ჩეჩენი პატარძალი, რომლის ქორწილის ვიდეომ არამხოლოდ რუსული მედია, ქართული ინტერნეტსივრცეც აალაპარაკა 17 წლის ლუიზა გოილაბიევაა. ეს ინტერვიუ ლუიზასთან რუსულმა სააგენტო LIFENEWS-მა ქორწილამდე ერთი თვით ადრე ჩაწერა. არასრულწლოვან გოგონას გვერდით დედა უზის და ჟურნალისტის შეკითხვებზე პასუხებს ჩუმად კარნახობს.
16 მაისს გროზნოში ჩეჩნეთის ადმინისტრაციული რაიონის ნოჟაი-იურტოვკის პოლიციის მაღალჩინოსანი და რამზან კადიროვის ახლო მეგობარი 57 წლის ნაჟუდ გუჩიგოვი 17 წლის ლუიზა გოილაბიევაზე დაქორწინდა. ლუიზა ნაჟუდის მეორე ცოლია, პირველი ცოლისგან პოლიციელს ახალშერთულ ცოლზე უფროსი ვაჟი ჰყავს. წყვილის მდიდრულ ქორწილში რესპუბლიკის ლიდერმა რამზან კადიროვმაც მოილხინა. მან ლუიზასა და ნაჟუზიდის ქორწილს "ათასწლეულის დღესასწაული" უწოდა.
იხილეთ ასევე|"ათასწლეულის ქორწილი" ჩეჩნეთში: 17 წლის პატარძალი, 57 წლის ჩინოვნიკი სიძე და კადიროვის "ლეზგინკა"