საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
Faceამბები
სამხედრო
სამართალი
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მარი მალაზონია: "ერთ წელიწადში გამიჩნდა ორი შვილი, არა ტყუპი და მე და ჩემმა ქმარმა ძიძების გარეშე გავზარდეთ..."
მარი მალაზონია: "ერთ წელიწადში გამიჩნდა ორი შვილი, არა ტყუპი და მე და ჩემმა ქმარმა ძიძების გარეშე გავზარდეთ..."

უკვე დიდი ხა­ნია პი­რა­დი ექი­მი მარი მა­ლა­ზო­ნია ყო­ველ სა­მუ­შაო დღეს ინ­ფორ­მა­ცი­ას გვაწ­ვდის ამა თუ იმ სა­მე­დი­ცი­ნო პრობ­ლე­მის შე­სა­ხებ. ქალ­ბა­ტო­ნი მარი დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლად უყ­ვარს ტე­ლე­მა­ყუ­რე­ბელს, მის მი­მართ ძა­ლი­ან დიდი ნდო­ბა და პა­ტი­ვის­ცე­მა არ­სე­ბობს, ამი­ტო­მაც გა­დავ­წყვი­ტეთ უფრო ახლო გაგ­ვეც­ნო ის სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის.

- "მარი მა­ლა­ზო­ნია – პი­რა­დი ექი­მი" არ არის ჩემი პირ­ვე­ლი სა­ტე­ლე­ვი­ზიო პრო­ექ­ტი. ძა­ლი­ან პა­ტა­რა, სტუ­დენ­ტი ვი­ყა­ვი, როცა ამ ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში სა­მე­დი­ცი­ნო გა­და­ცე­მა მიმ­ყავ­და. ამის შემ­დეგ შე­მომ­თა­ვა­ზეს სა­მე­დი­ცი­ნო გა­და­ცე­მის წაყ­ვა­ნა. ჯერ იყო გა­და­ცე­მა "ჯან­მრთე­ლო­ბა", შემ­დეგ - "ოჯა­ხის ექი­მი", ეს იყო პირ­ვე­ლი გა­და­ცე­მა, რო­მე­ლიც პირ­და­პირ ეთერ­ში მა­ყუ­რებ­ლის კი­თხვებს პა­სუ­ხობ­და. ამას გარ­კვე­უ­ლი პა­უ­ზა მოჰ­ყვა, 2009 წლი­დან კი ისევ ამ ტი­პის პრო­ექ­ტით დავ­ბრუნ­დი ეთერ­ში, იყო "დი­ლის რე­ცეპ­ტი", "პი­რა­დი ექი­მი", კვე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­მე­დი­ცი­ნო რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი გა­და­ცე­მა "დღის მას­შტაბ­ში".

რაც შე­ე­ხე­ბა უშუ­ა­ლოდ ჩემს პრო­ფე­სი­ას, და­ვამ­თავ­რე თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო სა­მე­დი­ცი­ნო უნი­ვერ­სი­ტე­ტის სამ­კურ­ნა­ლო ფა­კულ­ტე­ტი, პოსტდიპ­ლო­მუ­რი გა­ნათ­ლე­ბა მი­ღე­ბუ­ლი მაქვს ენ­დოკ­რი­ნო­ლო­გი­ა­ში, ჰე­მა­ტო­ლო­გი­ა­ში, დე­ი­ტო­ლო­გი­ა­სა და ნუტ­რი­ცი­ო­ლო­გი­ა­ში. ასე­ვე დამ­თავ­რე­ბუ­ლი მაქვს დოქ­ტუ­რან­ტუ­რა, და­ვით ტვილ­დი­ა­ნის სა­ხე­ლო­ბის უმაღ­ლე­სი სამ­დი­ცი­ნო სკო­ლა "აი­ე­ტი", ვარ პრო­ფე­სო­რი, კვე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლი, ექიმ­თა სა­ერ­თა­შო­რი­სო ასო­ცი­ა­ცია 930-ის პრე­ზი­დენ­ტი. წლე­ბის მან­ძლზე ვი­ყა­ვი სა­მე­დი­ცი­ნო ენ­ციკ­ლო­პე­დი­ის სა­რე­დაქ­ციო ჯგუ­ფის წევ­რი, პირ­ვე­ლი სა­მე­დი­ცი­ნო ჟურ­ნალ "ჯან­მრთე­ლო­ბის" მთვა­რი რე­დაქ­ტო­რი და ერთ-ერთი და­მა­არ­სე­ბე­ლი.

- საკ­მა­ოდ და­ხუნძლუ­ლი კა­რი­ე­რუ­ლი ცხოვ­რე­ბა გაქვთ. რაც შე­ე­ხე­ბა პი­რადს, უფრო ზუს­ტად კი დე­დო­ბას, გვი­თხა­რით, რა ასაკ­ში გახ­დით დედა? რო­გო­რი იყო თქვე­ნე­უ­ლი მიდ­გო­მე­ბი შვი­ლებ­თან მი­მარ­თე­ბა­ში?

- 27 წლის ასაკ­ში გავ­ხდი დედა. მე მყავს ერთ წე­ლი­წად­ში და­ბა­დე­ბუ­ლი, არა­ტყუ­პი ორი შვი­ლი - წლის და­სა­წყის­ში შე­მე­ძი­ნა ვაჟი და წლის ბო­ლოს, სა­ა­ხალ­წლოდ და­ი­ბა­და გო­გო­ნა. შვი­ლე­ბის მი­მართ ჩემი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ასე­თია: ვთვლი, რომ შვი­ლი არაა ჩვე­ნი ბი­ო­ლო­გი­უ­რი პრო­დუქ­ტი, შვი­ლი არ არის ჩვე­ნი გა­ნუ­ხორ­ცი­ე­ლე­ბე­ლი ოც­ნე­ბე­ბის რე­ა­ლი­ზა­ცი­ის ინ­სტრუ­მენ­ტი, შვი­ლი და ზო­გა­დად ბავ­შვი არ არის ზრდას­რუ­ლი ადა­მი­ა­ნი მი­ნი­ა­ტუ­რა­ში, ნე­ბის­მი­ე­რი ბავ­შვი არის გა­ნა­კუთ­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნა და მას ასე­თი­ვე მიდ­გო­მა სჭირ­დე­ბა. არაა სა­ჭი­რო ენის მო­ჩლექ­ვით სა­უ­ბა­რი, თუმ­ცა არც დას­ჯის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მე­თო­დის შე­მუ­შა­ვე­ბაა აუ­ცი­ლე­ბე­ლი. მუდ­მი­ვად უნდა ვი­ყოთ შვილ­თან კონ­ტაქ­ტში, მათ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა, სა­უ­ბა­რი სი­ცო­ცხლის პირ­ვე­ლი­ვე დღე­ე­ბი­დან მუც­ლად­ყოფ­ნის პე­რი­ოდ­ში­ვე უნდა და­ვი­წყოთ. რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ჩემი მო­საზ­რე­ბე­ბი არაა სტან­დარ­ტი, მაგ­რამ ჩემი და­მო­კი­დე­ბულ­ბაა ასე­თია: თუ ჩვენ შვი­ლე­ბის მოს­მე­ნა ვის­წავ­ლეთ მუც­ლად­ყოფ­ნის პე­რი­ოდ­ში და ამ ჩვე­ვას არ ვღა­ლა­ტობთ მათ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის არ­ცერთ ეტაპ­ზე, მა­შინ აღ­მო­ვა­ჩი­ნეთ, რომ მა­ში­ნაც კი, როცა შვი­ლე­ბი არ ლა­პა­რა­კო­ბენ, აუ­ცი­ლებ­ლად გვი­ამ­ბო­ბენ სა­კუ­თარ ის­ტო­რი­ას. მა­შინ კი, როცა ლა­პა­რაკს იწყე­ბენ, ჩვენ ვხდე­ბით მათ­თვის სა­უ­კე­თე­სო და სა­ი­მე­დო მსმე­ნე­ლე­ბი, რო­მელ­საც სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში დახ­მა­რე­ბის გა­წე­ვაც შე­უძ­ლი­ათ. ასე­თი ურ­თი­ერ­თო­ბის შემ­თხვე­ვა­ში ყვე­ლა კრი­ტი­კუ­ლი ასა­კი ად­ვი­ლად გა­სავ­ლე­ლია, ზოგ­ჯერ შე­უმ­ჩნე­ვე­ლიც კი.

გაგ­რძე­ლე­ბა

მარი მალაზონია: "ერთ წელიწადში გამიჩნდა ორი შვილი, არა ტყუპი და მე და ჩემმა ქმარმა ძიძების გარეშე გავზარდეთ..."

მარი მალაზონია: "ერთ წელიწადში გამიჩნდა ორი შვილი, არა ტყუპი და მე და ჩემმა ქმარმა ძიძების გარეშე გავზარდეთ..."

უკვე დიდი ხანია პირადი ექიმი მარი მალაზონია ყოველ სამუშაო დღეს ინფორმაციას გვაწვდის ამა თუ იმ სამედიცინო პრობლემის შესახებ. ქალბატონი მარი დამსახურებულად უყვარს ტელემაყურებელს, მის მიმართ ძალიან დიდი ნდობა და პატივისცემა არსებობს, ამიტომაც გადავწყვიტეთ უფრო ახლო გაგვეცნო ის საზოგადოებისთვის. 

- "მარი მალაზონია – პირადი ექიმი" არ არის ჩემი პირველი სატელევიზიო პროექტი. ძალიან პატარა, სტუდენტი ვიყავი, როცა ამ ტელევიზიაში სამედიცინო გადაცემა მიმყავდა.  ამის შემდეგ შემომთავაზეს სამედიცინო გადაცემის წაყვანა. ჯერ იყო გადაცემა "ჯანმრთელობა", შემდეგ - "ოჯახის ექიმი", ეს იყო პირველი გადაცემა, რომელიც პირდაპირ ეთერში მაყურებლის კითხვებს პასუხობდა. ამას გარკვეული პაუზა მოჰყვა, 2009 წლიდან კი ისევ ამ ტიპის პროექტით დავბრუნდი ეთერში, იყო "დილის რეცეპტი", "პირადი ექიმი", კვებასთან დაკავშირებული სამედიცინო რეკომენდაციები გადაცემა "დღის მასშტაბში".

რაც შეეხება უშუალოდ ჩემს პროფესიას, დავამთავრე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი, პოსტდიპლომური განათლება მიღებული მაქვს ენდოკრინოლოგიაში, ჰემატოლოგიაში, დეიტოლოგიასა და ნუტრიციოლოგიაში. ასევე დამთავრებული მაქვს დოქტურანტურა, დავით ტვილდიანის სახელობის უმაღლესი სამდიცინო სკოლა "აიეტი", ვარ პროფესორი, კვების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ექიმთა საერთაშორისო ასოციაცია 930-ის პრეზიდენტი. წლების მანძლზე ვიყავი სამედიცინო ენციკლოპედიის სარედაქციო ჯგუფის წევრი, პირველი სამედიცინო ჟურნალ "ჯანმრთელობის" მთვარი რედაქტორი და ერთ-ერთი დამაარსებელი.

- საკმაოდ დახუნძლული კარიერული ცხოვრება გაქვთ. რაც შეეხება პირადს, უფრო ზუსტად კი დედობას, გვითხარით, რა ასაკში გახდით დედა? როგორი იყო თქვენეული მიდგომები შვილებთან მიმართებაში?

- 27 წლის ასაკში გავხდი დედა. მე მყავს ერთ წელიწადში დაბადებული, არატყუპი ორი შვილი - წლის დასაწყისში შემეძინა ვაჟი და წლის ბოლოს, საახალწლოდ დაიბადა გოგონა. შვილების მიმართ ჩემი დამოკიდებულება ასეთია: ვთვლი, რომ შვილი არაა ჩვენი ბიოლოგიური პროდუქტი, შვილი არ არის ჩვენი განუხორციელებელი ოცნებების რეალიზაციის ინსტრუმენტი, შვილი და ზოგადად ბავშვი არ არის ზრდასრული ადამიანი მინიატურაში, ნებისმიერი ბავშვი არის განაკუთრებული მოვლენა და მას ასეთივე მიდგომა სჭირდება. არაა საჭირო ენის მოჩლექვით საუბარი, თუმცა არც დასჯის განსაკუთრებული მეთოდის შემუშავებაა აუცილებელი. მუდმივად უნდა ვიყოთ შვილთან კონტაქტში, მათთან ურთიერთობა, საუბარი სიცოცხლის პირველივე დღეებიდან მუცლადყოფნის პერიოდშივე უნდა დავიწყოთ. რასაკვირველია, ჩემი მოსაზრებები არაა სტანდარტი, მაგრამ ჩემი დამოკიდებულბაა ასეთია: თუ ჩვენ შვილების მოსმენა ვისწავლეთ მუცლადყოფნის პერიოდში და ამ ჩვევას არ ვღალატობთ მათთან ურთიერთობის არცერთ ეტაპზე, მაშინ აღმოვაჩინეთ, რომ მაშინაც კი, როცა შვილები არ ლაპარაკობენ, აუცილებლად გვიამბობენ საკუთარ ისტორიას. მაშინ კი, როცა ლაპარაკს იწყებენ, ჩვენ ვხდებით მათთვის საუკეთესო და საიმედო მსმენელები, რომელსაც საჭიროების შემთხვევაში დახმარების გაწევაც შეუძლიათ. ასეთი ურთიერთობის შემთხვევაში ყველა კრიტიკული ასაკი ადვილად გასავლელია, ზოგჯერ შეუმჩნეველიც კი.

გაგრძელება

"2015 წლის შემდეგ, ორი ივლიტა გაჩნდა ჩვენს ოჯახში..." - რას ყვება ტრაგედიიდან ხუთი წლის შემდეგ, 13 ივნისს დაღუპული ივლიტა ჯიბუტის მამა

გიორგი გახარია მზიურის გახსნაზე ცოლ-შვილთან ერთად მივიდა

მოჭიდავე გენო პეტრიაშვილი დაქორწინდა - ვინ არის სპორტსმენის რჩეული