პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

31

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 07:20-ზე, მთვარე კუროშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსური საქმეების გადაჭრას. ვაჭრობა და კამათი კარგს არაფერს მოგიტანთ. მოერიდეთ მგზავრობას, სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. კარგია ვარჯიში. არ გირჩევთ ქორწინებასა და ნიშნობას. გაუფრთხილდით კეფასა და ყურებს. ამ დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რომ შემეძლოს, ირაკლის ცხოვრებაში მხოლოდ იმას შევცვლიდი, რომ გავაცოცხლებდი" - გელა ჩარკვიანის გულახდილი ინტერვიუ
"რომ შემეძლოს, ირაკლის ცხოვრებაში მხოლოდ იმას შევცვლიდი, რომ გავაცოცხლებდი" - გელა ჩარკვიანის გულახდილი ინტერვიუ

"თვითმფრი­ნა­ვის ამ­ბა­ვი ირაკ­ლის რომც სცოდ­ნო­და, მა­ინც არ წა­ვი­დო­და, ოჯახს არ გა­წი­რავ­და"

"შე­ვარ­დნა­ძემ რამ­დენ­ჯერ­მე მი­თხრა კი­დეც, ეს შენი ირაკ­ლი რა ჭკვი­ა­ნი ბი­ჭი­აო. ირაკ­ლი თუ ვინ­მეს აღი­ზი­ა­ნებ­და, მხო­ლოდ და­კომ­პლექ­სე­ბულ სა­ზო­გა­დო­ე­ბას და იმ მოღ­ვა­წე­ებს, რომ­ლებ­საც საბ­ჭო­თა ეპო­ქა­ში მო­ნო­პო­ლია ჰქონ­დათ აღე­ბუ­ლი სი­დი­ა­დე­ზე."

პო­ლი­ტი­კა­ზე ნაკ­ლებს ლა­პა­რა­კობს, მი­იჩ­ნევს, რომ მის ასაკ­ში ადა­მი­ან­მა ფი­ლო­სო­ფი­ა­ზე უფრო უნდა ილა­პა­რა­კოს, ვიდ­რე პო­ლი­ტი­კა­ზე, არც ადა­მი­ა­ნე­ბის პარ­ტი­უ­ლო­ბა და ძა­ლა­უფ­ლე­ბის­თვის ყო­ველ­დღი­უ­რი ბრძო­ლე­ბი აინ­ტე­რე­სებს, მის­თვის მთა­ვა­რი იდე­ო­ლო­გი­აა. რო­გორც თა­ვად ამ­ბობს, ის ზო­მი­ე­რი ლი­ბე­რა­ლია და ადა­მი­ა­ნე­ბის­გა­ნაც თა­ვი­სუფ­ლე­ბის, სხვა­თა უფ­ლე­ბე­ბის პა­ტი­ვის­ცე­მის და სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­პის­კენ სწრაფ­ვის მხარ­და­ჭე­რას მო­ი­თხოვს. სა­ქარ­თვე­ლოს მე­ო­რე პრე­ზი­დენ­ტის, ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძის მრჩე­ვე­ლი იყო, ასე­ვე ექ­სპრე­ზი­დენ­ტის, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მას­წავ­ლე­ბე­ლი გახ­ლდათ. მი­იჩ­ნევს, რომ მოს­წავ­ლემ მო­ლო­დი­ნი არა­ერ­თგზის გა­უ­მარ­თლა, მათ შო­რის მა­ში­ნაც, როცა ქვე­ყა­ნა­ში ხე­ლი­სუფ­ლე­ბა მშვი­დო­ბი­ა­ნი გზით შე­იც­ვა­ლა და მან და­მარ­ცხე­ბა სა­ჯა­როდ აღი­ა­რა. ამ­გვა­რი რამ რე­გი­ონ­ში პირ­ვე­ლად მოხ­და. ყვე­ლა­ზე დიდი ტკი­ვი­ლი მე­უღ­ლე და შვი­ლია, დიდი იმე­დი კი - შვი­ლიშ­ვი­ლი...

ჩვე­ნი შე­სავ­ლის მი­ხედ­ვით, ალ­ბათ არ უნდა იყოს რთუ­ლი გა­მო­საც­ნო­ბი, რომ "კვი­რის პა­ლიტ­რის" რეს­პონ­დენ­ტი გელა ჩარ­კვი­ა­ნია.

ირაკ­ლი

- ირაკ­ლის თვითმფრი­ნა­ვის გა­ტა­ცე­ბის ამ­ბა­ვი კარ­გად აქვს აღ­წე­რი­ლი წიგნ­ში. გეგა კო­ბა­ხი­ძე ირაკ­ლის­თან კი მე­გობ­რობ­და, მაგ­რამ ასე­ვე მე­გობ­რობ­და იმ ჯგუ­ფებ­თა­ნაც, რომ­ლებ­საც გან­სხვა­ვე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ორი­ენ­ტა­ცია ჰქონ­დათ. ამის შე­სა­ხებ ირაკ­ლის რომც სცოდ­ნო­და, მა­ინც არ წა­ვი­დო­და, ჩვენ არ გაგ­ვწი­რავ­და, მას ოჯა­ხი­სად­მი სხვა­ნა­ი­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ჰქონ­და. რომ წა­სუ­ლი­ყო, მა­საც დახ­ვრეტ­დნენ ალ­ბათ... იმ პე­რი­ოდ­ში ისე­თი ადა­მი­ა­ნიც კი დახ­ვრი­ტეს, რო­მელ­საც პირ­და­პი­რი კავ­ში­რი არც ჰქო­ნია ამ საქ­მეს­თან. ამ ტრა­გე­დი­ამ რა­საკ­ვირ­ვე­ლია ძა­ლი­ან ცუ­დად იმოქ­მე­და ირაკ­ლი­ზე. შემ­დე­გი ტრა­გე­დია იყო ნი­ჭი­ე­რი ახალ­გაზ­რდა, ირაკ­ლი კოს­ტა­ვა, რო­მელ­მაც თავი ჩა­მო­იხ­რჩო... ირაკ­ლის მე­გობ­რე­ბი­დან თით­ქმის აღა­რა­ვინ არის ცო­ცხა­ლი. რო­გორც ირაკ­ლი ამ­ბობს: "სათ­ქმე­ლი მოკ­ლედ უნდა თქვა და კარი გა­ი­ხუ­რო...

- პო­ლი­ტი­კოს­თა ოჯა­ხის­თვის რამ­დე­ნად მი­სა­ღე­ბი იყო "მე­ამ­ბო­ხე" შვი­ლი?

- ეს მე­ამ­ბო­ხე­ო­ბა ხომ პო­ლი­ტი­კუ­რი არ იყო... მა­საც ჩემ­სა­ვით მხო­ლოდ იდე­ო­ლო­გია აინ­ტე­რე­სებ­და. იდე­ო­ლო­გი­უ­რად ირაკ­ლი ჩემი იყო. ის ლი­ბე­რა­ლი გახ­ლდათ და ზუს­ტად ისე­თი­ვე მრწამ­სის, რო­გო­რიც მე, ამი­ტომ მისი პრო­ტეს­ტი სა­ზო­გა­დო­ე­ბის კონ­სერ­ვა­ტი­უ­ლი ნა­წი­ლის წი­ნა­აღ­მდეგ იყო მი­მარ­თუ­ლი და პო­ლი­ტი­კუ­რი ხა­სი­ა­თი ნაკ­ლე­ბად ჰქონ­და. ჩემ­თვის ამას არა­ვი­თა­რი დის­კომ­ფორ­ტი არ შე­უქ­მნია. არც შე­ვარ­დნა­ძე იყო კონ­სერ­ვა­ტო­რი, ჩვენ­ში მას­ზე ბევ­რი რამ არ იცი­ან, ის ძა­ლი­ან ად­ვი­ლად იღებ­და და ახა­ლი­სებ­და კი­დეც მთელ იმ ხე­ლოვ­ნე­ბას, რო­მე­ლიც გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის 70-ია­ნებ­ში შე­იქ­მნა. იქ­ნე­ბო­და ეს რო­ბერტ სტუ­რუ­ას, ოთარ იო­სე­ლი­ა­ნის თუ სხვა­თა ნა­მოღ­ვა­წა­რი... მან მის­ცა გზა ყვე­ლას. შე­ვარ­დნა­ძემ რამ­დენ­ჯერ­მე მი­თხრა კი­დეც, ეს შენი ირაკ­ლი რა ჭკვი­ა­ნი ბი­ჭი­აო. ირაკ­ლი თუ ვინ­მეს აღი­ზი­ა­ნებ­და, მხო­ლოდ და­კომ­პლექ­სე­ბულ სა­ზო­გა­დო­ე­ბას და იმ მოღ­ვა­წე­ებს, რომ­ლებ­საც საბ­ჭო­თა ეპო­ქა­ში მო­ნო­პო­ლია ჰქონ­დათ აღე­ბუ­ლი სი­დი­ა­დე­ზე. ირაკ­ლი ძა­ლი­ან კარ­გი მე­ლო­დის­ტი იყო და თა­ვი­სე­ბუ­რად აგ­რძე­ლებ­და ქარ­თუ­ლი მე­ლო­დი­უ­რი სიმ­ღე­რის ტრა­დი­ცი­ას. თუმ­ცა, ხში­რად წერ­და ავან­გარ­დულ მა­ნე­რა­ში, ქმნი­და ახ­ლე­ბურ ქარ­თულ როკს და, რა და­სა­მა­ლია, ეპა­ტა­ჟიც სი­ა­მოვ­ნებ­და.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა

"რომ შემეძლოს, ირაკლის ცხოვრებაში მხოლოდ იმას შევცვლიდი, რომ გავაცოცხლებდი" - გელა ჩარკვიანის გულახდილი ინტერვიუ

"რომ შემეძლოს, ირაკლის ცხოვრებაში მხოლოდ იმას შევცვლიდი, რომ გავაცოცხლებდი" - გელა ჩარკვიანის გულახდილი ინტერვიუ

"თვითმფრინავის ამბავი ირაკლის რომც სცოდნოდა, მაინც არ წავიდოდა, ოჯახს არ გაწირავდა"

"შევარდნაძემ რამდენჯერმე მითხრა კიდეც, ეს შენი ირაკლი რა ჭკვიანი ბიჭიაო. ირაკლი თუ ვინმეს აღიზიანებდა, მხოლოდ დაკომპლექსებულ საზოგადოებას და იმ მოღვაწეებს, რომლებსაც საბჭოთა ეპოქაში მონოპოლია ჰქონდათ აღებული სიდიადეზე."

პოლიტიკაზე ნაკლებს ლაპარაკობს, მიიჩნევს, რომ მის ასაკში ადამიანმა ფილოსოფიაზე უფრო უნდა ილაპარაკოს, ვიდრე პოლიტიკაზე, არც ადამიანების პარტიულობა და ძალაუფლებისთვის ყოველდღიური ბრძოლები აინტერესებს, მისთვის მთავარი იდეოლოგიაა. როგორც თავად ამბობს, ის ზომიერი ლიბერალია და ადამიანებისგანაც თავისუფლების, სხვათა უფლებების პატივისცემის და საქართველოს ევროპისკენ სწრაფვის მხარდაჭერას მოითხოვს. საქართველოს მეორე პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის მრჩეველი იყო, ასევე ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მასწავლებელი გახლდათ. მიიჩნევს, რომ მოსწავლემ მოლოდინი არაერთგზის გაუმართლა, მათ შორის მაშინაც, როცა ქვეყანაში ხელისუფლება მშვიდობიანი გზით შეიცვალა და მან დამარცხება საჯაროდ აღიარა. ამგვარი რამ რეგიონში პირველად მოხდა. ყველაზე დიდი ტკივილი მეუღლე და შვილია, დიდი იმედი კი - შვილიშვილი...

ჩვენი შესავლის მიხედვით, ალბათ არ უნდა იყოს რთული გამოსაცნობი, რომ "კვირის პალიტრის" რესპონდენტი გელა ჩარკვიანია.

ირაკლი

- ირაკლის თვითმფრინავის გატაცების ამბავი კარგად აქვს აღწერილი წიგნში. გეგა კობახიძე ირაკლისთან კი მეგობრობდა, მაგრამ ასევე მეგობრობდა იმ ჯგუფებთანაც, რომლებსაც განსხვავებული პოლიტიკური ორიენტაცია ჰქონდათ. ამის შესახებ ირაკლის რომც სცოდნოდა, მაინც არ წავიდოდა, ჩვენ არ გაგვწირავდა, მას ოჯახისადმი სხვანაირი დამოკიდებულება ჰქონდა. რომ წასულიყო, მასაც დახვრეტდნენ ალბათ... იმ პერიოდში ისეთი ადამიანიც კი დახვრიტეს, რომელსაც პირდაპირი კავშირი არც ჰქონია ამ საქმესთან. ამ ტრაგედიამ რასაკვირველია ძალიან ცუდად იმოქმედა ირაკლიზე. შემდეგი ტრაგედია იყო ნიჭიერი ახალგაზრდა, ირაკლი კოსტავა, რომელმაც თავი ჩამოიხრჩო... ირაკლის მეგობრებიდან თითქმის აღარავინ არის ცოცხალი. როგორც ირაკლი ამბობს: "სათქმელი მოკლედ უნდა თქვა და კარი გაიხურო...

- პოლიტიკოსთა ოჯახისთვის რამდენად მისაღები იყო "მეამბოხე" შვილი?

- ეს მეამბოხეობა ხომ პოლიტიკური არ იყო... მასაც ჩემსავით მხოლოდ იდეოლოგია აინტერესებდა. იდეოლოგიურად ირაკლი ჩემი იყო. ის ლიბერალი გახლდათ და ზუსტად ისეთივე მრწამსის, როგორიც მე, ამიტომ მისი პროტესტი საზოგადოების კონსერვატიული ნაწილის წინააღმდეგ იყო მიმართული და პოლიტიკური ხასიათი ნაკლებად ჰქონდა. ჩემთვის ამას არავითარი დისკომფორტი არ შეუქმნია. არც შევარდნაძე იყო კონსერვატორი, ჩვენში მასზე ბევრი რამ არ იციან, ის ძალიან ადვილად იღებდა და ახალისებდა კიდეც მთელ იმ ხელოვნებას, რომელიც გასული საუკუნის 70-იანებში შეიქმნა. იქნებოდა ეს რობერტ სტურუას, ოთარ იოსელიანის თუ სხვათა ნამოღვაწარი... მან მისცა გზა ყველას. შევარდნაძემ რამდენჯერმე მითხრა კიდეც, ეს შენი ირაკლი რა ჭკვიანი ბიჭიაო. ირაკლი თუ ვინმეს აღიზიანებდა, მხოლოდ დაკომპლექსებულ საზოგადოებას და იმ მოღვაწეებს, რომლებსაც საბჭოთა ეპოქაში მონოპოლია ჰქონდათ აღებული სიდიადეზე. ირაკლი ძალიან კარგი მელოდისტი იყო და თავისებურად აგრძელებდა ქართული მელოდიური სიმღერის ტრადიციას. თუმცა, ხშირად წერდა ავანგარდულ მანერაში, ქმნიდა ახლებურ ქართულ როკს და, რა დასამალია, ეპატაჟიც სიამოვნებდა.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"