პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

16

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 23:52-ზე, მთვარე ვერძში გადავა 08:31-ზე – გაზარდეთ თქვენი ცოდნის დონე. შეისწავლეთ ახალი. იმუშავეთ მნიშვნელოვან დოკუმენტებთან. ხელი მოაწერე კონტრაქტებს. დაალაგეთ არქივი. დაუთმეთ დღე განათლებას და სწავლას. მოაგვარეთ მარტივი საკითხები და არ მიიღოთ სერიოზული გადაწყვეტილებები. არ არის რეკომენდებული: ახალი და სერიოზული საქმეების დაწყება. ბევრი მუშაობა. ვაჭრობა. სიზარმაცე. იყავით ყურადღებიანი ბარძაყების, ქვედა ხერხემლის მიმართ. არ არის რეკომენდებული მარხვა ან შიმშილი. კარგია ტანსაცმლის გაუთოება და შენახვა; ზამთრისთვის ხილის გაყინვა და კონსერვაცია.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ლადო ბედუკაძე ივანიშვილის ინიცირებული სერიალის, "9+1"-ის კონსულტანტი გახდა
ლადო ბედუკაძე ივანიშვილის ინიცირებული სერიალის, "9+1"-ის კონსულტანტი გახდა

რო­გორც ცნო­ბი­ლია, რე­ჟი­სო­რი გოგა ხა­ინ­დრა­ვა "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" 9 წლი­ან მმარ­თვე­ლო­ბა­ზე სე­რი­ა­ლის "9+1"-ს გა­და­ღე­ბებს გეგ­მავს. სე­რი­ა­ლი, რომ­ლის გა­და­ღე­ბე­ბიც ჯერ არ და­წყე­ბუ­ლა, უკვე მრა­ვალ­ჯერ გახ­და სა­ზო­გა­დო­ე­ბის გან­სჯის თემა.

რო­გორც სე­რი­ა­ლის კას­ტინ­გის რამ­დე­ნი­მე მო­ნა­წი­ლე მსა­ხი­ობ­მა Ambebi.ge-ს გა­ნუ­ცხა­და, მსა­ხი­ო­ბე­ბის შერ­ჩე­ვის პრო­ცეს­ზე მათ ლადო ბე­დუ­კა­ძე დახ­ვდათ. ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­და­მოწ­მე­ბა თა­ვად ლადო ბე­დუ­კა­ძეს­თან ვცა­დეთ, თუმ­ცა იმის მი­უ­ხე­და­ვად, რომ მან ეს ინ­ფორ­მა­ცია არ უარ­ყო, კო­მენ­ტა­რის გა­კე­თე­ბის­გან თავი შე­ი­კა­ვა. კო­მენ­ტარ­ზე უარი თქვა კას­ტინ­გის ხელ­მძღვა­ნელ­მა მიშა აფხა­ზა­ვა­მაც, ამი­ტომ სე­რი­ა­ლის რე­ჟი­სორს, გოგა ხა­ინ­დრა­ვას და­ვუ­კავ­შირ­დით.

- ბა­ტო­ნო გოგა, Ambebi.ge-სთვის ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ "9+1"-ის კას­ტინგს ლადო ბე­დუ­კა­ძეც ეს­წრე­ბო­და. რა­ტომ მო­იწ­ვი­ეთ ის კას­ტინ­გებ­ზე?

- არა, ლადო ბე­დუ­კა­ძე სე­რი­ა­ლის კას­ტინ­გებს არ ეს­წრე­ბა. ლადო ბე­დუ­კა­ძე არის ჩემი კონ­სულ­ტან­ტი, იმი­ტომ რომ დიდი ეპი­ზო­დი ჩემს ფილმში გლ­და­ნის ცი­ხის ნა­წილს შე­ე­ხე­ბა და იმ პე­რი­ოდს აღ­წერს, რო­დე­საც ლადო ბე­დუ­კა­ძე მუ­შა­ობ­და გლ­და­ნის ცი­ხე­ში. ამი­ტომ ხან­და­ხან მო­დის ჩვენ­თან და კონ­სულ­ტა­ცი­ებს გა­დის სცე­ნა­რის რე­ჟი­სო­რებ­თან. კას­ტინგთან რა კავ­ში­რი უნდა ჰქონ­დეს ლადო ბე­დუ­კა­ძეს?! ვი­ღა­ცამ თვა­ლი მოკ­რა, ეტყო­ბა. კას­ტინ­გებს რა­ტომ და­ეს­წრე­ბა ლადო ბე­დუ­კა­ძე, რო­მე­ლი ფე­ლი­ნი ეგ მყავს?

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მხოლოდ 5 თვეში, თბილისში მილიარდ 200 მილიონი დოლარის ბინები გაიყიდა

ლადო ბედუკაძე ივანიშვილის ინიცირებული სერიალის, "9+1"-ის კონსულტანტი გახდა

ლადო ბედუკაძე ივანიშვილის ინიცირებული სერიალის, "9+1"-ის კონსულტანტი გახდა

როგორც ცნობილია, რეჟისორი გოგა ხაინდრავა "ნაციონალური მოძრაობის" 9 წლიან მმართველობაზე სერიალის "9+1"-ს გადაღებებს გეგმავს. სერიალი, რომლის გადაღებებიც ჯერ არ დაწყებულა, უკვე მრავალჯერ გახდა საზოგადოების განსჯის თემა.

როგორც სერიალის კასტინგის რამდენიმე მონაწილე მსახიობმა Ambebi.ge-ს განუცხადა, მსახიობების შერჩევის პროცესზე მათ ლადო ბედუკაძე დახვდათ. ინფორმაციის გადამოწმება თავად ლადო ბედუკაძესთან ვცადეთ, თუმცა იმის მიუხედავად, რომ მან ეს ინფორმაცია არ უარყო, კომენტარის გაკეთებისგან თავი შეიკავა. კომენტარზე უარი თქვა კასტინგის ხელმძღვანელმა მიშა აფხაზავამაც, ამიტომ სერიალის რეჟისორს, გოგა ხაინდრავას დავუკავშირდით.

- ბატონო გოგა, Ambebi.ge-სთვის ცნობილი გახდა, რომ "9+1"-ის კასტინგს ლადო ბედუკაძეც ესწრებოდა. რატომ მოიწვიეთ ის კასტინგებზე?

- არა, ლადო ბედუკაძე სერიალის კასტინგებს არ ესწრება. ლადო ბედუკაძე არის ჩემი კონსულტანტი, იმიტომ რომ დიდი ეპიზოდი ჩემს ფილმში გლდანის ციხის ნაწილს შეეხება და იმ პერიოდს აღწერს, როდესაც ლადო ბედუკაძე მუშაობდა გლდანის ციხეში. ამიტომ ხანდახან მოდის ჩვენთან და კონსულტაციებს გადის სცენარის რეჟისორებთან. კასტინგთან რა კავშირი უნდა ჰქონდეს ლადო ბედუკაძეს?! ვიღაცამ თვალი მოკრა, ეტყობა. კასტინგებს რატომ დაესწრება ლადო ბედუკაძე, რომელი ფელინი ეგ მყავს?

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია