პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გიო ხუციშვილი: ''არატრადიციული ორიენტაცია ანომალიური გადახრაა''
გიო ხუციშვილი: ''არატრადიციული ორიენტაცია ანომალიური გადახრაა''

"პატ­რი­ო­ტო­ბა გულ­შია, შენი ქა­ლა­ქის, ქვეყ­ნის სიყ­ვა­რულ­შია. აფხა­ზეთ­ში რომ ვიბ­რძო­დი, ადრე ეგ იყო პატ­რი­ო­ტო­ბა, დღეს კი სი­გა­რეტს რომ ქუ­ჩა­ში კი არა, ურ­ნა­ში ჩა­აგ­დებ, ეგეც პატ­რი­ო­ტიზ­მია. როცა შენი ქვეყ­ნის, ქა­ლა­ქის, ოჯა­ხის ყვე­ლა სატ­კი­ვა­რი გტკი­ვა, უკვე პატ­რი­ო­ტი ხარ", - აღ­ნიშ­ნა გიო ხუ­ციშ­ვილ­მა, რო­მელ­თა­ნაც ინ­ტერ­ვიუ ტრა­დი­ცი­ე­ბის თე­მა­ზე ჩავ­წე­რეთ.

- ცხოვ­რე­ბა წინ მი­დის, ყვე­ლა­ფე­რი იც­ვლე­ბა, ხალ­ხი ისე­თი აღარ არის, რო­გო­რიც იყო, მაგ­რამ ტრა­დი­ცია ისე­თი რა­მაა, რა­საც კი არ უნდა მიჰ­ყვე, შენ­ში უნდა იყოს. ჩემი მშობ­ლე­ბის მიერ და­ტო­ვე­ბუ­ლი ოჯა­ხუ­რი ტრა­დი­ცი­ე­ბი გე­ნე­ტი­კუ­რი კო­დი­ვით მაქვს ჩა­ნერ­გი­ლი და ვცდი­ლობ, არ დავ­კარ­გო. ერ­თად შეკ­რე­ბა, ერ­თმა­ნე­თის ჭი­რი­სა და ლხი­ნის გა­ზი­ა­რე­ბა, თუნ­დაც სუფ­რის გაშ­ლა, შვი­ლე­ბის მე­გობ­რებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა, ერ­თად სა­დი­ლო­ბა - ასე­თი ტრა­დი­ცი­ე­ბი არ უნდა და­ვი­ვი­წყოთ. ესაა ჩემ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი, თო­რემ ჩო­ხით არას­დროს მივ­ლია, გა­ხე­ხი­ლი ჯინ­სიც მცმია და გრძე­ლი თმაც მქო­ნია. ყვე­ლა­ფერს თა­ვი­სი დრო აქვს და მგო­ნია, ტრა­დი­ცი­ე­ბის დიდი პა­ტი­ვის­ცე­მა ასაკ­თან ერ­თად მო­დის.

- ოჯა­ხურ ტრა­დი­ცი­ებ­ზე სა­უბ­რობთ და მა­ინ­ტე­რე­სებს თქვე­ნი აზრი წყვი­ლის ქორ­წი­ნე­ბამ­დე თა­ნა­ცხოვ­რე­ბა­ზე.

- როცა ქარ­თველ კაცს ქა­ლიშ­ვი­ლი გყავს, რთუ­ლი აღ­საქ­მე­ლია ქორ­წი­ნე­ბამ­დე თა­ნა­ცხოვ­რე­ბა, ბი­ჭის შემ­თხვე­ვა­ში ამას უფრო მარ­ტი­ვად უყუ­რებ. ხომ იცი, ქარ­თვე­ლებს ტვი­ნი ცოტა სხვა­ნა­ი­რად გვაქვს მო­წყო­ბი­ლი. დიდი ხა­ნია ვფიქ­რობ ამ თე­მა­ზე და მგო­ნია, ცუდი არაა, თუ წყვი­ლი ერ­თმა­ნეთს ქორ­წი­ნე­ბამ­დე გა­იც­ნობს და და­ო­ჯა­ხე­ბამ­დე ერ­თად იცხოვ­რებს, ოღონდ ეს სიყ­ვა­რუ­ლით უნდა ხდე­ბო­დეს, თო­რემ კლუბ­ში ყო­ველ შეს­ვლა­ზე რომ იც­ვა­ლო პარტნი­ო­რი, ეს სულ სხვა რა­მაა.

- ჩვენს რე­ა­ლო­ბა­ში ბევ­რი ოჯა­ხი ინ­გრე­ვა, რა­ტომ?

- ერ­თმა­ნეთს არ იც­ნო­ბენ. პა­ტა­რე­ბი რომ ქმნი­ან ოჯახს, ყვე­ლა­ფერს შე­სა­ბა­მი­სად ვერ აც­ნო­ბი­ე­რე­ბენ. ხში­რად ერ­თმა­ნე­თის მი­მართ ლტოლ­ვა აქვთ და არა დიდი სიყ­ვა­რუ­ლი. გარ­კვე­უ­ლი დრო­ის შემ­დეგ კი დგე­ბი­ან სიყ­ვა­რუ­ლის, მო­ფე­რე­ბის, გა­გე­ბის, კი­დევ ბევ­რი სხვა პრობ­ლე­მის წი­ნა­შე. თუმ­ცა ყო­ფი­ლა შემ­თხვე­ვე­ბი, როცა პა­ტა­რებს შე­უქ­მნი­ათ ოჯა­ხი და ბო­ლომ­დე შერ­ჩე­ნი­ლან ერ­თმა­ნეთს, მაგ­რამ, ძი­რი­თად შემ­თხვე­ვა­ში პა­ტა­რა ასაკ­ში ოჯა­ხი ლტოლ­ვის სა­ფუძ­ველ­ზე იქ­მნე­ბა, ეს არაა ის დიდი სიყ­ვა­რუ­ლი, რო­მე­ლიც ოჯახს სჭირ­დე­ბა. ცოლ-ქმარს რთუ­ლი და ეკ­ლი­ა­ნი გზის გავ­ლა უწევს, თა­ვი­დან ყვე­ლა­ფე­რი ლა­მა­ზია, მაგ­რამ რო­გორც კი პა­ტა­რა ეკა­ლი იჩენს თავს, ყვე­ლა­ფე­რი ფუჭ­დე­ბა. მე ძა­ლი­ან შორს ვი­ყა­ვი წი­ნას­წა­რი თა­ნა­ცხოვ­რე­ბის სა­კი­თხის­გან, მაგ­რამ რა­ღა­ცებ­ზე რომ დავ­ფიქ­რდი, რა­ღა­ცებს შევ­ხე­დე, მივ­ხვდი, ჯობს, წი­ნას­წარ იცხოვ­რონ ერ­თად, კარ­გად გა­იც­ნონ ერ­თმა­ნე­თი და მერე მი­ი­ღონ ასე­თი სე­რი­ო­ზუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა...

გაგ­რძე­ლე­ბა

გიო ხუციშვილი: ''არატრადიციული ორიენტაცია ანომალიური გადახრაა''

გიო ხუციშვილი: ''არატრადიციული ორიენტაცია ანომალიური გადახრაა''

''პატრიოტობა გულშია, შენი ქალაქის, ქვეყნის სიყვარულშია. აფხაზეთში რომ ვიბრძოდი, ადრე ეგ იყო პატრიოტობა, დღეს კი სიგარეტს რომ ქუჩაში კი არა, ურნაში ჩააგდებ, ეგეც პატრიოტიზმია. როცა შენი ქვეყნის, ქალაქის, ოჯახის ყველა სატკივარი გტკივა, უკვე პატრიოტი ხარ'', - აღნიშნა გიო ხუციშვილმა, რომელთანაც ინტერვიუ ტრადიციების თემაზე ჩავწერეთ.

- ცხოვრება წინ მიდის, ყველაფერი იცვლება, ხალხი ისეთი აღარ არის, როგორიც იყო, მაგრამ ტრადიცია ისეთი რამაა, რასაც კი არ უნდა მიჰყვე, შენში უნდა იყოს. ჩემი მშობლების მიერ დატოვებული ოჯახური ტრადიციები გენეტიკური კოდივით მაქვს ჩანერგილი და ვცდილობ, არ დავკარგო. ერთად შეკრება, ერთმანეთის ჭირისა და ლხინის გაზიარება, თუნდაც სუფრის გაშლა, შვილების მეგობრებთან ურთიერთობა, ერთად სადილობა - ასეთი ტრადიციები არ უნდა დავივიწყოთ. ესაა ჩემთვის მნიშვნელოვანი, თორემ ჩოხით არასდროს მივლია, გახეხილი ჯინსიც მცმია და გრძელი თმაც მქონია. ყველაფერს თავისი დრო აქვს და მგონია, ტრადიციების დიდი პატივისცემა ასაკთან ერთად მოდის.

- ოჯახურ ტრადიციებზე საუბრობთ და მაინტერესებს თქვენი აზრი წყვილის ქორწინებამდე თანაცხოვრებაზე.

- როცა ქართველ კაცს ქალიშვილი გყავს, რთული აღსაქმელია ქორწინებამდე თანაცხოვრება, ბიჭის შემთხვევაში ამას უფრო მარტივად უყურებ. ხომ იცი, ქართველებს ტვინი ცოტა სხვანაირად გვაქვს მოწყობილი. დიდი ხანია ვფიქრობ ამ თემაზე და მგონია, ცუდი არაა, თუ წყვილი ერთმანეთს ქორწინებამდე გაიცნობს და დაოჯახებამდე ერთად იცხოვრებს, ოღონდ ეს სიყვარულით უნდა ხდებოდეს, თორემ კლუბში ყოველ შესვლაზე რომ იცვალო პარტნიორი, ეს სულ სხვა რამაა.

- ჩვენს რეალობაში ბევრი ოჯახი ინგრევა, რატომ?

- ერთმანეთს არ იცნობენ. პატარები რომ ქმნიან ოჯახს, ყველაფერს შესაბამისად ვერ აცნობიერებენ. ხშირად ერთმანეთის მიმართ ლტოლვა აქვთ და არა დიდი სიყვარული. გარკვეული დროის შემდეგ კი დგებიან სიყვარულის, მოფერების, გაგების, კიდევ ბევრი სხვა პრობლემის წინაშე. თუმცა ყოფილა შემთხვევები, როცა პატარებს შეუქმნიათ ოჯახი და ბოლომდე შერჩენილან ერთმანეთს, მაგრამ, ძირითად შემთხვევაში პატარა ასაკში ოჯახი ლტოლვის საფუძველზე იქმნება, ეს არაა ის დიდი სიყვარული, რომელიც ოჯახს სჭირდება. ცოლ-ქმარს რთული და ეკლიანი გზის გავლა უწევს, თავიდან ყველაფერი ლამაზია, მაგრამ როგორც კი პატარა ეკალი იჩენს თავს, ყველაფერი ფუჭდება. მე ძალიან შორს ვიყავი წინასწარი თანაცხოვრების საკითხისგან, მაგრამ რაღაცებზე რომ დავფიქრდი, რაღაცებს შევხედე, მივხვდი, ჯობს, წინასწარ იცხოვრონ ერთად, კარგად გაიცნონ ერთმანეთი და მერე მიიღონ ასეთი სერიოზული გადაწყვეტილება...

გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება