საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დეკანოზი თეოდორე გაგნიძე 17 მაისის რელიგიურ მნიშვნელობაზე - რა უნდა იცოდნენ მორწმუნეებმა ოჯახის სიმტკიცის დღის შესახებ
დეკანოზი თეოდორე გაგნიძე 17 მაისის რელიგიურ მნიშვნელობაზე - რა უნდა იცოდნენ მორწმუნეებმა ოჯახის სიმტკიცის დღის შესახებ

ხვალ, 17 მა­ისს, რო­დე­საც მსოფ­ლი­ო­ში ჰო­მო­ბო­ბი­ას­თან და ტრანსფო­ბი­ას­თან ბრძო­ლის სა­ერ­თა­შო­რი­სო დღე აღი­ნიშ­ნე­ბა, სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბი და მრევ­ლი ოჯა­ხის სიმ­ტკი­ცი­სა და მშობ­ლე­ბის პა­ტი­ვის­ცე­მის დღეს აღ­ნიშ­ნა­ვენ, რო­მე­ლიც მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სი­ის პატ­რი­არ­ქმა ილია მე­ო­რემ და­ა­წე­სა.

ამ დღეს­თან და­კავ­ში­რე­ბით, Ambebi.ge-ს კი­თხვებს დე­კა­ნო­ზი თე­ო­დო­რე გიგ­ნა­ძე პა­სუ­ხობს.

- რას გუ­ლის­ხმობს 17 მა­ისს და­წე­სე­ბუ­ლი ოჯა­ხის სიმ­ტკი­ცი­სა და მშობ­ლე­ბის პა­ტი­ვის­ცე­მის დღე?

- ამ დღის ავ­ტო­რი პატ­რი­არ­ქია და კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ თა­ვად ავ­ტორს და­ვე­კი­თხე­ბით სიღ­რმი­სე­უ­ლად, რა იგუ­ლის­ხმა 17 მა­ი­სის ამ დღეს­თან და­კავ­ში­რე­ბით. ეს დღე არის მო­ტი­ვა­ცია იმის აღ­ნიშ­ვნი­სა, რომ დღე­ვან­დელ ადა­მი­ანს, რო­გორც ყვე­ლა დრო­ის ადა­მი­ანს, სჭირ­დე­ბა შეხ­სე­ნე­ბა ამ თე­მე­ბის შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც ღი­რე­ბუ­ლე­ბებს წარ­მო­ად­გენს ჩვენს ცხოვ­რე­ბა­ში და ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ღი­რე­ბუ­ლე­ბა ადა­მი­ა­ნის ცხოვ­რე­ბა­ში არის სწო­რედ ოჯა­ხი. ადა­მი­ა­ნი შე­იქ­მნა არა რა­ღაც ბოლო არ­სე­ბად, არა­მედ ადა­მი­ა­ნი შე­იქ­მნა, რო­გორც ოჯა­ხი, მა­მა­კა­ცად და დე­და­კა­ცად, ისე რო­გორც გვას­წავ­ლის წმი­და წე­რი­ლი. სა­დაც ოჯა­ხი არ არის, იქ ფაქ­ტობ­რი­ვად, ადა­მი­ა­ნუ­რი ცხოვ­რე­ბა იმ­დე­ნად დაკ­ნი­ნე­ბუ­ლია, რომ შე­იძ­ლე­ბა მისი გან­ვი­თა­რე­ბა ვერ მოხ­დეს ისე, რო­გორც სა­ჭი­როა და კა­ცობ­რი­ო­ბა და­ი­ღუ­პოს.

- სა­ი­დან გაჩ­ნდა ამ დღის და­წე­სე­ბის იდეა?

- ვფიქ­რობ, ასე­თი დღე­ე­ბის ყო­ველ­წლი­უ­რად აღ­ნიშ­ვნა არის ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ბიძ­გი. სამ­ყა­რო­ში არ­სე­ბობს სხვა­დას­ხვა დღე­ე­ბი, მა­გა­ლი­თად: სიყ­ვა­რუ­ლის, მად­ლი­ე­რე­ბის, ბედ­ნი­ე­რე­ბის დღე­ე­ბი, რომ­ლებ­საც აღ­ნიშ­ნა­ვენ, ეს კი არის ოჯა­ხის სიწ­მინ­დის დღე იმი­სათ­ვის, რომ კი­დევ ერთხელ ბიძ­გი მის­ცეს ადა­მი­ა­ნებს, გა­ახ­სე­ნოს, რომ ეს არის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი დღე მათ ცხოვ­რე­ბა­ში. ოჯა­ხის ერთ-ერთი გა­რან­ტია ადა­მი­ა­ნის თა­ვი­სუფ­ლე­ბაა. ამ თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ში კი ვგუ­ლის­ხმობ ადა­მი­ა­ნურ თა­ვი­სუფ­ლე­ბას და არა ფი­ზი­ო­ლო­გი­ურ, ბი­ო­ლო­გი­ურ და ცხო­ვე­ლურ თა­ვი­სუფ­ლე­ბას. დღეს ისე­თი დღე დგე­ბა, რომ ხან­და­ხან ეჭვი გვე­პა­რე­ბა, ხომ არ ხდე­ბა ბრძო­ლა ამ უმ­თავ­რე­სი ღი­რე­ბუ­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ სამ­ყა­რო­ში, რო­მელ­საც ოჯა­ხი ჰქვია. ამი­ტომ ამან გა­ნა­პი­რო­ბა, რომ პატ­რი­არ­ქმა გა­და­წყვი­ტა ეს დღე და­წე­სე­ბუ­ლი­ყო. მე ვფიქ­რობ, რომ ეს იყო ძა­ლი­ან კარ­გი იდეა.

- რა­ტომ დად­გინ­და ამ დღის აღ­ნიშ­ვნა 17 მა­ისს, რო­დე­საც მსოფ­ლი­ო­ში და მათ შო­რის სა­ქარ­თვე­ლო­შიც, სა­ზო­გა­დო­ე­ბის ერთი ჯგუ­ფი ჰო­მო­ფო­ბი­ა­სა და ტრან­სო­ფო­ბი­ას­თან ბრძო­ლის სა­ერ­თა­შო­რი­სო დღეს აღ­ნიშ­ნავს?

- საქ­მე ის არის, რომ ჰო­მო­ფო­ბი­ა­სა და ტრან­სო­ფო­ბი­ის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლის დღე, ამ სა­ხით შე­მო­თა­ვა­ზე­ბუ­ლი, შე­ფუ­თუ­ლია ლა­მა­ზად, ამის შიგ­ნით კი არის იდე­ო­ლო­გია, რო­მე­ლიც სწო­რედ ოჯა­ხურ ერ­თო­ბას, მა­მა­კა­ცი­სა და დე­და­კა­ცის ერ­თო­ბას არ­ღვევს. სწო­რედ ამი­ტომ იქნა ამ დღეს და­წე­სე­ბუ­ლი ოჯა­ხის სიმ­ტკი­ცის დღე. სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წილს უნდა იზე­ი­მებს, უნდა არა. ჩვენ, თით­ქოს ვთა­ვა­ზობთ ალ­ტერ­ნა­ტი­ვას, რომ აი ეს არის ის დღე, რო­მე­ლიც არა­ვის ზღუ­დავს. რაც შე­ე­ხე­ბა იმ ლა­მა­ზად შე­ფუ­თუ­ლი გა­რე­გა­ნი ფორ­მის ში­ნა­გან არსს, ეს არის დარ­ტყმა სამ­ყა­როს სწო­რედ იმ მთა­ვარ ღი­რე­ბუ­ლე­ბა­ზე, რა­საც ოჯა­ხი ჰქვია, რო­გორც მა­მა­კა­ცი­სა და ქა­ლის ერ­თო­ბა. ეს მი­ზან­და­სა­ხუ­ლად გა­კეთ­და. მი­მაჩ­ნია, რომ ეს დღე, რა­საც აღ­ნიშ­ნა­ვენ სამ­ყა­რო­ში გარ­კვე­უ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი, სამ­წუ­ხა­როდ, ემ­სა­ხუ­რე­ბა სწო­რედ იმ უბე­დუ­რე­ბას, რა­საც ტრა­დი­ცი­უ­ლი გა­გე­ბით, ადა­მი­ა­ნუ­რი გა­გე­ბით ოჯა­ხი ჰქვია, სწო­რედ ეს არის მი­ზე­ზი.

მა­რი­ამ კა­პა­ნა­ძე

AMBEBI.GE

ფო­ტო­კო­ლაჟ­ში გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლია "რა­დიო თა­ვი­სუფ­ლე­ბის" ფოტო

დეკანოზი თეოდორე გაგნიძე 17 მაისის რელიგიურ მნიშვნელობაზე - რა უნდა იცოდნენ მორწმუნეებმა ოჯახის სიმტკიცის დღის შესახებ

დეკანოზი თეოდორე გაგნიძე 17 მაისის რელიგიურ მნიშვნელობაზე - რა უნდა იცოდნენ მორწმუნეებმა ოჯახის სიმტკიცის დღის შესახებ

ხვალ, 17 მაისს, როდესაც მსოფლიოში ჰომობობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე აღინიშნება, საქართველოში სასულიერო პირები და მრევლი ოჯახის სიმტკიცისა და მშობლების პატივისცემის დღეს აღნიშნავენ, რომელიც მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა ილია მეორემ დააწესა.

ამ დღესთან დაკავშირებით, Ambebi.ge-ს კითხვებს დეკანოზი თეოდორე გიგნაძე პასუხობს.

- რას გულისხმობს 17 მაისს დაწესებული ოჯახის სიმტკიცისა და მშობლების პატივისცემის დღე?

- ამ დღის ავტორი პატრიარქია და კარგი იქნება, თუ თავად ავტორს დავეკითხებით სიღრმისეულად, რა იგულისხმა 17 მაისის ამ დღესთან დაკავშირებით. ეს დღე არის მოტივაცია იმის აღნიშვნისა, რომ დღევანდელ ადამიანს, როგორც ყველა დროის ადამიანს, სჭირდება შეხსენება ამ თემების შესახებ, რომელიც ღირებულებებს წარმოადგენს ჩვენს ცხოვრებაში და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ღირებულება ადამიანის ცხოვრებაში არის სწორედ ოჯახი. ადამიანი შეიქმნა არა რაღაც ბოლო არსებად, არამედ ადამიანი შეიქმნა, როგორც ოჯახი, მამაკაცად და დედაკაცად, ისე როგორც გვასწავლის წმიდა წერილი. სადაც ოჯახი არ არის, იქ ფაქტობრივად, ადამიანური ცხოვრება იმდენად დაკნინებულია, რომ შეიძლება მისი განვითარება ვერ მოხდეს ისე, როგორც საჭიროა და კაცობრიობა დაიღუპოს.

- საიდან გაჩნდა ამ დღის დაწესების იდეა?

- ვფიქრობ, ასეთი დღეების ყოველწლიურად აღნიშვნა არის ფსიქოლოგიური ბიძგი. სამყაროში არსებობს სხვადასხვა დღეები, მაგალითად: სიყვარულის, მადლიერების, ბედნიერების დღეები, რომლებსაც აღნიშნავენ, ეს კი არის ოჯახის სიწმინდის დღე იმისათვის, რომ კიდევ ერთხელ ბიძგი მისცეს ადამიანებს, გაახსენოს, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე მათ ცხოვრებაში. ოჯახის ერთ-ერთი გარანტია ადამიანის თავისუფლებაა. ამ თავისუფლებაში კი ვგულისხმობ ადამიანურ თავისუფლებას და არა ფიზიოლოგიურ, ბიოლოგიურ და ცხოველურ თავისუფლებას. დღეს ისეთი დღე დგება, რომ ხანდახან ეჭვი გვეპარება, ხომ არ ხდება ბრძოლა ამ უმთავრესი ღირებულების წინააღმდეგ სამყაროში, რომელსაც ოჯახი ჰქვია. ამიტომ ამან განაპირობა, რომ პატრიარქმა გადაწყვიტა ეს დღე დაწესებულიყო. მე ვფიქრობ, რომ ეს იყო ძალიან კარგი იდეა.

- რატომ დადგინდა ამ დღის აღნიშვნა 17 მაისს, როდესაც მსოფლიოში და მათ შორის საქართველოშიც, საზოგადოების ერთი ჯგუფი ჰომოფობიასა და ტრანსოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს?

- საქმე ის არის, რომ ჰომოფობიასა და ტრანსოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღე, ამ სახით შემოთავაზებული, შეფუთულია ლამაზად, ამის შიგნით კი არის იდეოლოგია, რომელიც სწორედ ოჯახურ ერთობას, მამაკაცისა და დედაკაცის ერთობას არღვევს. სწორედ ამიტომ იქნა ამ დღეს დაწესებული ოჯახის სიმტკიცის დღე. საზოგადოების ნაწილს უნდა იზეიმებს, უნდა არა. ჩვენ, თითქოს ვთავაზობთ ალტერნატივას, რომ აი ეს არის ის დღე, რომელიც არავის  ზღუდავს. რაც შეეხება იმ ლამაზად შეფუთული გარეგანი ფორმის შინაგან არსს, ეს არის დარტყმა სამყაროს სწორედ იმ მთავარ ღირებულებაზე, რასაც ოჯახი ჰქვია, როგორც მამაკაცისა და ქალის ერთობა. ეს მიზანდასახულად გაკეთდა. მიმაჩნია, რომ ეს დღე, რასაც აღნიშნავენ სამყაროში გარკვეული ორგანიზაციები, სამწუხაროდ, ემსახურება სწორედ იმ უბედურებას, რასაც ტრადიციული გაგებით, ადამიანური გაგებით ოჯახი ჰქვია, სწორედ ეს არის მიზეზი.

მარიამ კაპანაძე

AMBEBI.GE

ფოტოკოლაჟში გამოყენებულია "რადიო თავისუფლების" ფოტო