კანადელმა და ამერიკელმა მეცნიერებმა აპარატ "კასისნის" გამოგზავნილი ფოტოები გააანალიზეს, რომელზეც სატურნის თანამგზავრი არის გამოსახული და დაადგინეს, რომ იქ ყველანაირი პირობა არსებობს სიცოცხლის არსებობისთვის.
თანამგზავრის გეიზერებიდან ამოსულ ნივთიერებებში მეცნიერებმა შენიშნეს ნახშირმჟავის მაღალი შემცველობა. მკვლევარებმა გადაწყვიტეს, რომ ყინულის ქვეშ არსებული ოკეანის წყალში უხვადაა მინერალური ნივთიერებები. როგორც პლანეტოლოგებმა გაარკვიეს, სატურნის თანამგზავრის ოკეანის წყალში არის მარილი, როგორც დედამიწის ოკეანეებში. ამასთან, თანამგზავრზე აღინიშნება სოდაც. ეს ნიშნავს, რომ ოკეანის სიღრმეებში არსებობს ნახშირმჟავა, წყალბადი და მეტალები.
დედამიწაზე თანამგზავრის ოკეანის მსგავსი მდინარე მონოა, რომელიც კალიფორნიაში მდებარეობს. მასში ბევრია მარილის და სოდის შემცველობა და იქ არ ბინადრობენ თევზები. თუმცა ამავე მდინარეში ცხოვრობენ უცნაური ორგანიზმები და ბაქტერიები, რომლებიც სხვა ცოცხალი ორგანიზმებისგან განსხვავებით, სასიკვდილო პირობებში ადაპტირდებიან.