პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან – რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვის რა განათლება აქვს - ქართველი მაღალჩინოსნები, რომლებიც მსოფლიოს წამყვან სასწავლებლებში სწავლობდნენ
ვის რა განათლება აქვს - ქართველი მაღალჩინოსნები, რომლებიც მსოფლიოს წამყვან სასწავლებლებში სწავლობდნენ

სა­ზღვარ­გა­რეთ სწავ­ლა სა­ქარ­თვე­ლო­ში სულ უფრო მო­თხოვ­ნა­დი ხდე­ბა. ქარ­თვე­ლი სტუ­დენ­ტე­ბი წარ­მა­ტე­ბით სწავ­ლო­ბენ კო­ლუმ­ბი­ის, ოქსფორ­დის, ჰარ­ვარ­დის, ბოს­ტო­ნი­სა და სხვა წამ­ყვან პრეს­ტი­ჟულ სას­წავ­ლებ­ლებ­ში. უცხო­უ­რი გა­ნათ­ლე­ბა ქარ­თველ მა­ღალ­ჩი­ნოს­ნებ­საც აქვთ მი­ღე­ბუ­ლი. მათ შე­სა­ხებ ჩვე­ნი სტა­ტი­ით შე­ი­ტყობთ.

მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი

სა­ქარ­თვე­ლოს ექს-პრე­ზი­დენ­ტმა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა 1984 წელს ოქ­როს მედ­ლით და­ამ­თავ­რა თბი­ლი­სის 51-ე სა­შუ­ა­ლო სკო­ლა, ხოლო 1992 წელს წარ­ჩი­ნე­ბით და­ამ­თავ­რა კი­ე­ვის უნი­ვერ­სი­ტე­ტის სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თლის ფა­კულ­ტე­ტი. 1992 წელს სტრას­ბურ­გში ადა­მი­ან­თა უფ­ლე­ბე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო ინ­სტი­ტუ­ტის დიპ­ლო­მი მი­ი­ღო. იმა­ვე წლებ­ში მუ­შა­ობ­და ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ნორ­ვე­გი­ულ ინ­სტი­ტუ­ტში ოს­ლო­ში, შემ­დგომ მცი­რე ხანს მუ­შა­ობ­და სა­ქარ­თვე­ლოს დრო­ე­ბი­თი სა­ხელ­მწი­ფო საბ­ჭოს ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა კო­მი­ტე­ტის თა­ნამ­შრომ­ლად, სა­ნამ აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტის სე­ნა­ტორ ედ­მუნდ მას­კის სა­ხე­ლო­ბის სტი­პენ­დი­ას მი­ი­ღებ­და ამე­რი­კა­ში სას­წავ­ლებ­ლად. ამავდრო­უ­ლად მუ­შა­ობ­და ნიუ-იორ­კის იუ­რი­დი­ულ კომ­პა­ნი­ა­ში "Patterson, Belknap, Webb & Tyler". 1994 წელს მან და­ამ­თავ­რა კო­ლუმ­ბი­ის უნი­ვერ­სი­ტე­ტის იუ­რი­დი­უ­ლი ფა­კულ­ტე­ტი მა­გის­ტრის ხა­რის­ხით, ხოლო მომ­დევ­ნო წელს ჯორჯ ვა­შინგტო­ნის უნი­ვერ­სი­ტე­ტის იუ­რი­დი­უ­ლი ფა­კულ­ტე­ტის ლექ­ცი­ებს ეს­წრე­ბო­და.

გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი

ქვეყ­ნის ამ­ჟა­მინ­დე­ლი პრე­ზი­დენ­ტი პრო­ფე­სი­ით ფი­ლო­სო­ფო­სია, ფი­ლო­სო­ფი­ურ მეც­ნი­რე­ბა­თა ხა­რის­ხი გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა 1992 წელს მო­ი­პო­ვა. პრე­ზი­დენტს ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტი აქვს დამ­თავ­რე­ბუ­ლი, მი­ღე­ბუ­ლი აქვს ევ­რო­პუ­ლი გა­ნათ­ლე­ბაც. 1993-1994 წლებ­ში სწავ­ლა გა­ნაგ­რძო ევ­რო­პის ცენ­ტრა­ლურ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, სწავ­ლობ­და პრა­ღა­ში.

ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი

ქვეყ­ნის პრე­მი­ერ­მა ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ სწავ­ლა ევ­რო­პა­ში გა­ნაგ­რძო. 2002-2004 წლებ­ში სწავ­ლობ­და სორ­ბო­ნის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში პო­ლი­ტი­კურ მეც­ნი­ე­რე­ბა­თა ფა­კულ­ტეტ­ზე. სწო­რედ იმ პე­რი­ოდ­ში მოხ­ვდა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­თან და რამ­დე­ნი­მე წლის წინ სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუნ­და სა­ცხოვ­რებ­ლად. 2012 წლი­დან კი ქვე­ყა­ნას ჩა­უდ­გა სა­თა­ვე­ში.

თეა წუ­ლუ­კი­ა­ნი

იუს­ტი­ცი­ის მი­ნისტრს თეა წუ­ლუ­კი­ანს ევ­რო­პუ­ლი გა­ნათ­ლე­ბა აქვს მი­ღე­ბუ­ლი.1992 წელს და­ამ­თავ­რა ლი­ო­ნის ამ­პე­რის სა­ხე­ლო­ბის ლი­ცე­უ­მი. 2000 წელს კი საფ­რან­გე­თის სა­ხელ­მწი­ფო მარ­თვის სკო­ლა­ში ჩა­ა­ბა­რა და სა­ჯა­რო ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში და­იც­ვა მა­გის­ტრის ხა­რის­ხი.

გიგა ბო­კე­რია

შე­იძ­ლე­ბა ბევ­რმა არ იცის, მაგ­რამ გიგა ბო­კე­რია გა­ნათ­ლე­ბით ის­ტო­რი­ის მას­წავ­ლე­ბე­ლია. 1995 წელს და­ამ­თავ­რა თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის ის­ტო­რი­ის ფა­კულ­ტე­ტი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ით ის­ტო­რი­კო­სი, ის­ტო­რი­ის მას­წავ­ლე­ბე­ლი. თუმ­ცა ამას არ დას­ჯერ­და და სას­წავ­ლებ­ლად ევ­რო­პა­ში წა­ვი­და. სა­დაც დიდი ბრი­ტა­ნე­თის გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­მე­ფოს ლის­ტე­რის უნი­ვერ­სი­ტე­ტის იუ­რი­დი­უ­ლი ფა­კულ­ტე­ტი და­ამ­თავ­რა.

გელა ბეჟუ­აშ­ვი­ლი

სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი გელა ბეჟუ­აშ­ვი­ლი ევ­რო­პუ­ლი გა­ნათ­ლე­ბის მქო­ნეა. 1991 წელს და­ამ­თავ­რა კი­ე­ვის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი­სა და სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თლის უკ­რა­ი­ნის ინ­სტი­ტუ­ტის სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თლის ფა­კულ­ტე­ტი და მი­ე­ნი­ჭა სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თლის იუ­რის­ტის კვა­ლი­ფი­კა­ცია. 1997 - და­ამ­თავ­რა ტე­ხა­სის უნი­ვერ­სი­ტე­ტის სა­მარ­თლის სკო­ლა, რის შემ­დგო­მაც მი­ე­ნი­ჭა სა­მარ­თლის მა­გის­ტრის აკა­დე­მი­უ­რი ხა­რის­ხი. 2003 - სწავ­ლობ­და ჰარ­ვარ­დის უნი­ვერ­სი­ტე­ტის კე­ნე­დის სა­ხე­ლო­ბის სა­ხელ­მწი­ფო მო­ხე­ლე­თა სკო­ლა­ში, სა­ხელ­მწი­ფო მარ­თვის მა­გის­ტრის კან­დი­და­ტი. სხვა­დას­ხვა დროს გავ­ლი­ლი აქვს სპე­ცი­ა­ლუ­რი კურ­სე­ბი სა­მარ­თლი­სა და სა­ხელ­მწი­ფო მარ­თვის სა­კი­თხებ­ში აშშ-სა და ევ­რო­პის წამ­ყვან უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­ში. 1996 წელს და­ჯილ­დო­ვე­ბუ­ლია აშშ-ის მთავ­რო­ბის სტი­პენ­დი­ით. 1998 წელს - და­ჯილ­დო­ვე­ბუ­ლია გა­ე­რო-ს სტი­პენ­დი­ით.

თი­ნა­თინ ბო­კუ­ჩა­ვა

უცხო­უ­რი გა­ნათ­ლე­ბა აქვს უმ­ცი­რე­სო­ბის წევ­რს უმ­ცი­რე­სო­ბის ახალ­გაზ­რდა წევ­რს თი­ნა­თინ ბო­კუ­ჩა­ვა­საც. თი­ნა­თინ ბო­კუ­ჩა­ვა 2008-2009 წლებ­ში ფლეტ­ჩე­რის სა­მარ­თლი­სა და დიპ­ლო­მა­ტი­ის სკო­ლა­ში სწავ­ლობ­და, დიპ­ლო­მა­ტი­ი­სა და სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თლის სპე­ცი­ა­ლო­ბა­ზე. სას­წავ­ლებ­ლის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ ახალ­გაზ­რდა დე­პუ­ტა­ტი ფლეტ­ჩე­რის სას­წავ­ლე­ბელ­ში თა­ვა­დაც მუ­შა­ობ­და.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

ვის რა განათლება აქვს - ქართველი მაღალჩინოსნები, რომლებიც მსოფლიოს წამყვან სასწავლებლებში სწავლობდნენ

ვის რა განათლება აქვს - ქართველი მაღალჩინოსნები, რომლებიც მსოფლიოს წამყვან სასწავლებლებში სწავლობდნენ

საზღვარგარეთ სწავლა საქართველოში სულ უფრო მოთხოვნადი ხდება. ქართველი სტუდენტები წარმატებით სწავლობენ კოლუმბიის, ოქსფორდის, ჰარვარდის, ბოსტონისა და სხვა წამყვან პრესტიჟულ სასწავლებლებში. უცხოური განათლება ქართველ მაღალჩინოსნებსაც აქვთ მიღებული. მათ შესახებ ჩვენი სტატიით შეიტყობთ.

მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 1984 წელს ოქროს მედლით დაამთავრა თბილისის 51-ე საშუალო სკოლა, ხოლო 1992 წელს წარჩინებით დაამთავრა კიევის უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტი. 1992 წელს სტრასბურგში ადამიანთა უფლებების საერთაშორისო ინსტიტუტის დიპლომი მიიღო. იმავე წლებში მუშაობდა ადამიანის უფლებათა ნორვეგიულ ინსტიტუტში ოსლოში, შემდგომ მცირე ხანს მუშაობდა საქართველოს დროებითი სახელმწიფო საბჭოს ადამიანის უფლებათა კომიტეტის თანამშრომლად, სანამ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სენატორ ედმუნდ მასკის სახელობის სტიპენდიას მიიღებდა ამერიკაში სასწავლებლად. ამავდროულად მუშაობდა ნიუ-იორკის იურიდიულ კომპანიაში "Patterson, Belknap, Webb & Tyler". 1994 წელს მან დაამთავრა კოლუმბიის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი მაგისტრის ხარისხით, ხოლო მომდევნო წელს ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექციებს ესწრებოდა.

გიორგი მარგველაშვილი

ქვეყნის ამჟამინდელი პრეზიდენტი პროფესიით ფილოსოფოსია, ფილოსოფიურ მეცნირებათა ხარისხი გიორგი მარგველაშვილმა 1992 წელს მოიპოვა. პრეზიდენტს ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი აქვს დამთავრებული, მიღებული აქვს ევროპული განათლებაც. 1993-1994 წლებში სწავლა განაგრძო ევროპის ცენტრალურ უნივერსიტეტში, სწავლობდა პრაღაში.

ირაკლი ღარიბაშვილი

ქვეყნის პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა სახელმწიფო უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ სწავლა ევროპაში განაგრძო. 2002-2004 წლებში სწავლობდა სორბონის უნივერსიტეტში პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე. სწორედ იმ პერიოდში მოხვდა ბიძინა ივანიშვილთან და რამდენიმე წლის წინ საქართველოში დაბრუნდა საცხოვრებლად. 2012 წლიდან კი ქვეყანას ჩაუდგა სათავეში.

თეა წულუკიანი

იუსტიციის მინისტრს თეა წულუკიანს ევროპული განათლება აქვს მიღებული.1992 წელს დაამთავრა ლიონის ამპერის სახელობის ლიცეუმი. 2000 წელს კი საფრანგეთის სახელმწიფო მართვის სკოლაში ჩააბარა და საჯარო ადმინისტრაციაში დაიცვა მაგისტრის ხარისხი.

გიგა ბოკერია

შეიძლება ბევრმა არ იცის, მაგრამ გიგა ბოკერია განათლებით ისტორიის მასწავლებელია. 1995 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი კვალიფიკაციით ისტორიკოსი, ისტორიის მასწავლებელი. თუმცა ამას არ დასჯერდა და სასწავლებლად ევროპაში წავიდა. სადაც დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოს ლისტერის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი დაამთავრა.

გელა ბეჟუაშვილი

საქართველოს ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი გელა ბეჟუაშვილი ევროპული განათლების მქონეა. 1991 წელს დაამთავრა კიევის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობებისა და საერთაშორისო სამართლის უკრაინის ინსტიტუტის საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტი და მიენიჭა საერთაშორისო სამართლის იურისტის კვალიფიკაცია. 1997 - დაამთავრა ტეხასის უნივერსიტეტის სამართლის სკოლა, რის შემდგომაც მიენიჭა სამართლის მაგისტრის აკადემიური ხარისხი. 2003 - სწავლობდა ჰარვარდის უნივერსიტეტის კენედის სახელობის სახელმწიფო მოხელეთა სკოლაში, სახელმწიფო მართვის მაგისტრის კანდიდატი. სხვადასხვა დროს გავლილი აქვს სპეციალური კურსები სამართლისა და სახელმწიფო მართვის საკითხებში აშშ-სა და ევროპის წამყვან უნივერსიტეტებში. 1996 წელს დაჯილდოვებულია აშშ-ის მთავრობის სტიპენდიით. 1998 წელს - დაჯილდოვებულია გაერო-ს სტიპენდიით.

თინათინ ბოკუჩავა

უცხოური განათლება აქვს უმცირესობის წევრს უმცირესობის ახალგაზრდა წევრს თინათინ ბოკუჩავასაც. თინათინ ბოკუჩავა 2008-2009 წლებში ფლეტჩერის სამართლისა და დიპლომატიის სკოლაში სწავლობდა, დიპლომატიისა და საერთაშორისო სამართლის სპეციალობაზე. სასწავლებლის დამთავრების შემდეგ ახალგაზრდა დეპუტატი ფლეტჩერის სასწავლებელში თავადაც მუშაობდა.

თამარ ბოჭორიშვილი

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია