პოლიტიკა
Faceამბები
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჰომოსექსუალები საბჭოთა კავშირში - ისტორიები, რომელიც მოსკოვს აღარ ახსოვს
ჰომოსექსუალები საბჭოთა კავშირში - ისტორიები, რომელიც მოსკოვს აღარ ახსოვს

რუ­სეთ­ში ცხოვ­რე­ბა გე­ე­ბის­თვის არ­ცთუ იო­ლია. 1999 წლი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი ჰო­მო­სექ­სუ­ა­ლო­ბა მენ­ტა­ლურ დარ­ღვე­ვად აღარ ით­ვლე­ბა, თუმ­ცა ჰო­მო­ფო­ბი­ით ნაკ­ვე­ბი ნა­ცი­ო­ნა­ლიზ­მი რუ­სეთ­ში ან­ტიჰო­მო­სექ­სუ­ა­ლურ "პრო­პა­გან­დას" ეწე­ვა და ამ სა­კითხს დუ­მაც მხარს უჭერს. რუ­სე­ბი ახლა სა­უბ­რო­ბენ ჰო­მო­სექ­სუ­ა­ლიზ­მზე, საბ­ჭო­თა პე­რი­ოდ­ში კი ეს სა­კი­თხი ტა­ბუ­და­დე­ბუ­ლი იყო. ამე­რი­კელ­მა ხე­ლო­ვან­მა ევ­გე­ნი ფიკს­მა, რო­მე­ლიც 1994 წელს ამე­რი­კა­ში წა­ვი­და ემიგ­რა­ცი­ა­ში, საბ­ჭო­თა ჰო­მო­სექ­სუ­ა­ლიზ­მის ამ­სახ­ველ ფო­ტო­ებს თავი მო­უ­ყა­რა და ერთ წიგ­ნად და­ბეჭ­და.

"მოს­კოვ­ში გე­ე­ბის არ­სე­ბო­ბის შე­სა­ხებ ყვე­ლამ იცო­და, მაგ­რამ მათ გა­და­ღე­ბას ვე­რა­ვინ ბე­დავ­და. საბ­ჭო­თა კავ­ში­რის ბოლო წლებ­ში, სვერდლო­ვის მო­ე­დან­ზე კარლ მარ­ქსის ძეგლი გე­ე­ბის შეკ­რე­ბის მთა­ვარ ად­გი­ლად იქცა. ეს იყო ტი­პუ­რი საბ­ჭო­თა იუ­მო­რი. ჰო­მო­სექ­სუ­ალ­მა ადა­მი­ა­ნებ­მა მარ­ქსი გე­ე­ბის სა­ხედ აქ­ცი­ეს", - ამ­ბობს ხე­ლო­ვა­ნი.

ამ­ჟა­მად ამე­რი­კა­სა და რუ­სეთ­ში სრუ­ლი­ად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კაა გე­ე­ბის მი­მართ. 2013 წელს ამე­რი­კის რამ­დე­ნი­მე შტატ­ში აღი­ა­რეს ერ­თსქე­სი­ა­ნი ქორ­წი­ნე­ბა. რუ­სეთ­ში კი მი­ი­ღეს კა­ნო­ნი, რო­მე­ლიც გეი-პრო­პა­გან­დის­ტებს პა­ტიმ­რო­ბით ემუქ­რე­ბა.

ფიკსს წიგნ­ში შე­ტა­ნი­ლი აქვს ის ად­გი­ლე­ბი რუ­სეთ­სა და ამე­რი­კა­ში, სა­დაც 1930-1950 წლებ­ში ჰო­მო­სექ­სუ­ა­ლე­ბი ხვდე­ბოდ­ნენ ერ­თმა­ნეთს. 1930 წლი­დან 1980 წლამ­დე ამე­რი­კა და რუ­სე­თი ერთ რა­მე­ში თან­ხმდე­ბოდ­ნენ, რომ ჰო­მო­სექ­სუ­ა­ლიზ­მი დას­ჯა­დი უნდა ყო­ფი­ლი­ყო. "ორი­ვე სა­ხელ­მწი­ფო შე­თან­ხმდა, რომ მათ არ სჭირ­დე­ბო­დათ გეი ადა­მი­ა­ნე­ბი და მათ არ­სე­ბო­ბას ერ­თმა­ნეთს აბ­რა­ლებ­დნენ. მე მინ­დო­და მეჩ­ვე­ნე­ბი­ნა ამ ფარ­სის გრო­ტეს­კუ­ლო­ბა", - ამ­ბობს ევ­გე­ნი ფიკ­სი.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია foreignpolicy.com-ს მი­ხედ­ვით.

ჰომოსექსუალები საბჭოთა კავშირში - ისტორიები, რომელიც მოსკოვს აღარ ახსოვს

ჰომოსექსუალები საბჭოთა კავშირში - ისტორიები, რომელიც მოსკოვს აღარ ახსოვს

რუსეთში ცხოვრება გეებისთვის არცთუ იოლია. 1999 წლიდან მოყოლებული ჰომოსექსუალობა მენტალურ დარღვევად აღარ ითვლება, თუმცა ჰომოფობიით ნაკვები ნაციონალიზმი რუსეთში ანტიჰომოსექსუალურ "პროპაგანდას" ეწევა და ამ საკითხს დუმაც მხარს უჭერს. რუსები ახლა საუბრობენ ჰომოსექსუალიზმზე, საბჭოთა პერიოდში კი ეს საკითხი ტაბუდადებული იყო. ამერიკელმა ხელოვანმა ევგენი ფიკსმა, რომელიც 1994 წელს ამერიკაში წავიდა ემიგრაციაში, საბჭოთა ჰომოსექსუალიზმის ამსახველ ფოტოებს თავი მოუყარა და ერთ წიგნად დაბეჭდა.

"მოსკოვში გეების არსებობის შესახებ ყველამ იცოდა, მაგრამ მათ გადაღებას ვერავინ ბედავდა. საბჭოთა კავშირის ბოლო წლებში, სვერდლოვის მოედანზე კარლ მარქსის ძეგლი გეების შეკრების მთავარ ადგილად იქცა. ეს იყო ტიპური საბჭოთა იუმორი. ჰომოსექსუალმა ადამიანებმა მარქსი გეების სახედ აქციეს", - ამბობს ხელოვანი.

ამჟამად ამერიკასა და რუსეთში სრულიად განსხვავებული პოლიტიკაა გეების მიმართ. 2013 წელს ამერიკის რამდენიმე შტატში აღიარეს ერთსქესიანი ქორწინება. რუსეთში კი მიიღეს კანონი, რომელიც გეი-პროპაგანდისტებს პატიმრობით ემუქრება.

ფიკსს წიგნში შეტანილი აქვს ის ადგილები რუსეთსა და ამერიკაში, სადაც 1930-1950 წლებში ჰომოსექსუალები ხვდებოდნენ ერთმანეთს. 1930 წლიდან 1980 წლამდე ამერიკა და რუსეთი ერთ რამეში თანხმდებოდნენ, რომ ჰომოსექსუალიზმი დასჯადი უნდა ყოფილიყო. "ორივე სახელმწიფო შეთანხმდა, რომ მათ არ სჭირდებოდათ გეი ადამიანები და მათ არსებობას ერთმანეთს აბრალებდნენ. მე მინდოდა მეჩვენებინა ამ ფარსის გროტესკულობა", - ამბობს ევგენი ფიკსი.

მომზადებულია foreignpolicy.com-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს