პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

24

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 03:53-ზე, მთვარის პირველი დღე დადგება 23:10-ზე, მთვარე ლომს ესტუმრება 19:32-ზე – არაფერი ახალი და მნიშვნელოვანი არ გააკეთოთ, დაასრულეთ ის, რაც ადრე დაიწყეთ. გაუფრთხილდით სახლს და ოჯახს, გაასუფთავეთ და მოაწესრიგეთ თქვენი სახლი. არ არის რეკომენდებული, რომ მოაგვაროთ ფინანსური საქმეები, ხელი მოაწეროთ დოკუმენტებს. არ გირჩევთ ფულის სესხება და გასესხებას, ახალი თანამშრომლების დაქირავებას. მოლაპარაკებების წარმოებას, უარყოფითი ემოციების გამოხატვას. ახალი მთვარის პირველი დღე არ არის ხელსაყრელი ქორწინებისთვის, ქორწილისთვის, თუმცა, დაგეგმვა შეგიძლიათ.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თბილისში მალე, შესაძლოა, "სითი პარკის" ალტერნატივა გაჩნდეს
თბილისში მალე, შესაძლოა, "სითი პარკის" ალტერნატივა გაჩნდეს

"მე­რი­ის რა მო­თხოვ­ნე­ბი შეს­რულ­დე­ბა და რა - არა, ამა­ზე წი­ნას­წარ ვე­რა­ფერს გე­ტყვით", - აცხა­დე­ბენ კომ­პა­ნი­ა­ში.

ტრო­ტუ­ა­რებ­ზე პარ­კი­რე­ბის შე­ზღუდ­ვა, შე­მო­სავ­ლე­ბის გა­და­ნა­წი­ლე­ბის სა­კი­თხი, ევა­კუ­ა­ცი­ის შე­ზღუდ­ვა და ბა­ზარ­ზე კონ­კუ­რენ­ტე­ბის დაშ­ვე­ბა - ეს ის ოთხპუნ­ქტი­ა­ნი გეგ­მაა, რო­მე­ლიც თბი­ლი­სის მე­რი­ამ კომ­პა­ნია "სითი პარკს" წა­რუდ­გი­ნა და მო­სა­ფიქ­რებ­ლად დრო მის­ცა. ოთხპუნ­ქტი­ა­ნი გეგ­მის ერთ-ერთი პუნ­ქტი - ევა­კუ­ა­ცი­ის შე­ზღუდ­ვა - გუ­ლის­ხმობს იმას, რომ კომ­პა­ნია "სითი პარკს" ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის სა­ჯა­რი­მო­ზე გა­დაყ­ვა­ნა შე­ე­ზღუ­დე­ბა. მე­ო­რე ცვლი­ლე­ბა უკავ­შირ­დე­ბა შე­მო­სავ­ლე­ბის გა­ნა­წი­ლე­ბის მე­ქა­ნიზ­მის შეც­ვლას, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც შე­მო­სავ­ლე­ბის მეტ წილს იღებს "სითი პარ­კი" და დე­და­ქა­ლა­ქის ბი­უ­ჯეტს ნაკ­ლე­ბი რჩე­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა ტრო­ტუ­ა­რებ­ზე პარ­კი­რე­ბის შე­ზღუდ­ვას, ცალ­კე­ულ მო­ნაკ­ვე­თებ­ზე, სა­დაც დღეს შე­სა­ბა­მი­სი ნი­შა­ნი დად­გმუ­ლი არ არის და ავ­ტო­მან­ქა­ნა არის გა­ჩე­რე­ბუ­ლი, მაგ­რამ მოძ­რა­ო­ბას ხელს არ უშ­ლის, ასეთ შემ­თხვე­ვა­ში "სითი პარკს" სა­ჯა­რი­მო­ზე გა­დაყ­ვა­ნის უფ­ლე­ბა არ უნდა ჰქონ­დეს.

და­ვით ნარ­მა­ნი­ას თქმით, ბა­ზარ­ზე კონ­კუ­რენ­ტე­ბის დაშ­ვე­ბა გუ­ლის­ხმობს იმას, რომ ბა­ზარ­ზე აუ­ცი­ლებ­ლად გაჩ­ნდე­ბა პარ­კი­რე­ბის სხვა კომ­პა­ნი­ე­ბი. მისი თქმით, "სითი პარკს" არ უნდა ჰქონ­დეს ექ­სკლუ­ზი­ვი პარ­კი­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით.

თბი­ლი­სის მე­რი­ის ტრან­სპორ­ტის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სის, გი­ორ­გი გურ­გე­ნი­ძის თქმით, "სითი პარკთან" მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს და ამის შე­სა­ხებ სხვა ინ­ფორ­მა­ცია ჯერ არ ვრცელ­დე­ბა. "ორი მხა­რეა ჩარ­თუ­ლი. კომ­პა­ნი­ას ჩვე­ნი მო­თხოვ­ნე­ბი წა­ვუ­ყე­ნეთ და ახლა პა­სუხს ვე­ლო­დე­ბით. ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­კი­თხე­ბია და არ ვი­ცით, მო­ლა­პა­რა­კე­ბა რო­დის დას­რულ­დე­ბა, ეს შე­დე­გებ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, თუ რა შე­დე­გი ექ­ნე­ბა მო­ლა­პა­რა­კე­ბებს", - ამ­ბობს გურ­გე­ნი­ძე.

რაც შე­ე­ხე­ბა "სითი პარ­კის" პა­სუხს, შე­ას­რუ­ლებს თუ არა მე­რი­ის მო­თხოვ­ნებს, რო­გორც კომ­პა­ნი­ის სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სამ­სა­ხუ­რის უფ­როს­მა ლე­ვან ტა­ბი­ძემ გვი­თხრა, მე­რი­ის მო­თხოვ­ნე­ბი ქვე­პუნ­ქტე­ბის­გან შედ­გე­ბა და სა­კი­თხის სწრა­ფი გან­ხილ­ვა ვერ მო­ხერ­ხდე­ბა. "რა მო­თხოვ­ნე­ბი შეს­რულ­დე­ბა და რა - არა, ამა­ზე წი­ნას­წარ ვე­რა­ფერს გე­ტყვით, მიმ­დი­ნა­რე­ობს მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი. სა­კი­თხე­ბი ისე უნდა გან­ვი­ხი­ლოთ, რომ "სითი პარ­კის", მე­რი­ი­სა და მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ინ­ტე­რე­სე­ბი გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი იყოს. შე­სა­ბა­მი­სად, ამას გარ­კვე­უ­ლი დრო სჭირ­დე­ბა", - გვი­თხრეს კომ­პა­ნი­ა­ში.

საკ­რე­ბუ­ლოს ფრაქ­ცია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა - თბი­ლი­სე­ლე­ბის" თავ­მჯდო­მა­რის გუ­ლი­კო ზუმ­ბა­ძის თქმით, "სითი პარ­კის" მი­მართ მო­სახ­ლე­ო­ბა­ში უარ­ყო­ფი­თი გან­წყო­ბაა და რო­გორც ზუმ­ბა­ძე ამ­ბობს, კომ­პა­ნი­ას სხვა გზა არ აქვს, გარ­და ერ­თი­სა - ისი­ნი მე­რი­ის მო­თხოვ­ნას უნდა დას­თან­ხმდნენ. "მო­გეხ­სე­ნე­ბათ, "სითი პარ­კი" არ­სე­ბუ­ლი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბე­ბით გა­ნუ­ზო­მელ უფ­ლე­ბებს ფლობს.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ამალ კლუნი ჯორჯ კლუნთან ოჯახური ცხოვრების საიდუმლოზე საუბრებს

თბილისში მალე, შესაძლოა, "სითი პარკის" ალტერნატივა გაჩნდეს

თბილისში მალე, შესაძლოა, "სითი პარკის" ალტერნატივა გაჩნდეს

"მერიის რა მოთხოვნები შესრულდება და რა - არა, ამაზე წინასწარ ვერაფერს გეტყვით", - აცხადებენ კომპანიაში.

ტროტუარებზე პარკირების შეზღუდვა, შემოსავლების გადანაწილების საკითხი, ევაკუაციის შეზღუდვა და ბაზარზე კონკურენტების დაშვება - ეს ის ოთხპუნქტიანი გეგმაა, რომელიც თბილისის მერიამ კომპანია "სითი პარკს" წარუდგინა და მოსაფიქრებლად დრო მისცა. ოთხპუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი პუნქტი - ევაკუაციის შეზღუდვა - გულისხმობს იმას, რომ კომპანია "სითი პარკს" ავტომობილების საჯარიმოზე გადაყვანა შეეზღუდება. მეორე ცვლილება უკავშირდება შემოსავლების განაწილების მექანიზმის შეცვლას, რომლის მიხედვითაც შემოსავლების მეტ წილს იღებს "სითი პარკი" და დედაქალაქის ბიუჯეტს ნაკლები რჩება. რაც შეეხება ტროტუარებზე პარკირების შეზღუდვას, ცალკეულ მონაკვეთებზე, სადაც დღეს შესაბამისი ნიშანი დადგმული არ არის და ავტომანქანა არის გაჩერებული, მაგრამ მოძრაობას ხელს არ უშლის, ასეთ შემთხვევაში "სითი პარკს" საჯარიმოზე გადაყვანის უფლება არ უნდა ჰქონდეს.

დავით ნარმანიას თქმით, ბაზარზე კონკურენტების დაშვება გულისხმობს იმას, რომ ბაზარზე აუცილებლად გაჩნდება პარკირების სხვა კომპანიები. მისი თქმით, "სითი პარკს" არ უნდა ჰქონდეს ექსკლუზივი პარკირებასთან დაკავშირებით.

თბილისის მერიის ტრანსპორტის სამსახურის უფროსის, გიორგი გურგენიძის თქმით, "სითი პარკთან" მოლაპარაკებები მიმდინარეობს და ამის შესახებ სხვა ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება. "ორი მხარეა ჩართული. კომპანიას ჩვენი მოთხოვნები წავუყენეთ და ახლა პასუხს ველოდებით. ძალიან მნიშვნელოვანი საკითხებია და არ ვიცით, მოლაპარაკება როდის დასრულდება, ეს შედეგებზეა დამოკიდებული, თუ რა შედეგი ექნება მოლაპარაკებებს", - ამბობს გურგენიძე.

რაც შეეხება "სითი პარკის" პასუხს, შეასრულებს თუ არა მერიის მოთხოვნებს, როგორც კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ლევან ტაბიძემ გვითხრა, მერიის მოთხოვნები ქვეპუნქტებისგან შედგება და საკითხის სწრაფი განხილვა ვერ მოხერხდება. "რა მოთხოვნები შესრულდება და რა - არა, ამაზე წინასწარ ვერაფერს გეტყვით, მიმდინარეობს მოლაპარაკებები. საკითხები ისე უნდა განვიხილოთ, რომ "სითი პარკის", მერიისა და მოქალაქეების ინტერესები გათვალისწინებული იყოს. შესაბამისად, ამას გარკვეული დრო სჭირდება", - გვითხრეს კომპანიაში.

საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნება - თბილისელების" თავმჯდომარის გულიკო ზუმბაძის თქმით, "სითი პარკის" მიმართ მოსახლეობაში უარყოფითი განწყობაა და როგორც ზუმბაძე ამბობს, კომპანიას სხვა გზა არ აქვს, გარდა ერთისა - ისინი მერიის მოთხოვნას უნდა დასთანხმდნენ. "მოგეხსენებათ, "სითი პარკი" არსებული ხელშეკრულებებით განუზომელ უფლებებს ფლობს.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია