საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

14

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 23:39-ზე, მთვარე თევზებში იქნება 03-44-დან –რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. მოერიდეთ ეგოიზმს და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებულ შეფასებას. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. აქტიურია ზურგის ზედა ნაწილი. გაუფრთხილდით ხერხემალს. მთვარის ამ დღეს შექმნილი ოჯახები იშვიათად იშლება ეჭვიანობის, ღალატის ან ფინანსური პრობლემების გამო.
სამართალი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
უგულავასა და კეზერაშვილის სახელთან დაკავშირებული ბილბორდების ბიზნესი, რომელიც სახელმწიფო სიმბოლიკას ფარავს
უგულავასა და კეზერაშვილის სახელთან დაკავშირებული ბილბორდების ბიზნესი, რომელიც სახელმწიფო სიმბოლიკას ფარავს

აგ­ვის­ტოს ომის დროს გან­სა­კუთ­რე­ბით ამაზ­რზე­ნი იყო ვი­დე­ო­ფი­რი, რო­მელ­შიც რუ­სე­ბი და გა­დამ­თი­ე­ლე­ბი ფეხ­ქვეშ თე­ლავ­დნენ ქარ­თულ დრო­შას. მა­შინ ამას დიდი აჟი­ო­ტა­ჟი მოჰ­ყვა - ქარ­თველ­მა სა­ზო­გა­დო­ე­ბამ ეს ბარ­ბა­რო­სო­ბად მო­ნათ­ლა.

სა­ხელ­მწი­ფოს სიმ­ბო­ლოს შე­უ­რა­ცხყო­ფა მარ­თლაც ბარ­ბა­რო­სო­ბა და ვან­და­ლიზ­მია. თუმ­ცა, უპირ­ვე­ლე­სად, შენ უნდა სცე შენს დრო­შას თუ გერბს პა­ტი­ვი. ევ­რო­პის, ამე­რი­კი­სა და აზი­ის ქვეყ­ნებ­ში ეროვ­ნუ­ლი სიმ­ბო­ლო­ე­ბის მოფრ­თხი­ლე­ბის მთე­ლი კულ­ტუ­რა არ­სე­ბობს და თუ ვინ­მე მათ მი­მართ უპა­ტივ­ცე­მუ­ლო­ბას გა­მო­ავ­ლენს, უპირ­ვე­ლე­სად სა­ზო­გა­დო­ე­ბა, რი­გი­თი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი მოს­თხო­ვენ პა­სუხს.

ამ სა­კი­თხზე ნამ­დვი­ლად ჩა­ფიქ­რდე­ბით, თუ დი­ღომ­ში მოხ­ვდე­ბით. 2010 წელს და­ვით აღ­მა­შე­ნებ­ლის ძეგლის მო­პირ­და­პი­რე მხა­რეს აღი­მარ­თა სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა­ზე დიდი დრო­შა. დრო­შის ამ ად­გილ­ზე აღ­მარ­თვის მი­ზა­ნი ის იყო, რომ დე­და­ქა­ლაქ­ში შემსვლელ-გა­მომ­სვლელს თვალ­ში ქვეყ­ნის მთა­ვა­რი სიმ­ბო­ლო მოხ­ვედ­რო­და.

თუმ­ცა, რო­დე­საც ავ­ტო­მან­ქა­ნით გვი­რა­ბი­დან გა­მო­დი­ხარ, თვალ­ში სა­ქარ­თვე­ლოს დრო­შა კი არა, სა­რეკ­ლა­მო ბილ­ბორ­დი­ გხვდე­ბა, რო­მე­ლიც "ჩრდი­ლავს" ქვეყ­ნის სიმ­ბო­ლოს: ჯერ ხე­დავ რეკ­ლა­მას და მის ფონ­ზე­ ქარ­თუ­ლი დრო­შა თით­ქოს მორი­დე­ბით ფრი­ა­ლებს. ვი­ღა­ცას კო­მერ­ცი­უ­ლად მომ­გე­ბი­ა­ნი ად­გი­ლი უპო­ვია და არ აინ­ტე­რე­სებს,­ ფუ­ლის თვლის იქით რა­ი­მე არ­სე­ბობს თუ არა.

სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 343-ე მუხ­ლით ეროვ­ნუ­ლი დრო­შის შე­ბღალ­ვა ორ­წლი­ან პა­ტიმ­რო­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებს. სამ­წუ­ხა­როდ, კო­დექსში არ არის და­ზუს­ტე­ბუ­ლი შე­ბღალ­ვა მა­ინ­ცდა­მა­ინც დრო­შის გა­თელ­ვას გუ­ლის­ხმობს თუ ისეთ ქმე­დე­ბა­საც, რო­მე­ლიც სა­ხელ­მწი­ფოს სიმ­ბო­ლოს მი­მართ უპა­ტივ­ცე­მუ­ლო­ბას გა­მო­ხა­ტავს. ეს რომ და­ზუს­ტე­ბუ­ლი იყოს, შე­საძ­ლოა, საქ­მე სა­სა­მარ­თლოს დარ­ბა­ზებ­ში გაგ­რძე­ლე­ბუ­ლი­ყო.

ყვე­ლა­ზე გულ­და­სა­წყვე­ტი კი, აი, რა არის: და­ახ­ლო­ე­ბით ერთი წლის წინ "კვი­რის­ პა­ლიტ­რა" წერ­და დრო­ში­სა და ბილ­ბორ­დის ამ­ბავ­ზე. გვე­გო­ნა, მე­რია შეშ­ფოთ­დე­ბო­და, ბილ­ბორ­დის პატ­რო­ნი ან რეკ­ლა­მის დამ­კვე­თი იგ­რძნობ­დნენ უხერ­ხუ­ლო­ბას, თუმ­ცა, თქვენც არ მო­მიკ­ვდეთ! - დრო­შას ისევ ეფა­რე­ბა უზარ­მა­ზა­რი სა­რეკ­ლა­მო დაფა, რო­მელ­ზეც ისევ იმ კომ­პა­ნი­ის რეკ­ლა­მაა გან­თავ­სე­ბუ­ლი, რო­მე­ლიც შარ­შან იყო. ამ კომ­პა­ნი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლი ტა­რი­ელ ხე­ჩი­კაშ­ვი­ლი კი ცოტა ხნის წინ სპორ­ტის მი­ნის­ტრად და­ი­ნიშ­ნა და დიდ კა­ბი­ნეტ­ში სა­ქარ­თვე­ლოს დრო­შე­ბის ფონ­ზე ფიქ­რობს­ ეროვ­ნუ­ლი სპორ­ტის პრობ­ლე­მა­ტი­კა­ზე.

გარე რეკ­ლა­მა­ზე მო­ნო­პო­ლია ისევ უგუ­ლა­ვა­სა და კე­ზე­რაშ­ვილ­თან და­კავ­ში­რე­ბულ კომ­პა­ნია "აუთ­დორს" აქვს, რო­მელ­საც, რო­გორც ჩანს, ფუ­ლის კე­თე­ბის ფონ­ზე უმ­ნიშ­ვნე­ლოდ მი­აჩ­ნია ისე­თი სა­კი­თხე­ბი, რო­გო­რი­ცაა, მა­გა­ლი­თად, ეროვ­ნუ­ლი დრო­შის პა­ტი­ვის­ცე­მა. ეტყო­ბა, ხე­ჩი­კაშ­ვი­ლის კომ­პა­ნი­ის­თვი­საც კო­მერ­ცი­ულ­მა ფაქ­ტორ­მა მო­რა­ლუ­რი ფაქ­ტო­რი გა­და­წო­ნა. მე­რია კი ისე იქ­ცე­ვა, თით­ქოს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი არა­ფე­რი ხდე­ბა.

უფრო ზუს­ტად, თბი­ლი­სის მე­რი­ა­ში გვი­თხრეს, ზე­მოხ­სე­ნე­ბუ­ლი სა­რეკ­ლა­მო დაფა "აუთ­დო­რი­სა" და "ალ­მას" სა­წი­ლო ბილ­ბორ­დია, მისი აღ­მარ­თვის ნე­ბარ­თვა კა­ნო­ნი­ე­რად არის გა­ცე­მუ­ლი, მო­რა­ლურ პრინ­ცი­პებ­ზე კი ამ კომ­პა­ნი­ებს ელა­პა­რა­კე­თო. რა თქმა უნდა, სწო­რედ ამ "კა­ნო­ნი­ე­რე­ბა­ზე აპე­ლი­რე­ბენ კომ­პა­ნი­ე­ბი.

მა­შინ კა­ნო­ნი არ კრძა­ლავს და ბა­რემ პირ­და­პირ სა­ქარ­თვე­ლოს დრო­შა­ზე გა­ნა­თავ­სეთ რეკ­ლა­მა! იქ­ნებ გერ­ბიც გა­მო­ი­ყე­ნოთ ამ მიზ­ნით. "ძალა ერ­თო­ბა­შია"-ს ნაც­ვლად, რო­მე­ლი­მე სა­რეკ­ლა­მო სლო­გა­ნი ჩა­წე­რეთ. ან იქ­ნებ სვე­ტი­ცხოვ­ლის, ალა­ვერ­დი­სა თუ ჯვრის ტაძ­რის გარ­შე­მო აღვმარ­თოთ ბილ­ბორ­დე­ბის ტყე?! კა­ნო­ნი ხომ არ კრძა­ლავს?!

კა­ნო­ნი ერ­თია და მო­რა­ლი მე­ო­რე - ეს კარ­გად უნდა იცოდ­ნენ სა­ხელ­მწი­ფო მო­ხე­ლე­მაც და ბიზ­ნეს­მენ­მაც. Fფუ­ლის კე­თე­ბა ზნე­ო­ბის, სა­კუ­თა­რი ქვეყ­ნის პა­ტი­ვის­ცე­მის პრინ­ცი­პე­ბის დაც­ვი­თაც შე­იძ­ლე­ბა, ზო­გი­ერ­თის­თვის ეს რა­ო­დენ სა­ო­ცა­რიც უნდა იყოს. წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში, თა­ვად და­კარ­გა­ვენ პა­ტი­ვის­ცე­მას და სა­ბო­ლო­ოდ, გა­ტე­ხილ ვარცლ­თან აღ­მოჩ­ნდე­ბი­ან.

ერ­თა­დერ­თი და­მა­ი­მე­დე­ბე­ლი ამ­ბა­ვი და­ვით ნარ­მა­ნი­ას რამ­დე­ნი­მე დღის წი­ნან­დე­ლი­ გან­ცხა­დე­ბაა. Mმისი თქმით, მე­რი­ამ შე­ი­მუ­შა­ვა გარე რეკ­ლა­მის გან­თავ­სე­ბის რე­გუ­ლა­ცი­ის პრო­ექ­ტი, რომ­ლის მი­ხედ­ვით, ყვე­ლა კომ­პა­ნი­ას უნდა ჰქონ­დეს კონ­კუ­რენ­ცი­ის შე­საძ­ლებ­ლო­ბა, ნე­ბარ­თვას გარე რეკ­ლა­მის გან­თავ­სე­ბა­ზე მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტი უნდა გას­ცემ­დეს და ეს თან­ხმდე­ბო­დეს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის არ­ქი­ტექ­ტორ­თან, მო­უ­წეს­რი­გე­ბე­ლი ბა­ნე­რე­ბის პატ­რო­ნე­ბი კი და­ჯა­რიმ­დე­ბი­ან.

იმე­დია, ამ პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა თბი­ლისს ჩა­მო­არ­თმევს ბილ­ბორ­დე­ბის ქა­ლა­ქის სტა­ტუსს და ჩვე­ნი დე­და­ქა­ლა­ქი ერთ დიდ ბა­ზარს აღარ და­ემ­სგავ­სე­ბა.

წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში, კა­ნონ­სა და ზნე­ო­ბა­ზე კი­დევ არა­ერთ სტა­ტი­ას წა­ი­კი­თხავთ.

ეკა ლო­მი­ძე

kvirispalitra.ge

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედის პირველი კომენტარი - "ჩემზეც ბევრი ბრალდებები წამოვიდა"

უგულავასა და კეზერაშვილის სახელთან დაკავშირებული ბილბორდების ბიზნესი, რომელიც სახელმწიფო სიმბოლიკას ფარავს

უგულავასა და კეზერაშვილის სახელთან დაკავშირებული ბილბორდების ბიზნესი, რომელიც სახელმწიფო სიმბოლიკას ფარავს

აგვისტოს ომის დროს განსაკუთრებით ამაზრზენი იყო ვიდეოფირი, რომელშიც რუსები და გადამთიელები ფეხქვეშ თელავდნენ ქართულ დროშას. მაშინ ამას დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა - ქართველმა საზოგადოებამ ეს ბარბაროსობად მონათლა.

სახელმწიფოს სიმბოლოს შეურაცხყოფა მართლაც ბარბაროსობა და ვანდალიზმია. თუმცა, უპირველესად, შენ უნდა სცე შენს დროშას თუ გერბს პატივი. ევროპის, ამერიკისა და აზიის ქვეყნებში ეროვნული სიმბოლოების მოფრთხილების მთელი კულტურა არსებობს და თუ ვინმე მათ მიმართ უპატივცემულობას გამოავლენს, უპირველესად საზოგადოება, რიგითი მოქალაქეები მოსთხოვენ პასუხს.

ამ საკითხზე ნამდვილად ჩაფიქრდებით, თუ დიღომში მოხვდებით. 2010 წელს დავით აღმაშენებლის ძეგლის მოპირდაპირე მხარეს აღიმართა საქართველოს ყველაზე დიდი დროშა. დროშის ამ ადგილზე აღმართვის მიზანი ის იყო, რომ დედაქალაქში შემსვლელ-გამომსვლელს თვალში ქვეყნის მთავარი სიმბოლო მოხვედროდა.

თუმცა, როდესაც ავტომანქანით გვირაბიდან გამოდიხარ, თვალში საქართველოს დროშა კი არა, სარეკლამო ბილბორდი­ გხვდება, რომელიც “ჩრდილავს” ქვეყნის სიმბოლოს: ჯერ ხედავ რეკლამას და მის ფონზე­ ქართული დროშა თითქოს მორიდებით ფრიალებს. ვიღაცას კომერციულად მომგებიანი ადგილი უპოვია და არ აინტერესებს,­ ფულის თვლის იქით რაიმე არსებობს თუ არა.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 343-ე მუხლით ეროვნული დროშის შებღალვა ორწლიან პატიმრობას ითვალისწინებს. სამწუხაროდ, კოდექსში არ არის დაზუსტებული შებღალვა მაინცდამაინც დროშის გათელვას გულისხმობს თუ ისეთ ქმედებასაც, რომელიც სახელმწიფოს სიმბოლოს მიმართ უპატივცემულობას გამოხატავს. ეს რომ დაზუსტებული იყოს, შესაძლოა, საქმე სასამართლოს დარბაზებში გაგრძელებულიყო.

ყველაზე გულდასაწყვეტი კი, აი, რა არის: დაახლოებით ერთი წლის წინ "კვირის­ პალიტრა" წერდა დროშისა და ბილბორდის ამბავზე. გვეგონა, მერია შეშფოთდებოდა, ბილბორდის პატრონი ან რეკლამის დამკვეთი იგრძნობდნენ უხერხულობას, თუმცა, თქვენც არ მომიკვდეთ! - დროშას ისევ ეფარება უზარმაზარი სარეკლამო დაფა, რომელზეც ისევ იმ კომპანიის რეკლამაა განთავსებული, რომელიც შარშან იყო. ამ კომპანიის ხელმძღვანელი ტარიელ ხეჩიკაშვილი კი ცოტა ხნის წინ სპორტის მინისტრად დაინიშნა და დიდ კაბინეტში საქართველოს დროშების ფონზე ფიქრობს­ ეროვნული სპორტის პრობლემატიკაზე.

გარე რეკლამაზე მონოპოლია ისევ უგულავასა და კეზერაშვილთან დაკავშირებულ კომპანია "აუთდორს" აქვს, რომელსაც, როგორც ჩანს, ფულის კეთების ფონზე უმნიშვნელოდ მიაჩნია ისეთი საკითხები, როგორიცაა, მაგალითად, ეროვნული დროშის პატივისცემა. ეტყობა, ხეჩიკაშვილის კომპანიისთვისაც კომერციულმა ფაქტორმა მორალური ფაქტორი გადაწონა. მერია კი ისე იქცევა, თითქოს განსაკუთრებული არაფერი ხდება.

უფრო ზუსტად, თბილისის მერიაში გვითხრეს, ზემოხსენებული სარეკლამო დაფა "აუთდორისა" და "ალმას" საწილო ბილბორდია, მისი აღმართვის ნებართვა კანონიერად არის გაცემული, მორალურ პრინციპებზე კი ამ კომპანიებს ელაპარაკეთო. რა თქმა უნდა, სწორედ ამ “კანონიერებაზე აპელირებენ კომპანიები.

მაშინ კანონი არ კრძალავს და ბარემ პირდაპირ საქართველოს დროშაზე განათავსეთ რეკლამა! იქნებ გერბიც გამოიყენოთ ამ მიზნით. "ძალა ერთობაშია"-ს ნაცვლად, რომელიმე სარეკლამო სლოგანი ჩაწერეთ. ან იქნებ სვეტიცხოვლის, ალავერდისა თუ ჯვრის ტაძრის გარშემო აღვმართოთ ბილბორდების ტყე?! კანონი ხომ არ კრძალავს?!

კანონი ერთია და მორალი მეორე - ეს კარგად უნდა იცოდნენ სახელმწიფო მოხელემაც და ბიზნესმენმაც. Fფულის კეთება ზნეობის, საკუთარი ქვეყნის პატივისცემის პრინციპების დაცვითაც შეიძლება, ზოგიერთისთვის ეს რაოდენ საოცარიც უნდა იყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, თავად დაკარგავენ პატივისცემას და საბოლოოდ, გატეხილ ვარცლთან აღმოჩნდებიან.

ერთადერთი დამაიმედებელი ამბავი დავით ნარმანიას რამდენიმე დღის წინანდელი­ განცხადებაა. Mმისი თქმით, მერიამ შეიმუშავა გარე რეკლამის განთავსების რეგულაციის პროექტი, რომლის მიხედვით, ყველა კომპანიას უნდა ჰქონდეს კონკურენციის შესაძლებლობა, ნებართვას გარე რეკლამის განთავსებაზე მუნიციპალიტეტი უნდა გასცემდეს და ეს თანხმდებოდეს მუნიციპალიტეტის არქიტექტორთან, მოუწესრიგებელი ბანერების პატრონები კი დაჯარიმდებიან.

იმედია, ამ პროექტის განხორციელება თბილისს ჩამოართმევს ბილბორდების ქალაქის სტატუსს და ჩვენი დედაქალაქი ერთ დიდ ბაზარს აღარ დაემსგავსება.

წინააღმდეგ შემთხვევაში, კანონსა და ზნეობაზე კიდევ არაერთ სტატიას წაიკითხავთ.

ეკა ლომიძე

kvirispalitra.ge

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია