პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

2

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე – კარგია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა. უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მსოფლიო ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს
მსოფლიო ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს

17 მა­ისს მსოფ­ლიო ჰო­მო­ფო­ბი­ი­სა და ტრანსფო­ბი­ის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლის სა­ერ­თა­შო­რი­სო დღეს აღ­ნიშ­ნავს. ამ დღის აღ­ნიშ­ვნა, 1990 წლის 17 მა­ისს, მსოფ­ლიო ჯან­დაც­ვის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მიერ ჰო­მო­სექ­სუ­ა­ლო­ბის და­ა­ვა­დე­ბა­თა ნუს­ხი­დან ამო­ღე­ბას უკავ­შირ­დე­ბა. ტერ­მი­ნი "ჰო­მო­ფო­ბია" გა­ნი­მარ­ტე­ბა, რო­გორც "წი­ნას­წარ­გან­წყო­ბა­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი ირა­ცი­ო­ნა­ლუ­რი შიში და სი­ძულ­ვი­ლი ლეს­ბო­სე­ლე­ბის, გე­ე­ბის, ბი­სექ­სუ­ა­ლე­ბი­სა და ტრანსგენ­დე­რი ადა­მი­ა­ნე­ბის მი­მართ, რო­მე­ლიც მსგავ­სია რა­სიზ­მის, ქსე­ნო­ფო­ბი­ის, ან­ტი­სე­მი­ტიზ­მი­სა და სექ­სიზ­მის", ხოლო ტრანსფო­ბია კი "ტრანსგენ­დერუ­ლი იდენ­ტო­ბის მქო­ნე ადა­მი­ა­ნე­ბის მი­მართ ზი­ზღი და ჩაგ­ვრა სხვა­დას­ხვა გზით".

ჰო­მო­ფო­ბი­ი­სა და ტრანსფო­ბი­ის წი­ნა­ამღმდეგ ბრძო­ლის სა­ერ­თა­შო­რი­სო დღის აღ­ნიშ­ვნის მი­ზანს წარ­მო­ად­გენს ძა­ლა­დო­ბის დაგ­მო­ბა და სო­ლი­და­რო­ბის გა­მო­ხატ­ვა ლგბტ ადა­მი­ა­ნე­ბის მი­მართ. ჰო­მო­ფო­ბია არის სა­ფუძ­ვლო შიში, გან­დგო­მა ან დის­კრი­მი­ნა­ცია ჰო­მო­სექ­სუ­ა­ლო­ბი­სა და ჰო­მო­სექ­სუ­ალ­თა მი­მართ. გა­მომ­დი­ნა­რე­ობს სი­ტყვე­ბის­გან ჰო­მო­სექ­სუ­ა­ლი და ფო­ბია.

ჰო­მო­ფო­ბი­ის ხელ­შემ­წყობ ერთ-ერთ კომ­პო­ნენ­ტად გარ­შე­მომ­ყოფ­თა მიერ მათი ჰო­მო­სექ­სუ­ა­ლად შე­საძ­ლო იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბის შიშს მი­იჩ­ნე­ვენ. ამ მტკი­ცე­ბის მი­ხედ­ვით ჰო­მო­ფო­ბი­ა­ზე აზ­რი­სა და ემო­ცი­ე­ბის გა­მო­ხატ­ვი­სას მო­ცე­მუ­ლი ინ­დი­ვი­დი არა მხო­ლოდ სა­კუ­თარ ფიქ­რებს გად­მოს­ცემს ჰო­მო­სექ­სუ­ა­ლიზ­მზე, არა­მედ აქ­ტი­უ­რად ცდი­ლობს გა­ე­მიჯ­ნოს ამ კა­ტე­გო­რი­ას და მას­თან და­კავ­ში­რე­ბულ სო­ცი­ა­ლურ სტა­ტუსს. მა­შა­სა­და­მე, სა­კუ­თა­რი დის­ტან­ცი­ით ადა­მი­ან­თა ამ კა­ტე­გო­რი­ას­თან ის ამ­ყა­რებს სა­კუ­თარ როლს, რო­გორც ჰე­ტე­რო­სექ­სუ­ა­ლი­სა, არი­დებს რა ამით სა­კუ­თა­რი თა­ვის სხვე­ბის მიერ ჰო­მო­სექ­სუ­ა­ლად შე­ფა­სე­ბას.

ინ­ტერ­ნა­ლი­ზე­ბუ­ლი ჰო­მო­ფო­ბია, რო­გორც წესი მი­უ­თი­თებს ჰო­მო­სექ­სუ­ალ­თა მიერ სა­კუ­თა­რი თა­ვის ან სხვა მსგავ­სთა მი­მართ ჰო­მო­ფო­ბი­ა­ზე. მისი და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლია სა­კუ­თა­რი სექ­სუ­ა­ლუ­რი ორი­ენ­ტა­ცი­ის მი­მართ დის­კომ­ფორ­ტი ან უარ­ყო­ფა. ამ­გვა­რი მდგო­მა­რე­ო­ბის შე­დე­გი სა­კუ­თა­რი ჰო­მო­სექ­სუ­ა­ლუ­რი ვნე­ბე­ბის მწვა­ვე რეპ­რე­სი­აა. სხვა შემ­თხვე­ვებ­ში დრო­დად­რო შე­იძ­ლე­ბა გა­მოვ­ლინ­დეს გა­აზ­რე­ბუ­ლი ში­ნა­გა­ნი წი­ნა­აღ­დე­გო­ბა ღრმა რე­ლი­გი­ურ ან სო­ცი­ა­ლურ რწმე­ნებ­სა და ძლი­ერ ემო­ცი­ო­ნა­ლურ ლტოლ­ვა­სა და მო­თხოვ­ნას შო­რის. ამ­გავ­რი ში­ნა­გა­ნი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა, რო­გორც წესი, კლი­ნი­კურ დეპ­რე­სი­ას იწ­ვევს და ჰო­მო­სექ­სუ­ალ მო­ზარ­დთა შო­რის თვით­მკვლე­ლო­ბი­სად­მი მიდ­რე­კი­ლე­ბის მა­ღა­ლი დონე ნა­წი­ლობ­რივ ამ ფე­ნო­მე­ნის მიერ უნდა იყოს გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი (სხვა­თა აზ­რე­ბი და მოქ­მე­დე­ბაც ძლი­ე­რი ზე­გავ­ლე­ნის ფაქ­ტო­რია ორი­ვე შემ­თხვე­ვა­ში).

ბევ­რი ადა­მი­ა­ნი ამ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში ცდი­ლობს პრობ­ლე­მის გა­დაჭ­რას, რა­ღაც დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში მა­ინც, თავ­შე­კა­ვე­ბით. ეს შე­და­რე­ბით იოლი არ­ჩე­ვა­ნია, რად­გან რწმე­ნა­თა სის­ტე­მე­ბი ხში­რად ნე­იტ­რა­ლუ­რი არი­ან ჰო­მო­სექ­სუ­ა­ლუ­რი გრძნო­ბე­ბის მი­მართ, მაგ­რამ კა­ტე­გო­რი­უ­ლად ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბი­ან ამ­გვა­რი გრძნო­ბე­ბით მოქ­მე­დე­ბას.

ინ­ტერ­ნა­ლი­ზე­ბუ­ლი ჰო­მო­ფი­ბია ხში­რად მი­ე­კუთ­ვნე­ბა გაც­ნო­ბი­ე­რე­ბულ ან გა­უც­ნო­ბი­ე­რე­ბულ ქმე­დე­ბას, რო­მელ­შიც დამ­კვირ­ვე­ბელს ჰე­ტე­რო­ნორ­მა­ტი­უ­ლო­ბი­სა და ჰე­ტე­რო­სექ­სიზ­მის მო­თხოვ­ნებ­თან შე­სა­ბა­მი­სო­ბის სურ­ვი­ლი უჩ­ნდე­ბა. ეს შე­იძ­ლე­ბა მო­ი­ცავ­დეს ადა­მი­ა­ნის რო­მან­ტი­კუ­ლი პარტნი­ო­რის სქე­სის ან სქეს­თა რო­ლის შე­სა­ხებ შაბ­ლო­ნუ­რი წარ­მოდ­გე­ნის შექ­მნას. ზო­გი­ერ­თის მტკი­ცე­ბით (მათ შო­რის ზიგმუნდ ფრო­ი­დი "ფსი­ქო­ა­ნა­ლი­ტი­კურ თე­ო­რი­ა­ში") ყვე­ლა­ზე ჰო­მო­ფო­ბი ადა­მი­ა­ნე­ბი თა­ვად არი­ან რეპ­რე­სი­რე­ბუ­ლი ჰო­მო­სექ­სუ­ა­ლე­ბი, თუმ­ცა ეს მტკი­ცე­ბა საკ­მა­ოდ ურ­თი­ერ­თგა­მომ­რი­ცხავ არ­გუ­მენ­ტებს ემ­ყა­რე­ბა. 1996 წელს ჯორ­ჯი­ის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კვლე­ვის შე­დე­გად აღ­მოჩ­ნდა, რომ ჰო­მო­ფობ მა­მა­კა­ცებს (ჰო­მო­ფო­ბი­ის ინ­დექ­სის მი­ხედ­ვით) გა­ცი­ლე­ბით მეტ შემ­თხვე­ვა­ში ჰქონ­დათ ერექ­ცია ჰო­მო­ე­რო­ტი­უ­ლი გა­მო­სა­ხუ­ლე­ბე­ბის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბი­სას ვიდ­რე არა-ჰო­მო­ფობ მა­მა­კა­ცებს.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთ-უკრაინის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, კვლავ სტამბოლში შედგება

მსოფლიო ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს

მსოფლიო ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს

17 მაისს მსოფლიო ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ამ დღის აღნიშვნა, 1990 წლის 17 მაისს, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ ჰომოსექსუალობის დაავადებათა ნუსხიდან ამოღებას უკავშირდება. ტერმინი "ჰომოფობია" განიმარტება, როგორც "წინასწარგანწყობაზე დაფუძნებული ირაციონალური შიში და სიძულვილი ლესბოსელების, გეების, ბისექსუალებისა და ტრანსგენდერი ადამიანების მიმართ, რომელიც მსგავსია რასიზმის, ქსენოფობიის, ანტისემიტიზმისა და სექსიზმის", ხოლო ტრანსფობია კი "ტრანსგენდერული იდენტობის მქონე ადამიანების მიმართ ზიზღი და ჩაგვრა სხვადასხვა გზით".

ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინაამღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღის აღნიშვნის მიზანს წარმოადგენს ძალადობის დაგმობა და სოლიდარობის გამოხატვა ლგბტ ადამიანების მიმართ. ჰომოფობია არის საფუძვლო შიში, განდგომა ან დისკრიმინაცია ჰომოსექსუალობისა და ჰომოსექსუალთა მიმართ. გამომდინარეობს სიტყვებისგან ჰომოსექსუალი და ფობია.

ჰომოფობიის ხელშემწყობ ერთ-ერთ კომპონენტად გარშემომყოფთა მიერ მათი ჰომოსექსუალად შესაძლო იდენტიფიცირების შიშს მიიჩნევენ. ამ მტკიცების მიხედვით ჰომოფობიაზე აზრისა და ემოციების გამოხატვისას მოცემული ინდივიდი არა მხოლოდ საკუთარ ფიქრებს გადმოსცემს ჰომოსექსუალიზმზე, არამედ აქტიურად ცდილობს გაემიჯნოს ამ კატეგორიას და მასთან დაკავშირებულ სოციალურ სტატუსს. მაშასადამე, საკუთარი დისტანციით ადამიანთა ამ კატეგორიასთან ის ამყარებს საკუთარ როლს, როგორც ჰეტეროსექსუალისა, არიდებს რა ამით საკუთარი თავის სხვების მიერ ჰომოსექსუალად შეფასებას.

ინტერნალიზებული ჰომოფობია, როგორც წესი მიუთითებს ჰომოსექსუალთა მიერ საკუთარი თავის ან სხვა მსგავსთა მიმართ ჰომოფობიაზე. მისი დამახასიათებელია საკუთარი სექსუალური ორიენტაციის მიმართ დისკომფორტი ან უარყოფა. ამგვარი მდგომარეობის შედეგი საკუთარი ჰომოსექსუალური ვნებების მწვავე რეპრესიაა. სხვა შემთხვევებში დროდადრო შეიძლება გამოვლინდეს გააზრებული შინაგანი წინააღდეგობა ღრმა რელიგიურ ან სოციალურ რწმენებსა და ძლიერ ემოციონალურ ლტოლვასა და მოთხოვნას შორის. ამგავრი შინაგანი წინააღმდეგობა, როგორც წესი, კლინიკურ დეპრესიას იწვევს და ჰომოსექსუალ მოზარდთა შორის თვითმკვლელობისადმი მიდრეკილების მაღალი დონე ნაწილობრივ ამ ფენომენის მიერ უნდა იყოს განპირობებული (სხვათა აზრები და მოქმედებაც ძლიერი ზეგავლენის ფაქტორია ორივე შემთხვევაში).

ბევრი ადამიანი ამ სიტუაციაში ცდილობს პრობლემის გადაჭრას, რაღაც დროის განმავლობაში მაინც, თავშეკავებით. ეს შედარებით იოლი არჩევანია, რადგან რწმენათა სისტემები ხშირად ნეიტრალური არიან ჰომოსექსუალური გრძნობების მიმართ, მაგრამ კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან ამგვარი გრძნობებით მოქმედებას.

ინტერნალიზებული ჰომოფიბია ხშირად მიეკუთვნება გაცნობიერებულ ან გაუცნობიერებულ ქმედებას, რომელშიც დამკვირვებელს ჰეტერონორმატიულობისა და ჰეტეროსექსიზმის მოთხოვნებთან შესაბამისობის სურვილი უჩნდება. ეს შეიძლება მოიცავდეს ადამიანის რომანტიკული პარტნიორის სქესის ან სქესთა როლის შესახებ შაბლონური წარმოდგენის შექმნას. ზოგიერთის მტკიცებით (მათ შორის ზიგმუნდ ფროიდი "ფსიქოანალიტიკურ თეორიაში") ყველაზე ჰომოფობი ადამიანები თავად არიან რეპრესირებული ჰომოსექსუალები, თუმცა ეს მტკიცება საკმაოდ ურთიერთგამომრიცხავ არგუმენტებს ემყარება. 1996 წელს ჯორჯიის უნივერსიტეტში ჩატარებული კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ ჰომოფობ მამაკაცებს (ჰომოფობიის ინდექსის მიხედვით) გაცილებით მეტ შემთხვევაში ჰქონდათ ერექცია ჰომოეროტიული გამოსახულებების დათვალიერებისას ვიდრე არა-ჰომოფობ მამაკაცებს.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს