პოლიტიკა
მსოფლიო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
2015 წლის პირველ კვარტალში ზუგდიდის გამგეობაში 179 520 ლარის პრემია გაიცა
2015 წლის პირველ კვარტალში ზუგდიდის გამგეობაში 179 520 ლარის პრემია გაიცა

2015 წლის პირ­ველ კვარ­ტალ­ში (იან­ვა­რი, თე­ბერ­ვა­ლი, მარ­ტი) ზუგ­დი­დის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის გამ­გე­ო­ბის 190-მა თა­ნამ­შრო­მელ­მა პრე­მი­ე­ბი აიღო, რა­შიც ჯამ­ში 179 520 ლარი და­ი­ხარ­ჯა. უწყე­ბი­დან "ლა­ივპ­რე­სის" მიერ გა­მო­თხო­ვილ დო­კუ­მენ­ტა­ცი­ა­ში არ არის და­კონ­კრე­ტე­ბუ­ლი, რა მიზ­ნით და დამ­სა­ხუ­რე­ბის­თვის მოხ­და პრე­მი­ე­ბის გა­ცე­მა. ვებგ­ვერ­დის­თვის მო­წო­დე­ბულ წე­რილ­ში ვკი­თხუ­ლობთ მხო­ლოდ შემ­დეგს: "საპ­რე­მიო თან­ხა გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია და დამ­ტკი­ცე­ბუ­ლია 2015 წლის ად­გი­ლობ­რივ ბი­უ­ჯეტ­ში. პრე­მია გა­ცე­მუ­ლია მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის გამ­გებ­ლის ბრძა­ნე­ბი­სა და საკ­რე­ბუ­ლოს თვმჯდო­მა­რის გან­კარ­გუ­ლე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე".

გა­მო­ცე­მის­თვის გამ­გე­ო­ბის მიერ მი­წო­დე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ნახ­მად, მიმ­დი­ნა­რე წლის პირ­ველ კვარ­ტალ­ში გამ­გე­ო­ბის მა­მა­კაც­მა თა­ნამ­შრომ­ლებ­მა პრე­მია ერთხელ, ქა­ლებ­მა კი ორ­ჯერ აი­ღეს.

იან­ვრის თვე­ში პრე­მი­ის სა­ხით გამ­გე­ბელ­მა ედი­შერ თო­ლო­რა­ი­ამ 2 650 ლარი აიღო, მო­ად­გი­ლე გურ­გენ სარ­თა­ნი­ამ კი 2000 ლარი. გამ­გებ­ლის თა­ნა­შემ­წე თა­მარ ლაშ­ხი­ამ იან­ვარ­ში პრე­მი­ის სა­ხით - 1 100 ლარი, ხოლო მარ­ტის თვე­ში, რო­გორც სხვა ქალ თა­ნამ­შრომ­ლებს - 250 ლარი ჩა­ე­რი­ცხა. სამ­სა­ხუ­რე­ბის უფ­რო­სებს: თენ­გიზ შა­ნა­ვას, ნანი მი­ქე­ნა­ი­ას, რუს­ლან კი­ლა­სო­ნი­ას, ჯაბა არ­დი­ას, თენ­გიზ ქო­ბა­ლი­ას, მაია ჩი­ტა­ი­ას, ლერი დო­ჩი­ას, გოჩა კე­კუ­ტი­ას და ბა­კურ კვე­ტე­ნა­ძეს იან­ვარ­ში პრე­მი­ის სა­ხით 1600-1600 ლარი ჩა­ე­რი­ცხათ.

იხი­ლეთ ვრცლად

livepress.ge

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

2015 წლის პირველ კვარტალში ზუგდიდის გამგეობაში 179 520 ლარის პრემია გაიცა

2015 წლის პირველ კვარტალში ზუგდიდის გამგეობაში 179 520 ლარის პრემია გაიცა

2015 წლის პირველ კვარტალში (იანვარი, თებერვალი, მარტი) ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის 190-მა თანამშრომელმა პრემიები აიღო, რაშიც ჯამში 179 520 ლარი დაიხარჯა. უწყებიდან "ლაივპრესის" მიერ გამოთხოვილ დოკუმენტაციაში არ არის დაკონკრეტებული, რა მიზნით და დამსახურებისთვის მოხდა პრემიების გაცემა. ვებგვერდისთვის მოწოდებულ წერილში ვკითხულობთ მხოლოდ შემდეგს: "საპრემიო თანხა გათვალისწინებულია და დამტკიცებულია 2015 წლის ადგილობრივ ბიუჯეტში. პრემია გაცემულია მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებისა და საკრებულოს თვმჯდომარის განკარგულების საფუძველზე".

გამოცემისთვის გამგეობის მიერ მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში გამგეობის მამაკაცმა თანამშრომლებმა პრემია ერთხელ, ქალებმა კი ორჯერ აიღეს.

იანვრის თვეში პრემიის სახით გამგებელმა ედიშერ თოლორაიამ 2 650 ლარი აიღო, მოადგილე გურგენ სართანიამ კი 2000 ლარი. გამგებლის თანაშემწე თამარ ლაშხიამ იანვარში პრემიის სახით - 1 100 ლარი, ხოლო მარტის თვეში, როგორც სხვა ქალ თანამშრომლებს - 250 ლარი ჩაერიცხა. სამსახურების უფროსებს: თენგიზ შანავას, ნანი მიქენაიას, რუსლან კილასონიას, ჯაბა არდიას, თენგიზ ქობალიას, მაია ჩიტაიას, ლერი დოჩიას, გოჩა კეკუტიას და ბაკურ კვეტენაძეს იანვარში პრემიის სახით 1600-1600 ლარი ჩაერიცხათ.

იხილეთ ვრცლად

livepress.ge

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა