფორმაცია გაქვთ დამატებით ამ პირის შესახებ და აქამდე რატომ არ გაასაჯაროვეთ ფოტო?

- სხვა ინფორმაციას არ ვფლობ. ფაქტი ის არის, რომ მოსკოვში მყოფ კაცს გამომიგზავნეს მკვლელის ფოტო. რომ ვერ იძიებენ საქმეს, იმიტომ გამოვაქვეყნე სურათი ახლა. ძალიან მარტივად შეიძლება ამ ფოტოსურათით ნახონ აეროპორტის ჩანაწერები და დაადგინონ ამ კაცის გვარი და სახელი.

- იცნობდით ბესო ხარძიანს?

- არ ვიცნობდი, მაგრამ ვიცი, კარგი პიროვნება იყო.

შეგახსენებთ, რომ ამ დროისათვის არსებული ინფორმაციის მიხედვით, ხარძიანის მკვლელობის საქმეზე ერთი პირია დაკავებული, რომელიც სავარაუდოდ, მკვლელობაში ეჭვმიტანილის თანამზრახველია.

ბესიკ ხარძიანის ოჯახის ადვოკატის, მალხაზ სალაყაიას განცხადებით კი მკვლელობაში ეჭვმიტანილი პირი იდენტიფიცირებულია. "რაც შეეხება დამკვეთს, იმ პირთა წრე გვეტყვის, ვის გარშემოც ეს პირი ტრიალებდა", - აცხადებს სალაყაია.

ადვოკატის ინფორმაციით, გამოძიებას უკვე აქვს დასაბუთებული ვარაუდი მკვლელის ვინაობაზე.

რაც შეეხება კითხვას, დატოვა თუ არა ეჭვმიტანილმა საქართველოს ტერიტორია, ადვოკატის ინფორმაციით, ის გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ამ ინფორმაციას ვერ დაადასტურებს.

ადვოკატმა მალხაზ სალაყაიამ ბესიკ ხარძიანის პირველი ოჯახის წევრების განცხადებებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მათ "სიტყვა გაექცათ".

"ბესიკ ხარძიანის პირველ ვაჟს სიტყვა გაექცა, რადგან ნაკლებად იყო ის არგუმენტირებული. ის საფუძვლები, რაც მას მოჰყავს, თითქოს რაღაც აქვს ნანახი, საკმარისი არ არის, რომ ბესიკ ხარძიანის მეუღლე ეკა ნონიკაშვილი დაადანაშაულოს. ამას გამოძიება გაარკვევს, რას ეფუძნებოდა ბატონი მიშა ხარძიანის გამონათქვამები", - განაცხადა მალხაზ სალაყაიამ.

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია