მსოფლიო
სამართალი
მოზაიკა

23

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 02:18-ზე, მთვარე ტყუპში გადავა 06:57-ზე – რეკომენდებულია საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. არ დალიოთ ალკოჰოლი. მოერიდეთ ხორცის კერძებს. კარგი დღეა რომანტიკული პაემნისთვის. ასევე ხელსაყრელი პერიოდია ჩხუბისა და კონფლიქტის შემდეგ შერიგებისთვის.
სამხედრო
პოლიტიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა გახდა 23 წლის გვანცა კილაძის მკვლელობის მოტივი - მეზობლები და ნაცნობები ტრაგედიის დეტალებზე
რა გახდა 23 წლის გვანცა კილაძის მკვლელობის მოტივი - მეზობლები და ნაცნობები ტრაგედიის დეტალებზე

23 წლის გვან­ცა კი­ლა­ძეს და­ნით ყე­ლი­სა და გულ­მკერ­დის არე­ში 14 ჭრი­ლო­ბა აქვს მი­ყე­ნე­ბუ­ლი. გო­გო­ნა დღეს დი­ლით მოკ­ლუ­ლი იპო­ვეს რუს­თვის მე­გობ­რო­ბის გამ­ზირ­ზე მდე­ბა­რე ერთ-ერთ სახ­ლში, რო­მე­ლიც მკვლე­ლო­ბის სა­ვა­რუ­დო ჩამ­დენ­მა პირ­მა 2 თვის წინ იქი­რი­ა­ვა. მე­ზობ­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ ისი­ნი ამ ბი­ნა­ში მცხოვ­რებ ახალ­გაზ­რდა მა­მა­კაცს არ იც­ნობ­დნენ და გუ­შინ ღა­მით ხმა­მა­ღა­ლი სა­უ­ბა­რი ან კა­მა­თი ამ ბი­ნი­დან არ გა­უ­გო­ნი­ათ. გარ­დაც­ვლი­ლი გო­გო­ნას ცხე­და­რი მის­მა მე­გო­ბარ­მა და­ახ­ლო­ე­ბით, 21 სა­ათ­ზე იპო­ვა და ამის შემ­დეგ მომ­ხდა­რის შე­სა­ხებ მე­ზობ­ლე­ბი­სა და პო­ლი­ცი­ის­თვის გახ­და ცნო­ბი­ლი.

რაც შე­ე­ხე­ბა თა­ვად მკვლე­ლო­ბის ჩამ­დენ სა­ვა­რა­უ­დო პირს, ის პო­ლი­ცი­ამ შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან სამ კი­ლო­მეტრში უგო­ნო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში აღ­მო­ა­ჩი­ნა. არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რი ვერ­სი­ით, მან მკვლე­ლო­ბის შემ­დეგ და­ნით მი­ი­ყე­ნა თვით­და­ზი­ა­ნე­ბე­ბი და სახ­ლი­დან გა­ვი­და.

მკვლე­ლო­ბის სა­ვა­რა­უ­დო ჩამ­დე­ნის მე­ზო­ბე­ლი:

- უბ­რა­ლოდ მუ­სი­კე­ბის ხმა ის­მო­და და კარი ოდ­ნავ ღია იყო, მერე მე­გო­ბა­რი გო­გო­ნა მო­ვი­და და იმან იკივ­ლა და იწივ­ლა, სხვა არა­ფე­რი ვი­ცით. ეს გო­გო­ნა მას­თან ადრე არად­როს გვი­ნა­ხავს. იშ­ვი­ა­თად მო­დი­ო­და მას­თან ვინ­მე, თვი­თონ ეს ყმაწ­ვი­ლი იყო მარ­ტო აქ.

- კი­ვი­ლი შე­მოგ­ვეს­მა, გა­მო­ვე­დით და გო­გო­ნა იყო ჩა­კე­ცი­ლი მაღ­ლა, მე­ო­თხე სარ­თულ­ზე. ყვი­რო­და და­ქა­ლი მო­მიკ­ლე­სო. რომ ვკი­თხეთ ვი­ნა­ო­ბა, გვან­ცა კი­ლა­ძე ჩემი და­ქა­ლი იყოო, გვი­თხრა.

რა იყო ამ სა­ზა­რე­ლი და­ნა­შა­უ­ლის მო­ტი­ვი, ამის შე­სა­ხებ გა­მო­ძი­ე­ბა ინ­ფორ­მა­ცი­ას ჯერ­ჯე­რო­ბით არ ავ­რცე­ლებს. მაგ­რამ გვან­ცა კი­ლა­ძის ახ­ლო­ბელ­მა "იმე­დის კვი­რას" პი­რად სა­უ­ბარ­ში უთხრა, რომ ახალ­გზარ­და მა­მა­კაცს, რო­მე­ლიც მკვლე­ლო­ბის სა­ვა­რა­უ­დო ჩამ­დენ პი­რად მო­ი­აზ­რე­ბა, 23 წლის გვან­ცა კი­ლა­ძე უყ­ვარ­და, მაგ­რამ გო­გო­ნას მის მი­მართ არა­ნა­ი­რი ინ­ტე­რე­სი არ ჰქონ­და.

გვან­ცა კი­ლა­ძის მე­ზო­ბე­ლი:

გვან­ცა ძა­ლი­ან კარ­გი ადა­მი­ა­ნი და კარ­გი ოჯა­ხის შვი­ლი იყო, რა მოხ­და ნამ­დვი­ლად ვერ გე­ტყვით. დღეს დი­ლით ტე­ლე­ვი­ზი­ით გა­ვი­გეთ, რომ ვი­ღაც გვან­ცა მოკ­ლეს, იმა­საც ვერ წარ­მო­ვიდ­გენ­დით, რომ ეს ჩვე­ნი მე­ზო­ბე­ლი იქ­ნე­ბო­და.

მკვლე­ლო­ბის სა­ვა­რა­უ­დო ჩამ­დე­ნი პირი ამ­ჟა­მად რუს­თა­ვის სა­ა­ვად­მყო­ფოს რე­ა­ნი­მა­ცი­ულ გან­ყო­ფი­ლე­ბა­შია გა­დაყ­ვა­ნი­ლი, სა­დაც გვი­ან ღა­მით მას სას­წრა­ფო ოპე­რა­ცია ჩა­უ­ტარ­და. ის არის 1992 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი, შსს-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ის გვან­ცა კი­ლა­ძის კლა­სე­ლია. მკვლე­ლო­ბის ჩამ­დე­ნი სა­ვა­რა­უ­დო პირი გა­მომ­ძი­ებ­ლებს ჯერ­ჯე­რო­ბით არ და­უ­კი­თხავთ, რად­გან მას­თან კო­მუ­ნი­კა­ცია ამ ეტაპ­ზე შე­უძ­ლე­ბე­ლია.

იხი­ლეთ ასე­ვე: რუს­თავ­ში ახალ­გაზ­რდა ქალს ყელი გა­მოჭ­რეს - ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი და­კა­ვე­ბუ­ლია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

რა გახდა 23 წლის გვანცა კილაძის მკვლელობის მოტივი - მეზობლები და ნაცნობები ტრაგედიის დეტალებზე

რა გახდა 23 წლის გვანცა კილაძის მკვლელობის მოტივი - მეზობლები და ნაცნობები ტრაგედიის დეტალებზე

23 წლის გვანცა კილაძეს დანით ყელისა და გულმკერდის არეში 14 ჭრილობა აქვს მიყენებული. გოგონა დღეს დილით მოკლული იპოვეს რუსთვის მეგობრობის გამზირზე მდებარე ერთ-ერთ სახლში, რომელიც მკვლელობის სავარუდო ჩამდენმა პირმა 2 თვის წინ იქირიავა. მეზობლები ამბობენ, რომ ისინი ამ ბინაში მცხოვრებ ახალგაზრდა მამაკაცს არ იცნობდნენ და გუშინ ღამით ხმამაღალი საუბარი ან  კამათი ამ ბინიდან არ გაუგონიათ. გარდაცვლილი გოგონას ცხედარი მისმა მეგობარმა დაახლოებით, 21 საათზე იპოვა და ამის შემდეგ მომხდარის შესახებ მეზობლებისა და პოლიციისთვის გახდა ცნობილი.

რაც შეეხება თავად მკვლელობის ჩამდენ სავარაუდო პირს, ის პოლიციამ შემთხვევის ადგილიდან სამ კილომეტრში უგონო მდგომარეობაში აღმოაჩინა. არაოფიციალური ვერსიით, მან მკვლელობის შემდეგ დანით მიიყენა თვითდაზიანებები და სახლიდან გავიდა.

მკვლელობის სავარაუდო ჩამდენის მეზობელი:

- უბრალოდ მუსიკების ხმა ისმოდა და კარი ოდნავ ღია იყო, მერე მეგობარი გოგონა მოვიდა და იმან იკივლა და იწივლა, სხვა არაფერი ვიცით. ეს გოგონა მასთან ადრე არადროს გვინახავს. იშვიათად მოდიოდა მასთან ვინმე, თვითონ ეს ყმაწვილი იყო მარტო აქ.

- კივილი შემოგვესმა, გამოვედით და გოგონა იყო ჩაკეცილი მაღლა, მეოთხე სართულზე. ყვიროდა დაქალი მომიკლესო. რომ ვკითხეთ ვინაობა, გვანცა კილაძე ჩემი დაქალი იყოო, გვითხრა.

რა იყო ამ საზარელი დანაშაულის მოტივი, ამის შესახებ გამოძიება ინფორმაციას ჯერჯერობით არ ავრცელებს. მაგრამ გვანცა კილაძის ახლობელმა "იმედის კვირას" პირად საუბარში უთხრა, რომ ახალგზარდა მამაკაცს, რომელიც მკვლელობის სავარაუდო ჩამდენ პირად მოიაზრება, 23 წლის გვანცა კილაძე უყვარდა, მაგრამ გოგონას მის მიმართ არანაირი ინტერესი არ ჰქონდა.

გვანცა კილაძის მეზობელი:

გვანცა ძალიან კარგი ადამიანი და კარგი ოჯახის შვილი იყო, რა მოხდა ნამდვილად ვერ გეტყვით. დღეს დილით ტელევიზიით გავიგეთ, რომ ვიღაც გვანცა მოკლეს, იმასაც ვერ წარმოვიდგენდით, რომ ეს ჩვენი მეზობელი იქნებოდა.

მკვლელობის სავარაუდო ჩამდენი პირი ამჟამად რუსთავის საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაშია გადაყვანილი, სადაც გვიან ღამით მას სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა. ის არის 1992 წელს დაბადებული, შსს-ს ინფორმაციით, ის გვანცა კილაძის კლასელია. მკვლელობის ჩამდენი სავარაუდო პირი გამომძიებლებს ჯერჯერობით არ დაუკითხავთ, რადგან მასთან კომუნიკაცია ამ ეტაპზე შეუძლებელია.

იხილეთ ასევე: რუსთავში ახალგაზრდა ქალს ყელი გამოჭრეს - ეჭვმიტანილი დაკავებულია

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ