პოლიტიკა
კონფლიქტები

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
სამართალი
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სპორტი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
17 მაისისთვის ოჯახის სიმტკიცისა და სიწმინდის დაცვის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაუქმდა
17 მაისისთვის ოჯახის სიმტკიცისა და სიწმინდის დაცვის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაუქმდა

აწყუ­რის ყოვ­ლად­წ­მი­და ღვთის­მშობ­ლის ხატი დე­და­ქა­ლაქ­ში დღეს პირ­ვე­ლად შე­მობ­რძა­ნე­ბა. რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" სა­ქარ­თვე­ლოს სა­პატ­რი­არ­ქო­დან აც­ნო­ბეს , 16-17 მა­ისს აწყუ­რის ყოვ­ლად­წ­მი­და ღვთის­მშობ­ლის ხა­ტის დე­და­ქა­ლაქ­ში პირ­ვე­ლად შე­მობ­რძა­ნე­ბა აღ­ნიშ­ნე­ბა, ამი­ტომ სა­ქარ­თვე­ლოს ეკ­ლე­სი­ამ უმ­ჯო­ბე­სად მი­იჩ­ნია, ეს დღე­ე­ბი ლოც­ვი­თი მსვლე­ლო­ბე­ბით და მსა­ხუ­რე­ბე­ბით აღ­ნიშ­ნოს.

"ჩვე­ნი სურ­ვი­ლი გა­ით­ვა­ლის­წი­ნეს შე­მოქ­მე­დე­ბით­მა კო­ლექ­ტი­ვებ­მა, არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­მა და სა­ზო­გა­დო­ებ­რივ­მა ჯგუ­ფებ­მა და 17 მა­ი­სის­თვის, - ოჯა­ხის სიმ­ტკი­ცი­სა და სიწ­მინ­დის დაც­ვის დღი­სად­მი მი­ძღვნი­ლი მათ მიერ და­გეგ­მი­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი გა­ა­უქ­მეს, რის­თვი­საც დიდ მად­ლო­ბას ვუხ­დით", - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

სა­პატ­რი­არ­ქო აწყუ­რის ყოვ­ლად­წ­მი­და ღვთის­მშობ­ლის ხა­ტის გა­და­ად­გი­ლე­ბის გან­რიგს აქ­ვეყ­ნებს, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც, დღეს, 10:00 სა­ათ­ზე მღვდელმთავ­რე­ბი და მო­ძღვრე­ბი სვე­ტი­ცხოვ­ლის სა­კა­თედ­რო ტა­ძარ­ში წირ­ვას აღავ­ლე­ნენ.

დღეს­ვე, 14:00 სა­ათ­ზე ხა­ტებ­თან ერ­თად და­ი­წყე­ბა ავ­ტო­ბუ­სე­ბით და მსუ­ბუ­ქი მან­ქა­ნე­ბით მსვლე­ლო­ბა მცხე­თი­დან თბი­ლი­სის­კენ, ვარ­დე­ბის მო­ედ­ნამ­დე (სას­ტუმ­რო "რე­დი­სონ­თან~); 15.00 სა­ათ­ზე მღვდელმთავ­რე­ბი, მო­ძღვრე­ბი და მრევ­ლი აწყუ­რის ღვთის­მშობ­ლის და წმი­და ან­დრია მო­ცი­ქუ­ლის ხა­ტებს ვარ­დე­ბის მო­ედ­ნი­დან ფე­ხით სა­მე­ბის სა­კა­თედ­რო ტაძ­რის­კენ წა­აბ­რძა­ნე­ბენ, სა­დაც 17:00 სა­ათ­ზე სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქი, უწ­მინ­დე­სი და უნე­ტა­რე­სი ილია მე­ო­რე პა­რაკ­ლისს გა­და­იხ­დის და და­ლო­ცავს მრევლს. ხალ­ხს და­უ­რიგ­დე­ბა აწყუ­რის ღვთის­მშობ­ლის ხა­ტე­ბი და ყვე­ლას სცხე­ბენ წმი­და ად­გი­ლე­ბი­დან ჩა­მო­ტა­ნილ ზეთს.

17 მა­ისს, სა­მე­ბის სა­კა­თედ­რო ტა­ძარ­ში, სა­დაც დაბ­რძა­ნე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა აწყუ­რის ღვთის­მშობ­ლის ხატი და სხვა სიწ­მინ­დე­ე­ბი, სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქი აღავ­ლენს წირ­ვას, გა­და­იხ­დის პა­რაკ­ლისს და წა­კი­თხუ­ლი იქ­ნე­ბა გვა­რე­ბი­სა და ოჯა­ხე­ბის კურ­თხე­ვის ლოც­ვა.

"კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქის სი­გე­ლი გა­და­ე­ცე­მათ ჩვე­ნი ეკ­ლე­სი­ის წევრ მრა­ვალ­შვი­ლი­ან ოჯა­ხებს, გა­ნურ­ჩევ­ლად ეროვ­ნე­ბი­სა. შემ­დეგ კი ხალ­ხს და­უ­რიგ­დე­ბა დღე­სას­წა­ულ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ბრო­შუ­რე­ბი. გვჯე­რა, აწყუ­რის ღვთის­მშო­ბე­ლის ხა­ტი­სად­მი გა­მოვ­ლე­ნი­ლი ჩვე­ნი სა­სო­ე­ბის სა­ნაც­ვლოდ გა­ცხად­დე­ბა ყოვ­ლად­წ­მი­და მა­რი­ა­მის ნათ­ქვა­მი: "დი­დად შე­ვე­წიო (ამ ხა­ტით) მო­ნა­წი­ლე­სა მას ჩემ­და ხვედ­რე­ბულ­სა (ქვე­ყა­ნას)", - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

17 მაისისთვის ოჯახის სიმტკიცისა და სიწმინდის დაცვის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაუქმდა

17 მაისისთვის ოჯახის სიმტკიცისა და სიწმინდის დაცვის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაუქმდა

აწყურის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატი დედაქალაქში დღეს პირველად შემობრძანება. როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს საპატრიარქოდან აცნობეს , 16-17 მაისს აწყურის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის დედაქალაქში პირველად შემობრძანება აღნიშნება, ამიტომ საქართველოს ეკლესიამ უმჯობესად მიიჩნია, ეს დღეები ლოცვითი მსვლელობებით და მსახურებებით აღნიშნოს.

"ჩვენი სურვილი გაითვალისწინეს შემოქმედებითმა კოლექტივებმა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა და საზოგადოებრივმა ჯგუფებმა და 17 მაისისთვის, - ოჯახის სიმტკიცისა და სიწმინდის დაცვის დღისადმი მიძღვნილი მათ მიერ დაგეგმილი ღონისძიებები გააუქმეს, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდით", - ნათქვამია განცხადებაში.

საპატრიარქო აწყურის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის გადაადგილების განრიგს აქვეყნებს, რომლის თანახმადაც, დღეს, 10:00 საათზე მღვდელმთავრები და მოძღვრები სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში წირვას აღავლენენ.

დღესვე, 14:00 საათზე ხატებთან ერთად დაიწყება ავტობუსებით და მსუბუქი მანქანებით მსვლელობა მცხეთიდან თბილისისკენ, ვარდების მოედნამდე (სასტუმრო `რედისონთან~); 15.00 საათზე მღვდელმთავრები, მოძღვრები და მრევლი აწყურის ღვთისმშობლის და წმიდა ანდრია მოციქულის ხატებს ვარდების მოედნიდან ფეხით სამების საკათედრო ტაძრისკენ წააბრძანებენ, სადაც 17:00 საათზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე პარაკლისს გადაიხდის და დალოცავს მრევლს. ხალხს დაურიგდება აწყურის ღვთისმშობლის ხატები და ყველას სცხებენ წმიდა ადგილებიდან ჩამოტანილ ზეთს.

17 მაისს, სამების საკათედრო ტაძარში, სადაც დაბრძანებული იქნება აწყურის ღვთისმშობლის ხატი და სხვა სიწმინდეები, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი აღავლენს წირვას, გადაიხდის პარაკლისს და წაკითხული იქნება გვარებისა და ოჯახების კურთხევის ლოცვა.

"კათოლიკოს-პატრიარქის სიგელი გადაეცემათ ჩვენი ეკლესიის წევრ მრავალშვილიან ოჯახებს, განურჩევლად ეროვნებისა. შემდეგ კი ხალხს დაურიგდება დღესასწაულთან დაკავშირებული ბროშურები. გვჯერა, აწყურის ღვთისმშობელის ხატისადმი გამოვლენილი ჩვენი სასოების სანაცვლოდ გაცხადდება ყოვლადწმიდა მარიამის ნათქვამი: `დიდად შევეწიო (ამ ხატით) მონაწილესა მას ჩემდა ხვედრებულსა (ქვეყანას)", - ნათქვამია განცხადებაში.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია